საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025799
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
164
28/01/2020
ვებგვერდი, 12/03/2020
000000000.00.003.025799
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (17/07/2020 - 03/08/2020)

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 164

2020 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“.

2. დაევალოთ:

ა) შესაბამის სახელმწიფო უწყებებს:

ა.ა) 2020 წლის 1 მარტამდე შეიმუშაონ და დაამტკიცონ საკუთარი სპეციალური ოპერატიული გეგმები, შესაბამისი ფინანსური გათვლებით;

ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი ასიგნებებიდან უზრუნველყონ ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ განკარგულებით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის/სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი დაწესებულებებისთვის, დამატებითი ფინანსური რესურსის საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან), სათანადო ასიგნებების გამოყოფა.

3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების საერთო კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

31. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, შეასრულოს სამდივნოს ფუნქცია (ინფორმაციის მოგროვება/ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებებისათვის წარდგენა).

4. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუ­­ხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

5. განკარგულება, გარდა მე-4 პუნქტისა, ძალაშია ხელმოწერის­თა­ნავე.

6. განკარგულების მე-4 პუნქტი ოპერატიული რეაგირების გეგმით განსაზ­ღვ­რუ­ლი ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელი თითოეული შემსყიდ­ვე­ლი ორგანიზაციისათვის ძალაში შევიდეს შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შე­სა­ხებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენ­ტოს თანხმობით.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

 

დანართი

ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა

მუხლი 1. დანიშნულება/ზოგადი ნაწილი

1. ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების (შემდგომში − კორონავირუსი) შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის (COVID-19) დაავადების წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე რეაგირების ღონისძიებებსა და შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებს.

2. გეგმაში აღწერილი ქმედებები შეიძლება, შესრულდეს სრულად ან ნაწილობრივ, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში და საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესაბამისად.

3. გეგმა მოიცავს კორონავირუსის დაავადების შემთხვევაზე რეაგირების შემდეგ ღონისძიებებს: დაავადების აღმოჩენა, იდენტიფიკაცია, დადასტურება და საფრთხის შეფასება; ლაბორატორიული ტესტირება; რეაგირებაზე პასუხისმგებელი ორგანოების შეტყობინება; ეპიდკვლევა/საპასუხო ქმედება; კორონავირუსის დაავადებასთან დაკავშირებული საფრთხის, შედეგების ლიკვიდაციასა/შერბილებასა და მდგომარეობიდან გამოსვლასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

მუხლი 2. მიზანი

1. გეგმის მიზანია, უზრუნველყოს კორონავირუსის დაავადების წინააღმდეგ სახელმწიფოს მზადყოფნა, როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების კუთხით.

2. გეგმა განკუთვნილია სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებების საქმიანობის წარმართვისათვის და აღწერს აუცილებელ მოსამზადებელ ღონისძიებებს ადრეული რეაგირების კოორდინირებისათვის.

მუხლი 3. ამოცანები

კორონავირუსის დაავადებაზე ოპერატიული რეაგირებისა და მზადყოფნის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანებია:

ა) კორონავირუსის დაავადების შემოტანის შემთხვევაში, მოსალოდნელი საფრთხეებისათვის შესაბამისად (პროპორციულად) მომზადება;

ბ) უცხოეთიდან კორონავირუსის დაავადების საქართველოში შემოტანისა და ადგილობრივი გადაცემის შემთხვევაში, შედეგების აღკვეთისთვის ან შემცირებისთვის ზომების მიღება;

გ) კორონავირუსის დაავადების ეპიდაფეთქების გავრცელების შეჩერების, შენელების, შეზღუდვისა და ანგარიშგების საერთაშორისო ვალდებულებების (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) შესასრულებლად ძალისხმევის ხელშეწყობა;

დ) ეპიდზედამხედველობისა და კვლევის ფუნქციების გაძლიერება, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისათვის;

ე) კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისა და დახმარების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ორგანიზება, ზოგადად, მოსახლეობისთვის აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შეწყვეტის გარეშე;

ვ) საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის, ასევე სწორად ინფორმირების უწყვეტი უზრუნველყოფა.

მუხლი 4. ძირითადი ვალდებულებები და უფლებამოსილებები

ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (შემდგომში − ეროვნული ცენტრი) და სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან ერთად, უზრუნველყოფს:

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების კოორდინაციას ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობით;

ბ) ექსპერტების ჩართულობით, შემთხვევათა მართვის პროტოკოლის შემუშავებას;

გ) სკრინინგის პროტოკოლის შემუშავებას;

დ) სკრინინგის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის მიზნით (მ. შ. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა), შემთხვევებზე ეპიდზედამხედველობის განხორციელებას;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, საეჭვო/დადებითი ნიმუშების გადაგზავნას ჯანმოს რეფერალურ ლაბორატორიაში კონფირმაციისა და დამატებითი კვლევებისათვის;

ზ) შემთხვევათა შემდგომ დაუყოვნებელ ევაკუაციას;

თ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან შემოსული მგზავრების კარანტინს, მათი შემდგომი იზოლაციისა და შეზღუდვის მიზნით;

ი) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევის მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების იდენტიფიცირებასა და რეფერალის მექანიზმის ამოქმედებას;

კ) სამედიცინო პერსონალის, ეპიდემიოლოგებისა და სხვა მიზნობრივი ჯგუფების უზრუნველყოფას საჭირო ინფორმაციითა და ტრენინგებით, ჯანმოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით;

ლ) კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ინფექციის კონტროლის ზომების გამკაცრებას;

მ) შესაძლო შემთხვევის გამოვლენისთანავე, საქართველოს მთავრობის დაუყოვნებლივ ინფორმირებას, „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“ ამოქმედების მიზნით;

ნ) იმ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვას, მძღოლის სკრინინგის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში; ტრანზიტულად გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი თერმულ სკრინინგზე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში არ ექვემდებარება იზოლაციას;

ო) თვითიზოლაციის წესების დაცვის კონტროლის გაძლიერების მიზნით, თვითიზოლაციას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ყველა აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიების კოორდინირებასა და სამედიცინო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას;

ბ) პაციენტების, ასევე იზოლაციისა და შეზღუდვის მიზნით, მოქალაქეთა ტრანსპორტირებისას სასწრაფო დახმარების მანქანებისა და სხვა ტრანსპორტის გადაადგილებაში დახმარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

გ) საკარანტინო ღონისძიებებს − კორონავირუსის დაავადების კერის იზოლაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

დ) საზოგადოებრივი წესრიგისა და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას;

ე) მონიტორინგს უცხო ქვეყნიდან შემოსული, კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (მის ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებაზე, შემდეგი პირობების დაცვით:

ე.ა) საბაჟო გამშვებ პუნქტზე სავალდებულო პროცედურების დასრულების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე, საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილამდე და დასახელებული საბაჟო კონტროლის ზონებიდან საბაჟო გამშვებ პუნქტამდე, ხოლო ტრანზიტულად გადაადგილების შემთხვევაში, ერთი საბაჟო გამშვები პუნქტიდან მეორე საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად, გარდა ამ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გამონაკლისებისა;

ე.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ დანართ №1-ში მითითებულ სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე (STOP POINT), საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესაძენ პუნქტებსა და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე;

ე.გ) სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე (STOP POINT) მძღოლს აქვს საშუალება, შეავსოს საწვავის მარაგი და შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი. გარდა ზემოაღნიშნული მომსახურებისა, მძღოლს უფლება აქვს, მოიწესრიგოს თავი, შეიძინოს პირადი მოხმარებისთვის საჭირო ნივთები და სურსათი. STOP POINT-ზე ანგარიშსწორების განხორციელება სასურველია, მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით, ელექტრონულად, საბანკო ბარათის საშუალებით, ან სპეციალური გადახდის ტერმინალის საშუალებით. აღნიშნული ზონა განკუთვნილია მხოლოდ ზემოხსენებული მიზნებისათვის და სხვა მომხმარებელს არ აქვს მასში შესვლის უფლება;

ე.დ) მოძრაობის დროს შექმნილი სირთულეების შემთხვევაში (ავტომობილის გაუმართაობა, ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა), მძღოლი ვალდებულია, დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს და ვალდებულია, დარჩეს ავტომობილის კაბინაში შესაბამისი სამსახურების მოსვლამდე;

ე.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:

ე.ე.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;

ე.ე.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

ე.ე.გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;

ე.ე.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში − ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;

შენიშვნა:

1. „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე.ბ“ – „ე.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში.

2. „ე.ე“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე გაჩერების დროის მონაკვეთები.

3. მოცემული წესების დარღვევისას (ავტოსატრანსპორტო საშუალების თვითნებურად დატოვება, აკრძალულ მონაკვეთებზე თვითნებურად გაჩერება, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების ვადის დარღვევა და სხვა), იმ შემთხვევის გარდა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად და მოთავსებული იქნება 14-დღიან კარანტინში, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნება საჯარიმო სადგომზე.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობების შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა და გაჩერების ადგილი განისაზღვრება ადგილზე მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, შესაბამისი სამსახურების მიერ.

ვ) შესაბამისი დანაყოფების მეშვეობით, პირის თვითიზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს:

ა) კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას სამახსოვროს დარიგებას, კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) უცხო ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას − შემოსვლის მახასიათებლების (მაგ.: რეისის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სახეობა, თანამგზავრები), საკონტაქტო ინფორმაციისა და გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის მითითებით.

31.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის გამოვლენილი პირების სავალდებულო 14-დღიანი იზოლაციის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.

32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებას, კვებას, დასუფთავებას, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნას უზრუნველყოფს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ მუხლის 82 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას საინფორმაციო ბარათების (სამახსოვროს) დარიგებას;

ბ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და სხვა საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოსულ (მათ შორის, ტრანზიტული) მგზავრთა მართვას:

ბ.ა) მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას;

ბ.ბ) სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად;

ბ.გ) ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას ეროვნული ცენტრისათვის;

ბ.დ) საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, საქართველოში ჩამომსვლელი პირებისთვის, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანმოს მიერ განსაზღვრულ ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, დანიის სამეფო, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა სხვა ქვეყანა) ან მოემგზავრებიან ასეთი ქვეყნების გავლით, შემდეგი პირობების მოთხოვნას:

ბ.დ.ა) წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში გამომგზავრების ან ტრანზიტული ქვეყნის (ჯანმოს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გარდა) შესაბამისი ლაბორატორიის მიერ;

ბ.დ.ბ) ამ პუნქტის „ბ.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური შემოწმების გავლას და შემდეგ სავალდებულო 14-დღიანი იზოლაციის პროცედურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) უცხო ქვეყნებიდან გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლისას მათ აღრიცხვას და კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე მათ გადაადგილებაზე, შემდეგი პირობების დაცვით:

გ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:

გ.ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;

გ.ა.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

გ.ა.გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;

გ.ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში − ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;

გ.ბ) საქართველოს მოქალაქის მიერ გადაადგილებული (გარდა ტრანზიტულად გადაადგილებისა) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე, საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით;

შენიშვნა:

1. ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე გაჩერების დროის მონაკვეთები.

2. მოცემული ვადების დარღვევისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად და სატრანსპორტო საშუალება (უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული) დაუყოვნებლივ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

დ) იმპორტიორების ინფორმირებასა და, საავტომობილო გადაზიდვებთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რეკომენდაციის მიცემას, რომ ტვირთების ქვეყანაში შემოტანა (შესაძლებლობის შემთხვევაში) განახორციელონ სარკინიგზო ტრანსპორტით;

1) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ინფორმირებას, რომ:

დ​1.ა) უცხო ქვეყნიდან შემოსულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ:

დ​1.ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;

დ​1.ა.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

დ​1.ა.გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;

1.ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;

1.ბ) რეკომენდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ფინანსური ანგარიშსწორებისთვის (საწვავის, სურსათის, სხვა ნივთების, დაზღვევის შეძენა და სხვა) უნაღდო ანგარიშსწორების (ონლაინ შესყიდვა, პლასტიკური ბარათი და სხვა) გამოყენება;

1.გ) რეკომენდებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (სამედიცინო ნიღაბი და სხვ.) გამოყენება;

ე) უცხო ქვეყნიდან გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, ხოლო სკრინინგის დროს სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისას მათ დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევებში განხორციელდება:

ე.ა) ადგილზევე პირის დაუყოვნებლივი დროებითი იზოლაცია. თუ შეუძლებელია პირის ადგილზევე დროებით იზოლაცია, ესკორტირებით მოხდება შესაბამის უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში მისი გადაყვანა;

ე.ბ) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით;

ე.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;

ე.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გამწევის (შეწყვილებული კომბინაციის შემთხვევაში) ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი გამწევის (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება, ან

ე.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტომობილის, შეწყვილებული კომბინაციის) გადაადგილება უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში და ტვირთის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება;

შენიშვნა: ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლებიც შეეხება სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექციას, ასევე მძღოლის (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას, ვრცელდება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ავტობუსების ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაშიც.

) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ შეზღუდვებს:

. ) საჰაერო მიმოსვლის კუთხით:

ვ.ა.ა) აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებიდან 2020 წლის 14 მარტიდან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო სივრცის გამოყენებით, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს;

ვ.ა.ბ) მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის ან/და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად და წარმოადგენენ მათ ოჯახის წევრებს), აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, იზღუდება საქართველოდან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაადგილება;

ვ.ა.გ) აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის გავლით საჰაერო გზით მოძრავი ტრანზიტული მგზავრები, რომლებიც გადაადგილდებიან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გაჩერების გარეშე, არ იზღუდებიან საქართველოდან გასვლაზე;

.) სახმელეთო მიმოსვლის კუთხით:

ვ.ბ.ა) აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებიდან 2020 წლის 14 მარტიდან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან სახმელეთო/საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლით, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა სხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს;

ვ.ბ.ბ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის (აზერბაიჯანის ან სომხეთის რესპუბლიკის ან რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეებსა და მათთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს;

ვ.ბ.გ) აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, სომხეთის რესპუბლიკასთან, ან რუსეთის ფედერაციასთან სახმელეთო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი წესების და ნორმების თანახმად და პასუხისმგებელი ორგანოების კონტროლის ქვეშ;

ზ) ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა.ა“ და „ვ.ბ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება:

ზ.ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;

ზ.ბ) საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;

ზ.გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა.შ.);

ზ.დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;

ზ.ე) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;

ზ.ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;

ზ.ზ) ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;

ზ.თ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.

შენიშვნა:

1. მესამე ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტულად მომავალი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ორგანიზებულად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, შესაბამისი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ.

2. ამ პუნქტის „ვ.ა.ა“, „ვ.ბ.ა“ და „ზ.ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის ოჯახის წევრად განიხილებიან პირის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით.

1) ამ პუნქტის „ვ.ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები 2020 წლის 9 ივლისის 00:00 საათიდან არ ვრცელდება ამ გეგმის დანართ №2-ით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე დანართით განსაზღვრული ნებისმიერი ქვეყნიდან;

თ) ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების საქართველოდან გატანის (ექსპორტისა და რეექსპორტის) შეზღუდვას:

თ.ა) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები, რომლებიც განკუთვნილია COVID 19-ის ინფექციის სადიაგნოსტიკოდ.

შენიშვნა: (სეს ესნ) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული დიაგნოსტიკური ტესტი რომ არ არის განკუთვნილი COVID 19-ის ინფექციის სადიაგნოსტიკოდ და შესაბამისად, მისი ექსპორტი და რეექსპორტი დასაშვებია, შეფასებას გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;

თ.ბ) (ამოღებულია - 09.07.2020, №1160);

თ.გ) (ამოღებულია - 10.04.2020, №672);

თ.დ) (ამოღებულია - 09.07.2020, №1160);

თ.ე) (ამოღებულია - 09.07.2020, №1160);

თ.ვ) (ამოღებულია - 09.07.2020, №1160);

თ.ზ) (ამოღებულია - 09.07.2020, №1160);

თ.თ) (ამოღებულია - 09.07.2020, №1160);

თ.ი) სეს ესნ-ის 9025 19 200 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო;

თ.კ) სეს ესნ-ის 9019 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები;

თ.ლ) (ამოღებულია - 22.05.2020, №846).

5. (ამოღებულია - 08.06.2020, №934).

6. ეთხოვოს სსიპ − საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება კორონავირუსის ეპიდაფეთქებისა და ამ ვირუსის ზემოქმედების რისკის შემცირების ღონისძიებების შესახებ.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, თავის სისტემაში შემავალი სხვა შესაბამისი სტრუქტურების მეშვეობით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს:

ა) კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის;

ბ) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებითი შეწყვეტა; ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 23 თებერვლიდან; იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 6 მარტიდან, ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან; საფრანგეთის რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 19 მარტიდან, გარდა 2020 წლის 20 მარტის პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან/აეროპორტში განხორციელებული პირდაპირი საერთაშორისო ფრენისა. შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც აღნიშნული ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით;

1) პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 21 მარტიდან. შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით. აგრეთვე შეზღუდვა არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, ამბულატორიულ, ავარიულ, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით დადგენილი შეზღუდვა შესაძლებელია, გადახედილ იქნეს ეპიდსიტუაციის რისკის გათვალისწინებით, სამინისტროს მითითების შესაბამისად;

დ) კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შესაბამისი საქონლისა და მომსახურებ(ებ)ის შესყიდვა პირბადეებით (იქნება ეს მრავალშრიანი ქსოვილი (ბამბა/დოლბანდი) თუ სხვა შესაბამისი მასალა) უზრუნველყოფის მიზნით.

8. დაევალოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ (ს/ნ: 404389693):

ა) საკუთარი სახსრებით განახორციელოს თერმოსკანერებისა და შესაბამისი აღჭურვილობის დაუყოვნებლივ შესყიდვა, თანმდევი მონტაჟისა და ინტეგრაციის მომსახურებასთან ერთად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში განთავსების მიზნით;

ბ) ამ პუნქტის შესაბამისად შესყიდული თერმოსკანერების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურისათვის დროებით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრების სკრინინგის განხორციელების მიზნით;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ჯამური ღირებულება გადააჭარბებს 75,000 ევროს, დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფის მოთხოვნით;

დ) მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ამ დანართის მე-4 მუხლის „86“ და „87“ პუნქტების საფუძველზე სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავიაკომპანიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში გაყიდული ბილეთების ფასების შესახებ ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, კერძოდ, გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის (წარდგენილი უნდა იქნეს სიის სახით და შეიცავდეს მგზავრებისა და გაყიდული ბილეთების ფასის შესახებ ინფორმაციას), მიწოდებული გაყიდული ბილეთების ელექტრონული ასლებისა და შესაბამისი საბანკო ტრანზაქციების დამადასტურებელი ელექტრონული ასლების ურთიერთდადარება და შედეგების შესახებ სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმირება ოფიციალური წერილის სახით, რომელიც იქნება „86“ და „87“ პუნქტებით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების საფუძველი;

ე) მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ამ მუხლის 88 პუნქტის საფუძველზე სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავიაკომპანიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში გაყიდული ბილეთების ფასების შესახებ ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, კერძოდ, გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის (წარდგენილ უნდა იქნეს სიის სახით და შეიცავდეს მგზავრებისა და გაყიდული ბილეთების ფასის შესახებ ინფორმაციას), შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე მიწოდებული გაყიდული ბილეთების ელექტრონული ასლების ან/და ამავე პრინციპით მიწოდებული გაყიდული ბილეთების ინვოისის ურთიერთდადარება და შედეგების შესახებ სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმირება ოფიციალური წერილის სახით, რომელიც იქნება 88 პუნქტით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების საფუძველი.

81. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან შემომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეწყვილებული კომბინაციის შემთხვევაში), რომელთა მძღოლებიც ექვემდებარებიან პრევენციულ ზომებს ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მფლობელი კომპანიების დაკავშირება ადგილობრივ გადამზიდველ კომპანიებთან, გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მძღოლებიანად) ან მხოლოდ მძღოლების ჩანაცვლების მიზნით;

ბ) ადგილობრივი გადამზიდველი კომპანიებისთვის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ჯანდაცვის და საბაჟო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

გ) კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბულგარეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საქართველოს მოქალაქეების სპეციალური ჩარტერული რეისით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

82. სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

83. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველსაყოფად, განახორციელოს ზვავსაწინააღმდეგო სამუშაოებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

84. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ (სამინისტროები, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ა.შ.), კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველყოს სხვადასხვა საქონლის ან/და მომსახურების, მათ შორის: შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისათვის სურსათის შეძენასთან, შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან, სხვა სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქეების სპეციალური ჩარტერული რეისით ტრასპორტირებასთან, ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარით აღჭურვასთან, სამედიცინო პირადი დაცვის საშუალებების შეძენასთან, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შეძენასთან დაკავშირებული შესყიდვა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1¹ პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

85. შპს „საქართველოს ფოსტამ“ (ს/ნ: 203836233) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალების საფუძველზე უზრუნველყოს სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, აგრეთვე დავალებით განსაზღვრული სხვა ნებისმიერი შიგთავსის მქონე საფოსტო გზავნილის საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მიწოდება.

86. სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ევროპის სხვადასხვა ქალაქში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება თბილისი-დანიშნულების ადგილი-თბილისის რეისის შემთხვევაში − 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, ხოლო თბილისი-დანიშნულების ადგილი-ბათუმის რეისის შემთხვევაში − 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 05 − „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში. თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი საერთაშორისო რეისის შემთხვევაში, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა იზრდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ თითოეულ მგზავრზე ფაქტობრივად გადახდილი ლონდონის გატვიკის აეროპორტის (IATA: LGW) მოსაკრებლის თანხის ოდენობით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, არაუმეტეს 108.4 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით თითოეულ მგზავრზე.

87) სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით თბილისი-რიადი-ამანი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი საერთაშორისო რეისის ნაწილობრივი სუბსიდირება არაუმეტეს 45 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდი: 24 05 – „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში. აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით.

88. სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად  არაუმეტეს 261,000 ევროს  ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 25 − „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება“ ფარგლებში. აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით.

9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) შესაბამისი საელჩოების ინფორმირებას მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მათი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული დამატებითი რეგულაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქვეყანაში ავადობასთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას;

გ) საქართველოს მთავრობის ინფორმირებას კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ასევე სხვა ქვეყნებში საქართველოს მოაქალაქეებისათვის კორონავირუსის დიაგნოზის დადგენის შემთხვევების შესახებ;

დ) მაღალი რისკის ზონად ნომინირებულ ქვეყნებთან დროებით სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობის განხილვას;

ე) შესაძლებლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში ტრანსპორტირების ორგანიზებასა და ტრანსპორტირებამდე შესაბამისი თანმდევი საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების განხორციელებას.

91. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვოთ:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2020 წლის 18 მარტიდან M2 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის შეზღუდვისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) დანართ №1-ში მითითებული სპეციალურად მოწყობილი ტერიტორიების (STOP POINT) ყოველდღიური სადეზინფექციო დამუშავების უზრუნველყოფა შესაბამის კომპანიებთან კოორდინაციით.

10. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამინისტროსა და ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში შესაბამისი პრევენციული ღონისძიების გატარებას.

11. ამ დანართით გათვალისწინებული უწყებები, ურთიერთკოორდინაციის მიზნით, უზრუნველყოფენ მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

მუხლი 5. გარდამავალი დებულება უცხოელებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით

1. ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტის „ბ“ და „ბ​1“ ქვეპუნქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 31 ივლისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

ა) თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;

ბ) თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;

გ) თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;

დ) თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა არ ჩაითვლება უკანონოდ და მასზე არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ იგი წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა არ ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვის.

დანართი №1

სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებად (STOP POINT), სადაც შესაძლებელია, განხორციელდეს სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერება, განსაზღვრულია:

ა) ურბნისი – ქარელის რაიონი, სოფ. ურბნისი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №68.16.45.054;

ბ) თერჯოლა – თერჯოლის რაიონი, სოფ. სიქთარვა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №33.08.38.224;

გ) გორი – გორის რაიონი, სოფ. ტინისხიდი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.44.02.033;

დ) ზესტაფონი – ზესტაფონის რაიონი, სოფ.არგვეთა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №32.03.34.211.

დანართი №2

ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ.ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან:

 

1

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

2

საფრანგეთის რესპუბლიკა

3

ლატვიის რესპუბლიკა

4

ლიეტუვის რესპუბლიკა

5

ესტონეთის რესპუბლიკა

6

ესპანეთის სამეფო

7

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

8

ნიდერლანდების სამეფო

9

პოლონეთის რესპუბლიკა

10

პორტუგალიის რესპუბლიკა

11

რუმინეთი

12

საბერძნეთის რესპუბლიკა

13

შვედეთის სამეფო

14

ხორვატიის რესპუბლიკა

15

იტალიის რესპუბლიკა

16

კვიპროსის რესპუბლიკა

17

სლოვენიის რესპუბლიკა

18

ისლანდიის რესპუბლიკა.

 

შენიშვნა:

1. ამ დანართის პირველი – მე-5 გრაფებით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, ამავე ქვეყნებიდან გამომგზავრების შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ იზოლაციას/კარანტინს, გარდა ამ შენიშვნის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. ამ შენიშვნის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე ავსებენ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტას, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

3. ამ შენიშვნის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ უტარდებათ PCR კვლევა.

4. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ იზოლაციას/კარანტინს ამ შენიშვნის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ექვემდებარებიან:

ა) თუ ამ შენიშვნის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობა უფიქსირდებათ ამ დანართის პირველი – მე-5 გრაფებით განსაზღვრული ქვეყნების გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში;

ბ) თუ ამ შენიშვნის მე-3 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.

5. ნაცვალგების პრინციპისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ დანართით განსაზღვრული ქვეყნების ჩამონათვალი ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას.

40. 03/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1421 - ვებგვერდი, 03/08/2020 39. 17/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1282 - ვებგვერდი, 17/07/2020 38. 09/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1160 - ვებგვერდი, 09/07/2020 37. 08/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1158 - ვებგვერდი, 09/07/2020 36. 08/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1157 - ვებგვერდი, 08/07/2020 35. 26/06/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1093 - ვებგვერდი, 26/06/2020 34. 08/06/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 934 - ვებგვერდი, 09/06/2020 33. 01/06/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 891 - ვებგვერდი, 01/06/2020 32. 22/05/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 846 - ვებგვერდი, 22/05/2020 31. 11/05/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 798 - ვებგვერდი, 11/05/2020 30. 05/05/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 764 - ვებგვერდი, 05/05/2020 29. 30/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 746 - ვებგვერდი, 30/04/2020 28. 30/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 744 - ვებგვერდი, 30/04/2020 27. 24/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 722 - ვებგვერდი, 24/04/2020 26. 17/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 697 - ვებგვერდი, 17/04/2020 25. 16/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 696 - ვებგვერდი, 16/04/2020 24. 16/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 694 - ვებგვერდი, 16/04/2020 23. 13/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 678 - ვებგვერდი, 14/04/2020 22. 10/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 673 - ვებგვერდი, 10/04/2020 21. 10/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 672 - ვებგვერდი, 10/04/2020 20. 03/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 649 - ვებგვერდი, 03/04/2020 19. 03/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 648 - ვებგვერდი, 03/04/2020 18. 02/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 643 - ვებგვერდი, 02/04/2020 17. 02/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 640 - ვებგვერდი, 02/04/2020 16. 01/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 625 - ვებგვერდი, 01/04/2020 15. 31/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 621 - ვებგვერდი, 31/03/2020 14. 28/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 617 - ვებგვერდი, 28/03/2020 13. 20/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 577 - ვებგვერდი, 21/03/2020 12. 20/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 576 - ვებგვერდი, 21/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 18/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 555 - ვებგვერდი, 18/03/2020 10. 18/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 554 - ვებგვერდი, 18/03/2020 9. 17/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 546 - ვებგვერდი, 17/03/2020 8. 16/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 540 - ვებგვერდი, 17/03/2020 7. 13/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 538 - ვებგვერდი, 16/03/2020 6. 12/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 514 - ვებგვერდი, 12/03/2020 5. 09/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 493 - ვებგვერდი, 12/03/2020 4. 09/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 492 - ვებგვერდი, 12/03/2020 3. 02/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 435 - ვებგვერდი, 12/03/2020 2. 26/02/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 377 - ვებგვერდი, 12/03/2020 1. 19/02/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 278 - ვებგვერდი, 12/03/2020
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.