დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5776-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 410000000.05.001.019785 |
|
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) 36-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და მის ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და მათთვის ზიანის მიყენებისას გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებას (გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღებას) ახორციელებს აღნიშნული მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, „გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესით“ განსაზღვრულ შემთხვევებში, გარეული ცხოველების დადგენილი სახეობების მიმართ, კვოტების (სახეობების მიხედვით გარემოდან ამოსაღებ გარეულ ცხოველთა რაოდენობის) ფარგლებში. „გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესს“ შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს „გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესი“. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
|
თბილისი, 17 მარტი 2020 წ. N5776-IIს |
დოკუმენტის კომენტარები