„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016437
29/04
04/03/2020
ვებგვერდი, 05/03/2020
220090000.18.011.016437
„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №29/04

2020 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/05/2012; ს/კ: 220090000.18.011.016071) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სერტიფიკატის გამოშვების პირობებში გათვალისწინებული უნდა იყოს ფორსმაჟორული შემთხვევების დროს კლიენტის მიმართ ბანკის მიერ ვადიანი დეპოზიტიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებების ანალოგიური ან უკეთესი პირობები.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სერტიფიკატის ცვლადი საპროცენტო განაკვეთი დაკავშირებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან ან თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსთან ან TIBR ვადიან ინდექსთან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე