„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.148.016600
10
13/03/2020
ვებგვერდი, 17/03/2020
010260000.35.148.016600
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2020 წლის 13 მარტი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 14 ნოემბრის   №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260000.35.148.016404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ახორციელებს საქართველოს  კანონმდებლობით,  მერიის დებულებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და მერის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დაინტერესებული    პირის   განცხადების   საფუძველზე   ადასტურებს   მის   სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ფაქტს.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
  1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების 1-ლი მუხლის „ე“  ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 6 მარტიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.
  2. დადგენილების 1-ლი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 15 აპრილს.

 


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე