ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების და მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების და მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016547
7
07/02/2020
ვებგვერდი, 13/02/2020
010250050.35.105.016547
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების და მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების და მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2020 წლის 7 თებერვალი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების და მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების და მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად  გაცემის შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი (დანართი №1);

ბ) ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №2).

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის №16 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების  და მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხეტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების, საქართველოს კანონის ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის,  „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №31 დადგენილების, სხვა მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე და განსაზღვრავს ამ წესის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (შემდგომში – მერის წარმომადგენელი) მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების   და მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის  შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.

მუხლი 2. მერის წარმომადგენლის ფუნქციები და ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტები

1. მერის წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №31 დადგენილებით  და ამ წესის შესაბამისად.

2. მერის წარმომადგენელი:

ა) საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში მომსახურებას უწევს პირებს, რომლებიც მიმართავენ მას წერილობით.

ბ) ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით მერის წარმომადგენელი: უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი ოქმი ხელმომწერი პირის გარდა, არანაკლებ ორი მოწმის თანდასწრებით, რომელიც ხელს აწერს ოქმს; ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობის შესაძლებლობის ფარგლებში; ადგენს ოქმის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი, მოწმე) ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით (მოქალაქის პასპორტი/პირადობის მოწმობა/აიდი ბარათი).

3. თუ მერის წარმომადგენელს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ეჭვს იწვევს, ვალდებულია უარი თქვას ოქმის შედგენაზე.

4. მერის წარმომადგენელი ვალდებულია ოქმის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს ოქმის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს ოქმში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ოქმში ასახული უნდა იყოს როგორც მომთხოვნი პირის, ასევე მოწმეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი).

6. მერის წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში.

7. მერის წარმომადგენელს უფლება აქვს:

ა) უფლებამოსილების შესასრულებლად გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები და

დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;

ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას;

გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის.

8. მერის წარმომადგენელი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით და საქართველოს მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 3. ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტის დადასტურების თაობაზე

1. საქონლის ადგილწარმოშობის თაობაზე ცნობა შეიძლება იყოს როგორც ხე-მცენარეების, სასოფლოსამეურნეო პროდუქციის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების, ასევე ფუტკრის შესახებ.

2. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა გაიცემა „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46 დადგენილების შესაბამისად, საკარმიდამო (კერძო საკუთრების) მიწის ნაკვეთში მოჭრილი ხის (ხეების) თაობაზე მისი საშეშედ ან სამასალედ რეალიზაციისათვის შემდგომი გამოყენების მიზნით.

3. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი – შესაბამისი დოკუმენტის ან აქტის ნომრის გამოცემის თარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით.

4. ცნობის მოქმედების ვადა საქონლის ადგილწარმოშობის თაობაზე განისაზღვრება მისი გაცემიდან:

ა) ხე-მცენარეების – არაუმეტეს 30 დღით;

ბ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების ასევე ფუტკრის – არაუმეტეს 7 დღით;

5. ცნობა გაიცემა მერის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფორმების შესაბამისად.

6. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე, ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 4. ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე

1. ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პირი ცხოვრობს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი, საიდანაც ცხოვრობს განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე.

3. ცნობაში მოქმედების ვადა არ მიეთითება, იგი განისაზღვრება ცნობის გაცემის დღით.

მუხლი 5. ცნობა მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის  ფაქტის დადასტურების თაობაზე

1. ცნობა   მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად    ფაქტის დადასტურების თაობაზე  გაიცემა მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია) და მისი ფართობი არ აღემატება 1, 25 ჰა-ს.

2. ცნობაში მოქმედების ვადა არ მიეთითება, იგი განისაზღვრება ცნობის გაცემის დღით.

მუხლი 6. დოკუმენტების (ოქმი, ცნობა) შედგენის ტექნიკური წესები

1. დოკუმენტები უნდა:

ა) შედგეს მკაფიო და გამართული ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება;

ბ) დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი).

2. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით) შედგენა.

3. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად.

4. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დოკუმენტებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.

მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

ამ წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საკრებულოს თავმჯდომარე  მამუკა წოწერია.


დანართი №2
ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

გაცემის თარიღი

ცნობის

ცნობის გამცემი

 ცნობის მიმღები

 

 

 

 თანამდებობა

 სახელი

გვარი

ხელმოწერა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შედგენილი ოქმები

შენიშვნა

 

 №

შედგენის თარიღი

ოქმის №

თანამდებობა

სახელი

გვარი

 

 

11

12

13

14

15

16

17

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.