„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2020
ძალაში შესვლის თარიღი 20/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021817
107
13/02/2020
ვებგვერდი, 14/02/2020
010240030.10.003.021817
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №107

2020 წლის 13 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2018, 010240030.10.003.020701) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“ მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებისა და საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავების გზით;

გ) საქართველოს კანონმდებლობითა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 20 თებერვლიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია