„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5860-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.019780
5860-IIს
19/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
280060000.05.001.019780
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.019066) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება დაგროვებით საპენსიო სქემასთან, საპენსიო სააგენტოსთან ან/და აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელმაც შეიძლება წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას შორის. ეს წესი არ  გამოიყენება, თუ სპეციალიზებულ დეპოზიტარს დეპოზიტარული მომსახურების გაწევა ფუნქციურად და იერარქიულად აქვს გამიჯნული პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ არის იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული.“.

2. 27-ე მუხლის:

ა) მე-20 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აქტივების მმართველი კომპანიის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საინვესტიციო საბჭოს წევრის ან მასთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში;

ე) ფასიან ქაღალდებში, რომლებიც გამოუშვა აქტივების მმართველმა კომპანიამ ან მასთან აფილირებულმა პირმა;“;

ბ) 24-ე პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველ კომპანიასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 მარტი 2020 წ.

N5860-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.