„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016390
5
12/02/2020
ვებგვერდი, 14/02/2020
010250050.35.121.016390
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2020 წლის 12 თებერვალი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 23-ე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ვანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20.11.2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016257) დამტკიცებულ დანართ №1-ში („ვანის მუნიციპალიტეტის  მერიის დებულება“) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

2. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება;“.

3. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ე.ბ“ ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ბ) არქიტექტურულ და საამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი