„აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 430040000.10.003.021805
96
10/02/2020
ვებგვერდი, 12/02/2020
430040000.10.003.021805
„აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №96

2020 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/10/2017; 430040000.10.003.020187) შეტანილ იქნეს  ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის“ მე-9 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. აღმზრდელ-პედაგოგი ამოიცნობს ძალადობის სხვადასხვა ფორმას და ახდენს შესაბამის რეაგირებას; იცის შესაბამისი უწყებების უფლება-მოვალეობები და, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობს მათთან ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მიზნით  (მაგ.: სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო,  პოლიცია და სხვა).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია