„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.021823
113
13/02/2020
ვებგვერდი, 14/02/2020
190020010.10.003.021823
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №113

2020 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2019, 190020010.10.003.021668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას ამ დადგენილებით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას ხელს აწერენ მხოლოდ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი­/ხელმძღვანელის მოადგილე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილია იმ უწყების ხელმძღვანელის­/ხელმძღვანელის მოადგილის მიერ, რომლის სისტემაშიც/მმართველობის სფეროშიც შედის ეს შემსყიდველი ორგანიზაცია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია არ განიხილავს ამ წესის დარღვევით წარდგენილ დოკუმენტაციას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია