„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021857
146
05/03/2020
ვებგვერდი, 09/03/2020
470230000.10.003.021857
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №146

2020 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის 2019 წელს დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში გამოცხადდეს მორატორიუმი პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციებზე.“.

2. დანართ №1.9-ის („მედიკამენტებით უზრუნველყოფა“):

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  პროგრამა მოიცავს ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის  36 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას, სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, შემდეგი ჯგუფების მიხედვით:

ა.ა) გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;

ა.ბ) ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

ა.გ) ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები;

ა.დ) დიაბეტი (ტიპი 2);

ა.ე) პარკინსონი;

ა.ვ) ეპილეფსია;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას, სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შესაბამისი წლების „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრალიზებულად შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტის ამოწურვამდე, ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის უპირატესი გაცემა ბენეფიციარებზე, ამავე დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, ცენტრალიზებულად შესყიდულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე არ ვრცელდება დანართ №1.9.1-ით განსაზღვრული ლიმიტები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია