ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016552
12
07/02/2020
ვებგვერდი, 13/02/2020
010250050.35.105.016552
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2020 წლის 7 თებერვალი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური  სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური  სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წინამდებარე წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2. წესის მიზანია მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხების შესაბამისი სამართლებრივი მოწესრიგება.

3. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტი უნდა იყოს შინაარსობრივად მიზანშეწონილი, ვიზუალურად (არქიტექტორული მხარე, დიზაინი) დახვეწილი და გამართული, გამომდინარეობდეს კულტურული და სახელმწიფოებრივი ფასეულობებიდან. ასეთი ობიექტი არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან  და დღევანდელობასთან.

თავი II

მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების წესი

მუხლი 2

1. თვალსაჩინო ისტორიული პიროვნებების, ეროვნული გმირების, მწერლების, გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეების, ან/და ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნებების (შემდგომში – შესაბამისი პიროვნება) სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის ან ისტორიული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან (ან/და შესაბამისი ისტორიული მოვლენის, ფაქტის დადგომიდან) 20 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, 20 წლის გასვლამდე, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით.

2. ქანდაკება შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ პიროვნების გამოსახულებისაგან ან პიროვნების გამოსახულებისა და მასთან ასოცირებული სხვა უძრავი ძეგლისაგან. ქანდაკებას შეიძლება გაუკეთდეს შესაბამისი ტექსტური ნაწილი (წარწერა). ქანდაკების ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე, ასეთი ტექსტი, ქართულ ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.

3. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ადმინისტრაციულმა ორგანომ, დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.

4. მიმართვაში მითითებული უნდა იყოს მიმართვის ავტორის აზრით, თუ რომელ ქუჩაზე, მოედანზე ან სხვა ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს ქანდაკება. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

5. ქანდაკების განთავსების თაობაზე მიმართვა უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიმართვას უნდა ერთოდეს ქანდაკების ვიზუალური (არქიტექტურულ-დიზაინერული) პროექტი, მიახლოებითი ზომების აღნიშვნით. მიმართვაში აღნიშნული უნდა იყოს ქანდაკების განთავსების მიახლოებითი საფინანსო გაანგარიშება და დაფინანსების წყარო, თუ  ჩამოთვლილთაგან რომელიმე დოკუმენტი აკლია მომართვას, კომისია განმცხადებელს დაუდგენს ხარვეზის გამოსასწორებლად ოცდღიან (კალენდარული დღე) ვადას. მითითებულ ვადაში დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი;

მუხლი 3.

1. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრულ და გენდერულ  საკითხთა კომისია (შემდგომში საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას ქანდაკების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე.

3. თუ მიმართვის ავტორი საკრებულოს სთავაზობს ქანდაკების განთავსებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, მაშინ საკითხი დადგენილი წესით განსახილველად ეგზავნება (გადაეცემა) აგრეთვე საკრებულოს საფინანსო კომისიას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლებიც ვალდებულნი არიან საკითხის გადაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეადგინონ დასკვნა ქანდაკების პროექტის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. ასეთი დასკვნები დადგენილი წესით გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას.

4. საკრებულოს შესაბამისი კომისია ქანდაკების განთავსების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და საკრებულოს საფინანსო კომისიისა და მერიის საფინანსო სამსახურის დასკვნების გათვალისწინებით, შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4

1. საკრებულოს კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ და საკრებულოს კომისიას შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ მერიის შესაბამისი სამსახურის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლები.

2. ქანდაკების განთავსების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხის წარდგენის ავტორი საკრებულოს კომისიაა.

3. კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას ღებულობენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში.

მუხლი 5

1. საკრებულოს კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, ქანდაკების განთავსების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ მიმართვის ავტორს ეცნობება კანონით დადგენილი წესით.

 2. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქანდაკების განთავსების საკითხი (წინადადება და მასზე თანდართული მასალები ( ქანდაკების განთავსების შესახებ მომართვის ასლი, ქანდაკების ვიზუალური (არქიტექტურულ-დიზაინერული) პროექტი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი), საკრებულოს კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო).

3. სამინისტროს მიერ საკრებულოსთვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში, საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქანდაკების განთავსების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საკრებულო დადგენილი წესით იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას, რომლის დამოწმებული ასლი, დადგენილი წესით, ოფიციალურად გადაეცემა ქანდაკების განთავსების თაობაზე მიმართვის ავტორს. ასეთი განკარგულება უნდა  გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

4. სამინისტროს მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, ამის შესახებ, მიმართვის ავტორს ეცნობება წერილობით, კანონით დადგენილი წესით.

 მუხლი 6

1. ქანდაკების განთავსება შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, თვითმმართველობის მიერ კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით. ქანდაკების დაფინანსება ნებაყოფლობითობის პრინციპის საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება განხორციელდეს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით.

2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებულ შესაბამის ღონისძიებებს, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანხორციელებს ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერია.

თავი III

 ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი

მუხლი 7

1. ეროვნული გმირების, მწერლების, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების ან/და ღვაწლმოსილი პიროვნებების (შემდგომში – შესაბამისი პიროვნება) სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის ან ღირსშესანიშნავი მოვლენის (ფაქტის) უკვდავყოფის მიზნით, მემორიალური დაფის განთავსება (დადგმა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან (ან/და შესაბამისი ღირსშესანიშნავი მოვლენის, (ფაქტის) დადგომიდან) 15 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, 15 წლის გასვლამდე აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტის მხარდაჭერით. მემორიალური დაფა შეიძლება შედგებოდეს ტექსტური ნაწილისა ან/და პიროვნების გამოსახულებისაგან. მემორიალური დაფის ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე, ასეთი ტექსტი, ქართულ ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.

2. სხვადასხვა ღირსშესანიშნავი, მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნის და უვდავყოფის მიზნით შესაბამის ტერიტორიაზე შეიძლება დაიდგას ასეთი ფაქტის (მოვლენის) აღმნიშვნელი ობელისკი. სავალდებულოა ობელისკს საქართველოს სახელმწიფო ენაზე გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა. ასეთი წარწერა ობელისკზე, ქართულ ენასთან ერთად, შეიძლება შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.

3. თუ მემორიალური დაფის განთავსება ხდება ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტზე, მაშინ ამის თაობაზე შესაბამისი წინადადების (მომართვის) არსებობის შემთხვევაში, საკრებულო დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მემორიალური დაფის განთავსებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა დადგენილი, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი წესით.

5. მემორიალური დაფის, ობელისკისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანომ, დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა. მიმართვა უნდა პასუხობდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის  მოთხოვნებს.

6. საკრებულოში წარდგენილ მიმართვას თან უნდა ერთოდეს:

ა) მიმართვის ავტორის მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ;

გ) ინფორმაცია მემორიალური დაფის, ობელისკის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების ადგილის შესახებ.

თავი IV

სხვა დებულებები

მუხლი 8

1. ქანდაკების, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხი   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.