„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 080080040.10.003.021806
97
10/02/2020
ვებგვერდი, 12/02/2020
080080040.10.003.021806
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №97

2020 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/04/2014,  080080040.10.003.017904) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის“:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სავარაუდო მსხვერპლის მიერ მისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების სურვილის გამოხატვისას, იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი სამუშაოს შესასრულებლად გამოძახებულ უნდა იქნეს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან (შემდგომში − სააგენტო) არსებული სპეციალური მობილური ჯგუფი. თუ სავარაუდო მსხვერპლს გარკვეული პერიოდის შემდეგ სურს სააგენტოსთან დაკავშირება, მას გადაეცემა შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუდმივმოქმედი ჯგუფი პირისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოსთან არსებული სპეციალური მობილური ჯგუფის მიერ  მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სავარაუდო მსხვერპლის გამოვლენის ან თვითიდენტიფიცირების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სპეციალური მობილური ჯგუფის გაგზავნა. სპეციალური მობილური ჯგუფის მიერ სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრებისას ივსება კონფიდენციალური საიდენტიფიკაციო კითხვარი, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება მუდმივმოქმედ ჯგუფს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სავარაუდო მსხვერპლისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, მუდმივმოქმედი ჯგუფი თითოეულ შემთხვევაზე გასცემს შესაბამის დოკუმენტს, რომლის ერთი პირი გადაეცემა მსხვერპლს, ერთი პირი რჩება მუდმივმოქმედ ჯგუფს და ერთი პირი ეგზავნება სააგენტოს. მსხვერპლის სტატუსის მინიჭებისას მუდმივმოქმედი ჯგუფი მსხვერპლს აწვდის წერილობით ინფორმაციას თავშესაფრით, კომპენსაციით, სამედიცინო დახმარებისა და სხვა პროგრამებით სარგებლობის შესახებ.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ სავარაუდო მსხვერპლისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მუდმივმოქმედი ჯგუფი ინფორმაციას აწვდის სააგენტოს.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ან უცხოეთის არასამთავრობო  ორგანიზაციების მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს საქართველოში მსხვერპლის სტატუსის მისაღებად შეუძლია, მიმართოს სააგენტოს.  მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ან უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსის მქონე პირისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება ავტომატურად არ ხდება. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მსხვერპლის სტატუსი მიენიჭება, თუ მის მიმართ განხორციელებული  დანაშაულებრივი ქმედება დაიწყო, გაგრძელდა ან დამთავრდა საქართველოში. მუდმივმოქმედი ჯგუფი ასეთ შემთხვევას განიხილავს სხვა შემთხვევების თანაბრად, დადგენილი წესის მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია