საქართველოში იმპორტისა და ტრანზიტისთვის განკუთვნილი ზოგიერთი ცოცხალი ჩლიქოსანი ცხოველის ჯანმრთელობის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოში იმპორტისა და ტრანზიტისთვის განკუთვნილი ზოგიერთი ცოცხალი ჩლიქოსანი ცხოველის ჯანმრთელობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 166
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.021878
166
13/03/2020
ვებგვერდი, 16/03/2020
240110000.10.003.021878
საქართველოში იმპორტისა და ტრანზიტისთვის განკუთვნილი ზოგიერთი ცოცხალი ჩლიქოსანი ცხოველის ჯანმრთელობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №166

2020 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოში იმპორტისა და ტრანზიტისთვის განკუთვნილი ზოგიერთი ცოცხალი ჩლიქოსანი ცხოველის ჯანმრთელობის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში იმპორტისა და ტრანზიტისთვის განკუთვნილი ზოგიერთი ცოცხალი ჩლიქოსანი ცხოველის ჯანმრთელობის წესი“, დანართებთან ერთად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



საქართველოში იმპორტისა და ტრანზიტისთვის განკუთვნილი ზოგიერთი ცოცხალი ჩლიქოსანი ცხოველის ჯანმრთელობის წესი

თავი I

 

მიზანი, რეგულირების სფერო და განმარტებები

 


მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

„საქართველოში იმპორტისა და ტრანზიტისთვის განკუთვნილი ზოგიერთი ცოცხალი ჩლიქოსანი ცხოველის ჯანმრთელობის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის დანართით №1 „ცხოველთა სახეობები“ განსაზღვრული ჩლიქოსანი ცხოველების საქართველოში იმპორტისა და ტრანზიტის დროს ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ მოთხოვნებს.

მუხლი 2. განმარტებები

ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სხვა ქვეყანა – საქართველოს გარდა სხვა ქვეყანა და მისი ტერიტორიები;

ბ) ავტორიზებული ქვეყანა – სხვა ქვეყანა ან სხვა ქვეყნის ნაწილი, საიდანაც ნებადართულია საქართველოში ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული ცოცხალი ჩლიქოსანი ცხოველების იმპორტი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად;

გ) სახელმწიფო ვეტერინარი – სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი ვეტერინარი, რომელიც ატარებს ცოცხალი ცხოველების ჯანმრთელობის შემოწმებას და ახორციელებს ოფიციალურ სერტიფიცირებას;

დ) ჩლიქოსნები – ამ წესის დანართი №1- ით განსაზღვრული ცხოველები;

ე) აღიარებული ორგანიზაცია, ინსტიტუტი ან ცენტრი  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული ნებისმიერი მუდმივი, გეოგრაფიულად შემოსაზღვრული ადგილი, სადაც ცხოველთა ერთი ან მეტი სახეობა ჩვეულებრივ ინახება ან შენდება, კომერციული მიზნებისთვის ან მის გარეშე და აგრეთვე  ერთი ან მეტი შემდეგი მიზნისათვის:

ე.ა) ცხოველთა ჩვენება და საზოგადოების განათლება;

ე.ბ) სახეობების კონსერვაცია;

ე.გ) ფუნდამენტური ან გამოყენებითი სამეცნიერო კვლევები და ამ კვლევების მიზნებიდან გამომდინარე ცხოველების მოშენება.

თავი II

ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნები საქართველოში ზოგიერთი ცოცხალი ჩლიქოსნების იმპორტისთვის და ტრანზიტისათვის

მუხლი 3. ავტორიზებული ქვეყანა

1. ცოცხალი ჩლიქოსნების საქართველოში იმპორტი და ტრანზიტი ნებადართულია მხოლოდ სხვა ქვეყნიდან, რომელიც შესულია ამ წესის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განსაზღვრულ ავტორიზებული ქვეყნების სიაში.

2. ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ქვეყნიდან ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ ცხოველებზე წარმოდგენილი გარანტიების გათვალისწინებით, შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ ავტორიზაცია ვრცელდება ავტორიზებული ქვეყნის მთლიან ტერიტორიაზე ან ტერიტორიის მხოლოდ ნაწილზე. აღნიშნული მიზნით და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმაზე, თუ როგორ იყენებს და ნერგავს ავტორიზებული ქვეყანა ამ სტანდარტებს, კერძოდ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში რეგიონალიზაციის პრინციპი და მისი სანიტარიული მოთხოვნები სხვა ქვეყნიდან იმპორტისას.

3. ქვეყნიდან ან მისი ნაწილიდან (არაავტორიზებული ქვეყანა ან მისი ნაწილი), რომელიც არ არის შეტანილი ავტორიზებული ქვეყნების სიაში, საქართველოს გავლით ცოცხალი ჩლიქოსნების ტრანზიტი ხორციელდება მაძიებლის მოთხოვნით ნებართვის გაცემის საფუძველზე ან/და უამისოდ, მხოლოდ ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის, რომლითაც დასტურდება, რომ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია შეესაბამება ან ეკვივალენტურია ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და  მიმღები ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ, ტვირთის გარანტირებულ მიღებაზე წერილობითი დადასტურების საფუძველზე. 

4. ცოცხალი ჩლიქოსნების იმპორტის ავტორიზაცია ან ტრანზიტი, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით წარმოდგენილი ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციფიკური მდგომარეობის მიხედვით, სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეჩერებული ან გაუქმებულ იქნეს, თუ ავტორიზებულ ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამართლებს ამ შეჩერებას ან გაუქმებას.

მუხლი 4. ავტორიზებული ქვეყნების სიის მომზადება

1. ავტორიზებული ქვეყნების სიის შედგენის ან შესწორების დროს, უნდა იქნეს გათვალისწინებული შემდეგი:

ა) სხვა ქვეყანაში ჩლიქოსნების, სხვა შინაური და გარეული ცხოველების ჯანმრთელობის სტატუსი, კერძოდ ცხოველთა ეგზოტიკური დაავადებები, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის ნებისმიერი ასპექტი და ასევე, გარემოს მდგომარეობა, რამაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის ზოგად სტატუსს;

ბ) ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის შესახებ სხვა ქვეყნის კანონმდებლობა;

გ) კომპეტენტური ორგანოს სტრუქტურა და მისი ინსპექტირების სერვისი, აღნიშნული სერვისების სიმძლავრე, ზედამხედველობა, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან და მათ ხელთ არსებული საშუალებები/რესურსები, მათ შორის პერსონალი და ლაბორატორიული შესაძლებლობები, ეროვნული კანონმდებლობის ეფექტური გამოყენებისთვის;

დ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გარანტიის გაცემა ქვეყანაში გამოყენებულ შესაბამის ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესების შესაბამისობაზე ან ეკვივალენტურობაზე;

ე) სხვა ქვეყანის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) წევრობა და მის ტერიტორიაზე ინფექციების ან ცხოველთა გადამდები (კონტაგიოზური) დაავადებების, განსაკუთრებით ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) სიით განსაზღვრული დაავადებების არსებობის შესახებ სწრაფი და მუდმივი ინფორმაციის მიწოდება;

ვ) სხვა ქვეყნის მიერ საქართველოსთვის გარანტიის მიცემა პირდაპირ ინფორმირებისათვის:

ვ.ა) ამ წესის დანართით №2 „ამ წესის მე-4 მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაავადებები და ძირითადი კრიტერიუმები ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაავადებისგან თავისუფალ ტერიტორიად მიჩნევისათვის“ განსაზღვრული დაავადებების გამოვლენის დადასტურებაზე 24 საათის განმავლობაში და ამ დაავადებებზე ვაქცინაციის პოლიტიკაში ნებისმიერ ცვლილებაზე;

ვ.ბ) შესაბამის პერიოდში, ჩლიქოსანი ცხოველების ჯანმრთელობის ეროვნული წესების ნებისმიერ ცვლილებაზე, განსაკუთრებით იმპორტთან დაკავშირებით;

ვ.გ) მის ტერიტორიაზე ცხოველთა ჯანმრთელობის სტატუსზე, რეგულარული ინტერვალით;

ზ) სხვა ქვეყნიდან ცოცხალი ცხოველების ადრინდელი იმპორტის ნებისმიერი გამოცდილება და იმპორტირებისას ჩატარებული კონტროლის შედეგები;

თ) სხვა ქვეყანაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგები, კერძოდ სააგენტოს შეფასების შედეგი ან, სააგენტოს მიერ წარდგენილი ანგარიში, მათ მიერ ჩატარებული ინსპექტირების შესახებ;

ი) სხვა ქვეყანაში მოქმედი წესები ინფექციების ან ცხოველთა გადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის შესახებ და მათი განხორციელება, მათ შორის სხვა ქვეყნიდან იმპორტირების წესები.

მუხლი 5. სააგენტოს მიერ ავტორიზებული ქვეყნების სიის გამოქვეყნება

სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად შედგენილი ავტორიზებული ქვეყნების სიის  ან განახლებული ვერსიების საჯაროობა. აღნიშნული სიები შესაძლებელია კომბინირებულ იქნეს ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ სხვა სიებთან და მოიცავდეს ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების ნიმუშებს.

მუხლი 6. ცოცხალი ჩლიქოსნების ჯანმრთელობის სპეციფიკური მოთხოვნები ავტორიზებული ქვეყნიდან იმპორტისა და ტრანზიტისათვის

1. ავტორიზებული ქვეყნიდან ცოცხალი ჩლიქოსნების იმპორტისა და ტრანზიტისათვის ჯანმრთელობის სპეციფიკური მოთხოვნების საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრისას, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს:

ა) ცხოველთა სახეობები;

ბ) ცხოველთა ასაკი და სქესი;

გ) ცხოველის დანიშნულების ადგილი ან გამოყენების მიზანი;

დ) იმპორტირების შემდეგ განსახორციელებელი ღონისძიებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა ეფუძნებოდეს დაავადებების (რომელთა მიმართაც ცხოველები არიან ამთვისებლები) შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. როდესაც შესაბამისი სხვა ქვეყნის მიერ გათვალისწინებული ჯანმრთელობის გარანტიების ეკვივალენტობა ოფიაციალურად აღიარებულია ევროკავშირის მიერ, ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ სპეციფიკური მოთხოვნები, შესაძლოა ეფუძნებოდეს აღნიშნულ გარანტიებს.

მუხლი 7. ცოცხალი ჩლიქოსნების იმპორტთან დაკავშირებული გარანტიები

1. ცოცხალი ჩლიქოსნების იმპორტი დაიშვება, თუ ავტორიზებული ქვეყანა წარმოადგენს შემდეგ გარანტიებს:

ა) ცხოველი უნდა იყოს დაავადებისგან თავისუფალი ტერიტორიიდან, ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმების გათვალისწინებით და იმ ცხოველების შემოყვანა, რომლებიც ვაქცინირებულია ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრულ დაავადების საწინააღმდეგოდ, უნდა იქნეს აკრძალული;

ბ) ცხოველთა ჯანმრთელობა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) საქართველოში გამოგზავნამდე, სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე, ცხოველები უნდა იქნენ განთავსებული კარანტინში ავტორიზებული ქვეყნის ტეროტორიაზე „პროფილაქტიკური კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2017 წლის 3 თებერვლის №59 დადგენილებით დამტკიცებული „პროფილაქტიკური კარანტინის წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტითა და „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“  დანართის №8 „საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის ვეტერინარული მოთხოვნები“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში;

დ) საქართველოში გამოგზავნამდე, ცხოველებს უნდა ჰქონდეთ გავლილი სახელმწიფო ვეტერინარის შემოწმება, რათა გარანტირებულ იქნეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დადასტურდეს, რომ ტრანსპორტირებისას დაცულია პირობები, რომელიც უკავშირდება საკვებთან და წყალთან წვდომას;

ე) ცხოველებს თან უნდა ახლდეთ ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრული ვეტერინარული სერტიფიკატი (მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით).

2. საქართველოში შემოსვლისას ცხოველები ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში ვეტერინარულ კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. ავტორიზებული ქვეყნის მიერ გარანტიებთან დაკავშირებული გამონაკლისები

ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სპეციფიკური მოთხოვნები, მათ შორის ვეტერინარული სერტიფიკატის ნიმუში, შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ავტორიზებული ქვეყნიდან ცოცხალი ჩლიქოსნების იმპორტისათვის ან ტრანზიტისთვის, თუ ეს ცხოველები:

ა) განკუთვნილია მხოლოდ საძოვრებზე გაშვებისთვის ან გამწევ ძალად გამოყენებისთვის, დროებით, ქვეყნის საზღვრების სიახლოვეს;

ბ) განკუთვნილია სპორტული ღონისძიებების, ცირკის, შოუსა და გამოფენისათვის, თუმცა თავად ცხოველები არ არის განკუთვნილი კომერციული ტრანზაქციისათვის;

გ) განკუთვნილია ზოოპარკის, გასართობი პარკის, ექსპერიმენტული ლაბორატორიის ან ამ წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აღიარებული ორგანიზაციის, ინსტიტუტის ან ცენტრისთვის;

დ) განკუთვნილია საქართველოში მხოლოდ ტრანზიტისთვის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო და სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის ქვეშ. ამასთან, ტრანზიტი ხორციელდება შეუჩერებლად, გარდა ცხოველთა კეთილდღეობის საჭიროებიდან გამომდინარე;

ე) თან ახლავს მფლობელს, როგორც შინაური ბინადარი ცხოველი;

ვ) ან წარმოდგენილია საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მას შემდეგ რაც დატოვა საქართველო ამ პუნქტის „ა“ „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე მიზნით 30 დღის განმავლობაში;

ზ) მიეკუთვნება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს.

მუხლი 9. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან დაკავშირებული გამონაკლისი, რომელიც ეხება იმპორტსა და ტრანზიტს ავტორიზებული ქვეყნიდან, სადაც ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული დაავადებებია ან/და ტარდება მათი საწინააღმდეგო ვაქცინაცია

1. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამონაკლისის დაშვებით შესაძლებელია დადგინდეს პირობები ავტორიზებული ქვეყნიდან, სადაც არის ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული დაავადებები ან ტარდება ამ დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისის დაშვება უნდა მოხდეს თითოეული ქვეყნის მიხედვით.

მუხლი 10. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან დაკავშირებული გამონაკლისი, რომელიც უკავშირდება ავტორიზებული ქვეყნიდან (საიდანაც იმპორტი ან ტრანზიტი აკრძალული ან შეჩერებულია) იმპორტს ან ტრანზიტს

1. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამონაკლისის დაშვებით შესაძლებელია განისაზღვროს დრო, რომლის შემდეგ ავტორიზებული ქვეყნიდან ცოცხალი ჩლიქოსნების იმპორტი ან ტრანზიტი შესაძლებელია განახლდეს იმპორტის ან ტრანზიტის შეჩერების ან აკრძალვის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილების გამო, ნებისმიერი დამატებითი პირობებით, რომელიც უნდა შესრულდეს ასეთი განახლების შემდეგ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველების იმპორტი ან ტრანზიტის განახლებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული:

ა) საერთაშორისო სტანდარტები;

ბ) ავტორიზებულ ქვეყანაში ან რეგიონში ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული ერთ-ერთი დაავადების აფეთქება ან დაავადების ეპიზოოტიურად დაკავშირებული რამდენიმე აფეთქება გეოგრაფიულად შემოსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში;

 გ) დაავადების აფეთქების ან აფეთქებების წარმატებით აღმოფხვრა შეზღუდულ დროში.

მუხლი 11. ვეტერინარული სერტიფიკატები

1. ამ წესის დანართი №3-ის მოთხოვნების შესაბამისი ვეტერინარული სერტიფიკატი უნდა იქნეს წარმოდგენილი ცხოველის თითოეული ტვირთის საქართველოში ტრანზიტის ან იმპორტისას.

2. ვეტერინარული სერტიფიკატი უნდა ადასტურებდეს, რომ ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ან სადაც შესაძლებელია, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ეკვივალენტური მოთხოვნები სრულდება.

3. ვეტერინარული სერტიფიკატი შესაძლოა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან, ცხოველთა ჯანმრთელობასთან და ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვეტერინარული სერტიფიკატის გამოყენების შეჩერება ან გაუქმება შესაძლებელია მოხდეს, როდესაც ავტორიზებულ ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობით საბუთდება შეჩერების ან გაუქმების საჭიროება.

მუხლი 12. ინსპექტირება სხვა ქვეყანაში

1. ინსპექტირება შესაძლებელია ჩატარდეს სხვა ქვეყანაში საქართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, ცხოველთა ჯანმრთელობის წესებთან შესაბამისობის ან ეკვივალენტობის დადასტურების შესამოწმებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინსპექტირება ხორციელდება საქართველოს სახელით და გაწეული ხარჯები ნაზღაურდება საქართველოს მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინსპექტირების ჩატარების პროცედურა სხვა ქვეყანაში შესაძლებელია დადგინდეს ან შესწორდეს სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ინსპექტირებისას იდენტიფიცირებულია ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული რისკი, თუნდაც ის პირდაპირ არ უკავშირდებოდეს ინსპექტირების მიზნებს, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხოველთა ჯანმრთელობის დამცავი ზომები, მათ შორის ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება.

მუხლი 13. დამცავი ზომები

1. იმ შემთხვევაში, თუ „სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტისას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №595 დადგენილებით განსაზღვრული შეტყობინებას დაქვემდებარებულ დაავადებას, ზოონოზს ან სხვა დაავადებას ან მდგომარეობას, რომელსაც შეუძლია სერიოზული რისკი შექმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის, ადგილი ჰქონდა ან გავრცელდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ან თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე მიზეზი ამ ზომებს ამართლებს, განსაკუთრებით კი ვეტერინარი უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგები, სააგენტოს შეუძლია თავისი ინიციატივის საფუძველზე ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მომართვის საფუძველზე მიიღოს დაუყოვნებლივ ერთ-ერთი შემდეგი ზომა სიტუაციის სიმძიმის შესაბამისად:

ა) შეაჩეროს იმპორტი სხვა ქვეყნიდან ან მისი ნაწილიდან და სადაც შესაძლებელია ტრანზიტი სხვა ქვეყნიდან;

ბ) შეიმუშაოს სპეციფიკური პირობები სხვა ქვეყნიდან ან სხვა ქვეყნის ნაწილიდან მომავალ ცხოველებთან დაკავშირებით, მათ შორის ეს შეიძლება იყოს დროებითი ზომა.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული ვეტერინარული კონტროლი მიუთითებს, რომ ცხოველის ტვირთმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ცხოველისა ან ადამიანის ჯანმრთელობას, შემოსავლების სამსახურმა დაუყოვნებლივ  უნდა გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, მაშინვე აცნობოს სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებს და სააგენტოს შედეგების თაობაზე და ცხოველების წარმომავლობის შესახებ.

3. უფლებამოსილმა პირებმა შესაძლოა განახორციელონ დაუყოვნებლივი ვიზიტი შესაბამის სხვა ქვეყანაში.


ცხოველთა სახეობები

დანართი №1

 

ტაქსონომიური ერთეული

რიგი

ოჯახი

სახეობა

წყვილჩლიქიანები

ფიწლისებრნი

Antilocapra ssp.

 

ძროხისებრნი

Addax ssp., Aepyceros ssp., Alcelaphus ssp., Ammodorcas ssp., Ammotragus ssp., Antidorcas ssp., Antilope ssp., Bison ssp., Bos ssp.(მათ შორის Bibos, Novibos, Poephagus), Boselaphus ssp., Bubalus ssp. (მათ შორის Anoa), Budorcas ssp., Capra ssp., Cephalophus ssp., Connochaetes ssp., Damaliscus ssp.( მათ შორის Beatragus), Dorcatragus ssp., Gazella ssp., Hemitragus ssp., Hippotragus ssp., Kobus ssp., Litocranius ssp., Madogua ssp., Naemorhedus ssp. (მათ შორის Nemorhaedus და Capricornis), Neotragus ssp., Oreamuos ssp., Oreotragus ssp., Oryx ssp., Ourebia ssp., Ovibos ssp., Ovis ssp., Patholops ssp., Pelea ssp., Procapra ssp., Pseudois ssp., Pseudoryx ssp., Raphicerus ssp., Redunca ssp., Rupicapra ssp., Saiga ssp., Sigmoceros-Alecelaphus ssp., Sylvicapra ssp., Syncerus ssp., Taurotragus ssp., Tetracerus ssp., Tragelaphus ssp.(მათ შორის Boocerus).

 

აქლემისებრნი

Camelus ssp., Lama ssp., Vicugna ssp

 

ირმისებრნი

Alces ssp., Axis-Hyelaphus ssp., Blastocerus ssp., Capreolus ssp., Cervus- Rucervus ssp., Dama ssp., Elaphurus ssp., Hippocamelus ssp., Hydropotes ssp., Mazama ssp., Megamuntiacus ssp., Muntiacus ssp., Odocoileus ssp., Ozotoceros ssp., Pudu ssp., Rangifer ssp.

ჟირაფისებრნი

Giraffa ssp., Okapia ssp

ბეჰემოთისებრნი

Hexaprotodon-Choeropsis ssp., Hippopotamus ssp.

მუშკი

Moschus ssp.

ღორისებრნი

Babyrousa ssp., Hylochoerus ssp., Phacochoerus ssp., Potamochoerus ssp., Sus ssp.,

გარეული ღორი

Catagonus ssp., Pecari-Tayassu ssp.

ირმულასებრნი

Hyemoschus ssp., Tragulus-Moschiola ssp.

კენტჩლიქიანები

მარტორქისებრნი

Ceratotherium ssp., Dicerorhinus ssp., Diceros ssp., Rhinoceros ssp.

 

ტაპირისებრნი

Tapirus ssp.

ხორთუმიანები

 

სპილოსებრნი

Elephas ssp., Loxodonta ssp.

დანართი №2

 

ამ წესის მე-4 მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაავადებები და ძირითადი კრიტერიუმები ამ წესის მე-7 მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაავადებისგან თავისუფალ ტერიტორიად მიჩნევისათვის

დაავადება

პირობები

ცხოველი

თურქული

დაავადების აფეთქების არ არსებობა, ვირუსული ინფექციის(*) მტკიცებულების არ არსებობა და ბოლო 12 თვის მანძილზე ვაქცინაციის არ ჩატარება

ყველა სახეობა

ვეზიკულარული სტომატიტი

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ ყოფილა დაავადების არც ერთი შემთხვევა

ყველა სახეობა

ღორის ვეზიკულარული დაავადება

ბოლო 24 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაავადების არც ერთი შემთხვევა და არ ჩატარებულა ვაქცინაცია

ღორისებრთა ოჯახის სახეობები

მსხვილფეხა საქონლის ჭირი

ბოლო 12 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაავადების შემთხვევა და არ ჩატარებულა ვაქცინაცია

ყველა სახეობა

წვრილფეხა საქონლის ჭირი

ბოლო 12 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაავადების არც ერთი შემთხვევა და არ ჩატარებულა ვაქცინაცია

ცხვრისა და თხის სახეობები

მსხვილფეხა საქონლის კონტაგიოზური პლევროპნევმონია

ბოლო 12 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაავადების არც ერთი შემთხვევა და არ ჩატარებულა ვაქცინაცია

ძროხა

ნოდულარული დერმატიტი

ბოლო 36 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაავადების არც ერთი შემთხვევა და არ ჩატარებულა ვაქცინაცია

ძროხა, ბიზონი და კამეჩი

რიფტის ველის ცხელება

ბოლო 12 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაავადების შემთხვევა და არ ჩატარებულა ვაქცინაცია

ყველა სახეობა, გარდა ღორისებრთა ოჯახისა

ბლუთანგი (ლურჯი ენა)

ბოლო 24 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაავადების არც ერთი შემთხვევა და არ ჩატარებულა ვაქცინაცია, ასევე ხორციელდება Culicoides- პოპულაციაზე შესაბამისი კონტროლი

ყველა სახეობა, გარდა ძროხისა, ბიზონისა და კამეჩისა, ცხვრისებრთა და თხისებრთა და ღორისებრთა სახეობებისა

ცხვრისა და თხის ყვავილი

ბოლო 12 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაავადების არც ერთი შემთხვევა და არ ჩატარებულა ვაქცინაცია

თხისებრთა და ცხვრისებრთა ოჯახის სახეობები

 ღორის აფრიკული ცხელება

ბოლო 12 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაავადების არც ერთი შემთხვევა

ღორისებრთა ოჯახის სახეობები

ღორის კლასიკური ჭირი (ცხელება)

 

 

ბოლო 12 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაავადების არც ერთი შემთხვევა და არ ჩატარებულა ვაქცინაცია

ღორისებრთა ოჯახის სახეობები

(*) OIE -ს სახელმძღვანელოს თავი 2.1.1- ის მიხედვით

 

 

დანართი №3

ვეტერინარული სერტიფიკატთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც უნდა ახლდეს ტვირთს გაიცემა გამგზავნი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ და უნდა იქნეს ხელმოწერილი და დადასტურებული სახელმწიფო ბეჭდით. აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება სერტიფიკატის თითოეულ ფურცელზე, თუ ის შედგება ერთზე მეტი ფურცლისგან.

2. ვეტერინარული სერტიფიკატი უნდა იყოს შედგენილი დანიშნულების ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, ხოლო ტრანზიტისა კი  უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

3. ვეტერინარული სერტიფიკატის დედანი თან უნდა ახლდეს ტვირთს.

4. ვეტერინარული სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს:

ა) ცალკე ფურცელს;

ბ) ან ორ ან მეტ გვერდს, რომელიც არის ცალკე გვერდის ნაწილი და განუყოფელი ფურცელი;

გ) ან გვერდების თანმიმდევრობას, რომელიც დანომრილია რიგითობისა და გვერდების საერთო რაოდენობის მითითებით (მაგ., ოთხგვერდიანი სერტიფიკატის მეორე გვერდი – 2/4).

5. ვეტერინარული სერტიფიკატი უნდა ატარებდეს უინკალურ საიდენტიფიკაციო ნომერს. იქ, სადაც ვეტერინარული სერტიფიკატი შედგება რამდენიმე გვერდისაგან, თითოეულ გვერდზე უნდა იქნეს მითითებული საიდენტიფიკაციო ნომერი.

6. ვეტერინარული სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი ტვირთის გაგზავნამდე გამგზავნი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ.