აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021793
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
84
06/02/2020
ვებგვერდი, 10/02/2020
300160070.10.003.021793
აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/02/2020 - 24/12/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №84

2020 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

 

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი). 

 

მუხლი 2
სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას.

 

მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

 

მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას ასევე უზრუნველყოფს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.

 

მუხლი 5
1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესაბამისობა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესაბამისობაში მოსაყვანად.

2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.

 

მუხლი 6
1. იმპორტის გზით აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი დადასტურებული „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“. 

3. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.

4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

6. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

7. სააგენტო უფლებამოსილია, „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტური კონტროლი.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო   კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში მისი გამოცდის მიზნით.

9. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

 

მუხლი 7
2021 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უზრუნველყონ ერთობლივი ნორმატიული აქტის − ამ რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტების იმპორტის წინასწარი შეტყობინების  ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცება.

 

მუხლი 8
1. დადგენილება, გარდა მე-5 და მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

2. დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილების მე-5 მუხლი ძალაშია 2021 წლის 1 იანვრამდე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ტექნიკური რეგლამენტი

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ

 


მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ (შემდგომში  ტექნიკური რეგლამენტი) ვრცელდება მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებზე.

2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მოწყობილობის ჩვეულებრივი გამოყენება ნიშნავს მის გამოყენებას შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მოწყობილობა გამართულად იქნა დამონტაჟებული და მისი შემოწმება ხდება რეგულარულად მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად;

ბ) მოწყობილობა გამოიყენება აირის ხარისხის ნორმალური ცვლილებებისა და მიწოდების წნევის ნორმალური ცვალებადობის პირობებში;

გ) მოწყობილობა გამოიყენება მისთვის დადგენილი დანიშნულებით ან წინასწარ განჭვრეტად პირობებში.

3. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება იმ მოწყობილობებზე, რომლებიც სპეციალურად დამზადებულია:

ა) ინდუსტრიულ სივრცეში ინდუსტრიულ პროცესებში გამოსაყენებლად;

ბ) საჰაერო ხომალდებსა და რკინიგზაზე გამოსაყენებლად;

გ) კვლევითი მიზნებისთვის ლაბორატორიებში დროებითი გამოყენებისთვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, მოწყობილობა სპეციალურად დამზადებულად ითვლება, თუ იგი დამზადებულია კონკრეტული გამოყენებისთვის.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ  მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებთან დაკავშირებულ რისკებს მთლიანად ან ნაწილობრივ მოიცავს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სხვა, უფრო სპეციალური ტექნიკური რეგლამენტი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები აღარ გავრცელდება სპეციალური ტექნიკური რეგლამენტების ამოქმედების შემდეგ.

6. ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული ეფექტურობის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მოწყობილობებზე, რომლებზეც ვრცელდება ევროპის პარლამენტისა და კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის ენერგიასთან დაკავშირებული პროდუქტებისათვის ეკოდიზაინის მოთხოვნების შესახებ 2009/125/EC დირექტივის მე-15 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მწარმოებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამზადებს ან ამზადებინებს და თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით რეალიზებას უწევს აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობას ან/და საამწყობრო ნაწილს;

ბ) ავტორიზებული წარმომადგენელი – საქართველოში დარეგისტრირებული, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს მისი სახელით სპეციალური დავალებების შესასრულებლად;

გ) იმპორტიორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის ან/და საამწყობრო ნაწილის სხვა ქვეყნიდან საქართველოს ბაზარზე განთავსებას;

დ) დისტრიბუტორი – პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მწარმოებელს და იმპორტიორს და რომელიც ხელმისაწვდომს ხდის აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობას ან/და საამწყობრო ნაწილს ბაზარზე.

ე) მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც წვავს აირს და გამოიყენება საკვების მომზადების, გაციების, ჰაერის კონდიცირების, სივრცის გათბობის, ცხელი წყლის გენერირების, განათების ან რეცხვისთვის, ასევე ფორსირებული წვის ღუმელები და ის გამათბობლები, რომლებიც აღჭურვილია ამგვარი ღუმელებით;

ვ) საამწყობრო ნაწილები – უსაფრთხოების მოწყობილობები, მართვის მოწყობილობები ან მარეგულირებელი მოწყობილობები და კვანძები, რომლებიც დამზადებულია მოწყობილობაში ინტეგრირებისთვის ან დამოუკიდებლად ასაწყობად მოწყობილობის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით;

ზ) წვა – პროცესი, რომლის დროსაც აირადი საწვავი რეაქციაში შედის ჟანგბადთან და აწარმოებს სითბოს ან სინათლეს;

თ) რეცხვა – რეცხვის მთლიანი პროცესი, გაშრობის  და გაუთოვების ჩათვლით;

ი) საკვების მომზადება – აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობაზე საკვები პროდუქტის მომზადება ან გაცხელება საკვებად მოხმარების მიზნით სხვადასხვა მეთოდებით;

კ) აირადი საწვავი – ნებისმიერი საწვავი, რომელიც აირად მდგომარეობაშია 15°C-ზე 1 ბარის ტოლი აბსოლუტური წნევის მოქმედების პირობებში;

ლ) ინდუსტრიული პროცესი – მასალების, მცენარეების, პირუტყვის, ცხოველური პროდუქტების, საკვების ან სხვა პროდუქტების მიღების, გაზრდის, დამუშავების, გასუფთავების, დამზადების ან წარმოების პროცესი კომერციული გამოყენების მიზნით;

მ) ინდუსტრიული სივრცე – ადგილი, სადაც მიმდინარე ძირითადი საქმიანობა წარმოადგენს ინდუსტრიულ პროცესს, რომელიც ექვემდებარება უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სპეციალურ ეროვნულ რეგულირებას;

ნ) აირის ოჯახი – აირადი საწვავების ჯგუფი წვის მსგავსი მახასიათებლებით, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ვობის ინდექსების ზღვრებით;

ო) აირის ჯგუფი – ვობის ინდექსების დადგენილი ზღვრები აირის შესაბამისი ოჯახის ფარგლებში;

პ) ვობის ინდექსი – აირადი საწვავების ურთიერთჩანაცვლების ინდიკატორი, რომელიც გამოიყენება მოწყობილობაში არსებული სხვადასხვა შემადგენლობის აირის წვის ენერგიის მაჩვენებლების შესადარებლად;

ჟ) მოწყობილობის კატეგორია – მოწყობილობის კატეგორიის ნიშანდებაზე მითითებული აირის ოჯახის ან/და აირის ჯგუფის იდენტიფიკაცია, რომლის უსაფრთხო და სასურველი ეფექტურობით წვისთვისაც არის შექმნილი მოწყობილობა;

რ) ენერგო-ეფექტურობა – თანაფარდობა მოწყობილობის მიერ მოხმარებულ ენერგიასა და მისი ფუნქციონირების შედეგს შორის;

ს) ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა – კომერციული აქტივობის გზით მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ნებისმიერი ხერხით მიწოდება გამოყენების ან დისტრიბუციის მიზნით, სასყიდლის მიღების მიზნით ან უსასყიდლოდ;

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებები.

მუხლი 3. ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ექსპლუატაციაში გაშვება

მოწყობილობებისა და საამწყობრო ნაწილების ბაზარზე ხელმისაწვდომობა და ექსპლუატაციაში გაშვება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმალური გამოყენების პირობებში კმაყოფილდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

მუხლი 4. ძირითადი ვალდებულებები

მოწყობილობები და საამწყობრო ნაწილები უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით მათთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 5. შეუსაბამო მოწყობილობებისა და საამწყობრო ნაწილების გამოფენაზე განთავსების წესი

მოწყობილობა და საამწყობრო ნაწილები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს გამოფენებზე, კომერციულ დემონსტრაციებზე და სხვა მსგავს ღონისძიებებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე დატანილი იქნება ნიშანი, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ ისინი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და რომ არ მოხდება მათი ბაზარზე განთავსება, სანამ არ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მითითებული ღონისძიებების დროს უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების, შინაური ცხოველებისა და საკუთრების უსაფრთხოება.

მუხლი 6. მწარმოებლის ვალდებულებები

1. მოწყობილობებისა და საამწყობრო ნაწილების ბაზარზე განთავსებისას ან საკუთარი მოხმარებისთვის გამოყენებისას მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ იგი დაპროექტებული  და წარმოებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

2. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და განახორციელოს მე-13 მუხლით გათვლისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროცედურების ჩატარების შედეგად დადგინდება მოწყობილობებისა და მისი ნაწილების შესაბამისობა მათთვის დადგენილ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია.

3. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაცია მოწყობილობებისა და საამწყობრო ნაწილების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

4. მწარმოებელი ვალდებულია სერიული წარმოებისას დანერგოს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა წარმოებული პროდუქტები აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მწარმოებელმა უნდა გაითვალისწინოს მოწყობილობების და საამწყობრო ნაწილების  ფორმის ან მახასიათებლების ცვლილებები, ასევე იმ  სტანდარტების ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების ცვლილებები, რომელთა გათვალისწინებითაც შედგა შესაბამისობის დეკლარაცია. საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობებთან რისკებთან მიმართებით, მწარმოებელი ვალდებულია საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით განახორციელოს ბაზარზე ხელმისაწვდომი მოწყობილობების ნიმუშების კვლევა, გამოიძიოს და აუცილებლობის შემთხვევაში აწარმოოს საჩივრების, შეუსაბამო და ამოღებული მოწყობილობების რეესტრი. ამგვარი მონიტორინგის შესახებ უნდა ეცნობოს დისტრიბუტორებს.

5. მწარმოებელი ვალდებულია მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებზე დაიტანოს  ტიპის, პარტიის, სერიის, მოდელის ნომერი ან ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული წარწერები, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიცირებას. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილი ზომის ან თავისებურების გამო, საჭირო ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს მის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში. 

6. მწარმოებელი ვალდებულია მოწყობილობაზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში, მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება.

7. მწარმოებელი ვალდებულია მოწყობილობას თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

8. მწარმოებელი ვალდებულია საამწყობრო ნაწილებს დაურთოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი, რომელიც უნდა მოიცავდეს მოწყობილობაზე მორგების, აწყობის, რეგულირების, ფუნქციონირებისა და შეკეთების ინსტრუქციებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის პირველი მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად.

9. იმ შემთხვევაში, თუ საამწყობრო ნაწილების დიდი ოდენობა მიეწოდება ერთ მომხმარებელს, მიწოდებული პარტია ან შეფუთვა შესაძლებელია მოიცავდეს დეკლარაციის მხოლოდ ერთ ასლს.

10. მწარმოებელი, რომელიც თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი არ შეესაბამება  საქართველოს კანონმდებლობის  სათანადო მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მისი ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი ქმნის რისკს, მწარმოებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და მიღებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.

11. მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს მას მოწყობილობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან  ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც მიმართულია მათ მიერ ბაზარზე განთავსებული მოწყობილობის მიერ შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 7. ავტორიზებული წარმომადგენლები

1. მწარმოებელმა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე შესაძლოა დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენლი.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულებები და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება არ შეიძლება იყოს ავტორიზებული წარმომადგენლის უფლებამოსილების ნაწილი. 

3. ავტორიზებულმა წარმომადგენელმა უნდა შეასრულოს უფლებამოსილების ფარგლებში მინიჭებული ამოცანები. მანდატი/უფლებამოსილება ავტორიზებულ წარმომადგენელს საშუალებას უნდა აძლევდეს შეასრულოს სულ მცირე შემდეგი:

ა) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური დოკუმენტაცია მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;

ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე  მიაწოდოს მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის შესაბამისობის დამადასტურებელი ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ბაზარზე განთავსებული მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის მიერ შექმნილი რისკების აღმფხვრის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

მუხლი 8. იმპორტიორების ვალდებულებები

1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისი მოწყობილობები და საამწყობრო ნაწილები.

2. იმპორტიორი ვალდებულია მოწყობილობის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა განახორციელა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების სათანადო პროცედურა, შეადგინა ტექნიკური დოკუმენტაცია, მოწყობილობაზე დაიტანა შესაბამისობის ნიშანი და მას თან დაურთო საჭირო დოკუმენტები, ასევე დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში მოცემული მოთხოვნები.

3. იმპორტიორი ვალდებულია საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა განახორციელა მე-13 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების სათანადო პროცედურა, შეადგინა ტექნიკური დოკუმენტაცია, საამწყობრო ნაწილზე დაიტანა შესაბამისობის ნიშანი და მას თან დაურთო შესაბამისობის დეკლარაციის ასლი, რომელიც უნდა შეიცავდეს მოწყობილობაზე მორგების, აწყობის, რეგულირების, ფუნქციონირებისა და შეკეთების ინსტრუქციებს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის პირველი მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად. მწარმოებელი ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ დაკმაყოფილებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტის მოთხოვნები.

4. იმპორტიორი ვალდებულია არ განათავსოს მოწყობილობა და საამწყობრო ნაწილი ბაზარზე, თუ თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ისინი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ ძირითად მოთხოვნებს, სანამ მოწყობილობა და საამწყობრო ნაწილი შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ მოწყობილობა და საამწყობრო ნაწილი  ქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

5. იმპორტიორი ვალდებულია მოწყობილობაზე და საამწყობრო ნაწილზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება.

6. იმპორტიორი ვალდებულია მოწყობილობას თან დაურთოს, I დანართის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები და უსაფრთხოების ინფორმაცია.

7. იმპორტიორი ვალდებულია საამწყობრო ნაწილებს დაურთოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი, რომელიც უნდა მოიცავდეს მოწყობილობაზე მორგების, აწყობის, რეგულირების, ფუნქციონირებისა და შეკეთების ინსტრუქციებს, I დანართის პირველი მუხლის მე-13  პუნქტის შესაბამისად.

8. იმპორტიორი ვალდებულია, მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ხელყოფს მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის შესაბამისობას I დანართით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან.

9. შესაბამის შემთხვევებში, მოწყობილობის მიერ შექმნილ რისკებთან მიმართებაში მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იმპორტიორი ვალდებულია ჩაატაროს ბაზარზე განთავსებული მოწყობილობის ნიმუშების გამოცდა, ასევე გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს რეესტრი საჩივრების, შეუსაბამო მოწყობილობებისა და მათი გამოთხოვის შესახებ და ნებისმიერი მონიტორინგის შესახებ ინფორმირებული ჰყავდეს დისტრიბუტორები.

10. იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის სათანადო მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, ამოიღოს ან გამოითხოვოს მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა  ან საამწყობრო ნაწილი ქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობების და მიღებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.

11. იმპორტიორი ვალდებულია, შესაბამისობის დეკლარაციის ასლი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, შეინახოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებისთვის წარსადგენად მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

12. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შედგენილი საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით. იმპორტიორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან, ყველა იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია მათ მიერ ბაზარზე განთავსებული მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილისგან შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 9. დისტრიბუტორების ვალდებულებები

1. დისტრიბუტორი ვალდებულია, მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსებისას დაიცვას ამ ტექნიკურ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. დისტრიბუტორი ვალდებულია, მოწყობილობის ბაზარზე განთავსებამდე, დარწმუნდეს, რომ მას თან ერთვის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული დოკუმენტები, ასევე ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები და უსაფრთხოების ინფორმაცია. დისტრიბუტორი ასევე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. დისტრიბუტორი ვალდებულია არ განათავსოს მოწყობილობა ბაზარზე, თუ თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ის არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართში მითითებულ მოთხოვნებს, სანამ მოწყობილობა შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ მოწყობილობა ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს ან იმპორტიორს და ასევე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

3. დისტრიბუტორი ვალდებულია მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ხელყოფს მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის I დანართის ძირითად მოთხოვნებთან.

4. დისტრიბუტორი, რომელიც თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი არ აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში ამოიღოს ან გამოითხოვოს მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი. იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი  ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და ნებისმიერი გატარებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.

5. დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს  დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე,  მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შედგენილი ყველა  საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის  ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით. დისტრიბუტორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე განთავსებული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის მიერ შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად  განხორციელებულ ღონისძიებებს.

მუხლი 10. იმპორტიორსა და დისტრიბუტორზე მწარმოებლის ვალდებულებების გავრცელება

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის იმპორტიორი ან დისტრიბუტორი განიხილებიან როგორც მწარმოებელი, და, შესაბამისად, მათზე ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები იმ შემთხვევებში, როდესაც მათ მიერ საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ხდება აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის ან/და საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსება, ან თუ მათ მიერ მოხდა უკვე განთავსებული მოწყობილობის გადაკეთება/მოდიფიცირება იმგვარად, რომ აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა იქონიოს პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

მუხლი 11. ეკონომიკური ოპერატორის იდენტიფიკაცია

1. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მიაწოდა მას მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი;

ბ) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც მან მიაწოდა მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი.

2. ეკონომიკურ ოპერატორებს უნდა შეეძლოთ ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა მათთვის მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის მიწოდებიდან ან მათ მიერ მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის მიწოდებიდან 10 წლის განმავლობაში.

მუხლი 12. შესაბამისობის პრეზუმფცია

მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი, რომელიც დამზადებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტანდარტებით ან მათი ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მიიჩნევა, რომ ასევე შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართში მითითებულ შესაბამის მოთხოვნებს.

მუხლი 13. შესაბამისობის შეფასების პროცედურები

1. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი დაუქვემდებაროს შესაბამისობის შეფასების პროცედურას ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტების შესაბამისად.

2. სერიულად წარმოებული მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან უნდა შეფასდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის პირველი მუხლით  გათვალისწინებული ტიპის გამოცდით (მოდული B – წარმოების ტიპი)  ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ერთი-ერთ მოდულთან ერთად:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტიპთან შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება შიდა საწარმოო კონტროლსა და შემთხვევითი ინტერვალებით პროდუქტის საკონტროლო შემოწმებას (მოდული С2);

ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტიპთან  შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება წარმოების პროცესის ხარი­ს­ხის უზრუნველყოფას (მოდული D);

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ტიპთან შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფას (მოდული E);

დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ტიპთან შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება პროდუქტის ვერიფიკაციას (მოდული F).

3. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი დამზადებულ იქნა ერთ ერთეულად ან მცირე რაოდენობის ერთეულების სახით, მწარმოებელს შეუძლია აირჩიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ერთი პროცედურა ან ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებული  შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება ერთეულის ვერიფიკაციას (მოდული G).

მუხლი 14. შესაბამისობის დეკლარაცია

1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა ადასტურებდეს პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. შესაბამისობის დეკლარაციას უნდა ჰქონდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებულ სტრუქტურა, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართში მოცემული შესაბამისი მოდულებით გათვალისწინებულ ელემენტები და ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას. შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი ან ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული უნდა იქნეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.

3. დასრულებული მოწყობილობის ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ხელშეწყობის მიზნით, საამწყობრო ნაწილების შესაბამისობის დეკლარაცია უნდა მოიცავდეს საამწყობრო ნაწილების მახასიათებლების აღწერასა და ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს საამწყობრო ნაწილის დაკავშირება მოწყობილობასთან ან როგორ უნდა უნდა განხორციელდეს მისი აწყობა მოწყობილობის ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის.

4. დეკლარაციის შედგენით მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის სათანადო მოხოვნებთან შესაბამისობაზე.

5. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა ახლდეს საამწყობრო ნაწილს.

მუხლი 15. ნიშანდების დატანის წესი და პირობები

1. პროდუქტზე დატანილ უნდა იქნეს იმ შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მონაწილეობდა მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის წარმოების კონტროლში. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილ უნდა იქნეს თავად შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ ან ამ უკანასკნელის მითითებით მწარმოებლის ან მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებთან ერთად შესაძლოა დატანილ იქნეს აგრეთვე სხვა ნიშანდება, რომელიც ასახავს გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკების შესახებ ინფორმაციას.

მუხლი 16. წარწერები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართში მითთებული წარწერები მოწყობილობაზე ან მის მონაცემთა ფირფიტაზე, ხოლო სათანადო საჭიროების შემთხვევაში საამწყობრო ნაწილზე ან მისი მონაცემების ფირფიტაზე დატანილი უნდა იქნეს ცხადად, გარჩევით და შეუცდომელად.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართში მითითებული წარწერები მოწყობილობაზე ან საამწყობრო ნაწილზე დატანილ უნდა იქნეს მათ ბაზარზე განთავსებამდე.

მუხლი 17. მოთხოვნები შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მიმართ

1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უნდა წარმოადგენდეს მის მიერ შესაფასებელი მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის წარმოების ორგანიზაციული სტრუქტურისგან დამოუკიდებელი მესამე პირს. მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის წარმოებასთან, დაპროექტებასთან, აწყობასთან, მოხმარებასა და შენახვასთან დაკავშირებულ ბიზნეს ასოციაციას ან პროფესიულ ფედერაციას მიკუთვნებული ორგანო, რომელიც ახორციელებს აღნიშნული პროდუქტის შეფასებას, შესაძლებელია იყოს შესაბამისობის შემფასებელი ორგანო იმ პირობით, თუ მისი დამოუკიდებლობა დადასტურებულია და გამორიცხულია  ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტი.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, მისი ხელმძღვანელი პირი და შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი პერსონალი არ უნდა იყოს იმ მოწყობილობის ან სამწყობრო ნაწილის დამპროექტებელი, მწარმოებელი, მიმწოდებელი, შემსყიდველი, მფლობელი, მომხმარებელი, ან შეკეთების განმახორციელებელი, რომელსაც თვითონ უწევს შეფასებას, ასევე არ უნდა იყოს ზემოთ ხსენებული ფუნქციების განმახორციელებელი მხარეების წარმომადგენელი. აღნიშნული არ ეხება შესაფასებელი მოწყობილობის ან სამწყობრო ნაწილის გამოყენებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ფუნქციონირების მიზნებისთვის, ან პირადი მოხმარებისთვის. ზემოთ აღნიშნულ პირებს არა აქვთ უფლება უშუალოდ მონაწილეობდნენ პროექტირებაში, წარმოებაში, კონსტრუირებაში,  რეალიზაციაში ან მოწყობილობის ან სამწყობრო ნაწილის მომსახურეობასა და შეკეთებაში ან წარმოადგენდნენ აღნიშნულ საქმიანობაში ჩართული მხარეების წარმომადგენლებს.  აღნიშნული პირები არ უნდა მონაწილეობდნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათთვის მინიჭებული შესაბამისობის შეფასების ფარგლებში, განსახორციელებელ შესაბამისობის შეფასების პროცესში მისაღები გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. აღნიშნული, მათ შორის, ვრცელდება საკონსულტაციო საქმიანობაზეც.

3. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ მათი ქვეკონტრაქტორების და შვილობილი კომპანიების ქმედებებმა უარყოფითად არ იმოქმედოს შესაბამისობის შეფასების პროცესის კონფიდენციალურობაზე, მიუკერძოებლობასა და მიზნობრიობაზე.

4. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოები და მათი პერსონალი შესაბამისობის შეფასების განხორციელებისას უნდა მოქმედებდნენ პროფესიული მიუკერძოებლობის მაღალი ხარისხით და გააჩნდეთ შესაბამის სფეროში გამორჩეული ტექნიკური ცოდნა. ისინი უნდა იყვნენ თავისუფალი ყველა სახის ზეწოლისგან, მათ შორის, ფინანსური კუთხით, რამაც შესაძლოა ზეგალენა მოახდინოს მათ მიერ განხორციელებულ შესაბამისობის შეფასების შედეგებზე, განსაკუთრებით იმ პირების ან ჯგუფების მხრიდან, რომელთაც გააჩნიათ ზემოთ ხსენებული პროცესების შედეგების მიმართ ინტერესი.

5. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უნდა შეეძლოს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული იმ შესაბამისობის შეფასების ფუნქციების განხორციელება, რომელთა განსახორციელებლადაც მოხდა მისი შესაბამისობის შეფასების უფლების მინიჭება, მათ შორის, მაშინაც როდესაც შესაბამისობის შეფასების პროცედურა ხორციელდება მის ნაცვლად და მისივე პასუხისმგებლობით.

6. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს ყოველი შესაბამისობის შეფასების პროცედურისთვის და ყველა იმ მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილისთვის, რომელთა შესაბამისობის შეფასების უფლებაც მიენიჭა, უნდა გააჩნდეს:

ა) შესაბამისობის შეფასების ქმედებების განსახორციელებლად ტექნიკური ცოდნისა და სათანადო გამოცდილების მქონე პერსონალი;

ბ) შესაბამისობის შეფასების პროცედურების განხორციელებისთვის შესაბამისი პროცედურების აღწერა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების განხორციელებასა და მათ გამჭვირვალობას. მას ასევე უნდა გააჩნდეს შესაბამისი წესები და პროცედურები, რომლებიც ერთმანეთისგან განასხვავებს შესაბამისობის შეფასების ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობასა და სხვა ფუნქციებს.

გ) განსახორციელებელი საქმიანობის შესაბამისი პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს შესაბამისი პროცესის მასშტაბს, სექტორს, რომელშიც შესაბამისობის შემფასებელი ორგანო საქმიანობს, მის სტრუქტურას, განსახილველი მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის ტექნოლოგიური კომპლექსურობის დონეს, მისი წარმოების სერიულობასა და მოცულობას.

7. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უნდა გააჩნდეს შესაბამისობის შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული ფუნქციების სათანადოდ განხორციელებისთვის აუცილებელი საშუალებები და ხელი მიუწვდებოდეს აუცილებელ აღჭურვილობასა და საშუალებებზე.

8. შესაბამისობის განმახორციელებელ პერსონალს უნდა გააჩნდეს:

ა) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შესაბამისობის შეფასების ფარგლებში განსახორციელებელი ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი მაღალი დონის ტექნიკური და პროფესიული მომზადება;

ბ) მათ მიერ განსახორციელებელი შეფასების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ცოდნა და აღნიშნული ფუნქციების შესრულების შესაბამისი უფლებამოსილება;

გ) I დანართით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების, შესაბამისი სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის ადეკვატური ცოდნა;

დ) შეფასების განხორციელების დამადასტურებელი სერტიფიკატების, შემოწმების მონაცემებისა და ანგარიშების შედგენის უნარი.

9. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს, მისი ხელმძღვანელობისა და შემფასებელი შრომის პერსონალის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული მათ მიერ განხორციელებული შეფასების რაოდენობასა და შეფასების პროცესით მიღებულ შედეგებზე.

10. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს თანამშრომლებმა უნდა დაიცვან პროფესიული  საიდუმლოება ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას ან კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების დროს მოპოვებულ ინფორმაციასთან მიმართებით, გარდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდებისა. შესაბამისობის შეფასებისას დაცული უნდა იქნეს საკუთრების უფლებები.

11. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოები უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისი სტანდარტების შემუშავების პროცესში ან უზრუნველყოფდნენ საკუთარი, შესაბამისობის შეფასების პროცესში ჩართული თანამშრომლების ინფორმირებას აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით.

მუხლი 18. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების ქვეკონტრაქტორები და შვილობილი კომპანიები

1. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, შესაბამისობის შეფასების პროცესში განსაზღვრულ ფუნქციებს შესასრულებლად გადასცემს ქვეკონტრაქტორ ან შვილობილ კომპანიას, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეკონტრაქტორი ან მისი შვილობილი კომპანია აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლში მოცემულ მოთხოვნებს და ამის შესახებ აცნობოს აკრედიტაციის ცენტრს.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულა აიღოს სრული პასუხისმგებლობა მისი ქვეკონტრაქტორისა და შვილობილი კომპანიების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, მათი დაფუძნების ადგილის მიუხედავად.

3. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია, ქვეკონტრაქტორს ან შვილობილ საწარმოს ფუნქციები გადასცეს მხოლოდ დამკვეთის თანხმობის შემთხვევაში.

4. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია, აკრედიტაციის ცენტრისათვის წარსადგენად შეინახოს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქვეკონტრაქტორის ან შვილობილი კომპანიის კვალიფიკაციის შეფასებას და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის  ფარგლებში.

მუხლი 19. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ვალდებულებები

1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს თანამშრომლებმა უნდა დაიცვან პროფესიული  საიდუმლოება ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას ან ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების დროს მოპოვებულ ინფორმაციასთან მიმართებით, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შესაბამისობის შეფასებისას ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საავტორო უფლებების დაცვა.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისობის შეფასების პროცედურა განახორციელოს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის შესაბამისად ეკონომიკური ოპერატორებისთვის ზედმეტი ბარიერების შექმნის გარეშე.

3. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აღმოაჩენს, რომ მწარმოებელი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ ძირითად მოთხოვნებს, შესაბამის სტანდარტებს ან სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებს, იგი ვალდებულია მწარმოებელს მოსთხოვოს შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება და არ გასცეს სერტიფიკატი ან დამოწმების გადაწყვეტილება.

4. თუ სერტიფიკატისა ან დამოწმების გადაწყვეტილების გაცემის შემდგომი მონიტორინგის განხორციელებისას, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აღმოაჩენს, რომ მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი აღარ შეესაბამება შესაბამის მოთხოვნებს, იგი ვალდებულია მწარმოებელს მოსთხოვოს სათანადო მაკორექტირებელი ზომების გატარება და საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს ან გააუქმოს  სერტიფიკატი და დამოწმების გადაწყვეტილება.

5. თუ მწარმოებლის მიერ არ იქნა მიღებული სათანადო მაკორექტირებელი ზომები ან მიღებულ ზომებს არ აქვს საჭირო ეფექტი, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისად შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი ან აღიარების გადაწყვეტილება.

მუხლი 20. აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესაბამისობის შეფასებაზე უფლებამოსილი პირები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესაბამისობის შეფასების განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებს, რომლებიც ამ მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში.

მუხლი 21. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი) ვალდებულია, შეიმუშაოს და განახორციელოს ამ რეგლამენტის მიზნებისათვის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების შეფასებისა და აკრედიტაციისთვის აუცილებელი პროცედურები.

მუხლი 22. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის მიწოდების  ვალდებულება

1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია აკრედიტაციის ცენტრს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: 

ა) სერტიფიკატის ან დამოწმების გადაწყვეტილების შეზღუდვის, შეჩერების, გაუქმების ან აღნიშნული დოკუმენტების  გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) ნებისმიერი გარემოების შესახებ, რაც გავლენას ახდენს აკრედიტაციის სფეროს მასშტაბსა და პირობებზე;

გ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ, შესაბამისობის შეფასების ღონისძიებებთან დაკავშირებით მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული შესაბამისობის შეფასების და ნებისმიერი სხვა ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, ტრანსასაზღვრო ღონისძიებების ან/და მის მიერ ქვეკონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

2. შესაბამისობის შეფასების ორგანო ვალდებულია სხვა შესაბამისობის შეფასების ორგანოებს, რომლებიც ამ ტექნიკური რეგლამენტის ფარგლებში ახორციელებენ მსგავსი ტიპის მოწყობილობასთან ან საამწყობრო ნაწილებთან  დაკავშირებული, მსგავსი ტიპის შესაბამისობის შეფასების პროცედურებს, მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისობის შეფასების უარყოფითი და მოთხოვნის შემთხვევაში დადებითი შედეგების შესახებ.

მუხლი 23. დოკუმენტური შეუსაბამობა

1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, ქვემოთ მოცემული  ერთ-ერთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში: 

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია არ იქნა დატანილი ან დატანილ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის მოთხოვნების დარღვევებით;

ბ) წარმოების კონტროლის ეტაპზე ჩართული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მოთხოვნების დარღვევით ან არ იქნა დატანილი;

გ) შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილ იქნა არასწორად ან არ იქნა შედგენილი;

დ) საამწყობრო ნაწილს არ ახლავს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი;

ე) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არსებობს ან არასრულია;

ვ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით ან მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არსებობს, არასწორია ან არასრულია;

ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 და მე-9 მუხლების რომელიმე მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობა არ გამოსწორდა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები.

მუხლი 24. რისკის შემცველ მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებთან დაკავშირებული ეროვნულ დონეზე გასატარებელი პროცედურები

1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ დადგენილებით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამ დადგენილებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს გააჩნია საკმარისი მიზეზი სჯეროდეს, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოწყობილობა ან მისი ნაწილი ქმნის რისკს ადამიანის ან შინაური ცხოველის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებისათვის ან საკუთრების უსაფრთხოებისათვის, იგი ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები და ამის შესახებ აცნობოს  სათანადო შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  

დანართი I

ძირითადი მოთხოვნები

მუხლი 1. ზოგადი მოთხოვნები

1. მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ უსაფრთხოდ და ნორმალური გამოყენების პირობებში არ უქმნიდეს საფრთხეს ადამიანს, ცხოველს ან საკუთრებას.

2. საამწყობრო ნაწილები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მოწყობილობაში ინკორპორირებისას ან მოწყობილობის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით დამოუკიდებლად აწყობის შემთხვევაში, ასრულებდეს მათთვის განსაზღვრულ დანიშნულებას.

3. მწარმოებელს ეკისრება ვალდებულება განახორციელოს რისკების ანალიზი და მოახდინოს მის მიერ დამზადებულ მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებთან  დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება. მწარმოებელი ვალდებულია მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილების პროექტირებისა და დამზადების დროს გაითვალისწინოს განხორციელებული რისკების ანალიზი.

4. წარმოების ეტაპზე ყველაზე მიზანშეწონილი გადაწყვეტის გზების შერჩევისას მწარმოებელი ვალდებულია გამოიყენოს შემდეგი პრინციპები ქვემოთ მოყვანილი თანმიმდევრობით:

ა) შეძლებისდაგვარად გამორიცხოს ან შეამციროს რისკები (საწყის ეტაპზევე უსაფრთხო დაპროექტება და დამზადება);

ბ) იმ რისკებისთვის, რომელთა გამორიცხვაც ვერ მოხერხდა პროექტირებისა და წარმოების ეტაპზე, განახორციელოს აუცილებელი დაცვითი ზომები;

გ) შეატყობინოს მომხმარებლებს დარჩენილი რისკების შესახებ, თუ მიღებული დაცვითი ზომები არ არის საკმარისი უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფისთვის და ასევე გააფრთხილოს ისინი ნებისმიერი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ქმედებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია პროდუქტის მოხმარებისა თუ აწყობის დროს.

5. მოწყობილობის დაპროექტებისა და დამზადებისას, ასევე ინსტრუქციების მომზადებისას, მწარმოებელი ვალდებულია გაითვალისწინოს არა მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოყენება, არამედ გონივრული წინასწარ განჭვრეტადი გამოყენებაც.

6. ყველა მოწყობილობას:

ა) უნდა ახლდეს მონტაჟის განმახორციელებლისთვის მონტაჟის ინსტრუქცია;

ბ) უნდა ახლდეს მომხმარებლისთვის გამიზნული მოხმარებისა და შეკეთების ინსტრუქცია;

გ) უნდა გააჩნდეს გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც ასევე უნდა ახლდეს შესაბამის შეფუთვასაც.

7. მემონტაჟისთვის განკუთვნილი მონტაჟის ინსტრუქცია უნდა შეიცავდეს მონტაჟის, მორგებისა და შეკეთების ინსტრუქციებს, მათი მართებულად განხორციელებისა და მოწყობილობის უსაფრთხოდ გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.

8. მემონტაჟისთვის განკუთვნილი მონტაჟის ინსტრუქცია ასევე უნდა შეიცავდეს მოწყობილობისა და სპეციფიკური საინსტალაციო პირობების მახასიათებლების აღწერას, რომელიც ხელს შეუწყობს აირის მიწოდების ქსელზე, დამხმარე ენერგიის მიწოდების წყაროზე, წვისთვის საჭირო ჰაერის მიწოდებისა და ნამწვი აირის გამოდევნის სისტემებზე მის სწორ დაერთებას.

9. მომხმარებლისთვის გამიზნული მოხმარების და შეკეთების ინსტრუქცია უნდა მოიცავდეს უსაფრთხო გამოყენებისთვის აუცილებელ ყველა ინფორმაციას, მათ შორის უნდა ამახვილებდეს მომხმარებლის ყურადღებას მოწყობილობის მოხმარებისას არსებულ ნებისმიერ შეზღუდვაზე.

10. მწარმოებლებმა ინსტრუქციაში ასევე უნდა მიუთითონ იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც მოწყობილობის მოხმარებისას აუცილებელია დამატებითი ყურადღების გამოჩენა ან თუ აუცილებელია ზემოთ ხსენებული ქმედებების განხორციელებისას შესაბამისი სპეციალისტის ჩარევა. აღნიშნული არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დარგში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს. 

11. მწარმოებელი ვალდებულია მოწყობილობისთვის თანდართულ ინსტრუქციაში, სათანადო შემთხვევებში მიუთითოს საამწყობრო ნაწილების მორგების, ფუნქციონირებისა და მოვლისათვის აუცილებელი ინფორმაცია.

12. მოწყობილობასა და მის შეფუთვაზე დატანილი მაფრთხილებელი ნიშნები ცხადად უნდა მიუთითებდეს გამოსაყენებელი აირის ტიპის, აირის მიწოდების წნევის, მოწყობილობის კატეგორიისა და მის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას. მათ შორის, მაფრთხილებელი ნიშნები უნდა მიუთითებდეს იმ შეზღუდვის შესახებ, რომელიც უკავშირდება მოწყობილობის გამოყენებას შეზღუდული ვენტილაციის პირობებში, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი არასაკმარისი ვენტილაციისგან გამოწვეული რისკები.

13. საამწყობრო ნაწილის მოწყობილობაში ინკორპორირების, მოწყობილობის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით მისი აწყობის, მორგების, ფუნქციონირებისა და შეკეთების ინსტრუქციები საამწყობრო ნაწილებს უნდა მოჰყვებოდეს შესაბამისობის დეკლარაციის შემადგენელი ნაწილის სახით.

მუხლი 2. მოთხოვნები მასალების მიმართ

მოწყობილობასა და საამწყობრო ნაწილებში გამოყენებული მასალა უნდა შეესაბამებოდეს მათთვის განსაზღვრულ დანიშნულებას და უძლებდეს მათი გამოყენების წინასწარ განჭვრეტად გარემოში არსებულ მექანიკურ, ქიმიურ და თერმულ პირობებს.

მუხლი 3. მოთხოვნები დაპროექტებისა და დამზადების მიმართ

1. ამ მუხლით მოწყობილობისთვის განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნები შესაბამის შემთხვევებში ვრცელდება ასევე საამწყობრო ნაწილებზეც.

2. მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ ზოგადი მოთხოვნებს:

ა) მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ ნორმალური გამოყენების პირობებში არ წარმოიქმნას არასტაბილურობა, დეფორმირება, დაზიანება ან ცვეთა, რომელმაც შესაძლოა საფთხე შეუქმნას მის უსაფრთხოებას;

ბ) ჩართვისა ან/და გამოყენების დროს წარმოქმნილმა კონდესაციამ არ უნდა იქონიოს ზემოქმედება მოწყობილობების უსაფრთხოებაზე;

გ) მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მინიმნუმამდე იქნეს დაყვანილი აფეთქების რისკი გარე წარმოშობის ცეცხლის გაჩენის პირობებში;

დ) მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი აირის მიწოდების წრედში წყლის ან არასათანადო აირის შეღწევა;

ე) დამხმარე ენერგიის ნორმალური ცვალებადობის პირობებში მოწყობილობა უნდა განაგრძობდეს უსაფრთხო ფუნქციონირებას;

ვ) დამხმარე ენერგიის მიწოდების არანორმირებული ცვალებადობის პირობები არ უნდა ქმნიდეს საფრთხის შემცველ გარემოს;

ზ) მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული დამზადებული, რომ შემცირებულ იქნეს ელექტრონული წყაროს ზემოქმედებით გამოწვეული, აირთან დაკავშირებული რისკები;

თ) მოწყობილობის წნევის ქვეშ არსებული ყველა ნაწილი, უსაფრთხოებაზე ზეგავლენის მქონე დეფორმაციის გარეშე, უნდა უძლებდეს მექანიკურ და თერმულ ზემოქმედებას;

ი) მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ უსაფრთხოების, მაკონტროლებელი და მარეგულირებელი მექანიზმების დაზიანება არ ქმნიდეს საფრთხის შემცველ სიტუაციებს;

კ) იმ შემთხვაში, თუ მოწყობილობას გააჩნია უსაფრთხოების და მართვის  მექანიზმები, მართვის მოწყობილობის ფუნქციონირება ხელს არ უნდა უშლიდეს უსაფრთხოების მექანიზმის ფუნქციონირებას;

ლ) მოწყობილობის ყველა ის ნაწილი, რომელიც წარმოების ეტაპზე იქნა დაყენებული ან მორგებული და რომლებზეც მომხმარებლის ან მემონტაჟის ზემოქმედება არ არის გათვალისწინებული, დაცულ უნდა იქნეს სათანადოდ;

მ) ყველა ბერკეტზე, მაკონტროლებელ და მარეგულირებელ მექანიზმზე ცხადად უნდა იქნეს დატანილი სათანადო ნიშანი, რომელიც გამოყენების და ფუნქციონირების დროს შეცდომების გამორიცხვის მიზნით უნდა შეიცავდეს  მოხმარების შესაბამის ინსტრუქციას. აღნიშნული მექანიზმების დიზაინი უნდა გამორიცხავდეს მათ შემთხვევით ფუნქციონირებას.

3. მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს დაუწველი აირის გამოყოფასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ აირის გაჟონვის ოდენობა არ ქმნიდეს საფრთხეს;

ბ) მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ აირის გაჟონვა ფუნქციონირების ნებისმიერ ეტაპზე იყოს შეზღუდული, რათა მოწყობილობაში არ დაგროვდეს დაუწველი აირის სახიფათო რაოდენობა;

გ) შიდა სივრცეებსა და ოთახებში გამოყენებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ აცილებულ იქნეს დაუწველი აირის გაჟონვა ნებისმიერი გარემოებისას, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას აღნიშნულ სივრცეებში დაუწველი აირის დაგროვება;

დ) მოწყობილობები, რომლებიც დაპროექტებული და დამზადებულია ნახშირბადის მონოქსიდის ან სხვა ტოქსიკური კომპონენტების მქონე აირის დაწვისთვის, არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ადამიანებისა და შინაური ცხოველების ჯანმრთელობას.

4. მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ ნორმალური გამოყენებისას პირველადი და განმეორებითი აალება იყოს მუდმივი, უწყვეტი და თანაბარი.

5. მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდეს წვასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ ნორმალური გამოყენებისას წვა იყოს სტაბილური და წვის პროდუქტები არ შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებების  დაუშვებელ კონცენტრაციას;

ბ) მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ ნორმალური გამოყენებისას არ მოხდეს წვის პროდუქტების შემთხვევითი გაჟონვა;

გ) მოწყობილობები, რომლებიც მიერთებულია ნამწვი პროდუქტების გამოყოფისათვის განკუთვნილ სისტემაზე, ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ გამონაბოლქვის არანორმირებული გამოყოფის პირობებში არ მოხდეს შენობის შიდა არეებსა და განთავსების ოთახებში ნამწვის საშიში რაოდენობის გაჟონვა;

დ) მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ ნორმალური გამოყენებისას არ იწვევდეს ნახშირბადის მონოქსიდის ან ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვა ნივთიერებების ისეთ კონცენტრაციას, რამაც შესაძლოა საფრთხე შუქმნას ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას.

6. მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ უზრუნველყოფდეს ენერგიის რაციონალურ გამოყენებას, შეესაბამებოდეს  განვითარების არსებულ დონეს და  ითვალისწინებდეს უსაფრთხოების ასპექტებს.

7. მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდეს ტემპერატურასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მოწყობილობის ის ნაწილები, რომლებიც უნდა დამონტაჟდეს ან განთავსდეს ზედაპირების სიახლოვეს არ უნდა აღწევდეს ტემპერატურის ისეთ სახიფათო ნიშნულს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საფრთხე;

ბ) მოწყობილობების იმ ნაწილების ზედაპირის ტემპერატურა, რომლებიც ნორმალური გამოყენებისას გამიზნულია შეხებისთვის არ უნდა უქმნიდეს მომხმარებელს საფრთხეს;

გ) სითბოს გადაცემისთვის განკუთვნილი ნაწილების გარდა მოწყობილობების გარე ნაწილების ზედაპირების ტემპერატურა, ფუნქციონირების პირობებში არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს შეხებაში მყოფ ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის ბავშვების და ხანდაზმულების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ამ უკანასკნელთათვის გათვალისწინებული შესაბამისი რეაქციის დრო.

8. მასალები და ნაწილები, რომლებიც გამოიყენება მოწყობილობების დამზადებისას, რომლებიც შესაძლოა შეხებაში მოვიდეს ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილ საკვებსა და წყალთან, არ უნდა იმოქმედოს საკვებისა და წყლის ხარისხზე.

 

დანართი II

მოწყობილობებისა და საამწყობრო ნაწილების შესაბამისობის შეფასების

პროცედურები

მუხლი 1. მოდული B: ტიპის გამოცდა – წარმოების ტიპი

1. ტიპის გამოცდა წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლითაც შესაბამისობის შემფასებელი პირი იკვლევს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ტექნიკურ პროექტს და ადგენს და ადასტურებს, რომ პროდუქტის ტექნიკური პროექტი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს.

2. ტიპის გამოცდა უნდა განხორციელდეს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ტექნიკური პროექტის შესაბამისობის შეფასებით, აღნიშნული შეფასება უნდა განხორციელდეს ტექნიკურ დოკუმენტაციის და ამ მოდულის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დამადასტურებელი მონაცემების გამოკვლევის საშუალებით, ასევე გამოკვლეულ უნდა იქნეს წარმოებიდან აღებული დასრულებული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის წარმომადგენლობითი ნიმუში  (წარმოების ტიპი).

3. მწარმოებელი ვალდებულია, ტიპის  შესაბამისობის შეფასებისათვის,  განაცხადით მიმართოს მის მიერ შერჩეულ, მხოლოდ ერთ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს. აღნიშნული განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) მწარმოებლის სახელსა და მისამართს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ განცხადება გაკეთებულია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, ასევე ამ უკანასკნელის სახელსა და მისამართს;

ბ) წერილობითი დადასტურებას, რომ იგივე განაცხადი არ გაკეთებულა სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირის მიმართ;

გ) ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელიც უნდა იძლეოდეს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას და უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკვატურ ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მიუთითებდეს შესაბამის მოთხოვნებზე და რამდენადაც შეფასების განსახორციელებლად საჭიროა შეიცავდეს მოწყობილობის ან ნაწილის პროექტს, წარმოებასა და ფუნქციონირებას. ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამის შემთხვევებში უნდა მოიცავდეს არანაკლებ შემდეგ ელემენტებს:

გ.ა) მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ზოგად აღწერას;

გ.ბ) კომპონენტების, არსებითი შემადგენელი ნაწილების, წრედების და ა.შ. კონცეპტუალურ პროექტს, საწარმოო ნახაზებსა და სქემებს/გეგმებს;

გ.გ) მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ფუნქციონირების და ზემოთ ხსენებული ნახაზებისა და გეგმების აღქმისთვის აუცილებელ ახსნა-განმარტებებს;

გ.დ) სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტანდარტების ჩამონათვალს, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ იქნა გამოყენებული, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სტანდარტები არ იქნა გამოყენებული, იმ  ღონისძიებების აღწერილობასა და ტექნიკური სპეციფიკაციების ჩამონათვალს, რომლებიც გამოყენებული იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სტანდარტის ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში ტექნიკურ დოკუმენტაციაში კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული, თუ რომელი ნაწილი იქნა გამოყენებული;

გ.ე) პროექტირებისას განხორციელებული გაანგარიშებების, ჩატარებული კვლევების და ა.შ. შედეგებს;

გ.ვ) გამოცდების ანგარიშებს;

გ.ზ) მოწყობილობის მონტაჟისა და გამოყენების ინსტრუქციებს;

გ.თ) საამწყობრო ნაწილის შესაბამისობის დეკლარაციას, რომელიც უნდა მოიცავდეს საამწყობრო ნაწილის მოწყობილობაში ინკორპორირების ან მოწყობილობის ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის ცალკე  აწყობის ინსტრუქციებს;

დ) საწარმოებელი პროდუქტების წარმომადგენლობით ნიმუშებს. შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ნიმუშებიც დაგეგმილი შემოწმებების პროგრამის განსახორციელებლად;

ე) ტექნიკური პროექტის ადეკვატურობის მიღწევისთვის გამოყენებული ღონისძიებების დამადასტურებელ მტკიცებულებებს. აღნიშნული მტკიცებულებები უნდა შეიცავდეს მითითებას ყველა გამოყენებულ დოკუმენტზე, მათ შორის თუ სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტი არ იქნა სრულად გამოყენებული. აღნიშნული მტკიცებულებები საჭიროების შემთხვევაში უნდა მოიცავდეს მსგავსი სხვა ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, მწარმოებლის სათანადო ლაბორატორიის ან მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ სხვა ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგებს;

ვ) შესაბამის შემთხვევებში:

ვ.ა) მოწყობილობაში ინკორპორირებული საამწყობრო ნაწილის ტიპის გამოცდის სერტიფიკატსა და შესაბამისობის დეკლარაციას;

ვ.ბ) მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის წარმოების ან/და ინსპექტირების ან/და მონიტორინგის მეთოდის ატესტაციის მოწმობებსა და სერტიფიკატებს;

ვ.გ) ნებისმიერ სხვა დოკუმენტს, რომელიც შესაბამისობის შემფასებელ პირს ხელს უწყობს შესაბამისობის შეფასებაში.

4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია:

ა) მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილისთვის გამოიკვლიოს ტექნიკური დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რათა შეაფასოს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ტექნიკური პროექტის ადეკვატურობა.

ბ) ნიმუშ(ებ)ისთვის:

ბ.ა) დაადასტუროს, რომ წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ი წარმოებულ იქნა ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, მოახდინოს იმ ელემენტების იდენტიფიცირება, რომლებიც სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტების სათანადო მოთხოვნების შესაბამისად იქნა დაპროექტებული და ასევე იმ ელემენტების იდენტიფიცირება, რომლებიც დაპროექტებულ იქნა სხვა  ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად;

ბ.ბ) თავად განახორციელოს შესაბამისი გამოკვლევები და გამოცდები ან უზრუნველყოს მათი ჩატარება, რათა დაადგინოს, თუ მწარმოებლმა  მიიღო  სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტებით გათვალისწინებული მეთოდების/ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, ასეთ შემთხვვევაში რამდენად სწორად იქნა აღნიშნული მეთოდები/ღონისძიებები გამოყენებული;

ბ.გ) თავად განახორციელოს ან უზრუნველყოს შესაბამისი გამოკვლევებისა და გამოცდების განხორციელება, რათა დაადგინოს, თუ მწარმოებლმა არ გამოიყენა სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტებით გათვალისწინებული მეთოდები/ღონისძიებები, მის მიერ გამოყენებული სხვა ტექნიკური მახასიათებლებით გათვალისწინებული მეთოდები/ღონისძიებები რამდენად აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შესაბამის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს;

ბ.დ) შეუთანხმოს მწარმოებელს განსახორციელებელი შემოწმებებისა და გამოცდების ადგილი.

5. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეადგინოს შეფასების ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ მოდულის მე-4 პუნქტის მიხედვით განხორციელებული  ღონისძიებებისა  და მათი შედეგების მონაცემებს. აკრედიტაციის გამცემი ორგანოსადმი ვალდებულებების გათვალისწინებით, შესაბამისობის შემფასებელი პირი მწარმოებელთან შეთანხმებით, ვალდებულია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოაქვეყნოს ზემოთ ხსენებული ანგარიშის შინაარსი.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ტიპი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსახილველი მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მწარმოებელზე  გასცეს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის სახელს, მისამართს, შესაბამისი გამოცდების შედეგებს, ასევე, ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ვალიდურობის პირობებს (ასეთი პირობების არსებობის შემთხვევაში) და დამტკიცებული ტიპის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელ მონაცემებს, როგორიცაა აირის ტიპი, მოწყობილობის კატეგორია და აირის მიწოდების წნევა და შესაბამის შემთხვევაში ფუნქციების აღწერას. ტიპის გამოცდის სერტიფიკატს შესაძლოა თან ერთოდეს ერთი ან მეტი დანართი.

7. ტიპის გამოცდის სერტიფიკატი და მისი დანართები უნდა მოიცავდეს ყველა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც საჭიროა წარმოებული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის გამოცდილ ტიპთან შესაბამისობის შესაფასებლად  და ექსპლუატაციის პერიოდში კონტროლის განსახორციელებლად. იგი ასევე უნდა მიუთითებდეს იმ ნებისმიერ შემთხვევებზე, როდესაც აღნიშნული სერტიფიკატის გაცემისთვის აუცილებელი იქნება აღიარებული ტიპის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი აღწერისა და ნახაზების წარმოდგენა.

8. სერტიფიკატის ვალიდურობის მაქსიმალური ვადა არის 10 წელი მისი გაცემის დღიდან.

9. როდესაც პროდუქტის ტიპი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით  გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უარი განაცხადოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გაცემაზე და ამის შესახებ შეატყობინოს განმცხადებელს უარის თქმის დეტალური მიზეზების მითითებით.

10. შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა ფლობდეს ინფორმაციას საყოველთაოდ მიღებული, ტექნიკური განვითარების დონესთან დაკავშირებულ ყველა სახის ცვლილებების შესახებ, რომელიც მიუთითებს, რომ დამტკიცებული ტიპი შესაძლოა აღარ აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და დაადგინოს, თუ რამდენად საჭიროებს ხსენებული ცვლილებები დამატებით კვლევას. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ  შეატყობინოს მწარმოებელს. 

11. მწარმოებელი ვალდებულია ტიპის გამოცდის სერტიფიკატთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის მფლობელ შესაბამისობის შემფასებელ პირს შეატყობინოს დამტკიცებული პროდუქტის ტიპის ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის შესაბამისობაზე, ან აღნიშნული სერტიფიკატის ვალიდურობის პირობებზე. ამგვარი ცვლილებები საჭიროებს დამატებით აღიარებას ტიპის გამოცდის სერტიფიკატში დამატების შეტანის გზით.

12. ყველა შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეატყობინოს აკრედიტაციის გამცემ ორგანოს მის მიერ გაცემული ან გაუქმებული ტიპის გამოცდის სერტიფიკატების და მათი შემდგომი დამატებების შესახებ, ასევე პერიოდულად ან მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მისთვის აკრედიტაციის გამცემ ორგანოს იმ სერტიფიკატებისა და შესაბამისი დამატებების სია, რომლებიც არ გაიცა, შეჩერდა ან სხვაგვარად  მოხდა მათი შეზღუდვა.

13. ყველა შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეატყობინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირს იმ ტიპის გამოცდის სერტიფიკატების და შესაბამისი დამატებების შესახებ, რომლის გაცემაზე მან უარი თქვა, ან დროებით შეაჩერა, გამოითხოვა ან სხვა შეზღუდვები დააწესა, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ გაცემული სერტიფიკატების ან/და დამატებების შესახებ. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს უფლება აქვთ, მოთხოვნის საფუძველზე, მოიპოვონ ტიპის გამოცდის სერტიფიკატების და შესაბამისი დამატებების ასლები.

14. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს მოიპოვოს ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის შემფასებელი პირების მიერ განხორციელებული გამოცდების შედეგების ასლები. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეინახოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის, მისი დანართების, დამატებებისა და ასევე ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის მწარმოებლის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის ასლები აღნიშნული სერტიფიკატის ვალიდურობის ვადის ამოწურვამდე.

15. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი, მისი დანართები, დამატებები და ასევე ტექნიკური დოკუმენტაცია, სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად, მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

16. მწარმოებლის ავტორიზებულ წარმომადგენელს შეუძლია წარადგინოს ამ მოდულის მე-3  პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი და დააკმაყოფილოს ამ მოდულის მე-10 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ აღნიშნული ცალსახად  გათვალისწინებულია მისი უფლებამოსილების მიმნიჭებელ დოკუმენტში.

მუხლი 2. მოდული С2-ტიპთან  შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე და  ზედამხედველობის ქვეშ არსებული პროდუქტის შემთხვევითი ინტერვალებით შემოწმება

1. პროდუქტის ტიპთან  შესაბამისობის დადგენა შიდა საწარმოო კონტროლის გზით და  ზედამხედველობის ქვეშ არსებული პროდუქტის შემთხვევითი ინტერვალებით შემოწმება  წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, უზრუნველყოფს და იღებს პირად პასუხისმგებლობას, რომ განსახილველი მოწყობილობა და საამწყობრო ნაწილი შეესაბამება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა წარმოების პროცესმა და მისმა მონიტორინგმა უზრუნველყოს წარმოებული მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის  შესაბამისობა ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. მწარმოებლის მიერ არჩეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია თავად განახორციელოს ან განახორციელებინოს შემთხვევითობის პრინციპით და საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად  შერჩეული ინტერვალებით, რათა დაადასტუროს მოწყობილობების ან საამწყობრო ნაწილის წარმოებისას განხორციელებული შიდა შემოწმებების ხარისხი. აღნიშნული შემოწმებების დროს იგი ვალდებულია გაითვალისწინოს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის წარმოების რაოდენობა და ტექნოლოგიური სირთულე.

4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსებამდე გამოცადოს აღნიშნული პროდუქტის განთავსების ადგილიდან აღებული საბოლოო პროდუქციის ადეკვატური რაოდენობის ნიმუშები და განახორციელოს სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტების შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული შემოწმებები და/ან შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლებით გათვალისწინებული ეკვივალენტური შემოწმებები, მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ტიპის გამოცდის სერტიფიკატით გათვალისწინებულ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუში არ აკმაყოფილებს მისაღები ხარისხის დონეს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ზომები.

5. ნიმუშების გამოცდის საფუძველზე აღიარების პროცედურის დანიშნულებაა განსაზღვროს თუ რამდენად ექცევა მოწყობილობების ან საამწყობრო ნაწილის წარმოების პროცესი მისაღები ლიმიტების ფარგლებში, მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის შესაბამისობის უზრუნველყოფის  თვალსაზრისით. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ დაიტანოს ამ უკანასკნელის საიდენტიფიკაციო ნომერი, წარმოების პროცესში.

6. მწარმოებელი ვალდებულია წერილობით შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის თითოეული ტიპისთვის და უზრუნველყოს მისი შენახვა სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ტიპი, რომლისთვისაც შედგენილ იქნა დეკლარაცია. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარედგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა ახლდეს საამწყობრო ნაწილს, ან შესაბამის შემთხვევაში, პროდუქტების პარტიას/შეფუთვას.

7. ამ მოდულის მე-6 პუნქტით მწარმოებლისთვის დადგენილი  ვალდებულებები, მის მაგივრად და მისივე პასუხისმგებობის ქვეშ, შესაძლოა შესრულდეს მისი  ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ თუ ეს ცალსახად გათვალისწინებულია აღნიშნული წარმომადგენლისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელ დოკუმენტში.

მუხლი 3. მოდული D-ტიპთან  შესაბამისობა დაფუძნებული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე

1. ტიპთან  შესაბამისობის განსაზღვრა წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე, წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2, მე-17-მე-19 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, უზრუნველყოფს და იღებს პირად პასუხისმგებლობას, რომ განსახილველი მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი შეესაბამება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. მწარმოებელმა უნდა გამოიყენოს წარმოების აღიარებული ხარისხის სისტემა, განახორციელოს საბოლოო პროდუქტის ხარისხის ინსპექტირება და მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის შემოწმება ამ მოდულის მე-3-მე-12 პუნქტების შესაბამისად  და უნდა დაექვემდებაროს ზედამხედველობას ამ მოდულის მე-13-მე-16 პუნქტების შესაბამისად.

3. მწარმოებელმა, განსახილველი მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ხარისხის სისტემის შესაფასებლად, განაცხადით უნდა მიმართოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. აღნიშნული განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მწარმოებლის დასახელება და მისამართი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი გაკეთებულია ავტორიზებული წარმომადგენელის მიერ, ასევე ამ უკანასკნელის დასახელება და მისამართი;

ბ) წერილობითი დადასტურება, რომ იგივე განაცხადი არ გაკეთებულა სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირის მიმართ;

გ) B მოდულით დამტკიცებული მოწყობილობასთან ან საამწყობრო ნაწილთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ინფორმაცია;

დ) ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

ე) აღიარებულ ტიპთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია და ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლი.

4. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს მოწყობილობის და საამწყობრო ნაწილის შესაბამისობა ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

5. მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა ზომა, გადაწყვეტილება და მეთოდი უნდა იქნეს სისტემურად და თანმიმდევრულად დოკუმენტირებული, წერილობითი წესების, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ანგარიშების ურთიერთშესაბამისი თანმიმდევრული ინტერპრეტირების საშუალებას. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგი ინფორმაციის ადეკვატურ აღწერას:

ა) ხარისხის მიზნებს, ორგანიზაციულ სტრუქტურასა და პროდუქტის ხარისხისთან დაკავშირებით მმართველი პირების უფლებამო­სილებებსა და მოვალეობებს/პასუხსიმგებლობებს;

ბ) შესაბამისი წარმოების, ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნ­ველ­ყოფის მეთოდებს, პროცესებსა და სისტემატური ქმედებების აღწერას, რომელებიც გამოყენებულ იქნება წარმოების პროცესში;

გ) წარმოების დაწყებამდე, წარმოების პროცესში და მისი დასრულების შემდგომ განსახორციელებელი გამოკვლევების და გამოცდების შესახებ ინფორმაციას და მათი განხორციელების სიხშირეს;

დ) ხარისხთან დაკავშირებულ ჩანაწერებს, მათ შორის ინსპექტირების ანგარიშებს, გამოცდების მონაცემებს, კალიბრაციის ანგარიშებს, პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველ ანგარიშებს და ა.შ.;

ე) პროდუქტის მოთხოვნილი ხარისხის მიღწევის და ხარისხის სის­ტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებებს.  

6. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს პასუხობს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

7. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებთან შესაბამისად უნდა მიიჩნიოს ხარისხის სისტემის ის ელემენტები, რომლებიც აკმაყოფილებს შესაბამისი სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტებით გათვალისწინებულ სათანადო მახასიათებლებს.

8. ხარიხის მართვის სისტემაში მუშაობის გამოცდილებასთან ერთად აუდიტორული ჯგუფის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სულ მცირე ერთი სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პროდუქტის სფეროსა და პროდუქტთან დაკავშირებული ტექნოლოგიაში შეფასების გამოცდილება და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების ცოდნა. აუდიტი უნდა მოიცავდეს წარმოების ტერიტორიაზე შეფასებით ვიზიტს. იმის დასადგენად, თუ რამდენად აქვს მწარმოებელს  ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნების იდენტიფიცირების უნარი და ასევე იმის დასადგენად თუ რამდენად არის აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყოფილი  აუდიტორულმა ჯგუფმა უნდა შეაფასოს ამ მოდულის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და ჩაატაროს საჭირო გამოკვლევები.

9. გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს აუდიტის დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

10. მწარმოებელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შეასრულებაზე და ხარისხის ადეკვატურობისა და ეფექტურობის შენარჩუნებაზე.

11. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის ინფორმირება ხარისხის სისტემაში განზრახ შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული  სისტემა.

12. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ყველა შეთავაზებული ცვლილება და გადაწყვიტოს, აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით შეინარჩუნებს თუ არა მოდიფიცირებული ხარისხის სისტემა ამ მოდულის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, თუ საჭიროა ხელახალი შეფასების განხორციელება. იგი ვალდებულია მწარმოებელს აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ჩატარებული შემოწმების დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ  გადაწყვეტილებას.

13. ზედამხედველობის მიზანია, უზრუნველყოფილ იქნეს მწარმოებლის მიერ, დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების სათანადო შესრულება.

14. მწარმოებელი, შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებულია შესაბამისობის შემფასებელი პირი დაუშვას წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და პროდუქტის დასაწყობების ადგილებში და უზრუნველყოს იგი ყველა აუცილებელი ინფორმაციით, კერძოდ:

ა) ხარისხის სისტემის დოკუმენტაციით;

ბ) ხარისხობრივი ჩანაწერებით, ისეთები როგორიცაა, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდების მონაცემები, კალიბრაციის შედეგები სათანადო პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველი ანგარიშები და სხვა.

15. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია პერიოდულად სულ მცირე ორ წელიწადში ერთხელ განახორციელოს აუდიტები, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი ინარჩუნებს და ახორციელებს ხარისხის სისტემის ფუნქციონირებას. იგი ვალდებულია მწარმოებელს წარუდგინოს განხორციელებული აუდიტების ანგარიშები.

16. ზემოაღნიშნულთან ერთად შესაბამისობის შემფასებელ პირს უფლება აქვს გაფრთხილების გარეშე ეწვიოს მწარმოებელს შესამოწმებლად. ამგვარი ვიზიტის დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა საჭიროებისამებრ, შესაძლოა თავად განახორციელოს ან სხვისი მეშვეობით უზრუნველყოს პროდუქტის შემოწმება, რათა დარწმუნდეს ხარისხის სისტემის სათანადო ფუნქციონირებაში. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა გადასცეს შემოწმების ანგარიში და გამოცდების ჩატარების შემთხვევაში გამოცდის ანგარიშები.

17. მწარმოებელმა თითოეულ ინდივიდუალურ მოწყობილობაზე ან საამწყობრო ნაწილზე, რომელიც შეესაბამება ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებს, უნდა დაიტანოს  ამ მოდულის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ ამ უკანასკნელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

18. მწარმოებელმა თითოეული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის მოდელისთვის წერილობით უნდა შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია და შეინახოს იგი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარსადგენად პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში უნდა განისაზღვროს მოწყობილობის ან  საამწყობრო ნაწილის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი. 

19. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი  მოთხოვნის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის.

20. მწარმოებელი ვალდებულია მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსების შემდგომ 10 წლის განმავლობაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის გადასაცემად შეინახოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ამ მოდულის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

ბ) ამ მოდულის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია;

გ) ამ მოდულის მე-11, მე-12, მე-15 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისობის შემფასებელი პირისგადაწყვეტილებებიდაანგარიშები.

21. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მოახდინოს მისთვის აკრედიტაციის გამცემი ორგანოს ინფორმირება ხარისხის სისტემის დამტკიცების ან გაუქმების შემთხვევების შესახებ და პერიოდულად ან მოთხოვნის შემთხვევაში, ამ უკანასკნელისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სია, სადაც მოცემულია მონაცემები ხარისხის სისტემის დამტკიცებაზე უარის თქმის, შეჩერების ან სხვა სახის შეზღუდვების დაწესების შემთხვევების შესახებ.

22. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატყობინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ხარისხის სისტემის დამტკიცებაზე უარის თქმის, შეჩერების, გამოთხოვის, ან სხვა სახის შეზღუდვების შესახებ და მოთხოვნის შემთხვევაში მის მიერ დამტკიცებული ხარისხის სისტემების შესახებ.

23. ამ მოდულის მე-3, მე-11, მე-12, მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულებულ იქნეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, მწარმოებლის  სახელით და მისივე  პასუხისმგებლობით, იმ პირობით თუ აღნიშნული ცალსახად განსაზღვრულია მისი უფლებამოსილების მიმნიჭებელ დოკუმენტში.

 

მუხლი 4. მოდული E-პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობა

1. პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობა წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის იმ ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2, მე-18, მე-19 და მე-20 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, უზრუნველყოფს და საკუთარი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი შეესაბამება ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით მისთვის დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს.

2. მწარმოებელმა განსახილველი მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილისთვის ამ მოდულის მე-3-მე-13 პუნქტების შესაბამისად   უნდა გამოიყენოს აღიარებული ხარისხის სისტემა, საბოლოო პროდუქტის შემოწმებისა და გამოცდებისთვის. ამ მოდულის მე-14-მე-17 პუნქტების შესაბამისად  კი უნდა დაექვემდებაროს ზედამხედველობას.

3. მწარმოებელმა, განსახილველი მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილისთვის ხარისხის სისტემის შესაფასებლად, განაცხადით უნდა მიმართოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მწარმოებლის დასახელება და მისამართი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი გაკეთებულია  ავტორიზებული წარმომადგენელის მიერ, ასევე ამ უკანასკნელის დასახელება და მისამართი;

ბ) წერილობითი დადასტურება, რომ იგივე განაცხადი არ გაკეთებულა სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირის მიმართ;

გ) განსახილველი მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის კატეგორიასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ინფორმაცია;

დ) ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

ე) აღიარებულ ტიპთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია და ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლი;

4. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის შესაბამისობა ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

5. მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა ზომა, გადაწყვეტილება და მეთოდი უნდა იქნეს სისტემურად და თანმიმდევრულად დოკუმენტირებული, წერილობითი წესების, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ანგარიშების ურთიერთშესაბამისი თანმიმდევრული ინტერპრეტირების საშუალებას.

6. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგი ინფორმაციის ადეკვატურ აღწერას:

ა) ხარისხის მიზნებს, ორგანიზაციულ სტრუქტურასა და პროდუქტის ხარისხისთან დაკავშირებით მმართველი პირების (მენეჯმენტის) უფლებამოსილებებსა და მოვალეობებს/პასუხსიმგებლობებს;

ბ) წარმოების დასრულების შემდგომ განსახორციელებელი შემოწმების და გამოცდების შესახებ ინფორმაციას;

გ) ხარისხთან დაკავშირებულ ჩანაწერებს, მათ შორის ინსპექტირების ანგარიშებს, გამოცდების მონაცემებს, კალიბრაციის ანგარიშებს, პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველ ანგარიშებს და აშ.;

დ) ხარისხის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებებს.

7. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს პასუხობს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

8. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებთან შესაბამისად უნდა მიიჩნიოს ხარისხის სისტემის ის ელემენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ  სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტებით გათვალისწინებულ სათანადო მახასიათებლებს.

9. ხარიხის მართვის სისტემაში მუშაობის გამოცდილებასთან ერთად აუდიტორული ჯგუფის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სულ მცირე ერთი სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პროდუქტის სფეროსა და პროდუქტთან დაკავშირებული ტექნოლოგიაში შეფასების გამოცდილება,  და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების ცოდნა. აუდიტი უნდა მოიცავდეს წარმოების ტერიტორიაზე შეფასებით ვიზიტს. იმის დასადგენად, თუ რამდენად აქვს მწარმოებელს  ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნების იდენტიფიცირების უნარი და ასევე იმის დასადგენად თუ რამდენად არის აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყოფილი  აუდიტორულმა ჯგუფმა ჯგუფმა უნდა შეაფასოს ამ მოდულის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და განახორციელოს საჭირო გამოცდები.

10. გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს აუდიტის დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

11. მწარმოებელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შეასრულებასა და ხარისხის ადეკვატურობის და ეფექტურობის შენარჩუნებაზე.

12. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის ინფორმირება ხარისხის სისტემაში განზრახ შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული  სისტემა.

13. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ყველა შეთავაზებული ცვლილება და გადაწყვიტოს, აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით შეინარჩუნებს თუ არა მოდიფიცირებული ხარისხის სისტემა ამ მოდულის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, თუ საჭიროა ხელახალი შეფასების განხორციელება. იგი ვალდებულია მწარმოებელს აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ჩატარებული შემოწმების დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ  გადაწყვეტილებას.

14. ზედამხედველობის მიზანია უზრუნველყოფილ იქნეს მწარმოებლის მიერ, დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების სათანადო შესრულება.

15. მწარმოებელი, შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებულია შესაბამისობის შემფაებელი პირი დაუშვას წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და პროდუქტის დასაწყობების ადგილებში და უზრუნველყოს იგი ყველა აუცილებელი ინფორმაციით, კერძოდ:

ა) ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია;

ბ) ხარისხობრივი ჩანაწერები, ისეთები როგორიცაა, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდების მონაცემები, კალიბრაციის შედეგები სათანადო პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველი ანგარიშები და სხვა.

16. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია პერიოდულად არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ განახორციელოს აუდიტები, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი ინარჩუნებს და ახორციელებს ხარისხის სისტემის ფუნქციონირებას. იგი ვალდებულია მწარმოებელს წარუდგინოს განხორციელებული აუდიტების ანგარიშები.

17. ზემოაღნიშნულთან ერთად, შესაბამისობის შემფასებელ პირს უფლება აქვს გაფრთხილების გარეშე ეწვიოს მწარმოებელს შესამოწმებლად. ამგვარი ვიზიტის დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა საჭიროებისამებრ, შესაძლოა თავად განახორციელოს ან სხვისი მეშვეობით უზრუნველყოს პროდუქტის შემოწმება, რათა დარწმუნდეს ხარისხის სისტემის სათანადო ფუნქციონირებაში. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა გადასცეს შემოწმების ანგარიში და გამოცდების ჩატარების შემთხვევაში გამოცდის ანგარიშები.

18. მწარმოებელმა თითოეულ ინდივიდუალურ მოწყობილობაზე ან საამწყობრო ნაწილზე, რომელიც შეესაბამება ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებს, უნდა დაიტანოს  ამ მოდულის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ, ამ უკანასკნელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

19. მწარმოებელმა თითოეული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის მოდელისთვის წერილობით უნდა შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია და შეინახოს იგი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარსადგენად პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში უნდა განისაზღვროს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი.

20. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი უფლებამოსილ ორგანოებისთვის.

21. მწარმოებელი ვალდებულია მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსების შემდგომ 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ორგანოებისთვის გადასაცემად შეინახოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ამ მოდულის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

ბ)  ამ მოდულის მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული, დამტკიცებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია;

გ) ამ მოდულის მე-12, მე-13, მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები.

22. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მოახდინოს მისთვის აკრედიტაციის გამცემი ორგანოს ინფორმირება ხარისხის სისტემის დამტკიცების ან გაუქმების შემთხვევების შესახებ და პერიოდულად ან მოთხოვნის შემთხვევაში, ამ უკანასკნელისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სია სადაც მოცემულია მონაცემები ხარისხის სისტემის დამტკიცებაზე უარის თქმის, შეჩერების ან სხვა სახის შეზღუდვების დაწესების შემთხვევების შესახებ.

23. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეატყობინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ხარისხის სისტემის დამტკიცებაზე უარის თქმის, შეჩერების, გამოთხოვის, ან სხვა სახის შეზღუდვების შესახებ და მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ დამტკიცებული ხარისხის სისტემების შესახებ.

24. ამ მოდულის მე-3, მე-12, მე-13, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე პუნქტებით გათვალისწინებული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულებულ იქნეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, მწარმოებლის  სახელით და მისივე  პასუხისმგებლობით, იმ პირობით თუ აღნიშნული ცალსახად განსაზღვრულია მისი უფლებამოსილების მიმნიჭებელ დოკუმენტში.

მუხლი 5. მოდული F-პროდუქტის დადასტურებაზე (ვერიფიკაციაზე) დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობა

1. პროდუქტის დადასტურებაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობა წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2, მე-8 და მე-15-მე-18 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, უზრუნველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ განსახილველი მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი, რომელიც დაექვემდებარა ამ მოდულის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეესაბამება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.  მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა წარმოების პროცესმა და მისმა მონიტორინგმა უზრუნველყოს წარმოებული მოწყობილების და საამწყობრო ნაწილის  შესაბამისობა ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. მწარმოებლის მიერ არჩეული შესაბამისობის შემფასებელი პირი  ვალდებულია განახორციელოს   სათანადო გამოცდები და შემოწმებები, რათა შეამოწმოს მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის ტიპის გამოცდის სერტიფიკატით გათვალისწინებულ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობა.

4. მოწყობილობის და საამწყობრო ნაწილის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება მწარმოებელმა საკუთარი არჩევანის მიხედვით უნდა განახორციელოს, ამ მოდულის მე-5-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული, თითოეული პროდუქტის გამოცდისა და შემოწმების მე-8-მე-14 პუნქტებით გათვალიწინებული მოწყობილობის და საამწყობრო ნაწილის სტატისტიკურ საფუძველზე განხორციელებული გამოცდისა და შემოწმების გზით.

5. ყველა მოწყობილობა და საამწყობრო ნაწილი ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით ინდივიდუალურად უნდა შემოწმდეს და შესაბამის სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებულ სტანდარტ(ებ)ში ან/და ტექნიკურ სპეციფიკაციებში განსაზღვრული ეკვივალენტური შემოწმების საშუალებით სათანადოდ გამოიცადოს. იმ შემთხვევაში თუკი სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის არ აქვს გამოქვეყნებული სათანადო სტანდარტები, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია განსაზღვროს სათანადო გამოცდების სახე და ჩაატაროს ის.

6. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია განხორციელებულ გამოცდებსა და შემოწმებების შედეგებზე დაყრდნობით გასცეს შესასაბამისობის სერტიფიკატი და თითოეულ დადასტურებულ მოწყობილობასა და საამწყობრო ნაწილზე თავად დაიტანოს საკუთარი საიდენტიფიკაციო ნომერი ან უზრუნველყოს საკუთარი პასუხისმგებლობით მისი დატანა.

7. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს შესაბამისობის სერტიფიკატი, მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსების შემდგომ 10 წლის განმავლობაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის წარსადგენად.

8. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა საწარმოო პროცესი და მისი მონიტორინგის სისტემა უზრუნველყოფდეს წარმოებული პროდუქტის ყოველი პარტიის ერთგვაროვნებას და წარადგინოს საკუთარი წარმოების მოწყობილობა და საამწყობრო ნაწილი დადასტურებისთვის, ერთგვაროვანი პარტიების ფორმით.

9. თითოეული პარტიიდან შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ უნდა იქნეს ნიმუშები. ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმების და წარმოდგენილი პროდუქტების პარტიის დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის მიზნით ყველა შერჩეული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ნიმუში უნდა გამოიცადოს და შემოწმდეს ინდივიდუალურად შესაბამის სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებულ სტანდარტ(ებ)ში მითითებული გზით ან/და ტექნიკურ სპეციფიკაციებში განსაზღვრული ეკვივალენტური შემოწმების საშუალებით. იმ შემთხვევაში თუკი სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის არ აქვს გამოქვეყნებული სათანადო სტანდარტები, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია განსაზღვროს სათანადო გამოცდების სახე და ჩაატაროს ის.

10. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ნიმუშების აღება განახორციელოს შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:

ა) ხარისხის დონე, რომელიც შეესაბამება 95%-იანი დადასტურების ალბათობას, 0.5%-დან 1.5%-მდე შეუსაბამობით;

ბ) ხარისხის ლიმიტი, რომელიც შეესაბამება 5%-იანი დადასტურების ალბათობას, 5%-დან 10%-მდე შეუსაბამობით.

11. იმ შემთხვევაში, თუ პარტია დამტკიცებულ იქნა, მასში შემავალი ყველა მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი  უნდა ჩაითვალოს აღიარებულად, გარდა ნიმუშებად აღებული იმ პროდუქტებისა, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს შემოწმება.

12. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია განხორციელებულ გამოცდებსა და შემოწმებებზე დაყრდნობით გასცეს შესასაბამისობის სერტიფიკატი და თითოეულ დამტკიცებულ მოწყობილობასა და საამწყობრო ნაწილზე თავად დაიტანოს საკუთარი საიდენტიფიკაციო ნომერი ან უზრუნველყოს საკუთარი პასუხისმგებლობით მისი დატანა.

13. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს შესაბამისობის სერტიფიკატი, მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსების შემდგომ 10 წლის განმავლობაში, შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის წარსადგენად.

14. იმ შემთხვევაში, თუ პარტია არ იქნა დამტკიცებული შესაბამისობის შემფასებელი პირი ან სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს აუცილებელი ზომების გატარება, რათა აღნიშნული პარტია არ იქნეს განთავსებული ბაზარზე. წარმოდგენილი პარტიების ხშირი უარყოფის შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია შეაჩეროს სტატისტიკური დადასტურების განხორციელება და განახორციელოს შესაბამისი ზომები.

15. მწარმოებელმა თითოეულ ინდივიდუალურ მოწყობილობაზე ან საამწყობრო ნაწილზე, რომელიც შეესაბამება ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებს, უნდა დაიტანოს   ამ მოდულის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ ამ უკანასკნელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

16. მწარმოებელი ვალდებულია წერილობით შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის თითოეული ტიპისთვის და უზრუნველყოს მისი შენახვა შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის წარსადგენად, მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ტიპი, რომლისთვისაც შედგენილ იქნა დეკლარაცია.

17. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარედგინოს შესაბამის ორგანოებს. საამწყობრო ნაწილს, შესაბამის შემთხვევებში კი პარტიას ან შეფუთვას, თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი.

18. მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის თანხმობის შემთხვევაში და მისივე პასუხისმგებლობით, მწარმოებელს შეუძლია თვითოეულ მოწყობილობასა და საამწყობრო ნაწილზე ასევე დაიტანოს შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი

19. შესაბამისობის შემფასებელი პირის თანხმობის შემთხვევაში მწარმოებელს შუძლია ამ უკანასკნელის საიდენტიფიკაციო ნომერი დაიტანოს მოწყობილობაზე ან საამწყობრო ნაწილზე წარმოების პროცესში.

20. მწარმოებლისთვის დადგენილი ვალდებულებები, მის მაგივრად და მისივე პასუხისმგებლობის ქვეშ, შესაძლოა შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, თუ აღნიშნული ცალსახად  გათვალისწინებულია ამ უკანასკნელის  უფლებამოსილების მიმნიჭებელ დოკუმენტში. ავტორიზებულ წარმომადგენელს შეუძლია არ დააკმაყოფილოს მე-2 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.

მუხლი 6. მოდული G-ერთეულის დადასტურებაზე (ვერიფიკაციაზე) დაფუძნებული შესაბამისობა

1. ერთეულის დადასტურებაზე დაფუძნებული შესაბამისობა წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2-მე-6 და მე-11-მე-13 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, უზრუნველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ განსახილველი მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი, რომელიც დაექვემდებარა ამ მოდულის მე-7-მე-10 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეესაბამება  ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. მწარმოებელმა უნდა შეადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია და ხელმისაწვდომი გახადოს იგი ამ მოდულის მე-7-მე-10 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის. დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას და უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკვატურ ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს შესაბამისი მოთხოვნები და მოიცავდეს, რამდენადაც ეს შეფასებისთვის იქნება აუცილებელი, ინფორმაციას, მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის პროექტის, წარმოების და ექსპლუატაციის შესახებ.

3. ტექნიკური დოკუმენტაცია, შესაბამის შემთხვევებში უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს:

ა) მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ზოგად აღწერას;

ბ) კომპონენტების, არსებითი შემადგენელი ნაწილების, წრედების და ა.შ. კონცეპტუალურ პროექტს და საწარმოო ნახაზებსა და სქემებს;

გ) მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ფუნქციონირების და ზემოთ ხსენებული ნახაზების აღქმისთვის აუცილებელ ახსნა-განმარტებებს;

დ) სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებული სტანდარტების ჩამონათვალს, რომელთა დასახელებასაც აქვეყნებს სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სტანდარტები არ იქნა გამოყენებული, იმ  ღონისძიებების აღწერილობას და ტექნიკური სპეციფიკაციების ჩამონათვალს, რომლებიც გამოყენებული იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სტანდარტის ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში ტექნიკურ დოკუმენტაციაში კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული, თუ რომელი ნაწილი იქნა გამოყენებული;

ე) პროექტირებისას განხორციელებული გაანგარიშებების, ჩატარებული კვლევების და ა.შ.   შედეგებს;

ვ) გამოცდების ანგარიშებს;

ზ) მოწყობილობის გამოყენებისა და მონტაჟის ინსტრუქციებს;

თ) საამწყობრო ნაწილის  მოწყობილობაში ინკორპორიბების ან ცალკე აწყობის ინსტრუქციებს;

4. სათანადო შემთხვევებში მწარმოებელი ასევე ვალდებულია შესაბამისობის შემფასებელ პირს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მოწყობილობაში ინკორპორირებული საამწყობრო ნაწილის ტიპის გამოცდის სერტიფიკატი და შესაბამისობის დეკლარაცია;

ბ) მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის წარმოების ან/და ინსპექტირების ან/და მონიტორინგის მეთოდის ატესტაციის მოწმობები და სერტიფიკატები;

გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც შესაბამისობის შემფასებელ პირს ხელს უწყობს შესაბამისობის შეფასებაში.

5. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსების შემდგომ 10 წლის განმავლობაში.

6. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა წარმოების პროცესმა და მისმა მონიტორინგმა უზრუნველყოს წარმოებული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის  შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

7. მწარმოებლის მიერ არჩეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, თავად განახორციელოს  ან უზრუნველყოს პროდუქტის სათანადო გამოცდების და შემოწმებების განხორციელება, შესაბამის სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოქვეყნებულ სტანდარტ(ებ)ში მითითებული გზით ან/და ტექნიკურ სპეციფიკაციებში განსაზღვრული ეკვივალენტური შემოწმების საშუალებით.

8. მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის შემოწმება შესაძლოა განხორციელდეს საამწყობრო ნაწილის მოწყობილობაში ინკორპორირების, მისი აწყობის ან მოწყობილობის მონტაჟის შემდგომ, თუკი  შესაბამისობის შემფასებელი პირი აღნიშნულს ჩათვლის საჭიროდ.

9. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია განხორციელებულ გამოცდებსა და შემოწმებებზე დაყრდნობით გასცეს შესასაბამისობის სერტიფიკატი და თითოეულ დამტკიცებულ მოწყობილობაზე ან საამწყობრო ნაწილზე თავად დაიტანოს საკუთარი საიდენტიფიკაციო ნომერი ან უზრუნველყოს, საკუთარი პასუხისმგებლობით მისი დატანა.

10. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს შესაბამისობის სერტიფიკატი, მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსების შემდგომ 10 წლის განმავლობაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის წარსადგენად.

11. მწარმოებელმა თითოეულ ინდივიდუალურ მოწყობილობაზე ან საამწყობრო ნაწილზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამნეტის სათანადო მოთხოვნებს, უნდა დაიტანოს ამ მოდულის მე-7-მე-10 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ ამ უკანასკნელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

12. მწარმოებელი ვალდებულია წერილობით შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის თითოეული ტიპისთვის და უზრუნველყოს მისი შენახვა სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად, მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ტიპი, რომლისთვისაც შედგენილ იქნა დეკლარაცია.

13. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარედგინოს შესაბამის ორგანოებს.

14. ამ მოდულის მე-2-მე-5 და მე-11-მე-13  პუნქტებით განსაზღვრული მწარმოებლის ვალდებულებები, მის მაგივრად და მისივე პასუხისმგებობის ქვეშ შესაძლოა შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, თუ აღნიშნული ცალსახად გათვალისწინებულია ამ უკანასკნელის უფლებამოსილების მიმნიჭებელ დოკუმენტში.

    დანართი III

წარწერები

 

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ ნიშანდებასთან ერთად მოწყობილობაზე ან მის მონაცემთა ფირფიტაზე დატანილ უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მწარმოებლის სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი;

ბ) მოწყობილობის ტიპი, პარტიის ან სერიის ნომერი ან მოწყობილობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო სხვა მონაცემები;

გ)  შესაბამის შემთხვევებში გამოყენებული ელექტრული კვების ტიპი;

დ) მოწყობილობის კატეგორიის ნიშანდება;

ე) მიწოდების ნომინალური წნევა, რომელიც გამოიყენება მოწყობილობაში;

ვ) მოწყობილობის ბუნებიდან გამომდინარე, მისი სწორად დამონტაჟების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ინფორმაცია.

2. საამწყობრო ნაწილის მონაცემთა ფირფიტა საჭიროების შემთხვევაში უნდა მოიცავდეს პირველ პუნქტში მითითებულ ინფორმაციას.

დანართი IV

 

შესაბამისობის დეკლარაცია N...

 

1. მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის/მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის მოდელის (პროდუქტი, ტიპი, პარტიის ან სერიის ნომერი):

2. მწარმოებლის, შესაბამის შემთხვევებში კი მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელი და მისამართი:

3. ეს შესაბამისობის დეკლარაცია გაცემულია მხოლოდ მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ:

4. დეკლარაციის საგანი (მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის იდენტიფიცირებისთვის და მიკვლევადობისთვის საჭირო მონაცემები; როდესაც მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის იდენტიფიცირებისთვის და მიკვლევადობისთვის აუცილებელია, შესაძლოა დართულ იქნეს სურათი) მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის აღწერა.

5. ამ შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული დეკლარაციის საგანი შესაბამისობაშია ახალი მიდგომის სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან:

6. სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოქვეყნებულ სტანდარტებსა ან სხვა ტექნიკურ სპეციაფიკაციებზე მითითება, რომელთა შესაბამისობაც იქნა დეკლარირებული:

7. შესაბამისობის შემფასებელი პირი ...(სახელი და ნომერი) განახორციელა... (განხორციელებული საქმიანობის აღწერა) და გასცა სერტიფიკატი(ები)…(დეტალები, მათ შორის თარიღი, და შესაბამის შემთხვევაში სერტიფიკატის ვადის და პირობების ვალიდურობის შესახებ ინფორმაცია).

8. საამწყობრო ნაწილის  შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს მათი შეერთება მოწყობილობაში ან მათი ცალკე აწყობა მოწყობილობის ფუნქციონირებისთვის, რათა დაკმაყოფილდეს საბოლოო პროდუქტის სახით არსებული საამწყობრო ნაწილისთვის განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნები.

9. დამატებითი ინფორმაცია:

ხელმოწერილია ვის მიერ და ვის ნაცვლად: ...

(გამოცემის თარიღი და ადგილი):

(სახელი, ფუნქცია) (ხელმოწერა):