„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021887
175
17/03/2020
ვებგვერდი, 18/03/2020
470230000.10.003.021887
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №175

2020 წლის 17 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის):

1. მე-2 მუხლის 35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​5. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.7-ის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, ამასთან, პროგრამის მიზნებისათვის, საქართველოს მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან ამავე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები.“.

2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) დანართი №1.7-ის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია ინფექციური პროფილის დაწესებულება ან/და მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულება.“.

3. 23-ე მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. 21-ე მუხლით განსაზღვრული გეგმური მომსახურების მიღებისას, მოლოდინის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი, მე-2  და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის 4 თვეს, თუმცა, მოლოდინის პერიოდის ხანგრძლივობა სამედიცინო ჩვენებით უნდა განისაზღვროს.“.

4. №1.7 დანართის (ინფექციური დაავადებების მართვა):

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვას, მათ შორის:

გ.ა.)  შესაძლო შემთხვევის ამბულატორიულ დიაგნოსტიკას (გარდა COVID 19-ის დასადგენი ტესტირებისა, რომელსაც ახორციელებს ცენტრი);

გ.ბ) COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევის სტაციონარულ მკურნალობას;

გ.გ) COVID 19-ის დაუდასტურებელი შემთხვევის მართვას, რომელსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დანართის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის განსაზღვრული ტარიფისა (დანართი №1.7.1);

ბ) „გ“ ქვეპუნქტის:

ბ.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა. ამასთან, ანაზღაურება მოხდება იმ შემთხვევაში, როცა შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკას არ მოჰყვება იმავე დაწესებულებაში პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტაციონარული მომსახურება;

ბ.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის/ინტენსიური თერაპიისა, რომელზეც ვრცელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 22-ე მუხლის 7​1 პუნქტის პირობები;

ბ.გ) „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ამავე პუნქტის „ა“ და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება (მ.შ. კრიტიკული მდგომარეობების მართვა/ინტენსიური თერაპია) არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია