საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 14/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016356
7
14/02/2020
ვებგვერდი, 26/02/2020
010220020.16.009.016356
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2020 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილებით დამტკიცებულ „სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების“ (ვებგვერდი, 10/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016255) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საწარმოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის შესაბამისი დადგენილების ჩაბარებიდან ან საჯარო გამოცხადების გზით ჩაბარებულად ჩათვლიდან 10 დღის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაში, ეს ვადა იმ მხარის დასაბუთებული განცხადებით, ვის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს კომისიამ, რაც აღინიშნება კომისიის მიერ შესაბამის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში.“.

მუხლი 2
„ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებაში (სსმ III, 13.08.2010, №99, მუხ.1489, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.014987) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია ბრძანებით განსაზღვროს ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი პირი/პირები. ბრძანება ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს კომისიას.“;

ბ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების ჩაბარების წესი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების ჩაბარებას და, შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს საწარმო.

2. დადგენილება მხარეს ბარდება საწარმოს მონაცემთა ბაზებში რეგისტრირებული მისამართის (თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია აბონენტად რეგისტრირებული პირის მიმართ) ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული სხვა მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის, ალტერნატიული მისამართის ან სამუშაო ადგილის) მიხედვით დაზღვეული წერილის გაგზავნის გზით. დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მისი ასლი მიიღოს საწარმოში, ხოლო საწარმო, თავის მხრივ, ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს მოთხოვნილი დადგენილების ასლი, ყოველგვარი საფასურის გადახდევინების გარეშე.

3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მხარისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება (მათ შორის, გზავნილის მიღებაზე უარის შემთხვევაში), იგი საჯაროდ ცხადდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, ღიად განთავსების გზით:

ა) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე იმ შენობაში, სადაც შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა; და

ბ) საჯარო ადგილას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საწარმოს საჯარო ადგილს წარმოადგენს ოფიციალური ვებგვერდი, ხოლო თუ შეუძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება,  ის ბეჭდვითი ორგანო, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება იმ დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე, რომელშიც ჩადენილი და განხილული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე; ამასთანავე, დადგენილების ვებგვერდზე საჯაროდ გამოცხადებისას, იგი ვებგვერდის მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების მეშვეობით უნდა განთავსდეს იმ სახით, რომ შესაძლებელი იყოს მისი გამოქვეყნების ზუსტი პერიოდის განსაზღვრა, ხოლო დადგენილება ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი საჯაროდ გამოცხადებიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში.

5. საწარმოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით დადგენილების  საჯაროდ გამოცხადების თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილ პირს უნდა ეცნობოს ასევე  ელექტრონული ფორმით (შესაბამისი გამოქვეყნების ადგილის მითითებით), თუ ეს პირი ამავდროულად საწარმოს აბონენტია და მას კომისიის ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით საწარმოსათვის წარდგენილი აქვს ელექტრონული ფორმით შეტყობინების გაგზავნისათვის საჭირო მონაცემები (მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ან პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის სხვა მონაცემები). ამასთან, მიღებული შეტყობინების არწაკითხვა არ ათავისუფლებს მომხმარებელს/დაინტერესებულ პირს ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ჩაბარებულად ითვლება:

ა) ფოსტის მეშვეობით დაზღვეული წერილით გაგზავნის შემთხვევაში  საფოსტო მომსახურების გამწევი პირის მიერ საფოსტ­­ო გზავნილის ჩაბარების დასტურის შედგენისთანავე;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით საჯაროდ გამოცხადების შემთხვევაში გამოცხადებიდან მე-3 დღეს.

7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საწარმოს მიერ მიღებული დადგენილება უნდა გასაჩივრდეს დადგენილების ჩაბარებიდან ან საჯარო გამოცხადების გზით ჩაბარებულად  ჩათვლიდან 10 დღის ვადაში.“.

2. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96​1  და 149-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის გაფრთხილე-ბის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმის) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის მისი ჩაბარებიდან/საჯარო გამოცხადების გზით ჩაბარებულად  ჩათვლიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.“.

3. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული დანართი №3-ის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენისათვის დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმის) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის მისი ჩაბარებიდან/საჯარო გამოცხადების გზით ჩაბარებულად ჩათვლიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.“.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე