დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 134 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/02/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 330000000.10.003.021845 |
|
„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/07/2016, 330000000.10.003.019436) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამაში:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს პროგრამის რეალიზებისთვის საჭირო კონცეპტუალური დიზაინის (High Level Design), აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის/მომსახურების შესყიდვას მგფ-ის საჭიროებისთვის, კომისიის მიერ მიწოდებული წინადადების მიღებაზე მოთხოვნის (Request for Proposal; RFP) შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის ვადაში და შესყიდვის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტაციას გადასცემს მგფ-ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში. ამასთან, კონცეპტუალური დიზაინი უნდა მოიცავდეს ქსელის ტოპოლოგიას, პროექტის სავარაუდო ღირებულებასა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს როგორც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, ისე მონაცემთა გადაცემის ქსელისთვის/აპარატურისთვის.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის დასრულების შემდეგ, ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის დეტალური პროექტირების (Low Level Design), მშენებლობისა და ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას და მასთან დაკავშირებულ შესყიდვას. ამასთან, დაფინანსების წყარო შესაძლებელია, მოზიდულ იქნეს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების დაფინანსების სახით.“. 3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ოუფენ ნეტი პასუხისმგებელია პროგრამის (მათ შორის, საპილოტე ნაწილის) ფარგლებში აშენებულ ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე, ქსელის მოვლაზე, მართვასა და ექსპლუატაციაზე.“. 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. პროგრამის საპილოტე ნაწილი 1. პროგრამის პირველ ეტაპზე განხორციელდება პროგრამის საპილოტე ნაწილი, რომელიც მოიცავს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) მშენებლობას მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სამიზნე გეოგრაფიულ არეალში (პროგრამის საპილოტე რეგიონი) და მოწყობილი ქსელის მონაცემთა გადაცემის არხით უზრუნველყოფას თბილისამდე. 2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებას (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) და აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვებას უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი სახსრებით, არა უგვიანეს 2020 წლის სექტემბრისა.“. 5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის ფარგლებში შექმნილი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი (მათ შორის, საპილოტე ნაწილი) არ გასხვისდება და არ გადაეცემა მართვაში სხვა ოპერატორს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის ექსპლუატაციაში მიღებიდან 10 წლის განმავლობაში.“. 6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გარდამავალი დებულებები 1. ეთხოვოს კომისიას, საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის, ოპერატორებისგან 3-წლიანი გეგმების გამოთხოვა და თეთრი ზონების დადგენა (ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2020 წლის 15 იანვრამდე), წინადადების მიღებაზე მოთხოვნის (RFP) მომზადება და ოუფენ ნეტისთვის გადაცემა, აგრეთვე პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ოპერატორის ტარიფების დადგენა. 2. სამინისტრომ 2020 წლის 29 თებერვლამდე უზრუნველყოს პროგრამის საპილოტე რეგიონის განმსაზღვრელი კომისიის შექმნა, რომელიც შედგება სამინისტროს, კომისიისა და ოუფენ ნეტის წარმომადგენლებისგან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა კომისიამ 2020 წლის 10 მარტამდე უზრუნველყოს პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები