მარნეულის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016411
6
12/02/2020
ვებგვერდი, 13/02/2020
010250050.35.159.016411
მარნეულის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2020 წლის 12 თებერვალი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი  და მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის  შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი“ დანართი №1-ის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე



დანართი №1
მარნეულის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი

 


მუხლი 1.  მოქმედების სფერო

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს.

2. ეს წესი არ ვრცელდება ისეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც იმყოფება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, თუმცა უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემულია სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებზე, სხვა მუნიციპალიტეტზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, საწარმოზე, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა)  მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი  ორგანო – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და განაწილებულია (გამოყოფილია) მუდმივი სამსახურებრივი საჭიროების წერილობითი დასაბუთების შემთვევაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს თანამდებობის პირზე ან/და თანამშრომელზე ან/და სტრუქტურული ერთეულზე/სტრუქტურულ ქვედანაყოფზე;

დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე (გარდა საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილებისა) დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელის დროებით გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე პირების განსაზღვრის და სამორიგეო ავტომობილის გამოყენების წესი

1. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე პირების განსაზღვრა ხორციელდება დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით,.

2. სამორიგეო ავტომობილის გამოყოფა ხორციელდება მარნეულის  მუნიციპალიტეტის  მერიის ან საკრებულოს კონკრეტული თანამდებობის პირის/საჯარო მოსამსახურის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სადაც მითითებულ უნდა იქნეს საჭიროების, დანიშნულების ადგილის, გამგზავრებისა და დაბრუნების სავარაუდო პერიოდების თაობაზე ინფორმაცია, მათ შორის მივლინების შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული წერილობითი გადაწყვეტილების რეკვიზიტების შესახებ.

მუხლი 4. ავტომობილების კლასიფიკაცია

1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების ავტომობილების სტანდარტი.

2. ავტომობილის კლასიფიკაცია ხორციელდება თითოეული კლასისათვის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი - ჰიბრიდი), მაგრამ  აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედურის დაცვით.

3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა  და საწვავის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:

ა)   ავტომობილის შესყიდვის ფასი;

ბ)   ძრავის ზეთის ხარჯი;

გ)   ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე)   ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ)   კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ)  ანთების სანთლების ხარჯი;

თ) ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი)   მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;

კ)   საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.

4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 2-ის. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა – სულ მცირე, შვიდჯერ, ხოლო უკანა – სულ მცირე, ოთხჯერ. ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. მიმწოდებელი ვალდებულია, უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული  ფლობის ღირებულებაში, თუმცა ამ კომპონენტში არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია ფლობის ღირებულების კომპონენტების მახასიათებლების, ბრენდის, რაოდენობისა და ცვლის პარამეტრის ცვლილება.

6. შემსყიდველი, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს   მთავრობის  დადგენილებით  განსაზღვრულ  წლოვანებას  ან/და   გარანტიის  პირობებს. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის  მიზნით,  გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში.

7.  გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით,  აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს,  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით.

8.  ყოველი კონკრეტული შესყიდვისას მარნეულის მუნიციპალიტეტი ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტი ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული მუნიციპალური პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.

9.  ამ წესის მიზნებისათვის ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: I კლასისა და სპეციალიზებული კლასის ავტომობილები. ავტომობილის კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ დადგენილების დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.

10. დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე, წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე (მათ შორის, ფუნქციონალური საჭიროების ავტომობილების და შესაბამისი კლასის განსაზღვრის, ხელშეკრულებით არსებული საშტატო რიცხოვნობის და კლასის ცვლილების შესახებ).

მუხლი 5. ავტომანქანის ექსპლუატაციის კონტროლი

1. ავტომანქანის ექსპლუატაციის კონტროლი ხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მიერ, საამისოდ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად, ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 7 რიცხვამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმის ნიმუშს ამტკიცებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი.

3. ავტომანქანის ექსპლუატაციის კონტროლი ხორციელდება (საანგარიშო პერიოდია) ყოველი კალენდარული თვის პირველი სამუშაო დღიდან-მომდევნო თვის პირველ სამუშა დღემდე პერიოდში.

მუხლი 6. კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება

1. ეს მუხლი განსაზღვრავს ავტომობილების კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებს.

2. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.

3. I კლასის ავტომობილების სავალდებულო მოთხოვნები:

3.1. I კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)   ზოგადი დანიშნულების:

ა.ა)   სამორიგეო;

ა.ბ)   მომარაგების;

ა.გ)   თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით.

ბ)   განპიროვნებული.

3.2. მსუბუქი  ავტომობილების  მინიმალური  ტექნიკური  მოთხოვნები  განსაზღვრულია  ცხრილი №1-ის შესაბამისად.

3.3. მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები კი განსაზღვრულია ცხრილი №2-ის შესაბამისად.

3.4.  მსუბუქი ავტომობილებისათვის ზღვრული ფლობის ღირებულებააა – 21 000 აშშ  დოლარის ეკვივალენტი ლარში.

3.5. მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის ზღვრული ფლობის ღირებულებაა – 29 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

4. სპეციალიზებული კლასის ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები:

4.1. სპეციალიზებული კლასის ავტომობილები:

ა) ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად;

ბ)  პიკაპი;

გ) განსხვავებული სპეციფიკაციის ავტომობილი, რომელიც სპეციალიზებული კლასის ავტომობილად განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით.

4.2. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილი №3-ის შესაბამისად.

4.3. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

5. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

6. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

7. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ელექტრომობილების შესყიდვაზე. 

ცხრილი №1

I კლასის მსუბუქი ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

75

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3840

სიგანე არანაკლებ

1695

სიმაღლე არანაკლებ

1450

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე

(ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება)

სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი

ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი,

საბურავები, ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა

კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის

გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს

შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული

შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

 ცხრილი №2

 

I კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

82

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3665

სიგანე არანაკლებ

1600

სიმაღლე არანაკლებ

1575

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი),

3 წელი ან 150000

კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი

ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,

ელექტრომცველები,

შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის

ქურო, გადაცემათა

კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის

დისკი და საყრდენი დისკი);

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება

ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე

აღებული

შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4

 

ცხრილი №3

სპეციალიზებული კლასის ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

102

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

5000

სიგანე არანაკლებ

1755

სიმაღლე არანაკლებ

1760

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება

ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე

ღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული

ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი),

3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ

ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა

(ანტიფრიზი, ფრეონი,

საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები,

შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა

კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა

კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის

გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება