„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3186
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 11/02/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016548
3186
11/02/2020
ვებგვერდი, 13/02/2020
000000000.00.00.016548
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №3186

2020 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას. იურიდიული პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას;“;

ა.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ექსპორტის საბაჟო პროცედურით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით;“;

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული უბნის ოფიცერთა სამმართველო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) თბილისის №1 სექტორი;

ბ) თბილისის №2 სექტორი;

გ) თბილისის №3 სექტორი;

დ) თბილისის №4 სექტორი;

ე) თბილისის №5 სექტორი;

ვ) თბილისის №6 სექტორი;

ზ) მცხეთა-მთიანეთის სექტორი;

თ) ქვემო ქართლის სექტორი;

ი) შიდა ქართლის სექტორი;

კ) კახეთის სექტორი;

ლ) სამცხე-ჯავახეთის სექტორი;

მ) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორი;

ნ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სექტორი;

ო) გურიის სექტორი;

პ) ფოთის სექტორი;

ჟ) აჭარის სექტორი.“;

გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. გადამხდელთა მომსახურების სამმართველო

გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურის მარაგში არსებული აქციზური მარკების გაცემის ორგანიზება, აქციზური მარკების ბეჭდვასა და მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი, აქციზური და არააქციზური მარკების დიზაინზე და დამცავ ნიშნებზე წინადადებების მომზადება, ნიშანდების წესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული, მათ შორის, განსხვავებული წესით მარკირების შესახებ, წინადადებების მომზადება;

ბ) ექსპორტის საბაჟო პროცედურით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით;

გ) საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონლზე, დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად წარმოდგენილი, ინფორმაციის დამუშავება (საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასების გამოთვლა, საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასთან შედარება) და საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის წარსადგენად მომზადება;

დ) შემოსავლების სამსახურის შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშერულების პირობების შესაბამისად, აქციზური და არააქციზური საქონლის პირადპირი ნიშანდების/მარკირების პროცესის ორგანიზება;

ე) შემოსავლების სამსახურის შერჩეული პირის მიერ მარკების გაცემის ორგანიზება, მომხმარებლის მიერ შექმნილი მოთხოვნების შესწავლა/დადასტურება;

ვ) აქციზური და არააქციზური მარკების გაცემაზე ინფორმაციის დამუშავება. შერჩეული პირის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილება/დამატებაზე წარმოდგენილი სარეგისტრაციო ინფორმაციის სისტემაში ასახვის ორგანიზება, გამოუყენებელი აქციზური და არააქციზური მარკების დაბრუნებისა და კომპეტენციის ფარგლებში განადგურების პროცესის ორგანიზება;

ზ) სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას, უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

თ) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონული რეესტრის წარმოება;

ი) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარება და ანალიზი. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

კ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, გაუქმებასთან და ჩამორთმევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. შესაბამისი მოწმობის გაცემა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრის წარმოება. საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

ლ) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. რეზიდენტობის ცნობის გაცემა;

მ) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა;

ნ) ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ცნობების გაცემა;

ო) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება;

პ) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ორგანიზების პროცესის კოორდინაცია, გადამხდელთა მომსახურების სრულყოფასა და გამარტივებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

ჟ) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის სრულყოფის მიზნით, სათანადო ორგანოებიდან ინფორმაციის მიღება, გადამხდელთა სარეგისტრაციო ბაზასთან შედარება და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღება;

რ) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის (Tax Free) გაცემის უფლების მინიჭებასთან/გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეტანა. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის XIX1 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას, შესაბამისი რეაგირება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ს) კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის/მინიჭების საკითხის განხილვისას, სათანადო მომართვის საფუძველზე, შესაბამის პირთა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მიწოდება;

ტ) ბანკის და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღება უცხოური საწარმოს ან/და არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

უ) ქონების გადასახადის, აქციზის გადასახადის განაკვეთების თაობაზე მიღებული ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახვა;

ფ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მათი გაცემის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;

ქ) ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების შეძენის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მათი გაცემის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;

ღ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილი საქონლის შეფუთვაზე დასაკრავი სპეციალური წებოვანი სტიკერების (Tax Free-ს სტიკერი) და ფირნიშების შეძენის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მათი გაცემის უზრუნველყოფა;

ყ) მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება, შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრის წარმოება;

შ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის, ტურისტული საწარმოს სტატუსის, სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი რეესტრების წარმოება. იურიდიული პირისთვის სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა. სპეციალური სავაჭრო ზონების ერთიანი შიდასაუწყებო რეესტრის წარმოება;

ჩ) იურიდიული პირისათვის ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრის წარმოება;

ც) მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

ძ) საინფორმაციო ტექნოლოგების ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილ პირებთან ერთად, ავტოგასამართ, აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში არსებული, SAM მოდულის აქტივაციის შესაძლებლობის მქონე საწვავის რეალიზაციის ავტომატური აღრიცხვის სისტემების ტექნიკური და ფუნქციონალური შესაძლებლობების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასკვნის შედგენა;

წ) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და წარდგენა;

ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ხ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;

ჰ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

1) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

2) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება. “;

 

დ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველო სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა და ნებართვაში ცვლილების შეტანა;

ბ) წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის შეთანხმება;

გ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების ობიექტის ადგილმდებარეობაში ცვლილების განხორციელება;

დ) ნებართვის გაუქმება;

ე) აზარტული და მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ვ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ელექტრონულად გაცემა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა;

ზ) გაცემული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ნიშნების და რეგლამენტით შეთანხმებული რაოდენობის ანალიზი და შეუსაბამობის შემთხვევაში კონტროლის განყოფილებისთვის მიწოდება;

თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების თაობაზე მიღებული ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახვა;

ი) სათამაშო ბიზნესის სანებართვო მოსაკრებლის სახაზინო კოდზე ზედმეტად ან/და შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება;

კ) ლატარიის თამაშების შეთანხმება და ცვლილებების შეტანა;

ლ) ლატარიის ყოველკვარტალური გადასახდელის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

მ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი/შემოწმება;

ნ) სანებართვო პირობების კონტროლის შედეგების ელექტრონულ ბაზაში ასახვა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, ნებართვის მფლობელი/მაძიებელი პირის მიერ მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ობიექტის დათვალიერება, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების კონტროლის და ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობის გადამოწმების მიზნით;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ჟ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი;

რ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა/ლუქის ახსნა;

ს) ლატარიის ორგანიზატორის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №14):

ა) მე-8 მუხლის „ნ“, „ო“ და „ფ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-10 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“- „კ4“ ქვეპუნქტები:

„კ1) საოპერაციო დეპარტამენტისათვის შესაგროვებელი ინფორმაციის განსაზღვრა;

2) ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზაში მონაცემების შესწორების მიზნით, საოპერაციო დეპარტამენტისათვის იმ გადასახადის გადამხდელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელთა შესახებ ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზაში არასწორი მონაცემი ფიქსირდება;

3) გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრასთან დაკავშირებით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

4) გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების მართვა და მართვის პროცესში მონაცემების სანდოობის უზრუნველსაყოფი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლევან კაკავა

სამსახურის უფროსი