ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016472
7
07/02/2020
ვებგვერდი, 13/02/2020
010250050.35.166.016472
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2020 წლის 7 თებერვალი

ქ. გურჯაანი

 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის „დ.ბ“ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,   გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებული იქნას გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)  გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდესადგილობრივი (ქონების) გადასახადის  შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის  შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2019 წლის 10 იანვრის №4 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 14/01/2019, 010250050.35.166.016429).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგია შაოშვილი



ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

 1. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

2. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

3. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

4. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

მუხლი 2
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%;

2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6%.

მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 %;

2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9 %.

მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადი, საქართველოს  საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის  ცხრილის შესაბამისად  ერთ ჰექტარზე  შეადგენს:

 1. სათიბებზე – 20 ლარს;

 2. საძოვრებზე – 16 ლარს;

3. სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე – 87 ლარს.

მუხლი 5
ამ  დადგენილების  მიზნებისთვის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის   ტერიტორიული  კოეფიციენტი შეადგენს – 0.45 ლარს.
მუხლი 6
არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწაზე ქონების  გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ   დადგენილების  მე-5 მუხლში  მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე – 0,24 ლარი)  წელიწადში შეადგენს  0.108 ლარს.
მუხლი 7
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 8
1. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

2. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.