ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ

ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7461
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 12/03/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016557
7461
12/03/2020
ვებგვერდი, 17/03/2020
000000000.00.00.016557
ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №7461

2020 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის 4/02-3-8231 და 2020 წლის 9 მარტის 1/08-3-1797 წერილების საფუძველზე,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. რეგულირებული საწარმოების (მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების და მცირე ელექტროსადგურების) მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის, ამავე კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით პერიოდულად წარდგენილ ანგარიშში ასახული ინფორმაცია სასადგურე დანაკარგების შესახებ დაბეგვრის მიზნებისთვის, ჩაითვალოს შესაბამისი გადასახადის გადამხდელისთვის ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 ნოემბრის №41212 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2019 წლის 15 ნოემბრის 7  და 2020 წლის 21 თებერვლის 1 სხდომის ოქმები.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი             ლევან კაკავა