„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016388
3
12/02/2020
ვებგვერდი, 14/02/2020
190020020.35.121.016388
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2020 წლის 12 თებერვალი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №82 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13.03.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.121.016310) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართი №1 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №1  

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (შემდგომში – საკრებულოს წევრის ხარჯები) ზღვრულ ოდენობას, მისი ანაზღაურების წესსა და პირობებს.

მუხლი 2
1. საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა არ აღემატება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და ანაზღაურდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თვეში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა:

ა) საკრებულოს სხდომების მუშაობაში მონაწილეობისათვის;

ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისათვის;

გ) საკრებულოს ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისათვის;

დ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის (შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გაფორმებით).

1. საკრებულოს წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თითოეული საქმიანობის განხორციელებისათვის ხარჯების ასანაზღაურებლად ეძლევა 100 (ასი) ლარი.

2.  საკრებულოს წევრს, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, შეიძლება აუნაზღაურდეს ასევე ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა, მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედ, დროებით კომისიებში, საბჭოებსა თუ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა) განხორციელებისას.

3. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით. მხედველობაში ასევე მიიღება საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები, აგრეთვე ხარჯების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.).

მუხლი 3
1. საკრებულოს წევრი მის მიერ გაწეული ხარჯის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებთან და ამომრჩევლებთან შეხვედრის საოქმო ჩანაწერთან ერთად.

2. საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

3. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებზე დასწრების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე ადგენს მოხსენებით ბარათს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა.

4. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობის მითითებით და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის მერს.

5. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას არაუგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვისა, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის 4-ე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.“.

2. დანართი №2 გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი