„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის N193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის N193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 24/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 430120000.22.022.017898
40/ნ
24/03/2020
ვებგვერდი, 24/03/2020
430120000.22.022.017898
„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის N193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის N193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №40/ნ

2020 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 05 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის №193/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 13/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430120000.22.022.017445) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული წესის შესაბამისად. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი



დანართი №1

თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე წესი არეგულირებს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის, გარდა დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომში – პროგრამა) ჩარიცხვის წესს, განხორციელების ვადებს და დაფინანსების წესს.

2. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე ამ წესის მოქმედება გავრცელდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ, კონკრეტული შემთხვევის თავისებურებებისა და ამ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით.

მუხლი 2. პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე პირები

პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხონ თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის პირები.

მუხლი 3. პროგრამაზე ჩარიცხვა

პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – სკოლა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 4. პროგრამაზე ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია

1. წინამდებარე დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირების მიერ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აწვდის შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) მონაცემები თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე იმ პირთა ოჯახების შესახებ, რომლებსაც ჰყავთ ზოგადი განათლების მიღებას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის შვილ(ებ)ი. აღნიშნული მონაცემები უნდა შეიცავდეს:

ა.ა) დროებითი საიდენტიფიკაციო ან დროებითი ბინადრობის მოწმობით მინიჭებულ პირად ნომერს;

ა.ბ) სახელსა და გვარს;

ა.გ) დაბადების თარიღს (რიცხვი/თვე/წელი);

ა.დ) სქესს;

ა.ე) მოქალაქეობას;

ა.ვ) სტატუსს;

ა.ზ) ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს საქართველოში.

ბ) საქართველოში თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე ზოგადი განათლების მიღებას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის პირების მშობლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხმობის განაცხადი, შვილის პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ;

გ) პროგრამაზე ჩასარიცხი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მშობლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) პირის ფოტოსურათი ზომით ¾-ზე.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭირო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამის სკოლას.

მუხლი 5. პროგრამაზე ჩარიცხვის ვადები

პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება წელიწადში ორჯერ, კერძოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამ დანართის მე-2 მუხლითა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სიის შესაბამისი წლის 30 ივლისამდე წარდგენის შემთხვევაში – არაუგვიანეს შესაბამისი წლის სექტემბრისა, ხოლო 30 ნოემბრამდე წარდგენის შემთხვევაში – არაუგვიანეს მომდევნო წლის იანვრისა.

მუხლი 6. პროგრამის განხორციელების ვადები

სექტემბერში ჩარიცხული ბენეფიციარებისთვის პროგრამის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, პროგრამა დაიწყოს 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, პროგრამის დასრულების თარიღად განისაზღვროს 15 ივნისის წინა პარასკევი. ასევე, იანვარში ჩარიცხული ბენეფიციარებისთვის პროგრამის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 იანვარი, ხოლო დასრულების თარიღად - 29 დეკემბერი.

მუხლი 7. პროგრამის წარმატებით დაძლევა

1. პროგრამა წარმატებით დაძლეულად ითვლება შესაბამისი სკოლის ორგანიზებით ჩატარებული გამოცდის (ტესტირება და გასაუბრება) წარმატებით ჩაბარებისა და ზოგადი განათლების:

ა) დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ქართული ენის არასრულ A1 დონეზე ფლობის შემთხვევაში;

ბ) საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის ქართული ენის არასრულ A2 დონეზე ფლობის შემთხვევაში;

გ) საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ქართული ენის A2 დონეზე ფლობის შემთხვევაში.

2. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს გამოცდაში სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ბარიერის გადალახვას.

მუხლი 8. პროგრამის წარმატებით დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი

ამ დანართის მე-7 მუხლით გათვალისწინებული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, შესაბამისი სკოლის დირექტორის მიერ გაიცემა პროგრამის წარმატებით დაძლევის დამადასტურებელი ცნობა.

მუხლი 9. ინფორმაცია პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ

1. ინფორმაცია პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა რაოდენობის, პროგრამის წარმატებით დაძლევის და პროგრამის დასრულებამდე შეწყვეტის შესახებ ინახება შესაბამის სკოლაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სკოლის მიერ, წელიწადში ორჯერ – სექტემბერში ჩარიცხული ბენეფიციარების თაობაზე არაუგვიანეს შესაბამისი წლის 25 ივნისისა და იანვარში ჩარიცხული ბენეფიციარების თაობაზე არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა იგზავნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან სექტემბერში ჩარიცხული ბენეფიციარების შესახებ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 30 ივნისისა და იანვარში ჩარიცხული ბენეფიციარების შესახებ არაუგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მუხლი 10 დაფინანსების წესი

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტრო უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი სკოლის დაფინანსებას:

ა) მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მიზნით, რომელიც შეადგენს 500 ლარს;

ბ) კომპიუტერის, მულტიფუნქციური პრინტერის, კარტრიჯის, საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის მიზნით;

გ) ზედნადები ხარჯების (კომუნალური გადასახადები) დაფარვის მიზნით, რომლის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საერთო თანხის 3%-სა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.

მუხლი 11. პროგრამიდან ამორიცხვა

1. სკოლა უფლებამოსილია პროგრამიდან ამორიცხოს პირი:

ა) რომელიც 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება პროგრამის საფუძველზე შექმნილ ჯგუფში;

ბ) რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ეთქვა უარი თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებაზე, ან შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა საერთაშორისო დაცვით გათვალისწინებული, მისთვის მინიჭებული სტატუსი;

გ) რომლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლას, პირის პროგრამიდან ამორიცხვის შესახებ.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უგზავნის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას წერილობით უგზავნის შესაბამის სკოლას.

3. სკოლა ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, პირის პროგრამიდან ამორიცხვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობით აცნობოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.