დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 173 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.021885 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (16/03/2020 - 29/01/2024)
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესი“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-5-მე-6 მუხლების, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე − 32-ე და 42-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|
მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-5-მე-6 მუხლები, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი და 22-ე − 32-ე მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.
|
მუხლი 4 |
დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ 42-ე მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
ცხოველის საკვების ჰიგიენის წესი
თავი I ზოგადი დებულებები
|
მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო
1. „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესი“ (შემდგომში „წესი“) ადგენს: ა) ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგად მოთხოვნებს; ბ) ცხოველის საკვების მიკვლევადობის სისტემის უზრუნველსაყოფად შესაბამის პირობებსა და მექანიზმებს; გ) საწარმოს რეგისტრაციისა და აღიარების პირობებსა და მექანიზმებს. 2. ეს წესი ვრცელდება: ა) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობის ყველა ეტაპზე-ცხოველის საკვების პირველადი წარმოებიდან ბაზარზე განთავსების ჩათვლით; ბ) სასურსათო დანიშნულების ცხოველის კვებაზე; გ) ცხოველის საკვების იმპორტსა და ექსპორტზე. 3. ეს წესი არ ვრცელდება: ა) ცხოველის საკვების ოჯახურ წარმოებაზე: ა.ა) პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი სასურსათო დანიშნულების ცხოველისთვის; ა.ბ) არასასურსათო დანიშნულების ცხოველისთვის; ბ) პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ სასურსათო დანიშნულების ცხოველის კვებაზე ან იმ საქმიანობაზე, როდესაც ხორციელდება პირველადი პროდუქტის პირდაპირი მიწოდება საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი; გ) ცხოველის საკვების პირველადი წარმოების იმ ბიზნესოპერატორზე, რომელსაც ,,სურსათის/ცხოველის საკვების, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს პირდაპირ მიწოდებას ადგილობრივი ფერმებისთვის ადგილზე გამოყენების მიზნით; დ) არასასურსათო დანიშნულების ცხოველის კვებაზე; ე) შინაური ბინადარი ცხოველის საკვების საცალო ვაჭრობაზე. 4. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში - შემოსავლების სამსახური).
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ცხოველის საკვების ჰიგიენა – ღონისძიებები და პირობები, რომლებიც საჭიროა საფრთხეების კონტროლის და ცხოველის მოხმარებისათვის ვარგისი ცხოველის საკვებით უზრუნველყოფისათვის, მისი მიზნობრივი გამოყენების გათვალისწინებით; ბ) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია უზრუნველყოს მის კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა; გ) ცხოველის საკვების დანამატები (feed additive) – ნივთიერებები ან მიკროორგანიზმები, რომლებიც დაშვებულია ცხოველთა კვებაში გამოსაყენებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) საწარმო – ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი საწარმოო ერთეული; ე) ცხოველის საკვების პირველადი წარმოება – სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება, მათ შორის, განსაკუთრებით მოსავლის მოყვანა, აღება, რძის წველა, ცხოველების მოშენება (დაკვლამდე) ან თევზჭერა ცხოველის ისეთი საკვების მისაღებად, რომელიც არ დაექვემდებარება ნებისმიერ სხვა ოპერაციას მოსავლის აღება-შეგროვების ან დაჭერის შემდეგ, გარდა მარტივი ფიზიკური დამუშავებისა; ვ) პარტია – ამ წესის V თავის მიზნებისათვის ცხოველის საკვების განსაზღვრული რაოდენობა, რომელსაც აქვს საერთო მახასიათებლები, როგორიცაა წარმოშობა, სახეობა, შეფუთვის ტიპი, შემფუთავი, ტვირთგამგზავნი ან ეტიკეტირება და, წარმოების პროცესის შემთხვევაში, წარმოადგენს წარმოების ერთეულს ერთი საამქროდან, რომელიც იყენებს ერთგვაროვანი წარმოების პარამეტრებს ან რამდენიმე ასეთ ერთეულს, როდესაც წარმოებულია უწყვეტად და შენახულია ერთად; ზ) ზეთიდან და ცხიმიდან მიღებული პროდუქტი – ამ წესის V თავის მიზნებისათვის ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მიღებულია პირდაპირ ან არაპირდაპირ ნედლი ან აღდგენილი ზეთიდან ან ცხიმიდან, ოლეოქიმიური ან ბიოდიზელის გადამუშავებით ან გამოხდით, ქიმიური და ფიზიკური რაფინირების შედეგად, გარდა: ზ.ა) რაფინირებული ზეთისა; ზ.ბ) რაფინირებული ზეთიდან მიღებული პროდუქტებისა; ზ.გ) ცხოველის საკვების დანამატებისა; თ) ცხიმის შერევა – ამ წესის V თავის მიზნებისათვის ცხოველის კომბინირებული საკვების წარმოებისას (ცხოველის საკვების მასალის კატალოგის (COMMISSION REGULATION (EU) No 68/2013 of 16 January 2013 on the Catalogue of feed materials) დანართი N1-ის ,,გ“ ნაწილით წარმოდგენილი და ერთი და იმავე სახეობის მცენარისგან ან ცხოველისგან მიღებული კომპონენტებიდან) ან ცხოველის საკვების მასალების წარმოებისას, ნედლი ზეთის, რაფინირებული ზეთის, ცხოველური ცხიმის, ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით გათვალისწინებული სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ აღდგენილი ზეთის ან მათგან წარმოებული პროდუქტების შერევით, შერეული ზეთის ან ცხიმის წარმოება, გარდა: თ.ა) თანმიმდევრული პარტიების ცალკე შენახვისა; თ.ბ) მხოლოდ რაფინირებული ზეთების შერევისა; ი) რაფინირებული ზეთი ან ცხიმი – ამ წესის V თავის მიზნებისათვის ზეთი ან ცხიმი, რომელიც გადის რაფინირების პროცესს, რა დროსაც ხდება მინარევების ან არასასურველი კომპონენტების სრული ან ნაწილობრივი მოცილება ფიზიკური/ქიმიური დამუშავებით; კ) ცხოველის საკვების მასალა – მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი, ახალი ან დაკონსერვებული და საწარმოო გადამუშავებიდან მიღებული პროდუქტი, ორგანული ან არაორგანული სუბსტანციები ( მასში ცხოველის საკვების დანამატების შემცველობის მიუხედავად), რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალურ კვებაში გამოსაყენებლად, რათა დაკმაყოფილდეს ცხოველის ბუნებრივი მოთხოვნილება უშუალოდ ასეთი საკვებით ან მათი გადამუშავების შემდეგ ან კომბინირებული საკვების მომზადებით ან პრემიქსების გადამტანით; ლ) არასასურსათო დანიშნულების ცხოველი – ნებისმიერი ცხოველი, რომლის გამოკვება, გამრავლება ან შენახვა ხდება, მაგრამ არ გამოიყენება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, როგორიცაა: საბეწვე ცხოველები, შინაური ბინადარი ცხოველები და ლაბორატორიაში, ზოოპარკში ან ცირკში არსებული ცხოველები; მ) ანტიოქსიდანტები – ნივთიერება, რომელიც ცხოველის საკვებსა და ცხოველის საკვების მასალას იცავს გაფუჭებისაგან, ჟანგვითი პროცესების საშუალებით ზრდის მის ვარგისიანობის ვადას. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
თავი II ვალდებულებები
მუხლი 3. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის ზოგადი ვალდებულებები 1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მის კონტროლს ქვეშ არსებული ცხოველის საკვების წარმოება, გადამუშავება და დისტრიბუციის ყველა ეტაპის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპებსა და ამ წესით დადგენილ ჰიგიენურ მოთხოვნებთან. 2. სასურსათო დანიშნულების ცხოველის კვებისას ბიზნესოპერატორმა უნდა შეიმუშაოს პროცედურები და გაატაროს შესაბამისი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ცხოველის საკვების, ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტის ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური დაბინძურების შეძლებისამებრ დაბალი რისკის შენარჩუნებას.
მუხლი 4. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის კონკრეტული ვალდებულებები 1. ამ პუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვების პირველადი წარმოებისა და მასთან დაკავშირებული შემდგომი ოპერაციების დონეზე, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვალდებულია მის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამებოდეს ამ წესის IV თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს: ა) პირველადი პროდუქტების წარმოების ადგილზე ჰენდლინგი, შენახვა და ტრანსპორტირება; ბ) პირველადი პროდუქტების წარმოების ადგილიდან საწარმომდე ტრანსპორტირება; გ) ცხოველის საკვების შერევა მხოლოდ მათი საკუთარი სადგომების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დანამატების ან პრემიქსის დანამატების გამოყენების გარეშე, გარდა სილოსის დანამატებისა. 2. ოპერაციებისთვის, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისა, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვალდებულია მის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამებოდეს ამ წესის V თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 3. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა: ა) დაიცვას კონკრეტული მიკრობიოლოგიური კრიტერიუმები, არსებობის შემთხვევაში; ბ) მიიღოს ზომები ან შეიმუშაოს საჭირო პროცედურები, კონკრეტული მიზნების დასაკმაყოფილებლად. 4. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის, შეუძლია გამოიყენოს ამ წესის III თავით გათვალისწინებული სახელმძღვანელო პრინციპები. 5. სასურსათო დანიშნულების ცხოველის კვებისას ფერმერი უნდა იცავდეს ამ წესის VI თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 6. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა და ფერმერმა უნდა მიიღონ და გამოიყენონ ცხოველის საკვები მხოლოდ ამ წესის შესაბამისად რეგისტრირებული და/ან აღიარებული საწარმოდან.
მუხლი 5. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა 1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, უნდა დანერგოს და განახორციელოს დოკუმენტურად გაწერილი მუდმივი პროცედურები ან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურები. 2. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებია: ა) ნებისმიერი საფრთხის იდენტიფიცირება მისი თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო დონემდე შემცირების მიზნით; ბ) კრიტიკული საკონტროლო წერტილების იდენტიფიკაცია იმ ეტაპზე ან ეტაპებზე, როდესაც კონტროლი არსებითია საფრთხის ასაცილებლად, მისაღებ დონემდე შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად; გ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე (რომელიც განაცალკევებს მისაღებს მიუღებელისაგან) კრიტიკული ზღვრების დადგენა საფრთხის თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო (მისაღებ) დონემდე შესამცირებლად; დ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე ეფექტიანი მონიტორინგის დანერგვა და განხორციელება; ე) მაკორექტირებელი ქმედებების განსაზღვრა იმ შემთხვევებისათვის, როდესაც მონიტორინგით დგინდება, რომ კრიტიკული საკონტროლო წერტილი დადგენილ კრიტიკულ ზღვარს სცილდება; ვ) პროცედურების შემუშავება ამ პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების სრულყოფილი და ეფექტიანი მუშაობის რეგულარული გადამოწმების (ვერიფიკაციის) მიზნით; ზ) ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის ტიპისა (სახეობისა) და წარმადობის პროპორციულად, ჩანაწერების წარმოება, ამ პუნქტის ,,ა’’-,,ვ’’ ქვეპუნქტებში მოცემული პრინციპების ეფექტიანი გამოყენების დემონსტრირებისათვის. 3. ცხოველის საკვებში, ცხოველის საკვების წარმოების ნებისმიერ ეტაპსა ან პროცესში, გადამუშავებაში, შენახვასა და დისტრიბუციაში რაიმე ცვლილების განხორციელებისას, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვალდებულია გადახედოს პროცედურებს და განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების სისტემის ფარგლებში ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა შეიძლება გამოიყენოს, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემუშავებული, კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) გამოყენების სახელმძღვანელოსთან ერთად.
მუხლი 6. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტები 1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვალდებულია: ა) სააგენტოს, მოთხოვნისას, წარუდგინოს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) უზრუნველყოს ნებისმიერი დოკუმენტის მუდმივი განახლება, რომელიც აღწერს ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად გაწერილ პროცედურებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნისას, სააგენტოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს საწარმოს ტიპი და წარმადობა.
მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი, შეტყობინება და რეგისტრაცია 1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა ითანამშრომლოს სააგენტოსთან. 2. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების ან ცხოველის საკვების დისტრიბუციის რომელიმე ეტაპთან, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. 3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია.
მუხლი 8. ცხოველის საკვების საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარება 1. სავალდებულოა ცხოველის საკვების იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომელიც ახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ საქმიანობას: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ცხოველის საკვები დანამატების ან სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვების და ისეთი პროდუქტის წარმოებასა და/ან ბაზარზე განთავსებას, როგორიცაა: ა.ა) ნუტრიციული დანამატები: ა.ა.ა) ვიტამინები და პროვიტამინები, ასევე ანალოგიური მოქმედების მქონე მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებები; ა.ა.ბ) კვალის ელემენტების ერთობლიობა; ა.ა.გ) ამინომჟავები, მათი მარილები და ანალოგები; ა.ა.დ) შარდოვანა და მისი დერივატები; ა.ბ) ზოოტექნიკური დანამატები: ა.ბ.ა) შეთვისების გამაძლიერებლები – ნივთიერებები, რომელთაც ახასიათებთ საკვების შემადგენლობაზე მიზნობრივი მოქმედება და მათი გამოყენება ზრდის საკვების შეთვისებას; ა.ბ.ბ) ნაწლავის ფლორის სტაბილიზატორები – მიკროორგანიზმები ან განსაზღვრული სტრუქტურის მქონე ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ცხოველის ნაწლავის მიკროფლორაზე; ა.ბ.გ) ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ გარემოზე; ა.ბ.დ) სხვა ზოოტექნიკური დანამატები; ა.გ) ტექნოლოგიური დანამატებიდან ანტიოქსიდანტები – იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია მათი შემცველობის მაქსიმალური სიდიდე; ა.დ) სენსორული დანამატებიდან საღებავები – კაროტინოიდები და ქსანტოფილები; ა.ე) ცილები (პროტეინები), რომლებიც მიიღება ბაქტერიების, საფუარების, წყალმცენარეებისა და უმდაბლესი სოკოებისგან, გარდა იმ საფუარებისა, რომელთა კულტივირება ხდება მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სუბსტრატზე; ა.ვ) ამინომჟავების წარმოებისას ფერმენტაციის თანმდევი პროდუქტები; ბ) ცხოველის საკვები დანამატების გამოყენებით მომზადებული ისეთი პრემიქსების წარმოებასა და/ან ბაზარზე განთავსებას, როგორიცაა: ბ.ა) სხვა ზოოტექნიკური დანამატები: ბ.ა.ა) ანტიბიოტიკები: ყველა დანამატი; ბ.ა.ბ) კოქციდიოსტატიკები და ჰისტომონოსტატიკები: ყველა დანამატი; ბ.ა.გ) ზრდის სტიმულატორები: ყველა დანამატი; ბ.ბ) ნუტრიციული დანამატი: ბ.ბ.ა) ვიტამინები და პროვიტამინები, ასევე ანალოგიური მოქმედების მქონე მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებები - ვიტამინი A და D; ბ.ბ.ბ) ელემენტების კვალის ერთობლიობა – Cu (სპილენძი) და Se (სელენი) ; გ) ბაზარზე განთავსების ან მხოლოდ მათი სადგომების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ცხოველის კომბინირებული საკვები პროდუქტების წარმოებას, საკვები დანამატების ან ისეთი დანამატების შემცველი პრემიქსების გამოყენებით, როგორიცაა: გ.ა) სხვა ზოოტექნიკური დანამატები: გ.ა.ბ)ანტიბიოტიკები: ყველა დანამატი; გ.ა.გ) კოქციდიოსტატიკები და ჰისტომონოსტატიკები: ყველა დანამატი; გ.ა.დ) ზრდის სტიმულატორები: ყველა დანამატი. 2. სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარებაც, რომელიც ახორციელებს ცხოველის საკვებში გამოსაყენებელი პროდუქტების ბაზარზე განთავსების მიზნით ერთ-ერთ ან მეტ შემდეგ საქმიანობას: ა) ნედლი მცენარეული ზეთის გადამუშავებას გარდა ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილების რეგულირების სფეროში მოქცეული სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ გადამუშავებული ნედლი მცენარეული ზეთისა; ბ) ცხიმოვანი მჟავების ოლეოქიმიურ წარმოებას; გ) ბიოდიზელის წარმოებას; დ) ცხიმების შერევას. 3. აღიარების ან პირობითი აღიარების გარეშე ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია.
მუხლი 9. ბიზნესოპერატორის აღიარება და მისი პროცედურები 1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი საქმიანობის დაწყებამდე აღიარებისთვის განცხადებით მიმართავს სააგენტოს. 2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი, ეკონომიკური საქმიანობის ადგილი (მისამართი), ეკონომიკური საქმიანობის სახე (სექცია, განყოფილება, ჯგუფი, კლასი, ქვეკლასი). 3. განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის ინსპექტირება. 4. ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სააგენტო ახორციელებს ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის აღიარებას, პირობით აღიარებას ან უარს აცხადებს ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის აღიარებაზე, ინსპექტირების დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში. 5. სააგენტო ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს აღიარებას ანიჭებს უვადოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება ამ წესით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს. 6. თუ ინსპექტირების შედეგებით დადგენილი იქნება, რომ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ საწარმოს ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს 6 თვის ვადით ანიჭებს პირობით აღიარებას და აძლევს მითითებებს შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად . 7. პირობითი აღიარების მინიჭებიდან 6 თვის შემდეგ, სააგენტო ახორციელებს განმეორებით ინსპექტირებას, რომლის საფუძველზე: ა) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს უგრძელდება პირობითი აღიარება, თუ ბიზნესოპერატორის მიერ არ არის შესრულებული სააგენტოს ყველა მითითება და მისი საქმიანობა სრულად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა.ა) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორთან აღმოჩნდა ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ცხოველისა ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი, ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე; ა.ბ) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ევალება დანერგოს და არ აქვს დანერგილი პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად; ბ) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 8. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს უარი ეთქვა პირობითი აღიარების გაგრძელებაზე და ის მიმართავს განცხადებით სააგენტოს აღიარების შესახებ, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უარი ეთქმება აღიარებაზე. 9. პირობითი აღიარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობითი აღიარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილი შეუსაბამობები არ წარმოადგენს რისკს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი იძლევა გარანტიას, რომ ამ გონივრული ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს გაცემული მითითებების შესრულებას. 11. თუ ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული ვადების განმავლობაში ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორთან განხორციელდა ინსპექტირება და მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში.
მუხლი 10. აღიარების შეჩერება 1. სააგენტომ დროებით უნდა შეაჩეროს ბიზნესოპერატორის აღიარება ერთი, ერთზე მეტი ან ყველა საქმიანობისთვის, თუ აღმოჩნდება, რომ საწარმო აღარ აკმაყოფილებს ამ საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მოთხოვნებს. 2. აღიარების შეჩერება ხდება ბიზნესოპერატორის მიერ საქმიანობისათვის განსახორციელებლად საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. 3. ერთი წლის განმავლობაში, ბიზნესოპერატორის მიერ საქმიანობისათვის განსახორციელებლად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობისას, სააგენტო, ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად, აუქმებს აღიარებას. მუხლი 11. აღიარების გაუქმება სააგენტომ უნდა გააუქმოს ბიზნესოპერატორის აღიარება ერთი ან მეტი საქმიანობისთვის, თუ: ა) ბიზნესოპერატორმა შეწყვიტა ერთი ან მეტი საქმიანობა; ბ) ბიზნესოპერატორს ერთი წლის განმავლობაში არ შეუსრულებია შესაბამისი მოთხოვნები; გ) აღმოაჩენს კრიტიკულ შეუსაბამოებებს ან იძულებულია შეაჩეროს წარმოება განმეორებით და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვერ უზრუნველყოფს შესაბამის გარანტიებს მომავალ წარმოებასთან დაკავშირებით.
მუხლი 12. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები და ცვლილებები აღიარებაში 1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ სააგენტო: ბ.ა ) შეუჩერებს ან გაუუქმებს აღიარებას; ბ.ბ) პირობითი აღიარების შემდეგ არ მიანიჭებს აღიარებას. 2. ბიზნესოპერატორმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია: ა) საწარმოო პროცესში ცვლილებების შესახებ, როგორიცაა თავდაპირველად აღიარებულ საქმიანობაზე დამატებითი საქმიანობის განხორციელება ან თავდაპირველად აღიარებული საქმიანობის ჩანაცვლება სხვა საქმიანობით; ბ) საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი დაექვემდებარება ამ წესით განსაზღვრული აღიარების პროცედურებს და სააგენტომ უნდა შეიტანოს ცვლილება აღიარებაში.
მუხლი 13. ადგილზე ვიზიტისგან გათავისუფლება 1. სააგენტო თავისუფლდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ადგილზე ვიზიტის განხორციელების ვალდებულებისგან ცხოველის საკვებთან დაკავშირებულ იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე, რომელიც არის მხოლოდ დილერი და არ აქვს პროდუქტები თავის ობიექტში/ტერიტორიაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს დეკლარაცია, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით, რომ მათ მიერ ბაზარზე განთავსებული ცხოველის საკვები აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეკლარაციის ფორმას ადგენს სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 14. აღიარებული და რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის რეესტრი 1. ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს მიერ აღიარებული ბიზნესოპერატორები, თითოეული საქმიანობის ტიპის მითითებით, უნდა აღირიცხოს რეესტრში, ინდივიდუალური აღიარების ნომრით. 2. სააგენტომ მუდმივად უნდა განაახლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეესტრი, ამ წესის მე-10-მე-12 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შესაბამისად შეჩერებული, გაუქმებული ან შეცვლილი აღიარების საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეესტრი შედგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართი N1-ით განსაზღვრული ნიმუშის შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აღიარების ნომერი მოცემული უნდა იყოს ამ წესის დანართი N1-ით დადგენილი ფორმით. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია, ასევე რეგისტრირებული ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორები, თითოეული საქმიანობის ტიპის მიხედვით, არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.
თავი III კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მუხლი 15. სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, გავრცელება და გამოყენება 1. სააგენტომ, ცხოველის საკვების სექტორისათვის, ამ მუხლის მე-7-მე-12 პუნქტების შესაბამისად, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებისა და კარგი პრაქტიკის პრინციპების გამოყენებისათვის, უნდა შეიმუშავოს სახელმძღვანელო, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, წაახალისოს, ამ მუხლის მე-4-მე-6 პუნქტების შესაბამისად, კარგი პრაქტიკის ეროვნული სახელმძღვანელოს შემუშავება. 2. სააგენტომ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული სახელმძღვანელოების გავრცელებასა და გამოყენებას. 3. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის მიერ სახელმძღვანელოების გამოყენება ნებაყოფლობითია. 4. კარგი პრაქტიკის ეროვნული სახელმძღვანელო უნდა შემუშავდეს და გავრცელდეს ცხოველის საკვების საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორების მიერ: ა) იმ მხარეთა წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად, რომელთა ინტერესებზეც ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, როგორიცაა კომპეტენტური ორგანოები და გამომყენებელთა ჯგუფები; ბ) „კოდექს ალიმენტარიუსის“ შესაბამისი პრაქტიკის გათვალისწინებით; გ) ამ წესის IV თავით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, როდესაც ის ეხება ცხოველის საკვების პირველად წარმოებას. 5. სააგენტომ უნდა შეაფასოს კარგი პრაქტიკის ეროვნული სახელმძღვანელო, რათა უზრუნველყოფილი იქნეს: ა) მათი შემუშავება ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად; ბ) შინაარსის გამოყენება იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ისინი ეხება; გ) სახელმძღვანელო პრინციპების ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებთან შესაბამისობა, ცხოველის საკვების სექტორში და/ან შესაბამისი ცხოველის საკვებისთვის. 6. სააგენტომ კარგი პრაქტიკის ეროვნული სახელმძღვანელო(ები) ხელმისაწვდომი უნდა გახადოს დაინტერესებული მხარეებისათვის. 7. სანამ სააგენტოს მიერ შემუშავდება სახელმძღვანელო პრინციპები, ჰიგიენის კარგი პრაქტიკისა ან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპების გამოყენების შესახებ, სააგენტომ კონსულტაციები უნდა გაიაროს დაინტერესებულ მხარესთან. ამ კონსულტაციის მიზანი უნდა იყოს ასეთი სახელმძღვანელო პრინციპების განხილვა, მათი მოქმედების სფერო და შესწავლის საგანი. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპების მომზადებისას, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მათი შემუშავება და გავრცელება: ა) ცხოველის საკვების საქმიანობასთან დაკავშირებული სექტორების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა მომხმარებელთა ჯგუფები, კონსულტაციით; ბ) იმ მხარეებთან თანამშრომლობით, კომპეტენტური ორგანოების ჩათვლით, რომელთა ინტერესებზეც შესაძლოა აღნიშნულმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. 9. სააგენტოს მიერ სახელმძღვანელო პრინციპები უნდა შემუშავდეს და გავრცელდეს: ა) „კოდექს ალიმენტარიუსის“ კოდექსის შესაბამისი პრაქტიკის გათვალისწინებით; ბ) ამ წესის IV თავით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, როდესაც ის ეხება ცხოველის საკვების პირველად წარმოებას. 10. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს სახელმძღვანელო პრინციპების პროექტის: ა) შემუშავება ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად; ბ) შინაარსის პრაქტიკულობა იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ისინი ეხება; გ) ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებთან შესაბამისობა ცხოველის საკვების სექტორისათვის და/ან შესაბამისი ცხოველის საკვებისათვის. 11. სააგენტოს მიერ მომზადებული სახელმძღვანელო პრინციპები ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ მხარეებთან თანამშრომლობით. ამ მიმოხილვის მიზანია სახელმძღვანელო პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა და ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების გათვალისწინება. 12. ამ მუხლის თანახმად სააგენტოს მიერ მომზადებული სახელმძღვანელო პრინციპები უნდა განთავსდეს სააგენტოს ვებგერდზე, რათა ხელმისაწვდომი იქნეს დანტერესებული მხარისათვის.
თავი IV პირველადი წარმოება მუხლი 16. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვების პირველადი წარმოების ჰიგიენასთან დაკავშირებული მოთხოვნები პირველადი წარმოების ბიზნესოპერატორი ვალდებულია: ა) დაგეგმოს და განახორციელოს პროცესი ისე, რომ თავიდან აიცილოს, აღმოფხვრას ან მინიმუმამდე შეამციროს პოტენციური საფრთხეები ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად; ბ) წარმოების, მომზადების, გაწმენდის, შეფუთვის, შენახვისა და ტრანსპორტირებისას პროდუქტი დაიცვას დაბინძურებისა და გაფუჭებისაგან; გ) უზრუნველყოს ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფრთხეების კონტროლი, რომელიც დაკავშირებულია: გ.ა) ჰაერიდან, ნიადაგიდან, წყლიდან, სასუქებიდან, მცენარეთა დაცვის საშუალებებიდან, ბიოციდებიდან, ვეტერინარული პრეპარატებიდან და ნარჩენების მართვისას გამოწვეულ დაბინძურებასთან; გ.ბ) მცენარეთა სიჯანსაღესთან, ცხოველის ჯანმრთელობასთან და იმ გარემოსთან, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ცხოველის საკვების უვნებლობაზე, მათ შორის, ზოონოზების და ზოონოზური აგენტების მონიტორინგისა და კონტროლის პროგრამებთან; დ) წარმოებისათვის, მომზადებისათვის, დახარისხებისათვის, შეფუთვისათვის, შენახვისათვის და ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული დანადგარები, მოწყობილობები, კონტეინერები, შესაფუთი და სატრანსპორტო საშუალებები შეინახოს სუფთად, საჭიროების შემთხვევაში, დასუფთავების შემდეგ ჩაატაროს დეზინფექცია დადგენილი წესით; ე) დაიცვას, საჭიროებისას, ცხოველის საკვების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვისა და დასუფთავების ჰიგიენის წესები; ვ) საჭიროებისას გამოიყენოს სუფთა წყალი სახიფათო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად; ზ) თავიდან აიცილოს, რამდენადაც შესაძლებელია, ცხოველებითა და მავნებლებით სახიფათო დაბინძურება; თ) შეინახოს და მართოს ნარჩენები და საფრთხის შემცველი ნივთიერებები განცალკევებით და უსაფრთხოდ, სახიფათო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად; ი) უზრუნველყოს, რომ შესაფუთი მასალა არ გახდეს წყარო ცხოველის საკვების სახიფათო დაბინძურებისა; კ) გაითვალისწინოს შესაბამისი გამოკვლევების შედეგები, რომლებიც გამოვლინდება პირველადი წარმოების პროდუქტიდან ან ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად აღებული სხვა ნიმუშებიდან.
მუხლი 17. მოთხოვნები ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვების პირველად წარმოებაში ჩანაწერების წარმოება-შენახვისადმი 1. პირველადი წარმოების ბიზნესოპერატორი ვალდებულია, აწარმოოს საფრთხის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩანაწერები შესაბამისი საშუალებებითა და შესაბამის პერიოდებში, ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის ტიპიდან და წარმადობიდან გამომდინარე. 2. პირველადი წარმოების ბიზნესოპერატორი ვალდებულია, განსაკუთრებით, აწარმოოს ჩანაწერები: ა) მცენარეთა დაცვის საშუალებების და ბიოციდების გამოყენებაზე; ბ) მავნებლების ან დაავადების გამოვლენაზე, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს პირველადი პროდუქტის უვნებლობაზე; გ) დიაგნოსტიკური მიზნებისათვის აღებული ნიმუშების, რომელსაც აქვს მნიშვნელობა ცხოველის საკვების უვნებლობისთვის ან პირველადი პროდუქტიდან აღებული ნიმუშების გამოკვლევის შედეგებზე; დ) მიღებული ნედლეულის რაოდენობასა და მომწოდებელზე, გაცემული ცხოველის საკვების რაოდენობასა და მიმღებზე. 3. პირველადი წარმოების ბიზნესოპერატორი ვალდებულია ჩანაწერები შეინახოს სამი წლის განმავლობაში და მოთხოვნისას ხელმისაწვდომი გახადოს სააგენტოსთვის. 4. სხვა პირებმა, როგორიცაა ვეტერინარი, აგრონომი და ფერმის ტექნიკური პერსონალი, შესაძლოა დახმარება აღმოუჩინონ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს ფერმაში მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობათა შესაბამისი ჩანაწერების წარმოებაში.
მუხლი 18. კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები მოიცავს ცხოველის საკვების პირველადი წარმოებისას წარმოშობილი საფრთხეების და მისი კონტროლის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის: ა) მიკოტოქსინებით, რადიაქტიული მასალით, მძიმე მეტალებით დაბინძურების კონტროლის შესახებ; ბ) წყლის გამოყენების, ორგანული ნარჩენებისა და სასუქების შესახებ; გ) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ბიოციდების მართებული და შესაბამისი გამოყენებისა და მიკვლევადობის შესახებ; დ) ვეტერინარული პრეპარატებისა და ცხოველის საკვების დანამატების მართებული და შესაბამისი გამოყენებისა და მიკვლევადობის შესახებ; ე) ცხოველის საკვების მასალის მომზადების, შენახვისა და მიკვლევადობის შესახებ; ვ) მკვდარი ცხოველის ნარჩენების და ნაგვის შესაბამისი განკარგვის შესახებ; ზ) დამცავი ზომების შესახებ იმ გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც ვრცელდება ცხოველებში საკვების მეშვეობით და აღნიშნულზე სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულების შესახებ; თ) პროცედურების, პრაქტიკისა და მეთოდების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ცხოველის საკვების წარმოება, მომზადება, შეფუთვა, შენახვა და ტრანსპორტირება შესაბამის ჰიგიენურ პირობებში, მათ შორის, დასუფთავების პროცედურები და მავნებლების კონტროლი; ი) დეტალები ჩანაწერების წარმოების შესახებ.
თავი V მოთხოვნები ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვების პირველადი წარმოებისა
მუხლი 19. მოთხოვნები შენობა-ნაგებობებისადმი და აღჭურვილობისადმი 1. ცხოველის საკვების წარმოებისა და შესანახად განკუთვნილი სათავსოები, აღჭურვილობა, კონტეინერები, ყუთები, სატრანსპორტო საშუალებები და მათ ირგვლივ არსებული გარემო უნდა იყოს სუფთა. 2. ბიზნესოპერატორს შემუშავებული და დანერგილი უნდა ჰქონდეს დასუფთავებისა და მავნებლებთან ბრძოლის ეფექტიანი პროგრამა. 3. საწარმოსა და მისი აღჭურვილობის განლაგება, დიზაინი, კონსტრუქცია და ზომა უნდა იძლეოდეს: ა) სათანადო დასუფთავების ან/და დეზინფექციის ჩატარების საშუალებას; ბ) შესაძლებლობას, რომ შეცდომისგან გამოწვეული რისკი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი და თავიდან იცილებდეს დაბინძურებას, ჯვარედინ დაბინძურებას და ნებისმიერ გვერდით მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებულია პროდუქტის უვნებლობასა და ხარისხთან; მანქანა-დანადგარები, რომლებიც შეხებაშია ცხოველის საკვებთან, ექვემდებარება გაშრობას ნებისმიერი სველი დასუფთავების შემდეგ. 4. საწარმო და აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება ცხოველის საკვების შერევის ან/და წარმოებისას, უნდა გადიოდეს პროდუქტის შესაბამის და რეგულარულ შემოწმებას ბიზნესოპერატორის მიერ წინასწარ გაწერილი პროცედურების შესაბამისად, კერძოდ: ა) ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული გაზომვის/აწონის ყველა საშუალება, რომელიც გამოიყენება აწონისათვის ან მოცულობის დასადგენად, დამოწმებული და დაკალიბრებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული ყველა შემრევი უნდა შეესაბამებოდეს შერეული წონისა და მოცულობის მნიშვნელობებს და შესაძლებელს ხდიდეს შესაბამისი ერთგვაროვანი ნარევებისა და ერთგვაროვანი ნაზავების წარმოებას. ბიზნესოპერატორმა უნდა აჩვენოს (დაადასტუროს) შემრევების ეფექტურობა ერთგვაროვნობასთან დაკავშირებით. 5. შენობა-ნაგებობები უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი ბუნებრივი და/ან ხელოვნური განათებით. 6. სადრენაჟო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს დასახულ მიზანს და უნდა იყოს დაგეგმარებული და მოწყობილი ისე, რომ გამორიცხავდეს ცხოველის საკვების დაბინძურების საფრთხეს. 7. ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული წყლის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. წყლის მილსადენი უნდა იყოს ინერტული ბუნების. 8. საკანალიზაციო, გამდინარე და წვიმის წყლის განკარგვა უნდა მოხდეს ისე, რომ არ იქონიოს გავლენა მოწყობილობა-დანადგარებზე და ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხზე. უნდა მოხდეს დაზიანებისა და მტვრის კონტროლი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მავნებლების შეღწევა. 9. საჭიროების შემთხვევაში, ფანჯრები და სხვა ღიობები დაცული უნდა იქნეს მავნებლებისაგან. კარები კარგად უნდა იხურებოდეს და დაცული იქნეს მწერებისგან, როდესაც დახურულია. 10. საჭიროებისას, ჭერი და მასზე მიმაგრებული განათება უნდა დაპროექტდეს და მოეწყოს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭუჭყის დაგროვება და კონდენსაცია, არასასურველი ობის ზრდა და ნაწილების ცვენა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხზე.
მუხლი 20. მოთხოვნები პერსონალისადმი ბიზნესოპერატორს უნდა ჰყავდეს შესაბამისი პროდუქტის წარმოებისათვის სათანადო უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციისა და რაოდენობის თანამშრომლები. შედგენილი უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის სტრუქტურული სქემა, სადაც გაწერილი იქნება ზედამხედველი პერსონალის კვალიფიკაცია (მაგ., დიპლომები, პროფესიული გამოცდილება) და პასუხისმგებლობები, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის. ყველა პერსონალი, წერილობითი ფორმით, ნათლად უნდა იყოს ინფორმირებული თავიანთი მოვალეობების, პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილების შესახებ, განსაკუთრებით ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ისე, რომ მიღწეულ იქნეს პროდუქტის სასურველი ხარისხი.
მუხლი 21. მოთხოვნები წარმოებისადმი 1. ბიზნესოპერატორს უნდა ჰყავდეს კვალიფიციური პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება წარმოებაზე. 2. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს წარმოების სხვადასხვა ეტაპების განხორციელება წინასწარ გაწერილი პროცედურებისა და ინსტრუქციების შესაბამისად, რომლებიც მიზნად ისახავს კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრას, შემოწმებასა და მართვას. 3. წარმოების პროცესის შესამოწმებლად, მეორადი (ჯვარედინი) დაბინძურების და შეცდომის დაშვების თავიდან აცილების ან მინიმუმამდე (საჭიროებიდან გამომდინარე) დაყვანის მიზნით, უნდა გატარდეს ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები. უნდა არსებობდეს საკმარისი და შესაბამისი საშუალებები წარმოების პროცესში შემოწმების ჩასატარებლად. 4. უნდა განხორციელდეს ცხოველის საკვების არასასურველი, აკრძალული ნივთიერებების და სხვა დამაბინძურებლებზე მონიტორინგი, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, და შედგენილ უნდა იქნეს შესაბამისი კონტროლის სტრატეგიები, რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. 5. ნარჩენები და სხვა მასალები, რომლებიც არ გამოიყენება ცხოველის საკვებად, უნდა იქნეს იზოლირებული და იდენტიფიცირებული. ნებისმიერი ასეთი მასალები, რომლებიც შეიცავს ვეტერინარული პრეპარატების საფრთხის შემცველ რაოდენობას, დამაბინძურებლებს ან სხვა საფრთხეებს, უნდა განკარგონ სათანადოდ და მისი ცხოველის საკვებად გამოყენება აკრძალულია. 6. ბიზნესოპერატორი ვალდებულია მიიღოს შესაბამის ზომები პროდუქტის ეფექტიანი მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად. 7. ცხიმის შემრევმა საწარმომ, რომელიც ბაზარზე განათავსებს ცხოველის საკვებისათვის განკუთვნილ პროდუქტს, უნდა შეინახოს განცალკევებით იმ პროდუქტებისაგან, რომელიც გამოიყენება სხვა დანიშნულებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს უკანასკნელი შეესაბამება: ა) ამ წესით დადგენილ ან ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N 173 დადგენილების მოთხოვნებს; ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ არასასურველი სუბსტანციების (ნივთიერებების) ზღვრულად დასაშვებ რაოდენობას. 8. პროდუქტის ეტიკეტზე გარკვევით უნდა იყოს მითითებული განკუთვნილია ცხოველის საკვებად თუ სხვა მიზნებისათვის. თუ პროდუქტის პარტია არ არის განკუთვნილი ცხოველის საკვებად გამოყენებისათვის, ეს განაცხადი არ უნდა იქნეს შეცვლილი ოპერატორის მიერ ჯაჭვის შემდეგ ეტაპებზე. 9. ცხოველის საკვების მასალის ეტიკეტირებაში გამოყენებული უნდა იყოს, სადაც ხელმისაწვდომია ცხოველის საკვების მასალის კატალოგით (2013 წლის 16 იანვრის ევროკომისიის (EU) No 68/2013 რეგულაცია ცხოველის საკვები ნივთიერებების კატალოგის შესახებ) განსაზღვრული დასახელებები.
მუხლი 22. მოთხოვნები ხარისხის კონტროლისადმი 1. საჭიროების შემთხვევაში, ხარისხის კონტროლისათვის, ინიშნება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პასუხისმგებელი პირი. 2. ხარისხის კონტროლის სისტემის ფარგლებში, ბიზნესოპერატორი უნდა იყენებდეს შესაბამისი პერსონალითა და მოწყობილობებით აღჭურვილ ლაბორატორიას. 3. ხარისხის მართვის გეგმა უნდა იქნეს შედგენილი წერილობით და მოიცავდეს წარმოების დროს კრიტიკული საკონტროლო წერტილების შემოწმებას, ნიმუშის აღების პროცედურებსა და სიხშირეს, გამოკვლევის მეთოდებსა და სიხშირეს, სპეციფიკაციებთან შესაბამისობას, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში – ღონისძიებებს ნედლეულიდან საბოლოო პროდუქტამდე. 4. მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია აწარმოოს ჩანაწერები და იქონიოს დოკუმენტები საბოლოო პროდუქტში გამოყენებული ნედლეულის შესახებ. ასეთი დოკუმენტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი სააგენტოსთვის პროდუქტის გამოყენების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, როდესაც პროდუქტი განთავსებულია ბაზარზე. 5. ნიმუშები ინგრედიენტებიდან და წარმოებული და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ყოველი პარტიიდან ან წარმოების კონკრეტული ნაწილიდან (უწყვეტი წარმოების შემთხვევაში) აღებული უნდა იქნეს სათანადო რაოდენობით და შენახული, ბიზნესოპერატორის მიერ წინასწარ დაწესებული პროცედურის შესაბამისად, მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, მხოლოდ მწარმოებლის პირადი საჭიროებისათვის. 6. ნიმუშები ილუქება და ადვილად იდენტიფიცირებისათვის ხდება ნიშანდება. ამასთან, ისინი უნდა ინახებოდეს ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს ნიმუშების შემადგენლობაში რაიმე უჩვეულო ცვლილების ან გაყალბების თავიდან აცილებას. 7. ნიმუშები ინახება ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების პერიოდში ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის. 8. ბიზნესოპერატორი, რომელიც აწარმოებს არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვებს, ვალდებულია შეინახოს მხოლოდ მზა პროდუქტის ნიმუშები.
მუხლი 23. ცხიმში, ზეთსა ან მათგან მიღებულ პროდუქტებში დიოქსინის მონიტორინგთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები 1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ბაზარზე განათავსებს ცხოველის საკვებში გამოსაყენებელ ცხიმებს, ზეთებს ან მათგან მიღებულ პროდუქტს, მათ შორის, ცხოველის კომბინირებულ საკვებს, ვალდებულია გამოიკვლიოს ამ პროდუქტებში დიოქსინისა და დიოქსინის მსგავსი PBCS-ის ჯამური რაოდენობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკრედიტებულ ლაბორატორიაში. 2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის სრულყოფისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული გამოკვლევები აწარმოოს ამ წესის 24-ე-31-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისად განსაზღვრული სიხშირით. 3. თუ ლაბორატორიული კვლევების სიხშირე არა არის განსაზღვრული, გამოსაკვლევი პროდუქტის პარტია არ უნდა აღემატებოდეს 1000 ტონას.
მუხლი 24. დიოქსინის მონიტორინგი ნედლი მცენარეული ზეთისა და ცხიმის გადამუშავებისას 1. დიოქსინის მონიტორინგი, ნედლი მცენარეული ზეთისა და ცხიმის გადამუშავებისას, წარმოებს მცენარეული წარმოშობის ზეთებისა და ცხიმებისაგან მიღებული პროდუქტის პარტიების 100%-ში, გარდა: ა) გლიცერინისა; ბ) ლეციტინისა; გ) ფისისა; დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა. 2. დიოქსინის მონიტორინგი ნედლი მცენარეული ზეთისა და ცხიმის ქიმიური გადამუშავების შედეგად მიღებული ზეთოვანი მჟავების, საპნის მისაღებად განკუთვნილი ნედლეულის, გამოყენებული ფილტრაციის საშუალებების, გამოყენებული მათეთრებელი თიხის და ნედლი ქოქოსის ზეთის შემოსული პარტიების გამოკვლევა და დოკუმენტურად დადასტურება ხორციელდება, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილი.
მუხლი 25. დიოქსინის მონიტორინგი ცხოველური ცხიმის, მათ შორის, ცხოველური ცხიმის გადამამუშავებელ საწარმოებში ცხოველური ცხიმის, მათ შორის, ცხოველური ცხიმის გადამამუშავებელ საწარმოებში, დიოქსინის მონიტორინგისთვის გამოიკვლევა წელიწადში სულ მცირე ერთი რეპრეზენტატული ნიმუში, ყოველ 5000 ტონაზე, თუ ცხოველური ცხიმი და მისგან ნაწარმოები პროდუქტები, „ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის შესაბამისად მიეკუთვნება მე-3 კატეგორიის მასალას ან ,,ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N722 დადგენილების შესაბამისად აღიარებული საწარმოდანაა.
მუხლი 26. დიოქსინის მონიტორინგი თევზის ქონის წარმოებისას 1. დიოქსინის მონიტორინგისთვის გამოკვლეული უნდა იქნეს თევზის ქონის პარტიების 100%, თუ ისინი წარმოებულია: ა) პროდუქტებისგან, რომელიც მიღებულია თევზის ქონისაგან, გარდა რაფინირებული თევზის ქონისა; ბ) დაუზუსტებელი (დაუდგენელი) წარმოშობის ზღვის ან ბალტიის ზღვის თევზსარეწში, რომელსაც არა აქვს მონიტორინგის ისტორია; გ) თევზის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისგან ადმიანების მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი თევზის მწარმოებელ საწარმოში, რომელიც არ არის აღიარებული საქართველოს მიერ; დ) ცისფერი პუტასუდან ან მანჰადენიდან. 2. თევზის ქონისგან (გარდა რაფინირებულისა) წარმოებული პროდუქტების დიოქსინის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მზა პარტიის 100%-ში. 3. დიოქსინის მონიტორინგისათვის გამოიკვლევა თევზის ქონის ერთი რეპრეზენტატიული ნიმუში 2000 ტონაზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისა. 4. ოფიციალურად აღიარებული დამუშავების მეთოდით გაუვნებელყოფილ თევზის ქონში დიოქსინი უნდა იქნეს გამოკვლეული და დოკუმენტურად დადასტურებული, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილი.
მუხლი 27. დიოქსინის მონიტორინგი ოლეოქიმიური პროდუქტების საწარმოში, რომელიც ცხოველის საკვებს განათავსებს ბაზარზე 1. ოლეოქიმიური პროდუქტების საწარმოში, რომელიც ცხოველის საკვებს განათავსებს ბაზარზე, დიოქსინზე გამოკვლეული უნდა იქნეს შემოსული პარტიების 100%: ა) ცხოველური ცხიმებისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 25-ე ან 31-ე მუხლებით; ბ) თევზის ქონისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 26-ე ან 31-ე მუხლებით; გ) ცხიმისა და ზეთისა, რომელიც აღდგენილია ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილების რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ. 2. ოლეოქიმიური პროდუქტების საწარმოში, რომელიც ცხოველის საკვებს განათავსებს ბაზარზე, დიოქსინზე გამოკვლეული უნდა იქნეს ბაზარზე ცხოველის საკვების სახით განთავსებული ზეთებისა და ცხიმებისგან წარმოებული პროდუქტის პარტიების 100%, გარდა: ა) გლიცერინისა; ბ) გაყოფით მიღებული გამოხდილი ცხიმოვანი მჟავებისა; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა. 3. ოლეოქიმიური პროდუქტების საწარმოში, რომელიც ცხოველის საკვებს განათავსებს ბაზარზე, გაყოფით მიღებული ნედლი ცხიმოვანი მჟავების, გლიცერინით ესტერიფიცირებული ცხიმოვანი მჟავების, მონო და დიგლიცერიდების ცხიმოვანი მჟავების, ცხიმოვანი მჟავების მარილების და ნედლი ქოქოსის ზეთის შემოსული პარტიების დიოქსინზე გამოკვლევა და დოკუმენტურად დადასტურება ხორციელდება, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილი.
მუხლი 28. დიოქსინის მონიტორინგი ბიოდიზელის საწარმოში 1. ბიოდიზელის საწარმოში, რომელიც ცხოველის საკვებს განათავსებს ბაზარზე, დიოქსინზე გამოკვლეული უნდა იქნეს შემოსული პარტიების 100%: ა) ცხოველური ცხიმებისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 25-ე ან 31-ე მუხლებით; ბ) თევზის ქონისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 26-ე ან 31-ე მუხლებით; გ) ცხიმისა და ზეთისა, რომელიც აღდგენილია ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილების რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ; დ) შერეული ცხიმებისა და ზეთებისა. 2. ბიოდიზელის საწარმოში, რომელიც ცხოველის საკვებს განათავსებს ბაზარზე, დიოქსინზე გამოკვლეული უნდა იქნეს ბაზარზე ცხოველის საკვების სახით განთავსებული ზეთებისა და ცხიმებისგან წარმოებული პროდუქტის პარტიების 100%, გარდა: ა) გლიცერინისა; ბ) ლეციტინისა; გ) ფისისა; დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა. 3. ბიოდიზელის საწარმოში, რომელიც ცხოველის საკვებს განათავსებს ბაზარზე, ქიმიური რაფინირების შედეგად მიღებული ზეთოვანი მჟავის, საპნის მისაღებად განკუთვნილი ნედლეულის და ნედლი ქოქოსის ზეთის დიოქსინზე გამოკვლევა და დოკუმენტურად დადასტურება ხორციელდება, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილი.
მუხლი 29. დიოქსინის მონიტორინგი ცხიმის შემრევ საწარმოში 1. დიოქსინის მონიტორინგისთვის ცხიმის შემრევ საწარმოში გამოკვლეული უნდა იქნეს შემოსული პარტიების 100%: ა) ნედლის ქოქოსის ზეთისა; ბ) ცხოველური ცხიმისა, რომელიც არ განსაზღვრული ამ წესის 25-ე ან 31-ე მუხლებით; გ) თევზის ქონისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 26-ე ან 31 მუხლებით; დ) ცხიმისა და ზეთისა, რომელიც აღდგენილია ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილების რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ; ე) ცხიმებისა და ზეთების ნარევისა და ზეთებისა და ცხიმებისგან ნაწარმოები პროეუქტებისა, გარდა გლიცერინისა, ლეციტინისა, ფისისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტისა. 2. ცხიმის შემრევ საწარმოში ქიმიური რაფინირების შედეგად მიღებული ზეთოვანი მჟავების, გაყოფის შედეგად მიღებული ცხიმოვანი მჟავების, გაყოფის შედეგად მიღებული სუფთა გამოხდილი ცხიმოვანი მჟავებისა და საპნის მისაღებად განკუთვნილი ნედლეულის დიოქსინზე გამოკვლევა და დოკუმენტურად დადასტურება ხორციელდება: ა) როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილი; ბ) ან ცხოველის საკვებისთვის განკუთვნილი ცხიმებისა და ზეთების ნარევის შემთხვევაში – პარტიის 100%. 3. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა შეატყობინოს სააგენტოს, თუ რომელ ალტერნატივას ირჩევს ამ მუხლის მე-2 პუნქტით შემოთავაზებული ვარიანტებიდან.
მუხლი 30. დიოქსინის მონიტორინგი სასურსათო დანიშნულების ცხოველებისთვის განკუთვნილი ცხოველის კომბინირებული საკვების საწარმოში 1. დიოქსინის მონიტორინგისათვის სასურსათო დანიშნულების ცხოველებისთვის განკუთვნილი ცხოველის კომბინირებული საკვების საწარმოში, გარდა ამ წესის 29-ე მუხლით განსაზღვრულისა, გამოკვლეულ უნდა იქნეს შემოსული პარტიების 100%: ა) ნედლი ქოქოსის ზეთისა; ბ) ცხოველური ცხიმებისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 25-ე ან 31-ე მუხლებით; გ) თევზის ქონისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 26-ე ან 31-ე მუხლებით; დ) ცხიმისა და ზეთისა, რომელიც აღდგენილია ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილების რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ; ე) ცხიმების და ზეთების ნარევისა, ზეთებისა და ცხიმებისგან ნაწარმოები პროდუქტების 100%, გარდა გლიცერინისა, ლეციტინისა, ფისისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა. 2. სასურსათო დანიშნულების ცხოველებისთვის განკუთვნილი ცხოველის კომბინირებული საკვების საწარმოში ქიმიური რაფინირების შედეგად მიღებული ზეთოვანი მჟავების, გაყოფის შედეგად მიღებული ცხიმოვანი მჟავების, გაყოფის შედეგად მიღებული სუფთა გამოხდილი ცხიმოვანი მჟავების, საფილტრი საშუალებების, მათეთრებელი თიხის და საპნის მისაღებად განკუთვნილი ნედლეულის დიოქსინზე გამოკვლევა და დოკუმენტურად დადასტურება ხორციელდება როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილი. 3. სასურსათო დანიშნულების ცხოველებისთვის განკუთვნილი ცხოველის კომბინირებული საკვების საწარმოში, რომელიც აწარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პროდუქტების შემცველ ცხოველის კომბინირებულ საკვებს, დიოქსინის მონიტორინგი ხორციელდება პარტიის 1%-ში.
მუხლი 31. იმპორტირებულ ცხოველის საკვებში დიოქსინის მონიტორინგი 1. იმპორტიორები, რომლებიც ბაზარზე განათავსებენ ამ მუხლით განსაზღვრულ ცხოველის საკვებს, დიოქსინზე გამოკვლეული უნდა იქნეს: ა) ნედლი ქოქოსის ზეთის, ცხოველური ცხიმების, თევზის ქონის, სურსათის მწარმოებელი ბიზნესოპერატორებიდან მიღებული ზეთებისა და ცხიმების, ნარევი ცხიმებისა და ზეთების, მცენარეული ზეთიდან მიღებული ტოკოფეროლებისა და მათგან დამზადებული ტოკოფეროლის აცეტატის და ზეთისა და ცხიმებისგან წარმოებული იმპორტირებული პარტიების 100%, გარდა: ა.ა) გლიცერინისა; ა.ბ) ლეციტინისა; ა.გ) ფისისა; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა; ა.ე) ქიმიური რაფინირების შედეგად მიღებული ზეთოვანი მჟავების, გაყოფის შედეგად მიღებული ნედლი ცხიმოვანი მჟავების, გაყოფის შედეგად მიღებული სუფთა გამოხდილი ცხიმოვანი მჟავების და საპნის მისაღებად განკუთვნილი ნედლეულის დიოქსინზე გამოკვლევა და დოკუმენტურად დადასტურება წარმოებს, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხოველის საკვები დიოქსინზე გამოკვლეული უნდა იყოს იმპორტის განხორციელებამდე და გამოკვლევის შედეგები უნდა ერთოდეს იმპორტის შესაბამის სერტიფიკატს.
მუხლი 32. მოთხოვნები ლაბორატორიული გამოკვლევებისადმი 1. თუ შესაძლებელი იქნება იმის დემონსტრირება, რომ ერთგვაროვანი ტვირთი ამ წესის 23-ე-31-ე მუხლებით განსაზღვრული პარტიის მაქსიმალურ ზომაზე მეტია და აღებულ იქნა რეპრეზენტატიური ნიმუში, მაშინ სათანადოდ აღებული და დალუქული ნიმუშის გამოკვლევის შედეგები მიიჩნევა მისაღებად. 2. თუ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი დოკუმენტურად დაადასტურებს, რომ მის საწარმოში შემავალი პროდუქტის მთლიანი პარტია ან მისი ყველა კომპონენტი, ამ წესის 23-ე-31-ე მუხლების შესაბამისად, ლაბორატორიულად გამოკვლეულია დიოქსინზე წარმოების, გადამუშავების ან დისტრიბუციის ადრეულ სტადიაზე, მაშინ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი თავისუფლდება პროდუქტის ამ პარტიის ლაბორატორიული გამოკვლევისგან. 3. ამ წესის 23-ე-31-ე მუხლების შესაბამისად დიოქსინზე გამოკვლეულ ნებისმიერ პროდუქტს მიწოდებისას თან უნდა ახლდეს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ეს პროდუქტი ან მისი ყველა კომპონენტი გამოკვლეულია ან გადაგზავნილია გამოსაკვლევად ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გარდა ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, 27-ე მუხლის მე-3, 28-ე მუხლის მე-3, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და 31-ე მუხლის ,,ა.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა. 4. დიოქსინზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მტკიცებულება ცალსახად უნდა უკავშირდებოდეს მიწოდებას და პარტიას ან გამოკვლეულ პარტიებს. ეს კავშირი აღწერილი უნდა იყოს მომწოდებლის ადგილმდებარეობის ადგილას მოქმედ დოკუმენტურად დადასტურებულ მიკვლევადობის სისტემაში. კერძოდ, როდესაც მიწოდება ხორციელდება ერთზე მეტი პარტიიდან ან კომპონენტიდან, დოკუმენტური მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იქნეს მიწოდებულ თითოეულ კომპონენტზე. იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული გამოკვლევა ხორციელდება გამავალ პროდუქტზე, იმის დასადასტურებლად, რომ პროდუქტს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევა, მას თან უნდა ახლდეს ლაბორატორიული გამოცდის ოქმი. 5. ამ წესის 25-ე მუხლის ან 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტის მიწოდებისას თან უნდა ახლდეს მტკიცებულება ამ პროდუქტების ამ წესის 25-ე მუხლის ან 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული გამოკვლევის მტკიცებულება, რომელიც მოიცავს მიწოდებულ პარტიას ან პარტიებს, ბიზნესოპერატორის მიერ უნდა გადაეცეს ტვირთის მიმღებს, ლაბორატორიიდან გამოკვლევის შედეგების მიღების შემდეგ. 6. თუ ამ წესის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქტების შემოსულ პარტიებს ჩაუტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და შესაძლებელი იქნება იმის დადასტურება, რომ საწარმოო პროცესი, ჰენდლინგი და შენახვა არ გაზრდის დიოქსინით დაბინძურებას, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი თავისუფლდება გამავალი პროდუქტის გამოკვლევის ჩატარების ვალდებულებისაგან და უნდა შემოწმდეს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის შესაბამისად. 7. თუ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიაში განახორციელებს გამოკვლევას, მან ინსტრუქცია უნდა მისცეს ლაბორატორიას, რომ გადააგზავნოს გამოკვლევის შედეგები სააგენტოში იმ შემთხვევაში, თუ დიოქსინი აჭარბებს ამ წესის დანართი N2-ით დადგენილ ზღვრებს. 8. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის სხვა ქვეყნის ლაბორატორიის შერჩევის თაობაზე. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ლაბორატორია ატარებს გამოკვლევას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 33. მოთხოვნები შენახვისა და ტრასპორტირებისადმი 1. ცხოველის გადამუშავებული საკვების ჯვარედინული დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, ცხოველის გადამუშავებული საკვები უნდა ინახებოდეს ცხოველის გადაუმუშავებელი საკვების მასალისა და საკვებდანამატებისაგან ცალკე. გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი შესაფუთი მასალა. 2. ცხოველის საკვების შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს შესაბამისი კონტეინერით, რომლებიც უნდა ინახებოდეს მისთვის განკუთვნილ ადგილზე, შესაბამის პირობებში. მასთან წვდომის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის მიერ უფლებამოსილ პირ(ებ)ს. 3. ცხოველის საკვების შენახვა და ტრანსპორტირება უნდა ხდებოდეს ისე, რომ იყოს ადვილად იდენტიფიცირებადი, რათა თავიდან იქნეს აცილებული შერევა ან ჯვარედინი დაბინძურება და გაფუჭება. 4. კონტეინერები და აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება ცხოველის საკვების ტრანსპორტირების, შენახვის, მიწოდების, ჰენდლინგისა და აწონისათვის, უნდა იყოს სუფთა. დასუფთავების პროგრამების დანერგვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კვალის მინიმუმამდე დაყვანა. 5. ცხოველის საკვების გაფუჭების რისკი მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და ინახებოდეს ისე, რომ მავნებლების შეღწევა შემცირდეს. 6. სადაც მიზანშეწონილია, კონდენსაციისა და გაფუჭების თავიდან აცილების მიზნით ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს შეძლებისამებრ დაბალ მაჩვენებელზე. 7. ცხოველის საკვების წარმოებისთვის გამოყენებული შერეული ცხიმის, მცენარეული ზეთის ან მათგან მიღებული პროდუქტის ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის განკუთვნილი კონტეინერები არ უნდა იქნეს სხვა დანიშნულებით გამოყენებული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროდუქტი აკმაყოფილებს: ა) ამ წესის ან „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, არასასურველი სუბსტანციების (ნივთიერებების) ზღვრულად დასაშვებ რაოდენობას. 8. კონტეინერები, დაბინძურების რისკის არსებობისას, უნდა ინახებოდეს განცალკევებით სხვა ტვირთისაგან. 9. სადაც შეუძლებელია სხვადასხვა კონტეინერების გამოყენება, კონტეინერები უნდა გაიწმინდოს ისე, რომ მოცილდეს მანამდე მოთავსებული იმ პროდუქტის კვალი, რომელიც არ აკმაყოფილებდა: ა) ამ წესის ან ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, არასასურველი სუბსტანციების (ნივთიერებების) ზღვრულად დასაშვებ რაოდენობას. 10. ცხოველის საკვებში გამოსაყენებელი ,,ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილებით განსაზღვრული მე-3 კატეგორიის ცხოველური ცხიმის შენახვა და ტრანსპორტირება ხორციელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 34. მოთხოვნები ჩანაწერების წარმოება-შენახვისადმი 1. მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, პროდუქტის მიღებიდან მის ბაზარზე განთავსებამდე (მათ შორის ექსპორტის დროს საბოლოო დანიშნულების ადგილამდე), ცხოველის საკვების დილერი, რომელიც არ ინახავს (ასაწყობებს) პროდუქტს საკუთარ დაწესებულებაში, ვალდებულნი არიან აწარმოონ შესაბამისი ჩანაწერები, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას პროდუქტის შეძენის, წარმოების და გასხვისების შესახებ. 2. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, გარდა დილერისა, რომელიც არ ასაწყობებს (ინახავს) პროდუქციას საკუთარ საწარმოში, ვალდებულია აწარმოოს და შეინახოს: ა) წარმოების პროცესთან და კონტროლთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელშიც გაწერილია წარმოების პროცესისათვის კრიტიკული საკონტროლო წერტილები და მათი კონტროლი წარმოების პროცესში, ხარისხის კონტროლის გეგმის შედგენა და განხორციელება. შენახული უნდა იქნეს შესაბამისი კონტროლის შედეგები. ამ ტიპის დოკუმენტების შენახვა უნდა მოხდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მიმოქცევაში მყოფი პროდუქტის თითოეული პარტიის წარმოების ისტორიისათვის თვალის მიდევნება და პასუხისმგებლობის დადგენა, საჩივრის წამოჭრის შემთხვევაში; ბ) მიკვლევდობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, კერძოდ: ბ.ა) ცხოველის საკვების დანამატებისთვის: ბ.ა.ა) წარმოებული დანამატების ჯგუფი და რაოდენობა, წარმოების დრო და საჭიროების შემთხვევაში, პარტიის ნომერი ან წარმოებული პარტიის კონკრეტული ნაწილი, უწყვეტი წარმოების პირობებში; ბ.ა.ბ) შემძენი საწარმოს ან გამომყენებლის (საწარმო ან ფერმა) მისამართი და დასახელება, დანამატების ჯგუფი და რაოდენობა, საჭიროების შემთხვევაში, წარმოების დრო, პარტიის ნომერი ან წარმოებული პარტიის კონკრეტული ნაწილი, უწყვეტი წარმოების პირობებში; ბ.ბ) სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვებისათვის: ბ.ბ.ა) წარმოებული პროდუქტის ჯგუფი, რაოდენობა, წარმოების დრო და საჭიროების შემთხვევაში, პარტიის ნომერი ან წარმოებული პარტიის კონკრეტული ნაწილი, უწყვეტი წარმოების პირობებში; ბ.ბ.ბ) პროდუქტის შემძენი საწარმო ან გამომყენებელის მისამართი (საწარმო ან ფერმა) და დასახელება, პროდუქტის ჯგუფი, რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში პარტიის ნომერი ან წარმოებული პარტიის კონკრეტული ნაწილი, უწყვეტი წარმოების პირობებში; ბ. გ) პრემიქსებისათვის: ბ.გ.ა) დანამატების მწარმოებლის ან მიმწოდებლის დასახელება და მისამართი, გამოყენებული დანამატების ჯგუფი და რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში, პარტიის ნომერი ან წარმოებული პარტიის კონკრეტული ნაწილი, უწყვეტი წარმოების პირობებში; ბ.გ.ბ) პრემიქსის წარმოების თარიღი და საჭიროების შემთხვევაში პარტიის ნომერი; ბ.გ.დ) შემძენი საწარმოს დასახელება და მისამართი, მიტანის თარიღი, მიტანილი პრემიქსის ჯგუფი და რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში, პარტიის ნომერი. ბ.დ.) ცხოველის კომბინირებული საკვების მასალებისთვის: ბ.დ.ა) დასახელება და მისამართი დანამატების/პრემიქსის მწარმოებელის ან მიმწოდებლის, გამოყენებული პრემიქსის ჯგუფი, რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში პარტიის ნომერი; ბ.დ.ბ) ცხოველის საკვების მასალებისა და სრულყოფილი (ბალანსირებული) ცხოველის საკვების შეძენის თარიღი, მწარმოებელი საწარმოს ან მომწოდებლის დასახელება და მისამართი; ბ.დ.გ) ცხოველის კომბინირებული საკვების ტიპი, რაოდენობა, შემადგენლობა; ბ.დ.დ) ცხოველის საკვების მასალების ან წარმოებული ცხოველის კომბინირებული საკვების ჯგუფი, რაოდენობა, წარმოების თარიღი, შემძენის დასახელება და მისამართი (მაგ., ფერმერი, სხვა ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი).
მუხლი 35. მოთხოვნები საჩივრებისა და ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვისადმი 1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვალდებულია დანერგოს საჩივრების რეგისტრაციისა და რეაგირების სისტემა. 2. სადაც საჭიროა, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა დანერგოს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სადისტრიბუციო ქსელიდან ცხოველის საკვების მყისიერ გამოთხოვას, ასევე განსაზღვროს წერილობითი პროცედურების საშუალებით, გამოთხოვილი პროდუქტის დანიშნულების ადგილი და ასეთი პროდუქტის მიმოქცევაში დაბრუნებამდე, ექვემდებარება ხარისხის კონტროლის ხელახალ შეფასებას.
თავი VI სასურსათო დანიშნულების ცხოველის კვების კარგი პრაქტიკა
მუხლი 36. საძოვარზე ძოვება 1. საძოვრისა და სახნავ-სათესი მიწის მართვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ცხოველური წარმოშობის სურსათის დაბინძურება ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებით. 2. სადაც საჭიროა, დაცული უნდა იქნეს ძოვებისათვის საძოვრის დასვენების პერიოდები, ვიდრე საქონელს მიეცემა უფლება საძოვარზე, ნათესებზე ან ნათესის ნარჩენებზე და საძოვრის როტაციას შორის ძოვების უფლება, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ბიოლოგიური ჯვარედინი დაბინძურება ნაკელიდან, თუ ასეთი პოტენციური პრობლემა არსებობს და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აგრო-ქიმიური საშუალებების გამოყენების ლოდინის პერიოდები.
მუხლი 37. მოთხოვნები სადგომისა და გამოსაკვები აღჭურვილობა-მოწყობილობისადმი 1. სადგომი უნდა მოეწყოს ისე, რომ იგი იძლეოდეს დასუფთავების შესაძლებლობას. სადგომი და გამოსაკვები აღჭურვილობა-მოწყობილობა უნდა დასუფთავდეს საფუძვლიანად და რეგულარულად, რათა მოხდეს პოტენციური საფრთხეების თავიდან აცილება. გასაწმენდად და დეზინფექციისათვის გამოყენებული ქიმიური საშუალებების მოხმარებისას დაცული უნდა იყოს მათი გამოყენების ინსტრუქციები და უნდა ინახებოდეს განცალკევებით ისე, რომ არ მოხდეს მათი შეხება ცხოველის საკვებთან და გამოსაკვებ არესთან. 2. მავნებლების კონტროლის სისტემით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მავნებლების შეღწევის კონტროლი სადგომში ცხოველის საკვების, ქვეშსაგების და სადგომის დაბინძურების ალბათობის შემცირების უზრუნველსაყოფად. 3. დაცული უნდა იქნეს შენობებისა და გამოსაკვები მოწყობილობა-აღჭურვილობის სისუფთავე. უნდა დაინერგოს ნაკელის, ნარჩენებისა და ცხოველის საკვების დაბინძურების სხვა შესაძლო წყაროების რეგულარულად გატანის/მოცილების სისტემები. 4. სადგომში გამოყენებული ცხოველის საკვები და ქვეშსაგები უნდა შეიცვლოს ხშირად და არ უნდა მოხდეს მისი დაობება.
მუხლი 38. ცხოველის საკვების შენახვა 1. ცხოველის საკვები უნდა შეინახოს განცალკევებით, ქიმიური და ცხოველის საკვებად აკრძალული ნივთიერებებისაგან. შესანახი სათავსო და კონტეინერები შენახული უნდა იყოს სუფთა, მშრალ მდგომარეობაში, ამასთან, დანერგილი უნდა იყოს მავნებლებთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებები; ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით შესანახი სათავსო და კონტეინერების დასუფთავება უნდა მოხდეს რეგულარულად. 2. მარცვლეული უნდა იანხებოდეს ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 3. ცხოველის საკვების არამიზნობრივი გამოყენების რისკის აღმოფხვრის მიზნით, სხვადასხვა კატეგორიის ან სახეობის ცხოველებისათვის სამკურნალო და არასამკურნალო დანიშნულების ცხოველის საკვები უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე.
მუხლი 39. განაწილება 1. სადგომში ცხოველის კვებისათვის საკვების განაწილების სისტემის მოწყობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ცხოველის საკვების სწორი მიმართულებით განაწილება. საკვების განაწილებისა და კვების პროცესში, საკვები უნდა განთავსდეს ისე, რომ არ დაბინძურდეს შენობა-ნაგებობიდან და მოწყობილობებიდან. დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, დაავადებული ცხოველისათვის განკუთვნილი სამკურნალო საკვები არ უნდა ხვდებოდეს შეხებაში ცხოველის არასამკურნალო დანიშნულების საკვებთან. 2. სადგომში ცხოველის საკვების სატრანსპორტო საშუალებები და ცხოველის საკვების აღჭურვილობა-მოწყობილობების გასუფთავება უნდა მოხდეს პერიოდულად, განსაკუთრებით, როდესაც სადგომში მიიღება და ნაწილდება ცხოველის სამკურნალო დანიშნულების საკვები.
მუხლი 40. ცხოველის საკვები და წყალი 1. ცხოველისთვის ან აკვაკულტურისთვის გამიზნული წყლის შესაბამისი ხარისხი უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. საფრთხის შემთხვევაში, მისი შეფასებისა და შემცირების მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყოს წყლიდან ცხოველისა და ცხოველური პროდუქტის დაბინძურების თავიდან აცილება. 2. ცხოველის საკვებისა და წყლის მისაწოდებელი მოწყობილობები დაგეგმილი და მოწყობილი უნდა იქნეს ისე, რომ ცხოველის საკვებისა და წყლის დაბინძურება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. სადაც შესაძლებელია, წყალგაყვანილობის სისტემა უნდა გაიწმინდოს რეგულარულად.
მუხლი 41. პერსონალი ცხოველის კვებასა და მოვლაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს სათანადო კვალიფიკაცია.
თავი VII იმპორტი და ექსპორტი მუხლი 42. იმპორტი 1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც ახორციელებს იმპორტს, უნდა უზრუნველყოს, რომ იმპორტი განხორციელდეს მხოლოდ შემდეგი პირობების შესაბამისად: ა) ქვეყანა უნდა იყოს იმ ქვეყნების სიაში, რომელიც სააგენტოს მიერ შედგენილია ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების შესაბამისად და საიდანაც ნებადართულია ცხოველის საკვების იმპორტი; ბ) გამგზავნი ან/და მწარმოებელი საწარმო უნდა იყოს იმ საწარმოთა სიაში, რომელიც შედგენილი და განახლებულია ექსპორტიორი ქვეყნის მიერ და საიდანაც ნებადართულია ცხოველის საკვების იმპორტი; გ) ცხოველის საკვების წარმოება მოხდა გამგზავნი საწარმოს ან სხვა რომელიმე საწარმოს მიერ, რომელიც მოცემულია ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში ან საქართველოს მიერ განსაზღვრულ სიაში; დ) ცხოველის საკვები უნდა აკმაყოფილებდეს: დ.ა) ამ წესის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც ადგენს წესებს ცხოველის საკვებთან დაკავშირებით; დ.ბ) ან საქართველოს მიერ აღიარებულ პირობებს, რომლებიც სულ მცირე მათი შესაბამისია; დ.გ) ან საქართველოსა და ექსპორტიორ ქვეყანას შორის კონკრეტული შეთანხმების არსებობისას, ამ შეთანხმების მოთხოვნებს. 2. სხვა ქვეყნიდან ან მისი რეგიონიდან ცხოველის საკვების იმპორტისთვის, სააგენტომ უნდა შეადგინოს იმ ავტორიზებული ქვეყნების სია, საიდანაც შესაძლებელია იმპორტი საქართველოში. 3. სხვა ქვეყნები შევლენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი კომპეტენტური ორგანო წარმოადგენს შესაბამის გარანტიებს, საქართველოს შესაბამის კანონმდებლობასა და ცხოველთა ჯანმრთველობის წესებთან შესაბამისობასთან ან ეკვივალენტობასთან მიმართებით. 4. ავტორიზებული ქვეყნების სიის შედგენის ან განახლების დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) სხვა ქვეყნის კანონმდებლობას ცხოველის საკვებთან დაკავშირებით; ბ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს სტრუქტურასა და ორგანიზაციას და მის სერვისებს კონტროლთან დაკავშირებით, ასევე უფლებამოსილებებს და გარანტიებს, რომელიც შეიძლება იქნეს მოცემული შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით; გ) ადეკვატური ოფიციალური კონტროლის არსებობას; დ) სხვა ქვეყნის მიერ ცხოველის საკვებში საფრთხეების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების რეგულარულობას და სისწრაფეს; ე) სხვა ქვეყნის მიერ მიცემულ გარანტიებს, რომ: ე.ა) პირობები, რომლებიც გამოიყენება საწარმოების მიმართ, საიდანაც შესაძლებელია საქართველოში იმპორტირებულ იქნეს ცხოველის საკვები, შეესაბამება ან არის ეკვივალენტური საქართველოს ცხოველის საკვებთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნებისა; ე.ბ) ამ პუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოების ჩამონათვალი შედგენილია და ექვემდებარება განახლებას; ე.გ) საწარმოების სია და მისი განახლებული ვერსიები შეტყობინებულია საქართველოსთვის დაუყოვნებლივ; ე.დ) საწარმოები ექვემდებარება რეგულარულ და ეფექტიან კონტროლს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ. 5. სპეციალური პირობების მიღების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა ქვეყნის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მიერ სხვა ქვეყანაში ჩატარებული კონტროლის შედეგები. იმპორტის სპეციალური წესები შეიძლება დადგინდეს მთავრობის მიერ ერთი პროდუქტის ან პროდუქტთა ჯგუფისთვის. ისინი შეიძლება იქნეს გამოყენებული ერთეული სხვა ქვეყნის, სხვა ქვეყნის რეგიონების ან სხვა ქვეყნების ჯგუფების მიმართ. 6. იმპორტის სერტიფიკატის ნიმუშები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 43. ექსპორტი ცხოველის საკვები, მათ შორის, არასასურსათო დანიშნულების ცხოველებისთვის გათვალისწინებული საკვები, რომელიც წარმოებულია საქართველოში სხვა ქვეყნების ბაზარზე განსათავსებლად, უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 571 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
თავი VIII სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 44. სახელმწიფო კონტროლი ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 45. სწრაფი განგაშის სისტემა თუ ცხოველის საკვები, არსასურსათო დანიშნულების ცხოველებისათვის განკუთვნილი საკვების ჩათვლით, წარმოადგენს სერიოზულ რისკს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისთვის ან გარემოსთვის, ინფორმაციის გავრცელება (მიწოდება) ხორციელდება „ევროკავშირის სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №578 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 46. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი N1
ცხოველის საკვების აღიარებულ საწარმოთა რეესტრი
შენიშვნა: (1) აღიარების ნომერს უნდა ჰქონდეს შემდეგი სტრუქტურა:
2. ქვეყნის ISO (სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის) კოდი; 3. ეროვნული რეფერენს ნომერი, რომელიც უნდა შედგებოდეს არანაკლებ რვა ასო-ციფრული სიმბოლოსგან.
დანართი N2 დიოქსინები და PCBs
(1) კონცენტრაციის ზედა ზღვარი: კონცენტრაციის ზედა ზღვრის გამოთვლა ხდება იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა კონგენერის ყველა მნიშვნელობა, რომელთა სიდიდე რაოდენობრივი შეფასების ზღვრულ მნიშვნელობაზე ნაკლებია, არის რაოდენობრივი შეფასების ზღვრის ტოლი. (2) TEF (= ტოქსიკური ეკვივალენტობის ფაქტორი) დიოქსინებისათვის, ფურანებისათვის და დიოქსინების მსგავსი PCBs-თვის:
(3) ახალი თევზი და აკვაკულტურის სხვა ცხოველები, რომლებიც მიწოდებულია პირდაპირ და გამოყენებულია შუალედური გადამუშავების გარეშე საბეწვე ცხოველის საკვების წარმოებისათვის, არ ექვემდებარება მაქსიმალურ ზღვრებს, მაშინ როცა 3.5 ნგ WHO-PCDD/F-TEQ/კგ პროდუქტის და 6,5ნგ WHO- PCDD/F-PCB-TEQ/კგ პროდუქტის მაქსიმალური ზღვარი გამოიყენება ახალი თევზის მიმართ და 20,0 ნგ WHO-PCDD/F-PCB-TEQ/კგ პროდუქტის მაქსიმალური ზღვარი გამოიყენება შინაური ბინადარი, ზოოპარკის ან ცირკის ცხოველების უშუალო კვებისთვის განკუთვნილი თევზის ღვიძილისთვის ან თევზის ღვიძლისთვის, რომელიც გამოიყენება, როგორც ცხოველის საკვების მასალა შინაური ბინადარი ცხოველის საკვების წარმოებისათვის. ამ ცხოველებიდან (საბეწვე ცხოველი, შინაური ბინადარი ცხოველი, ზოოპარკის და ცირკის ცხოველი) მიღებულმა პროდუქტმა ან გადამუშავებულმა ცხოველურმა ცილამ არ უნდა შეაღწიოს სასურსათო ჯაჭვში და არ უნდა იქნას გამოყენებული სურსათის საწარმოებლად შენახული, სუქებაზე მყოფი ან სანაშენე ფერმის ცხოველების გამოსაკვებად.
|
დოკუმენტის კომენტარები