,,ვანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ვანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016389
4
12/02/2020
ვებგვერდი, 14/02/2020
010250020.35.121.016389
,,ვანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2020 წლის 12 თებერვალი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27.12.2019 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016385) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.   დადგენილების დანართი №3-ის („სამედიცინო დახმარების პროგრამა“) მე-8 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„8. დახმარების მოცულობის განსაზღვრა:

8.1. დახმარების მოცულობა განისაზღვრება პაციენტის კატეგორიის მიხედვით;

8.2. პირველ კატეგორიაში შედიან ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნე) დაავადების მქონე პირები.

8.3. მეორე კატეგორიაში შედიან:

ა) გულის დაავადებათა მქონე პაციენტები;

ბ) ქრონიკული„C“ ჰეპატიტით და ღვიძლის ციროზით დაავადებული პირები;

გ) ფსიქიკური დარღვევების მქონე პირები.

8.4. მესამე კატეგორიაში შედიან:

ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 1-დან 70000 - ის ჩათვლით;

ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 1-დან 100000-ის ჩათვლით;

გ) 18 წლამდე ასაკის შშმ პირები.

8.5. მეოთხე კატეგორიაში შედიან:

ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 70001-დან 150000 -ის ჩათვლით;

ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები;

გ) 75 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები.

8.6. მეხუთე კატეგორიაში შედის დახმარების მიმღები ყველა სხვა მოქალაქე.

8.7. პირველ კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს აუნაზღაურდებათ სამედიცინო დაწესებულებაში მათ მიერ გადასახდელი თანხის 100%, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს წლის განმავლობაში არაერთჯერადად, ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ამოწურვამდე. ამ კატეგორიის ბენეფიციარებს უფლება აქვთ ლიმიტით განსაზღვრული თანხა გამოიყენონ ძირითადი დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შესაძენად, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტისა და ფარმაცევტული დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.

8.8. მეორე კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს, თუ ისინი გადიან მკურნალობის კურსს 8.3 ქვეპუნქტით განსაზღვრული დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, აუნაზღაურდებათ სამედიცინო დაწესებულებაში მათ მიერ გადასახდელი თანხის 100%, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა. მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს წლის განმავლობაში არაერთჯერადად, ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ამოწურვამდე. თუ მოქალაქეს ჭირდება სამედიცინო დაწესებულების მომსახურება 8.3 ქვეპუნქტში არშემავალი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, მათ დამატებით შეუძლიათ ერთჯერადად ისარგებლონ დაფინანსებით, მათი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, მეოთხე ან მეხუთე კატეგორიის მოქალაქეებისთვის დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქის წლიური დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 700 (შვიდას) ლარს.

8.9. მესამე კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს აუნაზღაურდებათ სამედიცინო დაწესებულებაში მათ მიერ გადასახდელი თანხის 100%, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა. მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს წლის განმავლობაში არაერთჯერადად, ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ამოწურვამდე. ამ კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებზე არ ვრცელდება მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მათთვის ორსულობის, საკეისრო კვეთის ან ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარით, თუ მათ გადასახდელ თანხაში არ შედის ექიმის ან სამშობიარო სახლის არჩევით გამოწვეული ხარჯები.

8.10. მეოთხე კატეგორიის მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება პაციენტის გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. ამ კატეგორიის მოქალაქეები პროგრამით ისარგებლებენ წელიწადში ერთხელ და მათთვის პროგრამა არ ითვალისწინებს 200 (ორას) ლარზე ნაკლები ღირებულების სამედიცინო მომსახურების თანხის დაფინანსებას.

8.11. მეხუთე კატეგორიის მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება პაციენტის გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. ამ კატეგორიის მოქალაქეები პროგრამით ისარგებლებენ წელიწადში ერთხელ და მათთვის პროგრამა არ ითვალისწინებს 200 (ორას) ლარზე ნაკლები ღირებულების სამედიცინო მომსახურების თანხის დაფინანსებას.

8.12. თუ სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარის მიერ ერთჯერადად გადასახდელი თანხა აღემატება 5000 ლარს, დახმარების ოდენობა განისაზღვრება 1000 ლარს დამატებული 5000 ლარს ზემოთ გადასახდელი თანხის 10 % - ით, არაუმეტეს 2000 ლარისა.“

2. დადგენილების დანართი №11-ის („სტუდენტთა დახმარების პროგრამა“) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილების დანართი №13-ის („უსახლკაროთა დახმარების პროგრამა“) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომისიის გადაწყვეტილების და სამსახურის მიერ მოძიებული დამატებითი მასალების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის ქირის განსაზღვრული ოდენობის თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი