დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სალმონელასა და სხვა სპეციფიკური საკვებისმიერი ზოონოზური აგენტების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 172 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.021884 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/03/2020 - 26/01/2022)
|
სალმონელასა და სხვა სპეციფიკური საკვებისმიერი ზოონოზური აგენტების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდდეს თანდართული „სალმონელასა და სხვა სპეციფიკური საკვებისმიერი ზოონოზური აგენტების კონტროლის წესი“, დანართებთან ერთად.
|
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული „სალმონელასა და სხვა სპეციფიკური საკვებისმიერი ზოონოზური აგენტების კონტროლის წესის“ მე-9 მუხლისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |
მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებული „სალმონელასა და სხვა სპეციფიკური საკვებისმიერი ზოონოზური აგენტების კონტროლის წესის“ მე-9 მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
სალმონელასა და სხვა სპეციფიური საკვებისმიერი ზოონოზური
აგენტების კონტროლის წესი
|
მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო
1. „სალმონელასა და სხვა სპეციფიური საკვებისმიერი ზოონოზური აგენტების კონტროლის წესის“ (შემდგომში – წესი) მიზანია უზრუნველყოს შესაბამისი და ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება სალმონელასა და სხვა ზოონოზური აგენტების გამოსავლენად და კონტროლისთვის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის შესაბამის ეტაპებზე, განსაკუთრებით პირველადი წარმოების ეტაპზე, მათ შორის ცხოველის საკვებში, მათი პრევალენტობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის შესამცირებლად. 2. ეს წესი ადგენს: ა) ცხოველთა პოპულაციაში სპეციფიკური ზოონოზების პრევალენტობის შესამცირებლად სამიზნეებს: ა.ა) პირველადი წარმოების დონეზე; ა.ბ) საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ზოონოზების ან ზოონოზური აგენტისათვის, სასურსათო ჯაჭვის სხვა ეტაპებზე, მათ შორის ცხოველის საკვებში და სურსათში; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ დადგენილი სპეციალური კონტროლის პროგრამების დამტკიცებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს; გ) ზოგიერთი ცხოველებითა და მათგან მიღებული პროდუქტების სხვა ქვეყნებიდან ვაჭრობისა და იმპორტის შესახებ წესებს. 3. ეს წესი არ ვრცელდება პირველად წარმოებაზე: ა) პირადი მოხმარებისას; ბ) რომელიც ხორციელდება პირველადი წარმოების ბიზნესოპერატორის მიერ, რომელსაც ,,სურსათის/ცხოველის საკვების, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს პირდაპირ მიწოდებას ადგილობრივ დონეზე საბოლოო მომხმარებელისათვის ან ადგილობრივი საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომლებიც უშუალოდ ამარაგებენ საბოლოო მომხმარებელს. 4. ეს წესი გამოიყენება ცხოველის ჯანმრთელობის, ცხოველის კვების, სურსათის ჰიგიენის, ადამიანზე გადამდები დაავადებების, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, გენური ტექნოლოგიის და გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების შესახებ სპეციფიური მოთხოვნების შეუზღუდავად. 5. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტო. 6. ამ წესით გათვალისწინებულ სალმონელას სეროტიპირებას და შტამების შენახვას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ჯოგი – ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი, რომელიც განთავსებულია სადგომში, როგორც ეპიდემიოლოგიური ერთეული; ბ) გუნდი – ერთიდაიგივე ჯანმრთელობის სტატუსის მქონე ფრინველი, რომელიც განთავსებულია იმავე შენობაში ან ერთსა და იმავე შემოღობილ არეალში და წარმოადგენს ერთ ეპიდემიოლოგიურ ერთეულს; საფრინველეში გამოზრდილი ფრინველის შემთხვევაში, ყველა ფრინველი იზიარებს ერთიდაიგივე საჰაერო სივრცეს. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და ,,ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ივლისის N323 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. სააგენტოს ვალდებულებები სააგენტოს ვალდებულებებია: ა) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების შემუშავება და მიღებული მონაცემებისა და შედეგებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილების შეტანა; ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის პროგრამების განხორციელებაში გამოყენებული საშუალებების შესაფასებლად საჭირო მონაცემების შეგროვება და ამ მონაცემებისა და შედეგების ყოველწლიური წარდგენა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის (შემდგომში-სამინისტრო), მათ შორის ნებისმიერი კვლევის შედეგები „ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ივლისის N323 დადგენილებით დამტკიცებული „ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის“ (შემდგომში –„ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესი“) მე-9 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული წესების გათვალისწინებით; გ) სურსათის საწარმოების რეგულარული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმება. მუხლი 4. სამიზნეები ზოონოზისა და ზოონოზური აგენტების პრევალენტობის შესამცირებლად 1. ამ წესის დანართით N1 „სპეციფიური ზოონონებისა და ზოონონური აგენტების პრევალენტობის შესამცირებლად ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დასადგენი სამიზნეები“ განსაზღვრული ცხოველების პოპულაციებში, ამავე დანართით განსაზღვრული ზოონოზი და ზოონოზური აგენტების პრევალენტობის შემცირების მიზნით, ყალიბდება სამიზნები, განსაკუთრებით: ა) არსებული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული გამოცდილების საფუძველზე; ბ) „ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის“ მე-5 მუხლის ფარგლებში შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამიზნეები უნდა მოიცავდეს: ა) რიცხობრივ გამოხატვას: ა.ა) დადებითი ეპიდემიოლოგიური ერთეულების მაქსიმალური პროცენტული რაოდენობის; ა.ბ) და/ან დადებითი ეპიდემიოლოგიური ერთეულების შემცირების მინიმალური პროცენტული რაოდენობის; ბ) მაქსიმალურ დროს, რომლის ფარგლებშიც მიღწეული უნდა იქნეს სამიზნე; გ) ამ პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეპიდმიოლოგიური ერთეულების დადგენას; დ) მიზნის მისაღწევად გადამოწმებისათვის საჭირო ტესტირების (გამოკვლევის) სქემების განსაზღვრას; ე) საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვანი სეროტიპების ან ამ წესის დანართით N1 განსაზღვრული ზოონოზების ან ზოონოზური აგენტების სხვა ქვეტიპების დადგენას, ამ წესის დანართით N3 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი სალმონელას ქევეტიპის განსაზღვრის სფეციფიკური კრიტერიუმი“ განსაზღვრული სპეციფიკური კრიტერიუმებისა და შემდეგი ზოგადი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ე.ა) ზოონოზის ან ზოონოზური აგენტების სიხშირე ცხოველებისა და ადამიანთა პოპულაციაში, სურსათში და ცხოველის საკვებში; ე.ბ) ადამიანებისთვის ზოონოზის ან ზოონოზური აგენტების გავლენის სიმძიმე; ე.გ) ზოონოზის ან ზოონოზური აგენტების ეკონომიკური შედეგები ცხოველთა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და სურსათისა და ცხოველის საკვების ბიზნესისათვის; ე.დ) ზოონოზის ან ზოონოზური აგენტების მიმართ ეპიდემიოლოგიური ტენდენციები ცხოველთა და ადამიანების პოპულაციებში, სურსათში და ცხოველის საკვებში; ე.ე) ზოონოზის ან ზოონოზური აგენტების მიმართ სამეცნიერო რჩევები; ე.ვ) ზოონოზის ან ზოონოზური აგენტების მიმართ ტექნოლოგიების განვითარება, პრაქტიკულად დაკავშირებული ყველა შესაძლო საკონტროლო პარამეტრები; ე.ზ) შეჯვარების სისტემებისა და წარმოების მეთოდების შესახებ მოთხოვნები და ტენდენციები. 3. ამ წესის დანართი N1-ით განსაზღვრული ზოონოზების და ზოონოზური აგენტების პრევალენტობის შემცირების ზომები უნდა განხორციელდეს ამ წესის შესაბამისად. მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლის პროგრამა 1. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სამიზნეების მისაღწევად, სააგენტო ვალდებულია, მოამზადოს სახელმწიფო კონტროლის პროგრამები, ამ წესის დანართი N1-ით განსაზღვრულ თითოეულ ზოონოზსა და ზოონოზურ აგენტზე. სახელმწიფო კონტროლის პროგრამები განიხილული უნდა იქნეს ზოონოზის გეოგრაფიული განაწილებისა და ფინანსური შედეგების თვალსაზრისით, პირველადი მწარმოებლებისა და ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებზე ეფექტური კონტროლის დამყარებისათვის. 2. სახელმწიფო კონტროლის პროგრამები უნდა იყოს უწყვეტი და გრძელდებოდეს სულ მცირე სამი თანმიმდევრული წლის განმავლობაში. 3. სახელმწიფო კონტროლის პროგრამები: ა) ითვალისწინებს ზოონოზების და ზოონოზური აგენტების გამოვლენას ამ წესის დანართით N2 „დანართი N1-ით განსაზღვრული ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების სახელმწიფო კონტროლი“ განსაზღვრული ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნებისა და წესების შესაბამისად; ბ) განსაზღვრავს სააგენტოსა და ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების შესაბამის პასუხისმგებლობებს; გ) განსაზღვრავს ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების გამოვლენის შემდეგ კონტროლის ღონისძიებებს, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, მათ შორის ამ წესის დანართი N2-ით განსაზღვრული კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას; დ) საშუალებას იძლევა, შეფასდეს პროგრესი და მოხდეს ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების გამოვლენის შედეგად მიღებული შედეგების ფონზე სახელმწიფო კონტროლის პროგრამების გადახედვა. 4. სახელმწიფო კონტროლის პროგრამები უნდა შეიცავდეს სასურსათო ჯაჭვის სულ მცირე შემდეგ ეტაპებს: ა) ცხოველის საკვების წარმოება; ბ) ცხოველების პირველადი წარმოება; გ) ცხოველური წარმოშობის სურსათის გადამუშავება და მომზადება. 5. სახელმწიფო კონტროლის პროგრამები უნდა შეიცავდეს, სადაც საჭიროა, ქვეყანაში დანიშნულებისამებრ გაგზავნილი საინკუბაციო კვერცხისა და გამოსაკვლევი ცხოველების ტესტირების (გამოკვლევის) მეთოდებისა და ტესტის (გამოკვლევის) შეფასების კრიტერიუმების შესახებ დებულებებს, როგორც ამ წესის დანართი N2-ის პირველი მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის ნაწილს. 6. ამ წესით გათვალისწინებული სამიზნეების დადგენიდან, ექვსი თვის განმავლობაში, სააგენტო ვალდებულია წარუდგინოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლის პროგრამები და დაადგინოს განხორციელების ზომები. მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლის პროგრამების დამტკიცება 1. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის წარდგენიდან, სამინისტროს აქვს 2 თვიანი ვადა შესაბამისი და საჭირო ინფორმაციის მოთხოვნისათვის. სააგენტომ უნდა წარადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან 2 თვეში. სამინისტრომ, მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ან თუ არ ითხოვს დამატებით ინფორმაციას, სახელმწიფო კონტროლის პროგრამის დასამტკიცებლად წარდგენიდან 6 თვეში უნდა დაადგინოს შეესაბამება თუ არა შესაბამის ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, განსაკუთრებით, ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. სახელმწიფო კონტროლის პროგრამაში დასაშვებია შესწორებების შეტანა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განვითარების შეფასებიდან გამომდინარე, კერძოდ, ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შედეგების გათვალისწინებით. მუხლი 7. სურსათისა და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორების კონტროლის პროგრამები 1. სურსათისა და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორებს ან ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოადგენენ ასეთ ბიზნესოპერატორებს, შეუძლიათ შეიმუშაონ კონტროლის პროგრამები, რომლებიც შეძლებისდაგვარად დაფარავენ წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპს. 2. სურსათისა და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორებს ან მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებს სურვილი აქვთ გახდნენ სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ნაწილი, უნდა წარუდგინონ თავიანთი კონტროლის პროგრამები და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, სააგენტოს შესათანხმებლად. 3. სააგენტომ შეიძლება შეითანხმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი კონტროლის პროგრამები, თუ შეესაბამება ამ წესის დანართი N2 განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს და შესაბამისი სახელმწიფო კონტროლის პროგრამის მიზნებს. 4. სააგენტომ უნდა აწარმოოს სურსათისა და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორების ან მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების შეთანხმებული კონტროლის პროგრამების განახლებული სიები. 5. სურსათისა და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორები ან მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან სააგენტოს რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია მათი კონტროლის პროგრამების შედეგებთან დაკავშირებით. მუხლი 8. კონტროლის სპეციფიკური მეთოდები ამ წესის დანართით N4 ,,სპეციფიკური კონტროლის მეთოდების გამოყენება ფრინველებში სალმონელას კონტროლისათვის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში“ განსაზღვრული კონტროლის სპეციფიკური მეთოდები უნდა იქნეს გამოყენებული ფრინველში ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების პრევალენტობის შესამცირებლად. მუხლი 9. იმპორტი 1. სხვა ქვეყნიდან შესაბამისი სახეობებისა ან კატეგორიების ცხოველთა ან საინკუბაციო კვერცხის იპორტის განსახორციელებლად, აღნიშნული ქვეყანა შეტანილი უნდა იქნეს ავტორიზებული ქვეყნების სიაში. სხვა ქვეყნების სიაში შეტანა ან დატოვება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ექვემდებარება მათ მიერ სააგენტოსთვის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროგრამის ეკვივალენტური პროგრამის წარდგენას და შეთანხმებას. პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს, რაც უკავშირდება ზოონონებისა და ზოონოზური აგენტების ინსპექტირებასა და კონტროლს. ეს გარანტიები უნდა იყოს სულ მცირე ეკვივალენტური ამ წესით გათვალისწინებული გარანტიებისა. სააგენტო მჭიდროდ უნდა იყოს ჩართული მონიტორინგის განხორციელების პროცესში, რათა გადაამოწმონ კონტროლის ექვივალენტური პროგრამების არსებობა სხვა ქვეყანაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონტროლის პროგრამების შეთანხმება ხორციელდება სააგენტოს მიერ იმ პირობით, რომ პროგრამის ფარგლებში აღწერილი ღონისძიებები ეკვივალენტურია ეროვნულ წესებთან და მოთხოვნებთან და ობიექტურად დასაბუთებულია. ალტერნატიული გარანტიები, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების სანაცვლოდ, შესაძლებელია დაშვებული იქნას ამ წესით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი უფრო მეტად მკაცრია, ვიდრე საქართველოში ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმები. 3. სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ ექსპორტს საქართველოში, ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეთანხმების ვადები ვრცელდება სააგენტოსთვის პროგრამების წარდგენასას. სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ამყარებენ ან აღადგენენ ვაჭრობას გამოიყენება ამ წესის მე-6 მულით განსაზღვრული ვადები. 4. ცოცხალი ცხოველის ან საინკუბაციო კვერცხის იმპორტის განხორციელებამდე მათი წარმოშობის გუნდი ან კოლტი უნდა იქნას გამოკვლეული ექსპორტიორ ქვეყანაში ამ წესის დანართში N1 ჩამოთვლილ ზოოზონებსა და ზოოზონურ აგენტებზე, რომლის შედეგები და გამოკვლევის ჩატარების თარიღი ასახული უნდა იქნეს იმპორტის შესაბამის სერტიფიკატში ან, საჭიროების შემთხვევაში, მიღწეული უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნის ეკვივალენტური გარანტიები.
დანართი N1 სპეციფიური ზოონონებისა და ზოონოზური აგენტების პრევალენტობის შესამცირებლად ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დასადგენი სამიზნეები
დანართი N2 დანართი N1-ით განსაზღვრული ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 1. სახელმწიფო კონტროლის პროგრამასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები სახელმწიფო კონტროლის პროგრამამ უნდა გაითვალისწინოს ზოონოზებისა და/ან ზოონოზური აგენტების ხასიათი და კონკრეტული სიტუაცია ქვეყანაში. სახელმწიფო კონტროლის პროგრამა უნდა: ა) მოიცავდეს სახელმწიფო კონტროლის პროგრამის მიზანს, ზოონოზური და ზოონოზური აგენტების მნიშვნელობის გათვალისწინებით; ბ) შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს; გ) საჭიროების შემთხვევაში, შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-3 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დ) მოიცავდეს შემდეგ საკითხებს, ზოგადად: დ.ა) ქვეყანაში ,,ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების მიხედვით ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების შემთხვევებს; დ.ბ) გეოგრაფიულ არეალს ან, სადაც საჭიროა, ეპიდემიოლოგიური ერთეულს, რომელშიც პროგრამა უნდა განხორციელდეს; დ.გ) სააგენტოს სტრუქტურასა და ორგანიზაციას; დ.დ) ლაბორატორიებს, სადაც შეგროვებული ნიმუშები პროგრამის ფარგლებში გამოიკვლევა; დ.ე) ზოონონების ან ზოონოზური აგენტების გამოკვლევისათვის გამოყენებულ მეთოდებს; დ.ვ) სახელმწიფო კონტროლს (მათ შორის ნიმუშის აღების სქემები) ცხოველის საკვების, ფრინველის გუნდის და/ან ჯოგის დონეზე; დ.ზ) სახელმწიფო კონტროლს (მათ შორის ნიმუშის აღების სქემები) სასურსათო ჯაჭვის სხვა ეტაპზე; დ.თ) სააგენტოს მიერ მიღებული ზომებს იმ ცხოველებისა ან პროდუქტების შესახებ, რომელშიც აღმოჩენილი იქნა ზოონოზები ან ზოონოზური აგენტები, კერძოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით და ნებისმიერი პრევენციული ღონისძიებები, როგორიცაა ვაქცინაცია; დ.ი) შესაბამის კანონმდებლობას, მათ შორის ნებისმიერ მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას; დ.კ) სურსათისა და ცხოველის საკვების ბიზნესისათვის გაწეულ ნებისმიერ ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო კონტროლის პროგრამის კონტექსტში; ე) მოიცავდეს პროგრამის ფარგლებში სურსათისა და ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ შემდეგ საკითხებს: ე.ა) მოცემული სახეობებისა და მათგან წარმოებული პროდუქტების წარმოების სტრუქტურას; ე.ბ) ცხოველის საკვების წარმოების სტრუქტურას; ე.გ) კარგი მეცხოველეობის პრაქტიკის ან სხვა გაიდლაინებს (სავალდებულო ან ნებაყოფლობითი), რომელშიც სულ მცირე განსაზღვრულია: ე.გ.ა) ჰიგიენის მართვა ფერმაში; ე.გ.ბ) ცხოველებიდან, ცხოველის საკვებიდან, სასმელი წყლიდან, ფერმაში დასაქმებული თანამშრომლებიდან შემომავალი ინფექციების პრევენციის ღონისძიებები; ე.გ.გ) ფერმიდან და ფერმაში ცხოველთა ტრანსპორტირების ჰიგიენა; ე.დ) ფერმის რუტინული ვეტერინარული ზედამხედველობა; ე.ე) ფერმის რეგისტრაცია; ე.ვ) ჩანაწერების წარმოება ფერმაში; ე.ზ) გაგზავნისას ცხოველთა თანმხლები დოკუმენტაცია; ე.თ) ცხოველთა მიკვლევადობის უზურუნველსაყოფად სხვა შესაბამისი ზომები. მუხლი 2. ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები 1. ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი კონტროლის პროგრამის დამტკიცების შემდეგ, სურსათის ბიზნესოპერატორს უნდა ჰქონდეს აღებული და გამოკვლეული ნიმუშები, რათა მოახდინო ამ წესის დანართი N1-ით განსაზღვრული ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების გამოკვლევა, მოცემულ ცხრილში გაწერილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
(*) ნიმუშის გამოკვლევის შედეგები ცნობილი უნდა იქნას ცხოველების სასაკლაოში გამგზავრებამდე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას დაკვლისწინა შემოწმების შესახებ. 3. გამოკვლევის შედეგები უნდა იქნას ჩაწერილი, შემდეგი ინფორმაციასთან ერთად: ა) ნიმუშის აღების თარიღი და ადგილი; ბ) გუნდის/ჯოგის იდენტიფიკაცია. 4. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი არის ვაქცინირებული არ შეიძლება იმუნოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, ვიდრე არ იქნება მტკიცებულება, რომ გამოყენებული ვაქცინა არ ერთვება გამოყენებული გამოკვლევის მეთოდში (არ აისახება გამოკვლევის შედეგზე). მუხლი 3. სანაშენე ინდაურებისა და Gallus Gallus-ის სახეობის გუნდთან დაკავშირებული სპეციფიური მოთხოვნები 1. ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული იმ შემთხვევაში, როცა ამ წესის დანართით N5 „ბანკივური ქათმის (Gallus gallus) ახალგაზრდა სანაშენე გუნდში სალმონელას შესაბამისი სეროტიპების შემცირებასთან დაკავშირებული“ და დანართით N6 „ინდაურის გუნდში salmonella Enteritidis და salmonella typhimurium-ის შემცირებასთან დაკავშირებული ქვეყნის სამიზნეს მიღწევის დასადასტურებელი გამოკვლევის სქემა“ განსაზღვრული ტესტირების სქემის ან ამ დანართის მე-2 მუხლის შესაბამისად აღებული ნიმუშების გამოკვლევა მიუთითებს, რომ გამოვლენილია Salmonella Enteritidis ან Salmonella Typhimurium Gallus gallus-ის ან ინდაურის გუნდში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. 2. თუ სააგენტომ დაამტკიცა ამ დანართის მე-2 მუხლის შესაბამისად აღებული ნიმუშების გამოკვლევის მეთოდები, მან შესაძლებელია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება თუ ასეთი გამოკვლევებით გამოვლინდა Salmonella Enteritidis ან Salmonella Typhimurium არსებობა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 დან მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული, როდესაც სააგენტო ადასტურებს Salmonella Enteritidis ან Salmonella Typhimurium საეჭვო არსებობას, რომელიც დგინდება ამ დანართის მე-2 მუხლის შესაბამისად აღებული ნიმუშების გამოკვლევით. 3. არასაინკუბაციო (სასურსათო) კვერცხი გუნდიდან ექვემდებარება განადგურებას. თუმცა, ასეთი კვერცხი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, იმ შემთხვევაში თუ Salmonella Enteritidis ან Salmonella Typhimurium ელიმინაცია უზრუნველყოფილია სურსათის ჰიგიენასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. გუნდში შემავალი ყველა ფრინველი, მათ შორის ერთ დღიანი წიწილა, უნდა იქნას დაკლული ან განადგურებული რამდენადაც შესაძლებელია სალმონელას გავრცელების რისკის პრევენციისთვის. დაკვლა უნდა მოხდეს სურსათის ჰიგიენასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მსგავსი ფრინველიდან წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსება ხორციელდება სურსათის ჰიგიენასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის და საჭიროების შემთხვევაში, ამ დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ეს უკანასკნელი უნდა დაექვემდებაროს განკარგვას ,,ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილების შესაბამისად. 5. Salmonella Enteritidis ან Salmonella Typhimurium-ით დაინფიცირებული გუნდიდან მიღებული კვერცხი, რომელიც არის ინკუბატორში, უნდა იქნას განადგურებული ან დამუშავებული ,,ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილების შესაბამისად. 6. ამ მუხლში ყველა მითითება, რომელიც ეხება ,,Salmonella Typhimurium“-ს აგრეთვე მოიცავს Salmonella Typhimurium-ის მონოფაზას, ანტიგენური ფორმულით ► 1,4,[5],12:i:- ◄. მუხლი 4. კვერცხმდებელ გუნდთან დაკავშირებული სპეციფიური მოთხოვნები 1. კვერცხი არ უნდა იქნას ადამიანის მიერ პირდაპირი მოხმარებისათვის გამოყენებული, როგორც სასურსათო (სუფრის) კვერცხი თუ ის არ არის წარმოშობილი კომერციული კვერცხმდებელი გუნდიდან, რომელიც დაექვემდებარა ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად შედგენილ სახელმწიფო კონტროლის პროგრამას და მასზე არ ვრცელდება ოფიციალური შეზღუდვა. 2. უცნობი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე გუნდიდან წარმოშობილი კვერცხი, რომელიც საეჭვოა დაინფიცირებაზე ან დაინფიცირებულია სალმონელას სეროტიპებით, რომლებზეც დაწესებულია შემცირების სამიზნეები ან რომელიც იდენტიფიცირებული იქნა, როგორც ინფექციის წყარო ადამიანში სპეციფიური საკვებისმიერი აფეთქებისა, შესაძლებელია გამოყენებული იქნას ადამიანის მიერ მოხმარებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაექვემდებარა დამუშავების ისეთ მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სალმონელას სეროტიპების განადგურებას. 3. უცნობი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე გუნდიდან წარმოშობილი კვერცხი, რომელიც საეჭვოა დაინფიცირებაზე ან დაინფიცირებულია სალმონელას სეროტიპებით, რომლებზეც დაწესებულია შემცირების სამიზნეები ან რომელიც იდენტიფიცირებული იქნა, როგორც ინფექციის წყარო ადამიანში სპეციფიური საკვებისმიერი აფეთქებისა, უნდა იყოს: ა) მიჩნეული, როგორც კლასი ,,ბ“, ამ დანართის მე-6 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტების შესაბამისად; ბ) ბაზარზე განთავსებამდე ამ დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მარკირებული, რითაც ნათლად განასხვავდება ,,ა“ კლასის კვერცხიდან; გ) შემფუთავ ცენტრებთან აკრძალული წვდომა, ვიდრე სააგენტო არ იქნება კმაყოფილი იმ ღონისძიებებით, რომელიც იძლევა კვერცხის შესაძლო ჯვარედინი დაბინძურების პრევენციის საშუალებას სხვა გუნდიდან. 4. როდესაც დაინფიცირებული გუნდიდან მოხდება ფრინველების დაკვლა ან განადგურება, უნდა იქნას გადადგმული ნაბიჯები ზოონოზების გავრცელების რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად. დაკვლა უნდა მოხდეს სურსათის ჰიგიენასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი გუნდიდან წარმოებული პროდუქტის გამოყენება ადამიანის მიერ მოხმარებისთვის დასაშვებია მხოლოდ ჰიგიენასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, საჭიროების შემთხვევაში, ამ დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად. თუ არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მაშინ ასეთი პროდუქტები უნდა იქნეს გამოყენებული ან განკარგული ,,ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილების შესაბამისად. 5. საწყისი ცრუ-დადებითი შედეგების გამორიცხვის მიზნით, სააგენტომ შეიძლება გააუქმოს ამ მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვები: ა) როდესაც კვერცხმდებელი ფრინველის გუნდი არ წარმოადგენს ადამიანისათვის ინფექციის წყაროს მათი კვერცხის ან კვერცხის პროდუქტების მოხმარებისას „ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-8 მუხლის შესაბამისად საკვებისმიერი აფეთქების ეპიდემიოლოგიური მოკვლევით; ბ) იქ, სადაც გუნდი ექვემდებარება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად შედგენილ სახელმწიფო კონტროლის პროგრამას და სალმონელას სეროტიპები, რომლებზეც შემცირების სამიზნეებია დაწესებული, არ არის დადასტურებული სააგენტოს მიერ განხორციელებული ნიმუშის აღების შემდეგი პროტოკოლით: ბ.ა) ტექნიკური სპეციფიკაციებით (შვიდი ნიმუშით); თუმცა, 25 გრამის ქვენიმუში უნდა იქნას შეგროვებული თითოეული ფეკალური მასალიდან და მტვრის ნიმუშიდან გამოკვლევისათვის; ყველა ნიმუში უნდა იქნას გამოკვლეული ცალ-ცალკე; ბ.ბ) ან 300 ფრინველში ბრმა ნაწლავისა და კვერცხსავალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა; ბ.გ) ან თითოეული გუნდიდან 4 000 კვერცხის ნაჭუჭისა და შემცველობის ბაქტერიოლოგიური კვლევა, მაქსიმუმ 40 კვერცხიანი გაერთიანებული ნიმუშიდან. 6. გარდა ამისა, ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნიმუშების აღებისას, სააგენტო ადასტურებს ანტიმიკრობული საშუალებების არ გამოყენებას, რაც პოტენციურად გავლენას ახდენს ნიმუშების გამოკვლევის შედეგებზე. მუხლი 5. ახალ ხორცთან დაკავშირებული სპეციფიური მოთხოვნები 1. ფრინველის ახალი ხორცი „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილების დანართი N1 -ის ნაწილი ერთით განსაზღვრული ცხოველთა პოპულაციიდან, უნდა აკმაყოფილებდეს ამავე დადგენილების დანართი 1-ის ნაწილი ერთის 1.28 პუნქტით განსაზღვრულ მიკრობიოლოგიურ კრიტერიუმებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმი არ გამოიყენება ფრინველის ახალი ხორცის შემთხვევაში, თუ ის განკუთვნილია წარმოებაში თერმული ან სხვა დამუშავებისათვის, რათა მოხდეს სალმონელას ელიმინაცია სურსათის ჰიგიენასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6. კვერცხის ხარისხობრივი მახასიათებლები 1. „ა“ კლასის კვერცხს უნდა ჰქონდეს შემდეგი ხარისხობრივი მახასიათებლები: ა) ნაჭუჭი და კუტიკულა (თხელი აპკი): უნდა იყოს ნორმალური ფორმის სუფთა და დაუზიანებელი; ბ) საჰაერო კამერა: სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 6 მმ-ს, თუმცა ,,უმაღლესი ხარისხის“ კვერცხში - არ უნდა აღემატებოდეს 4 მმ-ს; გ) კვერცხის გული: სანთლის შუქზე უნდა იყოს ჩრდილის სახით გარჩევადი, მხოლოდ, ნათლად გამოხატული კონტურის გარეშე, კვერცხის ამობრუნებისას უნდა იყოს ოდნავ მოძრავი და იბრუნებდეს თავის ცენტრალურ პოზიციას; დ) ცილა: მკაფიო, გამჭვირვალე; ე) ჩანასახი: შეუმჩნეველ განვითარებით ეტაპზე; ვ) უცხო სხეული: არ არის ნებადართული; ზ) უცხო სუნი: არ არის ნებადართული. 2. თუ კვერცხი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მახასიათებლებს განეკუთვნება ,,ბ“ კლასის კვერცხს. ,,ა“ კლასის კვერცხი, რომელსაც უკვე აღარ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მახასიათებლები გადავა უფრო დაბალ კლასში და კლასიფიცირდება ,,ბ“ კლასის კვერცხად. 3. „ბ“ კლასის კვერცხი მარკირებული უნდა იქნას სულ მცირე 5 მმ-ის სიმაღლის ,,ბ” ასოს ირგვლივ არანაკლებ 12 მმ-იანი დიამეტრის მქონე წრეწირით ან ადვილად შესამჩნევი სულ მცირე 5 მმ-იანი დიამეტრის მქონე ფერადი წერტილით.
დანართი N3 საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი სალმონელას ქვეტიპის განსაზღვრის სპეციფიკური კრიტერიუმი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სალმონელას სეროტიპის განსაზღვრისას, რომლისთვისაც გამოიყენება სამიზნეები, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) ადამიანის სალმონელოზის დროს ყველაზე ხშირი სალმონელას სეროტიპი მონიტორინგის სისტემებით შეგროვებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით; ბ) ინფექციის მარშრუტი (რაც არის, შესაბამის ცხოველთა პოპულაციაში და ცხოველის საკვებში სეროტიპის არსებობა); გ) ბოლო პერიოდში სეროტიპის გავცრელების სწრაფი შესაძლებლობა და ადამიანსა და ცხოველებში დაავადების გამოწვევა; დ) ნებისმიერი სეროტიპის გაზრდილი ვირულენტობა, მაგალითად ინვაზიურობა ან ადამიანის ინფექციური დაავადეების შესაბამისი თერაპიისადმი რეზისტენტობა.
დანართი N4 სპეციფიკური კონტროლის მეთოდების გამოყენება ფრინველებში სალმონელას კონტროლისათვის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში
მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს დანართი ადგენს ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად შემუშავებული სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში ანტიმიკრობული საშუალებებისა და ვაქცინების გამოყენების ზოგიერთ წესს. მუხლი 2. ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება 1. ფრინველებში ანტიმიკრობული საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სალმონელას კონტროლის სპეციფიკური მეთოდი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გაუთვალისწინებლად და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სპეციფიკურ პირობებზე დაქვემდებარებით, ასევე „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის N112 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად ან აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული ანტიმიკრობული საშუალებები შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში: ა) სალმონელას ინფექციამ ფრინველში, კლინიკური ნიშნებით შესაძლოა გამოიწვიოს ფრინველების გარდაუვალი ტანჯვა; ანტიმიკრობული საშუალებებით ნამკურნალები დაინფიცირებული გუნდი კვლავ განიხილება, როგორც სალმონელათი დაინფიცირებული; სანაშენე გუნდში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები, რათა რამდენადაც შესაძლებელია შემცირდეს სალმონელას გავრცელების რისკი დარჩენილი ფრინველების გამრავლების პირამიდაში; ბ) სანაშენე გუნდში ცხოველთა ღირებული გენეტიკური მასალის შენარჩუნებისას, სალმონელასგან თავისუფალი ახალი გუნდის ჩამოყალიბების მიზნით, მათ შორის „ელიტური გუნდი“, გადაშენების პირას მყოფი და სამეცნიერო კვლევისთვის განკუთვნილი ჯიშები; წიწილები, რომლებიც გამოჩეკილია ანტიმიკრობული საშუალებებით ნამკურნალები ფრინველისგან შეგროვებული საინკუბაციო კვერცხიდან გამოზრდის ეტაპზე ექვემდებარებიან ნიმუშის აღებას ყოველ მეორე კვირას სქემით, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამისი სალმონელას 1%-იან პრევალენტობის გამოვლენას, 95%- იანი სანდოობით; გ) სააგენტოს მიერ გაცემული ავტორიზაციის შემთხვევაში, თითოეული შემთხვევის საფუძველზე, გარდა სალმონელას კონტროლის მიზნისა სალმონელას ინფექციაზე საეჭვო გუნდში, კერძოდ საკვებისმიერი აფეთქების ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ან ინკუბატორში ან სადგომში სალმონელას გამოვლენის შედეგად; თუმცა დასაშვებია, რომ გადაუდებელ სიტუაციაში განახორციელონ მკურნალობა წინასწარი ავტორიზაციის გაცემის გარეშე, რა დროსაც ნიმუშები აიღება „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის N55 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვეტერინარის მიერ და დაუყოვნებლივ მოხდეს ანგარიშგება მკურნალობის შესახებ სააგენტოსთან; გუნდი ჩაითვლება სალმონელათი დაინფიცირებულად, თუ ნიმუშის აღება არ მოხდება ამ პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. 3. ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება უნდა განხორციელდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ და ექვემდებარება სააგენტოსადმი ანგარიშგებას. ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისა და მგრძნობელობის ტესტების შედეგების საფუძველზე. 4. ამ მუხლში მითითებული დებულებები არ ვრცელდება სუბსტანციებზე (ნივთიერებებზე), მიკროორგანიზმებზე ან პრეპარატებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულია გამოყენებული იქნეს, როგორც საკვების დანამატები. მუხლი 3. ვაქცინის გამოყენება 1. სალმონელას ცოცხალი ვაქცინა არ უნდა იქნას გამოყენებული სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, სადაც მწარმოებელის მიერ არ არის შემოთავაზებული შესაბამისი მეთოდი ბაქტერიოლოგიურად განასხვავოს სალმონელას სავაქცინე შტამი საველე ტიპის შტამებდან. 2. სალმონელას ცოცხალი ვაქცინა არ უნდა იქნას გამოყენებული სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, კვერცხმდებელი ქათმის შემთხვევაში, კვერცხდების პერიოდში, სანამ არ იქნება დემონსტრირებული გამოყენების უსაფრთხოება და არ იქნება რეგისტრირებული აღნიშნული მიზნისათვის „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის N112 დადგენილების შესაბამისად. 3. Salmonella enteritidis-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამები, რომელიც ამცირებს გავრცელებას (გამოყოფას) და კვერცხის დაბინძურებას (კონტამინაციას), გამოყენებული უნდა იქნეს ყველა კვერცხმდებელი ქათამის გამოზრდისას მანამ, სანამ დემონსტრირებული არ იქნება, რომ პრევალენტობა 10%-ზე ნაკლებია, საბაზისო შესწავლის (Salmonella spp-ის პრევალენტობის კვლევა ერთი წლის განმავლობაში ბანკივური ქათმის (Gallus gallus) კვერცხმდებელ გუნდში, სასურსათო (სუფრის) კვერცხის წარმოებისას კვერცხდების ბოლო პერიოდში) შესაბამისად ან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნების შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამონაკლისი წესდება თუ: ა) სააგენტო ეფექტურად მიიჩნევს სადგომში, სადაც ხდება გამოზრდა და კვერცხის წარმოება, გატარებულ პრევენციულ ზომებს; ბ) დემონსტრირებული იქნა სადგომში, სადაც ხდება გამოზრდა და კვერცხის წარმოება, Salmonella enteritidis-ის არარსებობა, 12 თვის განმავლობაში, ცხოველთა შეყვანამდე.
დანართი N5 ბანკივური ქათმის (Gallus gallus) ახალგაზრდა სანაშენე გუნდში სალმონელას შესაბამისი სეროტიპების შემცირებასთან დაკავშირებული ქვეყნის სამიზნეს მიღწევის დასადგენი გამოკვლევის სქემა
მუხლი 1. მიზანი 1. ბანკივური ქათმის (Gallus gallus) სანაშენე გუნდში ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად salmonella spp. შემცირებისთვის სამიზნედ განისაზღვრა 1%-მდე შემცირება ან ბანკივური ქათმის (Gallus gallus) ახალგაზრდა სანაშენე გუნდში სალმონელას მაქსიმალურ პროცენტულ მაჩვენებელზე ნაკლები, რომელიც დადებითი რჩება Salmonella Enteritidis, Salmonella Infantis, Salmonella Hadar, Salmonella Typhimurium, მათ შორის მონოფაზური Salmonella Typhimurium მიმართ, ანტიგენის ფორმულით ► 1,4,[5],12:i:- ◄, და Salmonella Virchow მიმართ ( სალმონელას შესაბამისი სეროტიპები). თუმცა, 100-ზე ნაკლები ბანკივური ქათმის (Gallus gallus) შემცველ ახალგაზრდა სანაშენე გუნდში, ქვეყნის სამიზანე გულისხმობს, რომ არაუმეტეს ერთი ასეთი გუნდი შესაძლოა დადებითი დარჩეს სალმონელას შესაბამის სეროტიპების მიმართ წლის განმავლობაში. 2. გამოკვლევის სქემა, რომელიც საჭიროა ქვეყნის მიზნის მიღწევის პროგრესის დასადგენად, მითითებულია ამ დანართის მე-2-მე-15 მუხლებში.
მუხლი 2. ნიმუშის აღება ნიმუშის აღება Salmonella Enteritidis, Salmonella Infantis, Salmonella Hadar, Salmonella Typhimurium და Salmonella Virchow (სალმონელას შესაბამისი სეროტიპები) არსებობის გამოსავლენად მოიცავს ბანკივური ქათმის (Gallus gallus) ყველა ახალგზარდა სანაშენე გუნდს, რომელშიც შედის არანაკლებ 250 ფრინველი (სანაშენე გუნდები). ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს ამ წესისა და ,,ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ივლისის N323 დადგენილების მოთხოვნათა დაურღვევლად, ცხოველთა სხვა პოპულაციებში ან სხვა სეროტიპებში მონიტორინგის მოთხოვნებთან დაკავშირებით. მუხლი 3. მონიტორინგი სანაშენე გუნდში 1. სანაშენე გუნდში ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით და როგორც სახელმწიფო კონტროლის ნაწილი. 2. სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს ყოველ ორ კვირაში ერთხელ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ადგილას, ქვემოთ მოცემული ორი შესაძლო ვარიანტიდან: ა) ინკუბატორში; ბ) ან სადგომში. 3. სააგენტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტში განახორციელოს სრული გამოკვლევის სქემა ბროილერის ყველა სანაშენე გუნდისთვის და ყველა კვერცხისმდებელ სანაშენე გუნდისთვის. თუმცა, ქვეყნის ფარგლებში სავაჭროდ განკუთვნილი კვერცხისმდებელი სანაშენე გუნდების ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს სადგომში. 4. სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით აღებულ ნიმუშში სალმონელას შესაბამისი სეროტიპების გამოვლენისას გამოკვლევის განმახორციელებელმა ლაბორატორიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს. სალმონელას შესაბამისი სეროტიპების გამოვლენის დროულ შეტყობინებაზე გამოკვლევის განმახორციელებელ ლაბორატორიასთან ერთად პასუხისმგებლობა ეკისრება სურსათის ბიზნესოპერატორსაც. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გაუთვალისწინებლად, იმ შემთხვევაში, თუ სამიზნე მიიღწევა სულ მცირე ორ თანმიმდევრულ კალენდარულ წელიწადში მთლიანად ქვეყანაში, სადგომში ნიმუშის აღება შესაძლოა გაგრძელდეს ყოველ სამ კვირაში ერთხელ, სააგენტოს შეხედულებისამებრ. თუმცა სადგომში სალმონელას შესაბამისი სეროტიპების გამოვლენის შემთხვევაში სანაშენე გუნდში და/ან სხვა შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ, შეინარჩუნოს ან დაუბრუნდეს ორკვირიან შემოწმების ინტერვალს. მუხლი 4. ნიმუშის აღება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 1. ნიმუშის აღება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოიცავს: ა) იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის აღება სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით ხორციელდება ინკუბატორში: ა.ა) ნიმუშის აიღებას რეგულარულად, ყოველ 16 კვირაში ერთხელ, ინკუბატორში; ა.ბ) ნიმუშის აღებას რეგულარულად სადგომში ოჯერ საწარმოო ციკლის განმავლობაში, პირველად – ოთხი კვირის ფარგლებში კვერცხდების ფაზაში ან კვერცხმდებელი ფრინველების განყოფილებაში გადასვლის შემდეგ და მეორედ – კვერცხისდების ფაზის დასასრულისკენ, საწარმოო ციკლის დასრულებამდე არაუადრეს რვა კვირის განმავლობაში. ა.გ) დამადასტურებელი ნიმუშის აღებას სადგომში, ინკუბატორში ნიმუშის აღების შედეგად სალმონელას შესაბამისი სეროტიპების გამოვლენის შემდეგ. ბ) იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის აღება სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით ხორციელდება სადგომში, ნიმუშის რეგულარული აღება უნდა მოხდეს სამჯერ საწარმოო ციკლის განმავლობაში: ბ.ა) ოთხი კვირის ფარგლებში კვერცხდების ფაზაში ან კვერცხმდებელი ფრინველების განყოფილებაში გადასვლის შემდეგ; ბ.ბ) კვერცხდების ფაზის დასრულებისკენ, საწარმოო ციკლის დასრულებამდე არაუადრეს რვა კვირის განმავლობაში; ბ.გ) ნებისმიერ დროს საწარმოო ციკლის განმავლობაში, რომელიც საკმარისი დროით არის დაშორებულია ამ პუნქტის ,,ბ.ბ“ და ,,ბ.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ნიმუშის აღებიდან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გაუთვალისწინებლად და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის სამიზნე მიიღწევა სულ მცირე ორ თანმიმდევრულ კალენდარულ წელიწადში მთლიანად ქვეყანაში, სააგენტოს უფლება აქვს რეგულარული ნიმუშის აღება შეცვალოს ნიმუშის აღებით: ა) სადგომში ერთხელ ნებისმიერ დროს საწარმოო ციკლის განმავლობაში და წელიწადში ერთხელ ინკუბატორში; ბ) ან საფრინველეში ორჯერ ნებისმიერ დროს, რომელიც საკმარისი დროით არის დაშორებული ერთმანეთისგან საწარმოო ციკლის განმავლობაში. 3. თუმცა სადგომში სალმონელას შესაბამისი სეროტიპების გამოვლენის შემთხვევაში სანაშენე გუნდში და/ან სხვა შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ, შეინარჩუნოს ან დაუბრუნდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გამოკვლევის ინტერვალს. 4. სააგენტოს მიერ განხორციელებული ნიმუშის აღებით შეიძლება შეიცვალოს სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციტივით განხორციელებული ნიმუშის აღება. მუხლი 5. ნიმუშის აღების პროტოკოლი - ნიმუშის აღება ინკუბატორში 1. თითოეულ სანაშენე გუნდში ყოველი ნიმუშის აღებისას სულ მცირე ერთი ნიმუში უნდა იქნას აღებული. 2. ნიმუშის აღება უნდა მოხდეს გამოჩეკის დღეს, როდესაც ნიმუშები ხელმისაწვდომი იქნება ყველა სანაშენე გუნდიდან. თუ ეს შეუძლებელია, საჭიროა იმის გარანტია, რომ ნიმუშები შეგროვდეს ყველა გუნდიდან არანაკლებ ამ დანართის მე-3-მე-4 მუხლებით განსაზღვრული სიხშირით. 3. ყველა ინკუბატორიდან ყველა მასალა, რომელიც შორდება გამოჩეკილ წიწილებს ნიმუშის აღების დღეს, შეტანილი უნდა იყოს ნიმუშების პაკეტში პროპორციული გზით. 4. იმ შემთხვევაში, თუ ინკუბატორებში ერთი სანაშენე გუნდის 50 000-ზე მეტი კვერცხია, აღნიშნული გუნდიდან უნდა შეგროვდეს მეორე ნიმუში. 5. ნიმუში უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგს: ა) ნიადაგის ნაწილაკებით დაბინძურებულ ინკუბატორის კალათის ერთ შედგენილ ნიმუშს, რომელიც აღებულია შემთხვევითი შერჩევით ინკუბატორის ხუთი კალათიდან ან ადგილიდან ინკუბატორში, სულ მცირე 1მ2 საერთო ფართის ნიმუშის მისაღებად; იმ შემთხვევაში, თუ სანაშენე გუნდიდან საინკუბაციო კვერცხს უკავია ერთზე მეტი ინკუბატორი, მაშინ შედგენილი ნიმუში აღებულ უნდა იქნას თითოეული ინკუბატორიდან, მაქსიმუმ ხუთ ინკუბატორში; ბ) ან ერთ ნიმუშს, რომელიც აღებულია ერთი ან რამდენიმე დასველებული ქსოვილის ტამპონით, რომლის საერთო ზედაპირი შეადგენს არანაკლებ 900 სმ2-ს, რომლის აღებაც ხდება დაუყოვნებლივ წიწილების გაყვანის შემდეგ სულ მცირე ხუთი ინკუბატორის კალათის ფსკერის მთლიანი ზედაპირიდან ან ხუთი სხვადასხვა ადგილის მტვერიდან, მათ შორს იმ თითოეული ინკუბატორის იატაკიდან, სადაც არის მაქსიმუმ ხუთი გამოჩეკილი კვერცხი ერთი გუნდიდან, იმის უზრუნველყოფით, რომ კვერცხის წარმოშობის თითოეულ გუნდში აღებულია სულ მცირე ერთი ნიმუში; გ) ან ინკუბატორის 25 სხვადასხვა კალათიდან აღებულ 10 გ გატეხილ კვერცხის ნაჭუჭს, კერძოდ, 250 გ თავდაპირველ ნიმუშს, რომელიც აღებულია არაუმეტეს ხუთი ინკუბატორის გუნდიდან გამოჩეკილი კვერცხებიდან, დატეხილია, შერეულია და მიღებულია 25 გ-იანი ქვე-ნიმუში ტესტირებისათვის. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღების პროცედურები უნდა შესრულდეს სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ და სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. თუმცა, სავალდებულო არ არის სხვადასხვა გუნდებიდან კვერცხების მქონე ინკუბატორის ჩართვა იმ შემთხვევაში, თუ კვერცხების არანაკლებ 80% არის სხვა ნიმუშის აღებას დაქვემდებარებული ინკუბატორებიდან. მუხლი 6. ნიმუშის აღების პროტოკოლი - ნიმუშის აღება სადგომში 1. სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით ნიმუშის რეგულარული აღება თავდაპირველად მოიცავს ექსკრემენტების ნიმუშებს და მისი მიზანია 1%-იანი პრევალენტობის გამოვლენა გუნდში, 95% სანდოობით. ამ მიზნით ნიმუშები უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთს: ა) გაერთიანებულ ექსკრემენტებს, რომელიც შედგება ახალი ექსკრემენტების ცალკეული არანაკლებ 1გრ. წონის მქონე ნიმუშებისგან, რომელიც აღებულია შემთხვევითი შერჩევით საფრინველეს რამდენიმე ადგილიდან, სადაც სანაშენე გუნდი ჰყავთ ან სადაც სანაშენე გუნდს აქვს თავისუფალი წვდომა კონკრეტულ სადგომის ერთზე მეტ საფრინველეში , სადგომის თითოეული საფრინველედან, სადაც სანაშენე გუნდი ჰყავთ. ექსკრემენტები შეიძლება გაერთიანდეს გამოკვლევისათვის სულ მცირე ორ გაერთიანებულ ნიმუშად. ადგილების რაოდენობა, საიდანაც ცალკე ექსკრემენტების ნიმუშები უნდა იქნას აღებული, გაერთიანებული ნიმუშის მიღების მიზნით, მითითებულია ქვემოთ:
ბ) ფეხსაცმელი – ბახილების და/ან მტვრის ნიმუშებს: ბ.ა) გამოყენებულ ბახილებს უნდა ჰქონდეს აბსორბციის უნარი იმისათვის, რომ შეიწოვოს სისველე. დოლბანდის უქუსლო „წინდები“ ასევე მისაღები იქნება აღნიშნული მიზნისთვის; ბ.ბ) ბახილების ზედაპირი უნდა დასველდეს სათანადო გამხსნელის გამოყენებით (როგორიცაა 0,8 % ნატრიუმის ქლორიდი, 0,1 % პეპტონი სტერილურ დეიონიზირებულ წყალში, სტერილური წყალი ან სააგენტოს/ლაბორატორიის მიერ ნებადართული ნებისმიერი სხვა გამხსნელი). ბ.გ) ნიმუშები აღებულ უნდა იქნას შენობაში სიარულის დროს იმ მიმართულებით, რომ წარმოდგენილი იყოს რეპრეზენტატული ნიმუშები საფრინველის ყველა ნაწილში ან შესაბამის სექტორში. და უნდა მოიცავდეს დანაგვიანებულ და ცხაურიან ზონებს იმ პირობით, თუ ცხაურებზე სიარული უსაფრთხო იქნება. აღებული ნიმუში უნდა მოიცავდეს ყველა ცალკეულ გალიას (pens). შერჩეულ სექტორში ნიმუშის აღების დასრულების შემდეგ, სიფრთხილით უნდა იქნას ბახილები გახდილი იმისათვის, რომ არ მოხდეს მიკრული მასალის მოშორება. გ) სანაშენე გუნდების გალიაში, ნიმუშის აღება შესაძლოა მოიცავდეს ბუნებრივად შერეულ ექსკრემენტებს ლენტური ტრანსპორტიორიდან (კონვეიერი), ასაფხეკებიდან ან ექსკრემენტების ტრანშეებიდან, შენობის ტიპიდან გამომდინარე. ინდივიდუალური გამოკვლევისათვის არანაკლებ 150 გ ორი ნიმუში უნდა შეგროვდეს: გ.ა) ექსკრემენტების ასაღები ლენტური ტრანსპორტიორიდან (კონვეიერი) გალიის თითოეული იარუსის უკან, რომელიც რეგულარულად მოძრაობს და იცლება ხრახნიან ან კონვეიერის სისტემაში; გ.ბ) ექსკრემენტების ტრანშეადან, რომელშიც დეფლექტორები მოთავსებულია გალიის ქვეშ და გადააქვს (ფხეკავს) ორმოში, საფრინველეს შენობის ქვეშ. გ.გ) ექსკრემენტების ტრანშეადან, იარუსებრივი გალიის საფრინველეში, როდესაც გალიები დაიცლება და ექსკრემენტები პირდაპირ ორმოში ჩაეშვება. დ) გალიური ტიპის საფრინველეში, სადაც ფეკალიების საკმარისი რაოდენობა არ შეგროვდება საფხეკის ან ლენტური ტრანსპორტიორის (კონვეიერი) გამწმენდის დაბოლოებაზე, ოთხი ან მეტი დატენიანებული ქსოვილის ნაჭერი, თითოეული სულ მცირე 900 მ2 ზედაპირის ფართობით, შესაბამისი გამხსნელებით (როგორიცაა 0.8 % ნატრიუმის ქლორიდი, 0.1% პეპტონი სტერილურ იოდიზირებულ წყალში, სტერილურ წყალში ან სააგენტოს/ლაბორატორიის მიერ დადასტურებულ ნებისმიერ სხვა გამხსნელში) დატენიანებული უნდა იქნეს გამოყენებული, რათა გაიწმინდოს რაც შეიძლება დიდი ზედაპირი ყველა ლენტური ტრანსპორტიორის (კონვეიერი) დაბოლოებაზე (დასაცლელი ადგილი), მათი ამუშავების შემდეგ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ქსოვილის დაფარვა ლენტური ტრანსპორტიორიდან (კონვეიერი) და საფხეკებიდან ან ლენტური ტრანსპორტიორის (კონვეიერი) გამწმენდებიდან მოშორებული ფეკალური მასით ორივე მხარეს; ე) მრავალიარუსიან ქანდარებზე ან ღია ცის ქვეშ არსებულ საფრინველეში, სადაც ფეკალური მასალა საფრინველიდან ლენტური ტრანსპორტიორის (კონვეიერი) მეშვეობით სცილდება, ერთი წყვილი ბახილით უნდა განხორციელდეს დაბინძურებულ არეალში შემოვლა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად და ყველა ხელმისაწვდომი ლენტური ტრანსპორტიორიდან (კონვეიერი) სულ მცირე 2 დატენიანებული ქსოვილის ნაჭერი ხელით უნდა იქნეს აღებული ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისათვის ნიმუშები უნდა მოიცავდეს: ა) ხუთ წყვილ ბახილას, რომელშიც თითოეული უნდა წარმოადგენდეს საფრინველის ტერიტორიის დაახლოებით 20%–ს; ბახილები შეიძლება გაერთიანდეს გამოკვლევისათვის სულ მცირე ორ ნაწილად; ბ) ან მინიმუმ ერთი წყვილ ბახილას, რომელიც წარმოადგენს საფრინველის ტერიტორიის მთლიან ფართს და დამატებითი მტვრის ნიმუშს, რომელიც შეგროვებულია სხვადასხვა ადგილიდან საფრინველეში თვალსაჩინოდ შესამჩნევი მტვრიანი ზედაპირებიდან; ერთი ან რამდენიმე დასველებული ქსოვილის ნაჭრები, მთლიანობაში სულ მცირე 900 სმ2 ზედაპირით, გამოყენებულ უნდა იქნას მტვრის ნიმუშის შესაგროვებლად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნიმუშების აღებისას: ა) თუ საფრინველეში ჩვეულებრივ გალიის რამდენიმე სტელაჟი არის განთავსებული ექსკრემენტების გაერთიანებული ნიმუში უნდა მოიცავდეს თითოეული სტელაჟიდან შეგროვებულ ნიმუშს. ორი გაერთიანებული ნიმუში აღებულ უნდა იქნას თითოეული სანაშენე გუნდიდან, როგორც ეს აღწერილია ამ პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში; ბ) იმ სისტემებში, სადაც განთავსებულია ტრანსპორტიორები ან ამფხეკები, ნიმუშის აღების დღეს, ნიმუშის აღებამდე, ექსკრემენტების გატანის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს; გ) იმ სისტემებში, სადაც განთავსებულია დეფლექტორები გალიების და ასაფხეკების ქვეშ, უნდა შეგროვდეს გაერთიანებული ნიმუში ექსკრემენტებისა, რომლებიც აღებულია ასაფხეკებზე მიკრული ექსკრემენტებიდან, გადაადგილების შემდეგ; დ) იარუსებრივი გალიის საფრინველე სისტემებში, სადაც არ არის ტრანსპორტიორი ან ასაფხეკი სისტემა, საჭიროა გაერთიანებული ნიმუში ექსკრემენტებისა შეგროვდეს მთლიანი ტრანშეის ფარგლებში; ე) ექსკრემენტების ასაღები ლენტური ტრანსპორტიორის (კონვეიერი) სისტემების შემთხვევაში უნდა შეგროვდეს გაერთიანებული ნიმუში ექსკრემენტებისა კონვეიერის დასაცლელი ბოლოდან. მუხლი 7. ნიმუშის აღება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 1. რეგულარული (რუტინული) ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს ისე, როგორც აღწერილია ამ დანართის მე-6 მუხლში. 2. დამადასტურებელი ნიმუშის აღება, ინკუბატორში ნიმუშის აღებისას რელევანტური სალმონელას სეროტიპების გამოვლენის შემდეგ, უნდა განხორციელდეს იმ ფორმით, როგორც აღწერილია ამ დანართის მე-6 მუხლში. 3. დამატებითი ნიმუშები შეიძლება შეგროვდეს ანტიმიკრობული ან ბაქტერიის ზრდის ინჰიბიტორების შესაძლო ტესტირებისთვის შემდეგნაირად: ფრინველები შეირჩევა შემთხვევითი მეთოდით საფრინველეს თითოეულ განყოფილებაში (ერთეულში), თითოეულ საფრინველეში ხუთ ფრინველამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სააგენტო საჭიროდ ჩათვლის ნიმუშის აღებას მეტი რაოდენობის ფრინველზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება ინფექციის წყარო, უნდა განხორციელდეს ანტიმოკრობული ტესტირება ან ახალი ბაქტეოროლოგიური გამოკვლევა სალმონელას შესაბამისი სეროტიპების არსებობის გამოსავლენად ტარდება სანაშენე გუნდზე ან მათ შთამომავლობაზე სავაჭრო შეზღუდვების მოხსნამდე. 5. ანტიმიკრობული ან ბაქტერიის ზრდის ინჰიბიტორების გამოვლენის შემთხვევაში, სალმონელას ინფექცია უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად. 6. ეჭვი ცრუ შედეგების შესახებ - გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სააგენტოს აქვს მიზეზი ეჭვქვეშ დააყენოს ტესტირების შედეგები (როგორიცაა ცრუ დადებითი შედეგები ან ცრუ უარყოფითი შედეგი), შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ტესტირების განმეორებით ჩატარების თაობაზე ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების შესაბამისად. მუხლი 8. ნიმუშების ტრანსპორტირება ნიმუშები უმჯობესია გაიგზავნოს ლაბორატორიაში, შეგროვებიდან 24 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუში არ გაიგზავნება 24 საათის განმავლობაში, ნიმუშები უნდა შეინახოს გაყინულ მდგომარეობაში. ტრანსპორტირება შესაძლებელია გარემოს ტემპერატურაზე იმ პირობით, თუ ჭარბი სითბო (25 °C-ზე მეტი) და მზის სხივების ზემოქმედება თავიდან იქნება აცილებული. ლაბორატორიაში ნიმუშები ინახება გაყინულ მდგომარეობაში შემოწმებამდე, რომელიც უნდა დაიწყოს მიღებიდან 48 საათის განმავლობაში და ნიმუშის აღებიდან 96 საათის განმავლობაში. მუხლი 9. ნიმუშების მომზადება 1. ინკუბატორის კალათების შემთხვევაში: ა) განათავსეთ ნიმუში 1 ლიტრ ბუფერულ პეპტონიან წყალში (BPW), რომელიც წინასწარ არის შემთბარი ოთახის ტემპერატურაზე და ნაზად შეანჯღრიეთ. ბ) გააგრძელეთ ნიმუშის კულტივირება ამ დანართის მე-10 მუხლით განსაზღვრული გამოვლენის მეთოდის გამოყენებით. 2. ბახილების და მტვრის ნიმუშების შემთხვევაში: ა) წყვილი ბახილების/წინდების და მტვრის ნიმუში (ქსოვილის ნაჭერი) ფრთხილად უნდა გაიხსნას, რათა არ მოხდეს მიკრული ექსკრემენტული მასალის მოშორება ან მტვრის მასალის მოცილება და უნდა განთავსდეს 225 მლ ბუფერულ პეპტონიან წყალში (BPW), რომელიც წინასწარ არის შემთბარი ოთახის ტემპერატურაზე. ბ) ბახილების/წინდების და ქსოვილის ნაჭერი მთლიანად უნდა ჩაიძიროს ბუფერულ პეპტონიან წყალში (BPW), იმისათვის რომ შეიქმნას საკმარისი თავისუფალი სითხე ნიმუშის გარშემო ნიმუშიდან სალმონელას გამოსადევნად და აქედან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაემატოს მეტი ბუფერულ პეპტონიანი წყალი (BPW). ცალკე პრეპარატები უნდა მომზადდეს ბახილებისა და ქსოვილის ნაჭრებისგან. გ) იმ შემთხვევაში, თუ ორ ნიმუშში გაერთიანებულია ხუთი წყვილი ბახილას/წინდის მასალა, თითოეული გაერთიანებული ნიმუში უნდა მოთავსდეს 225 მლ ან საჭიროების შემთხვევაში მეტი მოცულობის ბუფერულ პეპტონიან წყალში (BPW), ნიმუშის მთლიანად ჩაძირისთვის და საკმარისი თავისუფალი სითხის შესაქმნელად ნიმუშის გარშემო ნიმუშიდან სალმონელას გამოსადევნად. დ) მოურიეთ სანამ სრულად არ გაჯერდება ნიმუში და გააგრძელეთ კულტივირება ამ დანართის მე-10 მუხლით განსაზღვრული გამოვლენის მეთოდის გამოყენებით. 3. ექსკრემენტების სხვა მასალის ნიმუშების შემთხვევაში: ა) ექსკრემენტების ნიმუშები უნდა გაერთიანდეს და მთლიანად უნდა მოხდეს მათი შერევა და კულტივირებისთვის უნდა შეგროვდეს 25 გ ქვე-ნიმუში; ბ) 25 გ ქვე-ნიმუში უნდა დაემატოს 225 მლ ბუფერულ-პეპტონიან წყალს (BPW), რომელიც წინასწარ არის შემთბარი ოთახის ტემპერატურაზე; გ) ნიმუშის კულტივირება უნდა გაგრძელდეს ამ დანართის მე-10 მუხლით განსაზღვრული გამოვლენის მეთოდის გამოყენებით. 4. თუ შეთანხმებულია ISO სტანდარტები სალმონელას გამოსავლენად შესაბამისი ნიმუშების მომზადებასთან დაკავშირებით, გამოყენებულ უნდა იქნას ასეთი სტანდარტები და მათ უნდა ჩაანაცვლონ ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებში მითითებული სტანდარტები ნიმუშის მომზადებასთან დაკავშირებით. 5. ამ დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქსოვილის ნაჭერის ან ერთი წყვილი ბახილებისა და ამ დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ორი დატენიანებული ქსოვლის ნაჭერის ნიმუშის შეგროვებისას, ნიმუშის გაერთიანება უნდა მოხდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 10. გამოვლენის მეთოდი 1. salmonella spp. გამოვლენა გამოვლენა უნდა განხორციელდეს EN/ISO 6579-1 შესაბამისად. 2. ბახილების ნიმუშებთან, მტვრის ნიმუშებთან და ამ დანართის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული ექსკრემენტების სხვა მასალის ნიმუშებთან დაკავშირებით, შემდგომი კულტივირებისთვის უნდა შეგროვდეს ინკუბირებული ბუფერულ პეპტონიანი წყლის (BPW) გამდიდრებული ბულიონი. ამისათვის ორივე ნიმუშის ინკუბაცია ხდება ბუფერულ პეპტონიან წყალში (BPW), როგორც ეს მითითებულია ამ დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში. აიღეთ 1 მლ ინკუბირებული ბულიონი თითოეული ნიმუშიდან და სათანადოდ შეურიეთ, შემდეგ აიღეთ 0,1 მლ ნარევი და მოახდინეთ მოდიფიცირებულ ნახევრად მყარ რაპაპორტ-ვასილიადისის (MSRV) პლანშეტზე ინოკულაცია. 3. არ უნდა მოხდეს ბუფერულ პეპტონიან წყალში (BPW) ნიმუშების შერხევა, მორევა ან სხვაგვარად შენჯღრევა ინკუბაციის შემდეგ, რადგან გამოყოფს ინჰიბიტორულ ნაწილაკებს და ამცირებს შემდგომ იზოლაციას MSRV-ში. მუხლი 11. სეროტიპირება არანაკლებ ერთი იზოლატი თითოეული ნიმუშიდან, რომელიც ასახავს დადებით რეაქციას, უნდა იყოს ტიპირებული, კაუფმან-უაითის სქემის შესაბამისად. მუხლი 12. ალტერნატიული მეთოდები ალტერნატიული მეთოდები შეიძლება იქნას გამოყენებული ამ დანართის მე-8-მე-11 მუხლებით განსაზღვრული ნიმუშების გამოვლენის მეთოდებისა და სეროტიპირების ნაცვლად, თუ ვალიდირებული იქნება EN/ISO 16140-2 შესაბამისად (გამოვლენის ალტერნატიული მეთოდებისათვის). მუხლი 13. შტამების შენახვა გარანტირებული უნდა იქნას, რომ თითოეულ წელს და თითოეულ საფრინველეში სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშებიდან სალმონელას შესაბამისი სეროტიპების არანაკლებ ერთი იზოლირებული შტამი შენახული იქნეს მომავალი შესაძლო ფაგოტიპირებისთვის ან ტესტირებისთვის ანტიმიკრობულ მგრძნობელობაზე, კულტურების შეგროვების ჩვეულებრივი მეთოდების გამოყენებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შტამების მთლიანობა არანაკლებ ორი წლის განმავლობაში. თუ სააგენტო ამგვარად გადაწყვეტს, სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორების მიერ აღებული ნიმუშებიდან იზოლატებიც შენახულ უნდა იქნას აღნიშნული მიზნებისთვის. მუხლი 14. შედეგები 1. სანაშენე გუნდი უნდა ჩაითვალოს დადებითად ქვეყნის სამიზნის მიღწევის განსაზღვრისთვის: ა) როდესაც გამოვლინდება სალმონელას შესაბამისი სეროტიპების არსებობა (და არა ვაქცინის შტამები) გუნდში აღებულ ერთ ან მეტ ნიმუშში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სალმონელას შესაბამისი სეროტიპები გამოვლინდება მხოლოდ მტვრის ნიმუშში; ბ) ან როდესაც დამადასტურებელი ნიმუშის აღება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ამ დანართის მე-7 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების შესაბამისად არ ადასტურებს სალმონელას შესაბამისი სეროტიპების გამოვლენას, თუმცა გუნდში გამოვლინდა ანტიმოკრობული ან ბაქტერიული ზრდის ინჰიბიტორები. 2. ეს წესი არ ვრცელდება ამ დანართის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტში აღწერილ გამონაკლის შემთხვევებში, სადაც არ დასტურდება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით ნიმუშების აღებიდან სალმონელას თავდაპირველი დადებითი შედეგი. 3. დადებითი სანაშენე გუნდი მიიჩნევა დადებით გუნდად მიუხედავად იმისა საწარმოო პერიოდში რამდენად ხშირად (რამდენჯერ) გამოვლინდა სალმონელას შესაბამისი სეროტიპი აღნიშნულ გუნდში ან ვის მიერ განხორციელდა ნიმუშის აღება (სურსათის ბიზნესოპერატორის თუ სააგენტოს მიერ). თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის აღება საწარმოო პერიოდში გავრცელდება ორი კალენდარული წლის განმავლობაში, თითოეული წლის შედეგი ცალკე უნდა იქნას წარმოდგენილი მუხლი 15. ანგარიშგება 1. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს: ა) ვარიანტების დეტალური აღწერილობას, რომელიც განხორციელებულია ნიმუშის აღების სქემასთან და აღებულ ნიმუშთან დაკავშირებით; ბ) ახალგაზრდა სანაშენე გუნდების საერთო რაოდენობას, რომელიც მოიცავს სულ მცირე 250 ფრინველს, რომლებიც შემოწმდა არანაკლებ ერთხელ ანგარიშგების წლის განმავლობაში გ) ტესტირების შედეგებს, რომელიც მოიცავს: გ.ა) სანაშენე გუნდების საერთო რაოდენობას, რომელიც დადებითია სალმონელას მიმართ ქვეყანაში; გ.ბ) სანაშენე გუნდების რაოდენობას, რომელიც დადებითია მინიმუმ სალმონელას ერთ შესაბამის სეროტიპთან; გ.გ) დადებითი სანაშენე გუნდების რაოდენობას თითოეული სალმონელას სეროტიპთან ან განუსაზღვრელ სალმონელასთან დაკავშირებით (იზოლატები, რომელიც არის არატიპირებადი ან არ არის სეროტიპირებული). დ) შემთხვევების რაოდენობას, როდესაც არ დადასტურდა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით ნიმუშების აღებიდან სალმონელას თავდაპირველი დადებითი შედეგი; ე) შედეგების განმარტებებს, კერძოდ გამონაკლის შემთხვევებთან დაკავშირებით. 2. შედეგები და ნებისმიერი დამატებითი შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს „ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის“ მე-9 მუხლში მითითებული ტენდენციების და წყაროების შესახებ ანგარიშის ფარგლებში.
დანართი N6
ინდაურის გუნდში salmonella Enteritidis და salmonella typhimurium-ის შემცირებასთან დაკავშირებული ქვეყნის სამიზნეს მიღწევის დასადასტურებელი გამოკვლევის სქემა
მუხლი 1. ქვეყნის სამიზნე 1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინდაურებში salmonella Enteritidis და salmonella typhimurium - ის შემცირებასთან დაკავშირებით, ქვეყნის სამიზნე არის: ა) სასუქი ინდაურის გუნდის, რომელიც დადებითი იქნება salmonella Enteritidis და salmonella typhimurium მიმართ, მაქსიმალური წლიური პროცენტული მაჩვენებლის შემცირება, 1%- მდე ან ნაკლებით; ბ) ახალგაზრდა სანაშენე ინდაურის გუნდის, რომელიც დადებითი იქნება salmonella Enteritidis და salmonella typhimurium მიმართ, მაქსიმალური წლიური პროცენტული მაჩვენებლის შემცირება, 1%- მდე ან ნაკლებით. 2. ქვეყანაში 100-ზე ნაკლები ახალგაზრდა სანაშენე ან სასუქი ინდაურების გუნდების არსებობისას, ქვეყნის სამიზნე წლიურად არის ახალგაზრდა სანაშენე ან სასუქი ინდაურების არაუმეტეს ერთი დადებითი გუნდისა. 3. მონოფაზურ salmonella typhimurium-თან დაკავშირებით, სეროტიპები ანტიგენის ფორმულით ► 1,4,[5],12:i:- ◄, შეტანილი უნდ იყოს ქვეყნის სამიზნეში. 4. ამ დანართის მე-2-მე-14 მუხლებით განსაზღვრულია გამოკვლევის სქემა, რომელიც საჭიროა ქვეყნის მიერ სამიზნეს მიღწევის პროგრესის დასადასტურებლად. მუხლი 2. ნიმუშის აღება ნიმუში აიღება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის პროგრამების ფარგლებში, სასუქი და სანაშენე ინდაურების ყველა გუნდიდან. მუხლი 3. მონიტორინგი ინდაურებში 1. სურსათის ბიზნესოპერატორმა უნდა აიღოს სასუქი და სანაშენე ინდაურების ყველა გუნდიდან ნიმუში შემდეგი სახით: ა) სასუქი და სანაშენე ინდაურების გუნდებიდან - დაკვლამდე სამ კვირაში. სააგენტომ შესაძლოა დაუშვას ნიმუშის აღება დაკვლის თარიღამდე ბოლო ექვს კვირაში იმ შემთხვევაში, თუ ინდაურები 100 დღეზე მეტი ინახება ან მიეკუთვნება ინდაურის ორგანული წარმოების კატეგორიას; ბ) სანაშენე ინდაურის: ბ.ა) გამოსაზრდელ გუნდში: ერთი დღის, ოთხი კვირის და ორი კვირის ასაკში კვერცხისდების ფაზაში ან კვერცხმდებელ ერთეულში გადასვლამდე; ბ.ბ) ახალგაზრდა გუნდში: სულ მცირე ყოველ მესამე კვირაზე კვერცხისდების პერიოდში სადგომში ან ინკუბატორში; ბ.გ) სადგომში სანაშენე ინდაურის გუნდის შემთხვევაში, რომლებიც დებენ ქვეყნის ფარგლებში ვაჭრობისთვის გამიზნულ საინკუბაციო კვერცხს; 2. სააგენტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გამოკვლევის სქემაში ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ერთ-ერთი ვარიანტის განხორციელების შესახებ ყველა გუნდისთვის. თუმცა, ქვეყნის ფარგლებში სავაჭროდ განკუთვნილი კვერცხმდებელი სანაშენე გუნდების ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს სადგომში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად, თუ ქვეყნის სამიზნე მიიღწევა მინიმუმ ორ თანმიმდევრულ კალენდარულ წელიწადში მთლიანად ქვეყანაში, სადგომში ნიმუშის აღება შესაძლოა გაგრძელდეს ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად. თუმცა სააგენტოს უფლება აქვს შეინარჩუნოს ან დაუბრუნდეს სამკვირიან გამოკვლევის ინტერვალს სალმონელას შესაბამისი სეროტიპების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში სადგომის სანაშენე გუნდებში და/ან სხვა შემთხვევაში, რომელსაც მიზანშეწონილად ჩათვლის სააგენტო. 4. სააგენტო ნიმუშის აღებისას სულ მცირე უნდა ითვალისწინებდეს: ა) სანაშენე ინდაურების გუნდებიდან ნიმუშის აღებას: ა.ა) წელიწადში ერთხელ, ყველა გუნდიდან, სადაც არის სულ მცირე 250 ახალგაზრდა სანაშენე 30 - 45 კვირის ასაკის ინდაურები და ყველა სადგომიდან, სადაც იმყოფება რჩეული, დიდი წინაპრების და წინაპრების შთამომავალი სანაშენე ინდაურები; სააგენტომ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ნიმუშის აღება ასევე მოხდეს ინკუბატორში; ა.ბ) ყველა გუნდიდან სადგომში, სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ ინკუბატორში აღებული ნიმუშებიდან ან სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშებიდან Salmonella Enteritidis და Salmonella typhimurium გამოვლენის შემთხვევაში, ინფექციის წარმოშობის გამოკვლევის მიზნით. ბ) სასუქი ინდაურების გუნდებიდან ნიმუშის აღებას წელიწადში ერთხელ, მინიმუმ ერთ გუნდში სადგომის 10%-ზე, სადაც სულ მცირე 500 სასუქი ინდაურია; გ) ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს რისკის საფუძველზე და დამატებით, როდესაც სააგენტო საჭიროდ ჩათვლის; დ) მის მიერ განხორციელებული ნიმუშის აღების შესაძლო ჩანაცვლებას სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად აღებული ნიმუშებით. მუხლი 4. ნიმუშის აღების პროტოკოლი - ზოგადი ინსტრუქციები 1. სააგენტომ ან სურსათის ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნიმუშები აღებულ იქნეს ამ მიზნით გადამზადებული პირების მიერ. 2. სანაშენე ინდაურების გუნდებიდან ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს ამ წესის დანართი N5-ის მე-5-მე-7 მუხლების შესაბამისად. 3. სასუქი ინდაურების თითოეულ გუნდში ნიმუშის აღებისთვის, გამოყენებულ უნდა იყოს არანაკლებ ორი წყვილი ფეხსაცმლის ბახილა. ბახილები ჩამოცმულია ფეხსაცმელზე და ნიმუშის აღება ხდება სიარულის დროს საფრინველის გარშემო. ბახილები ინდაურების თითოეული გუნდიდან შეიძლება გაერთიანდეს ერთ ნიმუშში. 4. ფეხსაცმელზე ბახილების ჩაცმამდე მათი ზედაპირი უნდა გაიჟღინთოს: ა) მაქსიმალურად აღდგენილი გამხსნელის გამოყენებით (მაქსიმალურად აღდგენილი გამხსნელი: 0,8% ნატრიუმის ქლორიდი, 0,1 %-იანი პეპტონი სტერილურ დეიონიზირებულ წყალში); ბ) ან სტერილური წყლის გამოყენებით; გ) ან ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული ნებისმიერი სხვა გამხსნელის გამოყენებით; დ) ან ავტოკლავირებით კონტეინერში გამხსნელებთან ერთად. 5. ფეხსაცმლის ბახილების დასველება უნდა მოხდეს სითხის ჩასხმით შიგნით მათ ჩაცმამდე ან მათი შერხევით გამხსნელის კონტეინერში. 6. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ ყველა სექცია საფრინველეში წარმოდგენილი იყოს ნიმუშის აღების დროს პროპორციული წესით. თითოეული წყვილი ბახილა უნდა მოიცავდეს საფრინველის დაახლოებით 50%-ს. 7. ნიმუშის აღების დასრულებისას, ბახილები ფრთხილად უნდა მოცილდეს ფეხსაცმელებს, რათა არ მოხდეს მიკრული მასალების მოშორება. ფეხსაცმლის ბახილები შესაძლოა გადმოტრიალდეს მასალის შესანარჩუნებლად. ისინი უნდა განთავსდეს ჩანთაში ან ქვაბში და მოხდეს მათი ეტიკეტირება. 8. სააგენტომ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება და გაზარდოს ნიმუშების მინიმალური რაოდენობა რეპრეზენტატული ნიმუშის აღების უზრუნველყოფის მიზნით ეპიდემიოლოგიური პარამეტრების ცალკეული შემთხვევის შეფასების საფუძველზე, როგორიცაა ბიოუსაფრთხოების პირობები, გუნდის განაწილება ან ზომა. 9. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაუშვებს, ერთი წყვილი ფეხსაცმლის ბახილა შეიძლება შეიცვალოს 100 გრ. მტვრის ნიმუშით, რომელიც შეგროვებულია საფრინველის სხვადასხვა ადგილის იმ ზედაპირებიდან, სადაც მტვრის არსებობა სათანადოდ ხილვადია. ალტერნატივის სახით, ერთი ან რამდენიმე დასველებული ქსოვილის ნაჭერი, მთლიანობაში მინიმუმ 900 სმ2 ზედაპირით, შეიძლება იქნეს გამოყენებული მტვრის ნიმუშის შესაგროვებლად სხვადასხვა ზედაპირებიდან მთლიან საფრინველეში. თითოეული ნაჭერი კარგად უნდა იყოს მტვრით დაფარული ორივე მხარეს. მუხლი 5. ნიმუშის აღების პროტოკოლი - სპეციფიკური ინსტრუქციები კონკრეტული ტიპის სადგომისათვის 1. ინდაურის თავისუფალი გუნდისთვის ნიმუშები უნდა შეგროვდეს მხოლოდ საფრინველის შიგნით. 2. იმ შემთხვევაში, თუ საფრინველეებში წვდომა შეუძლებელია შეზღუდული სივრცის გამო, გუნდებში 100 -ზე ნაკლები ინდაურით, და ამიტომ შეუძლებელია ფეხსაცმლის ბახილების გამოყენება გარშემო სიარულის დროს, ისინი შეიძლება შეიცვალოს იმავე სახის ქსოვილის ნაჭრებით, რომელიც გამოიყენება მტვრისთვის, ნაჭრები წაესმება ახალი ექსკრემენტებით დაბინძურებულ ზედაპირებზე ან თუ ამის განხორციელება შეუძლებელია, ექსკრემენტებისთვის ნიმუშის აღების სხვა მეთოდით, რომელიც შეესაბამება მიზანს. მუხლი 6. ნიმუშის აღება სააგენტოს მიერ 1. სააგენტო შემდგომი ტესტების და/ან დოკუმენტური შემოწმებების ჩატარების გზით უნდა დარწმუნდეს, რომ შედეგები არ არის შეცვლილი ანტიმიკრობული ან სხვა ნივთიერებების არსებობით, რომელიც ახდენს ბაქტერიის ზრდის ინჰიბირებას. 2. თუ Salmonella Enteritidis და Salmonella typhimurium არსებობა არ გამოვლინდება, მაგრამ გამოვლინდება ანტიმიკრობული ან ბაქტერიული ზრდის ინჰიბიტორული ეფექტები, გუნდი უნდა ჩაითვალოს ინდაურის დაინფიცირებულ გუნდად ამ დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ქვეყნის სამიზნეს შესაბამისად. მუხლი 7. ტრანსპორტირება 1. ნიმუშები დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში. ტრანსპორტირების დროს ისინი დაცული უნდა იყოს 25 °C–ზე მეტი სიცხისგან და მზის სხივების ზემოქმედებისგან. 2. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშების გაგზავნა ნიმუშის აღებიდან 24 საათის განმავლობაში შეუძლებელია, ნიმუშები შენახულ უნდა იქნას გაყინულ მდგომარეობაში. მუხლი 8. ლაბორატორიული გამოკვლევა 1. ლაბორატორიაში ნიმუშები ინახება გაყინულ მდგომარეობაში გამოკვლევამდე, რომელიც უნდა დაიწყოს მიღებიდან 48 საათის განმავლობაში და ნიმუშის აღებიდან 96 საათის განმავლობაში. 2. წყვილი ბახილების/წინდების და მტვრის ნიმუში (ქსოვილის ნაჭერი) ფრთხილად უნდა გაიხსნას, რათა არ მოხდეს მიკრული ექსკრემენტული მასალის მოშორება და უნდა განთავსდეს 225 მლ. პეპტონის ბუფერულ წყალში (BPW), რომელიც წინასწარ არის შემთბარი ოთახის ტემპერატურაზე. ბახილების/წინდების ნაჭრები მთლიანად უნდა ჩაიძიროს პეპტონის ბუფერულ წყალში (BPW) და აქედან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაემატოს პეპტონის ბუფერული წყალი (BPW). 3. მტვრის ნიმუშის ანალიზი უმჯობესია ჩატარდეს ცალკე. თუმცა სასუქი გუნდებისთვის სააგენტომ გამოკვლევისათვის შესაძლოა დაუშვას მისი გაერთიანება ფეხსაცმლის/წინდების ბახილების წყვილთან. 4. ნიმუშის სრული გაჯერებისთვის უნდა მოხდეს მისი არევა და კულტივირება უნდა გაგრძელდეს ამ დანართის მე-9 მუხლით განსაზღვრული გამოვლენის მეთოდით. 5. სხვა ნიმუშები (მაგალითად, სანაშენე გუნდებიდან ან ინკუბატორებიდან) უნდა მომზადდეს ამ წესის დანართი N 5-ის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად. 6. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებული იქნება სტანდარტიზაციის ევროპის კომიტეტის (CEN) ან სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტები ექსკრემენტების მომზადების შესახებ სალმონელას გამოვლენის მიზნით, ასეთი სტანდარტები გამოყენებულ უნდა იქნას და შეცვალოს ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ნიმუშების მომზადების შესახებ. მუხლი 9. გამოვლენის მეთოდი salmonella spp. გამოვლენა უნდა განხორციელდეს EN ISO 6579-1 შესაბამისად. მუხლი 10. სეროტიპირება 1. ინდაურის სანაშენე გუნდისთვის, მინიმუმ ერთი იზოლატი თითოეული დადებითი ნიმუშიდან, უნდა იყოს სეროტიპირებული, White–Kauffmann-Le Minor-ის სქემის შესაბამისად. 2. ინდაურის სასუქი გუნდისთვის, მინიმუმ ერთი იზოლატი თითოეული დადებითი ნიმუშიდან, რომელიც აღებულია სააგენტოს მიერ, უნდა იყოს სეროტიპირებული, White–Kauffmann-Le Minor-ის სქემის შესაბამისად. 3. სურსათის ბიზნესოპერატორი სულ მცირე უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა იზოლატიდან არცერთი მათგანი არ ეკუთვნის სეროტიპებს Salmonella Enteritidis ან salmonella typhimurium, მათ შორის მონოფაზურ შტამებს, ანტიგენის ფორმულით ► 1,4,[5],12:i:- ◄. მუხლი11. ალტერნატიული მეთოდები ამ დანართის მე-8-მე-10 მუხლებით გათვალისწინებული გამოვლენის მეთოდებისა და სეროტიპირების ნაცვლად, შეიძლება გამოყენებული იქნეს ალტერნატიული მეთოდები თუ ვალიდირებულია EN/ISO 16140 უახლესი ვერსიის შესაბამისად. მუხლი 12. შტამების შენახვა 1. ლაბორატორიამ უნდა უზრუნველყოს salmonella spp. მინიმუმ ერთი იზოლირებული შტამის შენახვა თითოეული გუნდიდან მომავალში შესაძლო ფაგოტიპირებისთვის ან ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირებისთვის. 2. სააგენტომ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ აღებული ნიმუშებიდან მიღებული Salmonella spp. იზოლატები, ასევე შენახულ იქნეს შესაძლო მომავალი ფაგოტიპირებისთვის ან ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირებისთვის, რათა ჩატარდეს იზოლატების ტესტირება. მუხლი 13. გავრცელების გამოთვლა ქვეყნის სამიზნეს მიღწევის შემოწმებისთვის 1. ინდაურის გუნდი უნდა ჩაითვალოს დადებითად ქვეყნის სამიზნეს მიღწევის დადასტურების მიზნით, როდესაც გუნდებში გამოვლინდა Salmonella Enteritidis და/ან Salmonella typhimurium (ვაქცინის შტამების გარდა, მონოფაზური შტამების ჩათვლით, ანტიგენური ფორმულით ►C1 1,4,[5],12:i:- ◄). 2. ინდაურების სალმონელაზე დადებითი გუნდები უნდა აღირიცხოს მხოლოდ ერთხელ თითოეულ ციკლში ნიმუშის აღების და ტესტირების ოპერაციების რაოდენობის მიუხედავად და წარმოდგენილი უნდა იყოს პირველი დადებითი ნიმუშის აღების წლის განმავლობაში. პრევალენტობა გამოითვლება ცალკე-ცალკე სასუქი ინდაურის გუნდისთვის და ახალგაზრდა სანაშენე ინდაურის გუნდისთვის. მუხლი 14. ანგარიშგება 1. ანგარიშგება მოიცავს: ა) სასუქი და ახალგაზრდა სანაშენე ინდაურების გუნდების რაოდენობას, რომელთა გამოკვლევა ჩატარდა მინიმუმ ერთხელ ანგარიშგების წლის განმავლობაში; ბ) სასუქი და ახალგაზრდა სანაშენე ინდაურების გუნდების საერთო რაოდენობას, რომლებიც დადებითია ნებისმიერი სალმონელას სეროტიპთან ქვეყანაში; გ) სასუქი და ახალგაზრდა სანაშენე ინდაურების გუნდების რაოდენობას, რომლის ტესტირება ჩატარდა დადებითი შედეგით მინიმუმ ერთხელ Salmonella Enteritidis და/ან სალმონელა typhimurium, მათ შორის მონოფაზური შტამებზე, ანტიგენური ფორმულით ►C1 1,4,[5],12:i:- ◄; დ) დადებითი სასუქი და ახალგაზრდა სანაშენე ინდაურების გუნდების რაოდენობას თითოეული სალმონელას სეროტიპთან ან განუსაზღვრელ სალმონელასთან დაკავშირებით (იზოლატები, რომელიც არატიპირებადია ან არ არის სეროტიპირებული). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ცალ-ცალკე ნიმუშის აღებასთან დაკავშირიებით სალმონელას სახელმწიფო კონტროლის საერთო პროგრამის ფარგლებში: ა) სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით; ბ) სააგენტოს მიერ ამ დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით. 3. ტესტების შედეგები „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად უნდა ჩაითვალოს სასურსათო ჯაჭვის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციად. 4. გამოკვლეული ინდაურების თითოეული გუნდიდან სააგენტოსათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მინიმუმ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია: ა) სადგომის უნიკალური ნომერი; ბ) გუნდის უნიკალური ნომერი; გ) ნიმუშის აღების თვე; დ) ფრინველის რაოდენობა თითოეულ გუნდში. 5. შედეგები და ნებისმიერი დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ,,ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული ტენდენციების და წყაროების შესახებ ანგარიშის ფარგლებში. 6. სურსათის ბიზნესოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს Salmonella Enteritidis და/ან Salmonella typhimurium, მათ შორის მონოფაზური შტამების, ანტიგენური ფორმულით formula ► 1,4,[5],12:i:- ◄ გამოვლენის შესახებ. სურსათის ბიზნესოპერატორმა უნდა სთხოვოს აგრეთვე გამოკვლევის განმახორციელებელ ლაბორატორიას, რომ ამის შესახებ აცნობოს სააგენტოს. |
დოკუმენტის კომენტარები