„2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 480160000.10.003.021834
126
21/02/2020
ვებგვერდი, 21/02/2020
480160000.10.003.021834
„2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №126

2020 წლის 21 თებერვალი

   ქ. თბილისი

„2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2020, 480160000.10.003.021769) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. შერჩევის წესის დაცვით შედგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს მთავრობას წარმოედგინოს არაუგვიანეს 2020 წლის 6 მარტისა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა ასამბლეისთვის 2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი კანდიდატის გამოვლენის მიზნით, მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი პროცედურების კოორდინაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – იუსტიციის სასწავლო ცენტრი), რომელიც ამ წესის საფუძველზე შერჩეულ არაუმეტეს ხუთ საუკეთესო კანდიდატს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვაკანსიით დაინტერესებული პირები დოკუმენტაციას წარადგენენ ვაკანსიის საჯაროდ გამოქვეყნებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში. იუსტიციის სასწავლო ცენტრის გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს შვიდი კალენდარული დღით.“;

გ) მე-4 მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იუსტიციის სასწავლო ცენტრი საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს იმდენ კანდიდატს, რამდენიც ტესტირებაში არანაკლებ 6 ქულას მიიღებს. თუ ასეთი კანდიდატების რიცხვი აღემატება ხუთს, მათგან შეირჩევა და საქართველოს მთავრობას წარმოედგინება ის ხუთი კანდიდატი, რომელთაც ტესტირებაში საუკეთესო ქულები მიიღეს. თუ საკონკურსო განაცხადების პირველადი გადარჩევის შედეგად ვერც ერთი კანდიდატი დაადასტურებს ამ წესის მე-2 მუხლის „ა.გ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, ან თუ ტესტირებაში ვერც ერთი კანდიდატი მიიღებს არანაკლებ 6 ქულას, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამ წესის შესაბამისად ხელახლა იწყებს კანდიდატთა შერჩევის პროცესს.

5. საქართველოს მთავრობა მისთვის წარდგენილ კანდიდატს ან კანდიდატებიდან არაუმეტეს ორს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს მთავრობა არ მოიწონებს არცერთ კანდიდატს, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამ წესის შესაბამისად ხელახლა იწყებს კანდიდატთა შერჩევის პროცესს.

6. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს ერთი კანდიდატის შერჩევა და დამტკიცება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევისთვის დადგენილი მოსმენისა და კენჭისყრის პროცედურით. თუ საქართველოს პარლამენტი არ დაამტკიცებს მოსამართლეობის კანდიდატს, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, პარლამენტს წარუდგინოს მისთვის ამ წესის შესაბამისად წარდგენილი დანარჩენი კანდიდატები. ასეთი კანდიდატების არარსებობის შემთხვევაში, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამ წესის შესაბამისად ხელახლა იწყებს კანდიდატთა შერჩევის პროცესს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია