ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 09/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016471
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
07/02/2020
ვებგვერდი, 13/02/2020
010250050.35.166.016471
ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2020 - 22/07/2020)

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2020 წლის 7 თებერვალი

ქ. გურჯაანი

 

ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784  ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. ცენტრალური ზონა  შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: თავისუფლების ქუჩა №1-დან ქოროღლიშვილის გადაკვეთამდე, კოსტავას ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა, ფარნავაზის ქუჩა, ახტალის ქუჩა, ჯაფარიძის ქუჩა, ბელიაშვილის ქუჩა, ვარაზაშვილის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ჭანტურიას ქუჩა, სიღნაღის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ახმეტელის გადაკვეთამდე, წმინდა ნინოს ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა, შარტავას ქუჩა გოძიაშვილის გადაკვეთამდე, ლეონიძის ქუჩა გოძიაშვილის გადაკვეთამდე, გაბაშვილის ქუჩა, მაჩაბლის ქუჩა, გოგოლის ქუჩა, ასათიანის ქუჩა, პაიჭაძის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა, ქოროღლიშვილის ქუჩა, მარჯანიშვილის ქუჩა, ცაბაძის ქუჩა, დუმბაძის ქუჩა, კეცხოველის ქუჩა, ნინოშვილის ქუჩა, ფურცელაძის ქუჩა, თაყაიშვილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა,  თამარ მეფის ქუჩა, სარაჯიშვილის ქუჩა ბესიკის ქუჩის გადაკვეთამდე.

2. შუალედური ზონა – შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: თავისუფლების ქუჩა კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთიდან ქუჩის ბოლომდე, რობაქიძის ქუჩა, ტაბიძის, ერეკლე II-ის, ბარათაშვილის, თბილისის, ლეონიძის ქუჩა გოძიაშვილიდან, ბესიკის, გოძიაშვილის, წერეთლის,  სააკაძის, გამსახურდიას, კარდენახის, თუმანიშვილის, ქეთევან წამებულის,  ასათიანის,  გოგებაშვილის, ზიარის, გორგასლის, გაურჯის, შალიკაშვილის, ბალახევის, თელავის, სარაჯიშვილის ქუჩა ბესიკის ქუჩის დასაწყისიდან.

3. პერიფერიული ზონა – მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრამდე: ბერიტაშვილის, ფიროსმანის, ნუცუბიძის, ჯავახიშვილის, ყაზბეგის ქუჩები. ის ქუჩები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ჩამონათვალში, ჩაითვალოს პერიფერიულ ზონაში.

მუხლი 2
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იანგარიშება ფორმულით:

CN = IMG X ITL X C X K,  K სადაც

1. CN  არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

2. IMG  არის დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი;

3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი;

4. C  არის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი;

5. K  არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.

მუხლი 3
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს IMG M= 0,45.
მუხლი 4
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITLL  შეადგენს:

1. ცენტრალური ზონისათვის – 1,3.

2. შუალედური ზონისათვის – 1,0.

3. პერიფერიული ზონისათვის – 0,7.

მუხლი 5
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების    მიწის 1 კვ.მ. დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი შეადგენს C = 0,24.
მუხლი 6
დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K = 100.
მუხლი 7
მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 5,40 ლარს.
მუხლი 8
დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შეადგენს 2,70 ლარს.
მუხლი 9
დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თანდართული ნუსხით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 5,40 ლარს.
მუხლი 10
ძალადაკარგულად იქნას ცნობილი „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10  იანვრის №5 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 14/01/2019, 010250050.35.166.016430)
მუხლი 11
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგია შაოშვილი