„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021818
108
13/02/2020
ვებგვერდი, 14/02/2020
010240030.10.003.021818
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №108

2020 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2016, 010240030.10.003.019134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;

ჯ) ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“.

2. მე-7 მუხლის „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი – ენერგეტიკის სფეროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების/გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზი და სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციებისა და ღონისძიებების მომზადება-დაგეგმვა; ენერგეტიკული ობიექტების საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო, სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო საქმიანობის დოკუმენტების განხილვა, განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; ელექტროენერგიისა (სიმძლავრის) და ბუნებრივი გაზის ბალანსების მონიტორინგი; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა; სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით; აღნიშნული საწარმოების მიერ განსახორციელებელი, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციასთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია; მიმზიდველი საინვესტიციო წინადადებების შემუშავება და ინვესტორებისათვის წარდგენა; საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; საინვესტიციო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა შესრულება და კოორდინაცია; საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით (მემორანდუმებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ჯ) ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი – ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ენერგეტიკის დარგში დაგეგმილი რეფორმების, ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების, ამ პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა იურიდიული დეპარტამენტის  ჩართულობით; ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; ენერგეტიკული პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი სტრუქტურების საქმიანობაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტების, პრეზენტაციების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, ანგარიშის მომზადება, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ენერგეტიკის დარგში სხვა სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების განხილვა-მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება, დასკვნების მომზადება, ხელშეკრულებების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია; განახლებადი ენერგიების სფეროში საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად; განახლებადი ენერგიების უპირატესი ათვისებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით; ენერგოეფექტურობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად; ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით; ენერგეტიკის სფეროში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი ენერგეტიკის განვითარების საკითხების კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგველი პოლიტიკის ოპტიმალურად გათვალისწინებით; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, ელექტროენერგეტიკის, წიაღისეული სათბობის, ენერგოეფექტურობის, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიების კუთხით; ენერგეტიკის დარგში ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და სამართლებრივი ბაზის განვითარება, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია