„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 15/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.033.017303
77
13/03/2020
ვებგვერდი, 16/03/2020
010040000.22.033.017303
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება  №77/№12

2020 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.033.017231) დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის:

1. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ავტოსადგომზე შესვლისას, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის მეშვეობით მძღოლზე გაიცემა ქვითარი (გარდა ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ქვითრის ამობეჭდვა, აღნიშნული მონაცემები მიეთითება შესაბამის ფურცელზე და დამოწმდება ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნული ქვითარი/შესაბამისი ფურცელი გასცეს მხოლოდ ავტოსადგომზე შესულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.“.

2. მე-18 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერის მიერ ვერ აღიქმება ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, სატრანსპორტო საშუალებების „საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ რეგისტრაციის მიზნით, სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საბაჟო ორგანოს. ამასთან, თუ ამ ქვეპუნქტში მითითებულ ხარვეზთან ერთად ადგილი აქვს ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხარვეზსაც, არ დაუშვას სატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომზე შესვლა, გარდა ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ლოკალური სერვერის ან ინტერნეტთან კავშირის გათიშვის შემთხვევაში იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ - თ“ ქვეპუნქტები:

„ვ) ავტოსადგომის შესასვლელისა და გასასვლელის მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლის განხორციელების მიზნით დამონტაჟებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებზე შემოსავლების სამსახურის მიმდინარე რეჟიმში (ონლაინ) წვდომის შეუძლებლობის შემთხვევაში, იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, უზრუნველყოს ხარვეზის პერიოდში ვიდეოჩაწერა და საბაჟო ორგანოს მოთხოვნისთანავე ვიდეოჩანაწერის მისთვის წარდგენა;

ზ) ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულისა და მასთან ერთად, ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება – სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: ავტოსადგომის მფლობელის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი და პირადი ნომერი), ავტოსადგომის მისამართს, ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აღნიშნულზე ასევე აცნობოს საბაჟო ორგანოს – ავტოსადგომის მფლობელის დასახელებისა და საიდენტიფიკაციო ნომრის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი და პირადი ნომერი), ავტოსადგომის მისამართის, ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეოჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით;

თ) ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ წესის დანართის შესაბამისად, ინფორმაცია აღრიცხოს „ავტოსადგომზე შესული და ავტოსადგომიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის ჟურნალში“ და მიაწოდოს საბაჟო ორგანოს. ხოლო ხარვეზის აღმოფხვრისთანავე, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ შეტანის მიზნით, საბაჟო ორგანოს მიაწოდოს აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შესახებ ჟურნალში აღრიცხული ინფორმაცია.“.

3. მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 და მე-20 პუნქტები:

„19. ვიდეოჩაწერის შეწყვეტისა და მისი სავარაუდო აღდგენის ვადის შეტყობინების თაობაზე ამ მუხლის მე-18 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა არ ჩაითვლება ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევად/„საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემიდან“ შესაბამისი ავტოსადგომის გამორთვის საფუძვლად:

ა) ვიდეოჩაწერის შეწყვეტისა და მისი სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინების განსაზღვრული ვადის დარღვევით გაგზავნის შემთხვევაში, თუ  შეტყობინება ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში გაგზავნილია საბაჟო ორგანოსათვის;

ბ) ვიდეოჩაწერის შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში ტექნიკური მიზეზის გამო გაუგზავნელობის ან დაგვიანებით გაგზავნის შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებით შეტყობინება საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებულია განსაზღვრულ ვადაში.

20. ამ მუხლის მე-18 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაგროვებისა და პუნქტის გამტარუნარიანობის შეზღუდვის რისკი და ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად შესაბამის საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ ყველა ავტოსადგომზე ფიქსირდება ამ მუხლის მე-18 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარვეზები;

ბ) შესაბამის საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული სხვა ავტოსადგომი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასაჩერებელი ადგილების სიმცირის ან დატვირთულობის გამო, ვერ უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების მოქმედება ასევე ვრცელდება მის ამოქმედებამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართულ ავტოსადგომებზე. ამასთან, ასეთი ავტოსადგომებისათვის ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 15 მარტიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური