დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 101 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/02/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 080080050.10.003.021810 |
|
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2016, 080080050.10.003.019502) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“:
1. მე-3 მუხლის: ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;“; ბ) „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება – სააღმზრდელო დაწესებულება (მათ შორის, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი), კრიზისული ცენტრი, დღის ცენტრი, ტრანზიტული ცენტრი, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, აგრეთვე სააგენტოს ფილიალი – ბავშვთა სახლი; ო) თავშესაფარი − სააგენტოს მომსახურების დაწესებულება, რომელიც სთავაზობს შესაბამის მომსახურებებს ტრეფიკინგის, ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლებს, დაზარალებულებსა და მათზე დამოკიდებულ პირებს; პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას;“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის შეფასების პროცესში ბავშვზე ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ინფორმირებას.“. 3. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირი სააგენტოს ინფორმაციას აწვდის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით.“. 4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზი: − 116-006;“. 5. დანართები: №1; №2, №3 და №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1
დანართი №2 ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი
საკონტაქტო პირის ხელმოწერა: ______________________ თარიღი: _______________
დაწესებულების დირექტორის ხელმოწერა: __________________
ორგანიზაციის ბეჭედი:
დანართი №3
დანართი №4
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები