ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010040000.10.003.021819
109
13/02/2020
ვებგვერდი, 14/02/2020
010040000.10.003.021819
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №109

2020 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო  საზღვრის  შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-18 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული  „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დროშის ქვეშ მცურავი

სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (შემდგომში − ნატო) გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის (შემდგომში − სარდლობა) ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის (შემდგომში − შენაერთი) ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ნატოს სარდლობის შენაერთისთვის/მცურავი საშუალებისთვის საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ერთწლიანი ნებართვის გაცემის წესს.

2. ეს წესი არ ვრცელდება ნატოს რომელიმე წევრი სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ იმ სამხედრო ხომალდზე ან/და შენაერთზე, რომელიც არ არის ნატოს სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში.

მუხლი 2. ნებართვის გაცემის წესი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნატოს სარდლობის შენაერთის ან მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ერთწლიანი ნებართვის გაცემის თაობაზე ყოველწლიურად მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ერთი კვირის ვადაში გასცემს აღნიშნულ ნებართვას. ნებართვის გაცემის თაობაზე დიპლომატიური არხებით ეცნობება ნატოს საზღვაო ძალების სარდლობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის შემდეგ, ნატოს სარდლობის შენაერთი ან მცურავი საშუალება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში ან/და ღია ნავსადგურში შემოსვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, წესის დანართით გათვალისწინებულ ინფორმაციას დიპლომატიური არხებით აცნობებს სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებულ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (შემდგომში − ცენტრი), საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით.

3. ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, შესაბამისი ნავმისადგომის გამოყოფის მიზნით. ცენტრი აღნიშნულ ინფორმაციას, გონივრულ ვადაში, აგრეთვე აცნობებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანო(ებ)ს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. წესის დანართით გათვალისწინებული მონაცემების ჩამონათვალში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ნატოს სარდლობის შენაერთი ან მცურავი საშუალება აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ცენტრს და აწვდის მას განახლებულ ინფორმაციას დიპლომატიური არხებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გონივრულ ვადაში აცნობებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანო(ებ)ს განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ.

დანართი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დროშის ქვეშ მცურავი

სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების დიპლომატიურ შუამდგომლობაში ასახული მონაცემების ჩამონათვალი

1. განცხადების ინიციატორი.

2. განცხადების შედგენის თარიღი.

3. განცხადების მიღების ადრესატი.

4. შენაერთის ან მცურავი საშუალების მეთაურისა და შენაერთში შემავალი ხომალდის მეთაურების წოდება, სახელი, გვარი.

5. მონაცემები მცურავი საშუალების ან შენაერთში შემავალი ხომალდების შესახებ (ბორტის ნომერი, ხომალდების შემადგენლობა, ხომალდის მონაცემები: სიგრძე/სიგანე/წყალჯდომა, მოცემული მეტრებში; ეკიპაჟის წევრების რაოდენობა: ოფიცრები/ზემსახურები/რიგითები (ასევე ხომალდზე მყოფი ეკიპაჟის არაწევრი პირების მონაცემები)).

6. ვიზიტის მიზანი (ოფიციალური, არაოფიციალური, გეგმური).

7. ინფორმაცია შენაერთის/მცურავი საშუალების შემოსვლაზე/გასვლაზე (შემოსვლის თარიღი/სავარაუდო დრო, ტერიტორიულ ზღვაში შემოსვლის ადგილი (გეოგრაფიული კოორდინატები), შემოსვლის ნავსადგური, ნავსადგურიდან გასვლის თარიღი/სავარაუდო დრო, ტერიტორიული ზღვის დატოვების ადგილი (გეოგრაფიული კოორდინატები)).

8. რადიოსაძახისი და სიხშირე.

9. ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა საზღვაო წყლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ (მაგ.: ხომალდებზე არსებული საჰაერო ხომალდი, უპილოტო საჰაერო ხომალდის, ნავის შესაძლო გამოყენების ან წყალქვეშა სამუშაოების შესრულების შესახებ).

10. ლოგისტიკური/ნავსადგურის მომსახურების მოთხოვნები (მათ შორის, ნატოს სარდლობის შენაერთის ან მცურავი საშუალების ნავსადგურში დგომისას საჭირო უსაფრთხოების ზომები).

11. მოთხოვნა განთავსების თაობაზე.

12. სხვა სახის შენიშვნა.