„ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.021825
115
14/02/2020
ვებგვერდი, 17/02/2020
010240010.10.003.021825
„ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №115

2020 წლის 14 თებერვალი

   ქ. თბილისი

„ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/05/2017, 010240010.10.003.019953)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge) სარგებლობის  წესსა და პირობებში“:

1. მე-8 მუხლი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის რეფორმებისა და ინოვაციების სამმართველოს ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ პეტიციაზე ოფიციალური წერილობითი პასუხი უნდა მოამზადოს და ელექტრონული პეტიციის პორტალზე გამოსაქვეყნებლად გადასცეს ichange-ის მოდერატორს, ელექტრონული პეტიციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ხელმოწერის შეგროვებიდან 3 თვის ვადაში.“.

2. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ:

ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის (დეპარტამენტის) უფროსი;

გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი;

დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) წარმომადგენელი;

ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის რეფორმებისა და ინოვაციების სამმართველოს წარმომადგენელი;

ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის რეფორმებისა და ინოვაციების სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიაზე წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას, კომისიის შეხვედრების ორგანიზებას, სხდომების საოქმო ჩანაწერების წარმოებასა და აღრიცხვას, ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევას, კომისიის სხდომების მასალებით უზრუნველყოფასა და კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია