„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 09/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016438
33/04
09/03/2020
ვებგვერდი, 11/03/2020
220020000.18.011.016438
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №33/04

2020 წლის 9  მარტი 

ქ. თბილისი

 

 

„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/08/2018, ს/კ: 220020000.18.011.016334) დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი – ნებისმიერი პირი, გარდა სესხის გამცემი ორგანიზაციისა/სუბიექტისა, რომელიც წინამდებარე წესით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად გადასცემს ბიუროს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით და საჭიროების შემთხვევაში, იღებს სათანადო ინფორმაციას ბიუროდან ამ წესით დადგენილი პირობებით;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) გადახდისუნარიანობის ანალიზი – მსესხებლის/თანამსესხებლის, ასევე თავდების და უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების ანალიზი;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) მონაცემთა სუბიექტი (პირი/მომხმარებელი)  ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, ისეთი     ორგანიზაციული   წარმონაქმნი,  რომელიც არ არის იურიდიული პირი), რომლის შესახებ ბიუროში გროვდება, ინახება, მუშავდება საკრედიტო/არასაკრედიტო ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემი (მათ შორის, მსესხებელი, თანამსესხებელი, თავდები და უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებელი);“;

დ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:

„ო) ინტერნეტბანკინგი – საბანკო მომსახურების გაწევა ინტერნეტის საშუალებით. მომხმარებელს აქვს წვდომა თავის საბანკო ანგარიშზე და შეუძლია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელება ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან; 

პ) მობაილბანკინგი – დაფუძნებულია მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიაზე. იგი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მობილური ტელეფონის საშუალებით მართოს და აკონტროლოს თავისი საბანკო ანგარიშები, ასევე განახორციელოს გადახდის ოპერაციები.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სესხის გამცემი ორგანიზაციისა და ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის მიერ ბიუროში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო, თუ სხვა რელევანტური ინფორმაციის მოთხოვნის/გადამოწმების მიზანს უნდა წარმოადგენდეს პირის გადახდისუნარიანობის ანალიზი.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა ბიუროს უნდა მიაწოდონ მის ხელთ არსებული, დეტალური ინფორმაცია ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად იმ მონაცემთა სუბიექტის ყველა სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) შესახებ, რომლის მიმდინარე ვალდებულებების საწყისი თანხების ჯამი გაცემისას მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად არ აღემატება 3,000,000 (სამი მილიონი) ლარს (ტრანშების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება პირველი ტრანშის გაცემისას არსებული კურსი. რევოლვირებადი პროდუქტების არსებობის შემთხვევაში, გაითვალისწინება სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) დამტკიცების მომენტში არსებული კურსი).“;

გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის შენახვა უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი უსაფრთხოების პირობების დაცვით, რაც გამორიცხავს მონაცემთა შემთხვევით ან/და არასანქცირებულ წვდომას, შემთხვევით ან/და უკანონო შეცვლას ან/და განადგურებას.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 10 სამუშაო დღით ადრე აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფორმაციის მიმღებთან/მიმწოდებელთან ან/და სესხის გამცემ ორგანიზაციასთან სახელშეკრულებო ურთიერთობების დაწყების შესახებ;

დ) სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებიდან  მონაცემების მიღება აწარმოოს მინიმუმ 3-თვიან და მაქსიმუმ 6-თვიან სატესტო რეჟიმში;

ე) სატესტო რეჟიმის პერიოდში ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის და სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ ბიუროსათვის მიწოდებული ინფორმაცია არ გახადოს ხელმისაწვდომი ბიუროს არსებული მომხმარებლებისთვის, ვიდრე ბიურო საკუთარი ან აუთსორსინგული მომსახურების საფუძველზე არ დარწმუნდება, რომ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატურია, არ შეიცავს შეცდომებს და შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებს;

ვ) სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებამდე შეამოწმოს ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის და სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა საოპერაციო პროცესები და მათი გამართულობა, რომელიც მოიცავს მონაცემთა სუბიექტისაგან თანხმობის მიღებას როგორც ინფორმაციის მიღებაზე, ასევე მიწოდებაზე (უნდა არსებობდეს შესაბამისი მიზანი და გადამოწმების საფუძველი);“.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროს მონაცემთა ბაზაზე წვდომა მიანიჭოს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამსახურებრივად აქვთ უფლებამოსილება დაამუშაონ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნით და თავიდან აირიდოს პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ან სხვა რელევანტური ინფორმაციის არამიზნობრივი დამუშავება.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სესხის გამცემმა ორგანიზაციამ ბიუროს არ უნდა მიაწოდოს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტის სესხი/კრედიტი, გარესაბალანსო ვალდებულებები (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) სრულად უზრუნველყოფილია დეპოზიტით (იმ შემთხვევაში, როდესაც დეპოზიტის და სესხის ვალუტა განსხვავებულია, გაითვალისწინება უზრუნველყოფის კოეფიციენტი სესხის გაცემისას). ამ პუნქტის მიზნებისათვის, სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ვადა არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტის ხელშეკრულებით დადგენილ ვადას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სესხი/კრედიტი, გარესაბალანსო ვალდებულებები (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) დეპოზიტით უზრუნველყოფილია ნაწილობრივ, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია, ბიუროს მიაწოდოს ინფორმაცია მხოლოდ სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) არაუზრუნველყოფილ ნაწილზე. ამ პუნქტის მიზნებისათვის სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) დეპოზიტით არაუზრუნველყოფილ ნაწილზე სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა ბიუროს ასევე უნდა მიაწოდონ დანართ №1-ში განსაზღვრული ინფორმაცია. ნაწილობრივ დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხებს/კრედიტებს, გარესაბალანსო ვალდებულებებს (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) უნდა მიენიჭოს სტატუსი „დეპოზიტით ნაწილობრივ უზრუნველყოფილი სესხი.“.

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს აქვს საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ვალდებულებები სესხის გამცემი ორგანიზაციის მიმართ, სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია ვალდებულებების მოქმედების პერიოდში განახორციელოს  ამ პირის (მსესხებელი/თანამსესხებლის) საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის გადამოწმება ბიუროში მონაცემთა სუბიექტის დამატებითი თანხმობის გარეშე, მონაცემთა სუბიექტის გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის.“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, პირის მონაცემების ბიუროში გადამოწმებებისას, სესხის გამცემი ორგანიზაცია არ საჭიროებს თანხმობას მონაცემთა სუბიექტისგან. ასეთ შემთხვევაში, სესხის გამცემ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს წარმოადგინოს, კონკრეტული პირების გადამოწმებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მითითება.“.

ე) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ პირის შესახებ საკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის ბიუროსათვის მიწოდებისათვის (სესხის/კრედიტის გაცემის შემთხვევაში) არ არის სავალდებულო მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობა, მაგრამ უნდა მოხდეს მონაცემთა სუბიექტის სავალდებულო წესით ინფორმირება მონაცემების ბიუროში გაგზავნის თაობაზე (დანართი №6).

8. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია გააჩნდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა მისი მონაცემების ბიუროში გადამოწმებაზე დანართი №5 ან/და დანართი №5.1-ის შესაბამისად. დანართი №5.1-ის მიხედვით თანხმობის აღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხმობის გამოთხოვა შესაძლებელია ინტერნეტ ბანკინგის/მობაილ ბანკინგის საშუალებით და თანხმობის გამოთხოვის შესახებ ინფორმაცია მითითებულია თვალსაჩინო ადგილას  და ასევე, მომხმარებლისთვის გასაგებად არის ფორმულირებული. მონაცემების ბიუროში გადამოწმებისას დანართი №5-ით თანხმობის აღებიდან არ უნდა იყოს გასული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 (სამოცი) სამუშაო დღეზე მეტი იურიდიული პირების შემთხვევაში, ხოლო დანართი №5.1-ით თანხმობის აღებიდან არ უნდა იყოს გასული 90 (ოთხმოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მონაცემებზე, რომელიც კანონის თანახმად საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა. სესხის გამცემიორგანიზაცია ვალდებულია უცვლელად გამოიყენოს დანართი №5/დანართი №5.1 და დამოუკიდებელი ფორმით უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის მიერ მისი დადასტურება/ხელმოწერა.“;

ვ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. თანხმობის დისტანციურად აღების შემთხვევაში, აუცილებელია პირის იდენტიფიკაცია  საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესის შესაბამისად. სესხის გამცემი ორგანიზაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია ბიუროს ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს, მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა დანართი №5-ის ან/და დანართი №5.1-ის შესაბამისად, ასევე იდენტიფიკაციის მეთოდი, სისტემური ე.წ. ლოგ ფაილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  და ინტერნეტ პროტოკოლის (იპ) მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საიდანაც მოხდა თანხმობის მიღება. გამონაკლის შემთხვევებში, დასაშვებია თანხმობის მოდიფიცირებული ტექსტით აღება/მოპოვება, თუ თანხმობის შინაარსი სრულად არის გადმოცემული და მოდიფიცირებული ტექსტი შეთანხმებულია საქართველოს ეროვნულ ბანკთან.“;

ზ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. შემოწმების ფარგლებში ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროს მაქსიმალურად ოპერატიულად, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია ბიუროს მონაცემთა ბაზაზე წვდომა მიანიჭოს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამსახურებრივად აქვთ უფლებამოსილება და საჭიროება დაამუშავონ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნით და თავიდან აირიდოს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის არამიზნობრივი დამუშავება, გაცემა, გამჟღავნება.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია გააჩნდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა მისი მონაცემების ბიუროში გადამოწმებაზე დანართი №5-ის შესაბამისად. მონაცემების ბიუროში გადამოწმებისას, დანართი №5-ით თანხმობის აღებიდან არ უნდა იყოს გასული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 (სამოცი) სამუშაო დღეზე მეტი იურიდიული პირების შემთხვევაში. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მონაცემებზე, რომელიც კანონის თანახმად საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. თანხმობის დისტანციურად აღების შემთხვევაში, აუცილებელია პირის იდენტიფიკაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესის შესაბამისად. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია წარადგინოს, მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა დანართი №5-ის შესაბამისად, ასევე იდენტიფიკაციის მეთოდი, ლოგ ფაილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  და ინტერნეტ პროტოკოლის (იპ) მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საიდანაც მოხდა თანხმობის მიღება.

10. შემოწმების ფარგლებში ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია ბიუროს მაქსიმალურად ოპერატიულად, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია.“.

6. მე-8 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომხმარებელს უფლება აქვს ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრეტენზია, მათ შორის, ბიუროს მონაცემთა ბაზებში მის შესახებ არსებულ ჩანაწერებთან, ინფორმაციის და/ან ინფორმაციის ცვლილების ასახვის დროსთან, მონაცემთა სიზუსტესთან, ინფორმაციის კანონიერი საფუძვლის გარეშე დამუშავებასთან მიმართებაში, დააფიქსიროს უშუალოდ ბიუროში და/ან საქართველოს ეროვნულ ბანკში ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და მოითხოვოს მონაცემთა შესაბამისი ცვლილება/დაბლოკვა/წაშლა კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში.

3. ბიუროს საქმიანობის, ასევე, ბიუროს მონაცემთა ბაზებში მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის და/ან ინფორმაციის ცვლილების ასახვისა და მონაცემთა სიზუსტის შესახებ მომხმარებლის პრეტენზიებს განიხილავს ბიურო ან/და ეროვნული ბანკი. მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის ან სესხის გამცემი ორგანიზაციის  მხრიდან ინფორმირების წესის (დანართი №6) დარღვევის, ინფორმაციის დამუშავების (მათ შორის, მიწოდება) კანონიერი საფუძვლის, მათ შორის, მომხმარებლის  თანხმობის გარეშე დამუშავების შესახებ პრეტენზიებს განიხილავს ბიურო ან/და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.    მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შორის ფორმდება შესაბამისი მემორანდუმი პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად.“.

7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიურო ვალდებულია მიიღოს პრეტენზიები მომხმარებლისგან ზეპირი, სტანდარტული წერილობითი (დანართი №3) ან ელექტრონული ფორმებით და მომხმარებლის პრეტენზია შეისწავლოს დეტალურად.“.

8. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ წესის მე-6 მუხლის 41 პუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2021 წლის პირველი ივლისიდან.“.

9. დანართი 1, დანართი 2 და დანართი 5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

10. №5 დანართის შემდგომ დაემატოს დანართი 5.1 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი აპრილიდან.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე