„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.021820
106
11/02/2020
ვებგვერდი, 14/02/2020
010320000.10.003.021820
„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №106

2020 წლის 11 თებერვალი

   ქ. თბილისი

„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და  პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  27/04/2017, 010320000.10.003.019920) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 41 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ან ანგარიშვალდებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორი და მისი მოადგილე (მოადგილეები), საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები/მათი პირველი მოადგილეები/მოადგილეები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, 10 სამუშაო დღით ადრე მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობის მისაღებად. მიმართვაში უნდა აღინიშნოს მივლინების მიზანი, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღი, მივლინების დღის წესრიგი (მათ შორის, მოსალოდნელი შეხვედრები და განსახილველი საკითხები), ასევე ინფორმაცია დელეგაციის შემადგენლობის, მივლინების ხარჯების ოდენობისა და ანაზღაურების თაობაზე. მივლინებაში გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წერილობითი თანხმობის გაცემის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია