პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021792
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
83
06/02/2020
ვებგვერდი, 10/02/2020
300160070.10.003.021792
პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/02/2020 - 24/12/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №83

2020 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) „პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ.“.
მუხლი 2
სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას.
მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას ასევე უზრუნველყოფს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.
მუხლი 5
1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესაბამისობა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები აღნიშნული პროდუქტის შესაბამისობაში მოსაყვანად.

2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.

მუხლი 6
1. იმპორტის გზით პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი დადასტურებული „პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.

3. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.

4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს  პროდუქტი ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

6. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

7. სააგენტო უფლებამოსილია, „პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტური კონტროლი.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო   კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.

9. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 7
2021 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროებმა უზრუნველყონ ერთობლივი ნორმატიული აქტის – რეგლამენტით დადგენილი პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცება.
მუხლი 8
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ დადგენილების მე-5 მუხლი ძალაშია 2021 წლის 1 იანვრამდე.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ტექნიკური რეგლამენტი – პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე (შემდგომში – პროდუქტი):

ა) პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოყენებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები და დამცავი სისტემები;

ბ) დამცავი სისტემები, მაკონტროლებელი მოწყობილობები და მარეგულირებელი მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია პოტენციურად ფეთქებადსაშიში გარემოს ფარგლებს გარეთ გამოყენებისთვის, მაგრამ აუცილებელია ან ხელს უწყობს მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირებას, აფეთქების რისკების შემცირების კუთხით;

გ) კომპონენტები, რომლებიც გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოწყობილობებსა და დამცავ სისტემებში ინტეგრირებისათვის.

2. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) სამედიცინო მოწყობილობებზე, რომლებიც განკუთვნილია სამედიცინო გარემოში გამოყენებისთვის;

ბ) მოწყობილობებზე და დამცავ სისტემებზე, რომელთათვისაც აფეთქების რისკი წარმოიშობა მხოლოდ ფეთქებადი ნივთიერებების ან არასტაბილური ქიმიური ნივთიერებების არსებობის გამო;

გ) მოწყობილობებზე, რომლებიც განკუთვნილია საცხოვრებელ და არაკომერციულ გარემოში გამოყენებისთვის, სადაც ფეთქებადსაშიში გარემო შეიძლება შეიქმნას იშვიათად, მხოლოდ საწვავი აირის შემთხვევითი გაჟონვის შედეგად;

დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

ე) საზღვაო ხომალდებსა და საზღვაო მოძრავ პლატფორმებზე, ასეთ ხომალდებსა და პლატფორმებზე განთავსებული მოწყობილობების ჩათვლით;

ვ) სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც განკუთვნილია პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოყენებისათვის;

ზ) შეიარაღებაზე, სამხედრო აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალაზე.

3. სავაჭრო გამოფენებსა და სადემონსტრაციო ადგილებში დასაშვებია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქტის გამოფენა, იმ პირობით, რომ პროდუქტზე დატანილი იქნება თვალსაჩინო ნიშანი, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს და რომ არ მოხდება მისი ბაზარზე განთავსება, სანამ არ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამ მოთხოვნებთან. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მიღებულ იქნეს უსაფრთხოების ზომები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოწყობილობები – მანქანა-დანადგარები, აპარატურა, ფიქსირებული ან მოძრავი ხელსაწყოები, მათი მართვის სისტემების კომპონენტები და საკონტროლო-საზომი მოწყობილობები, ასევე გამოვლენის ან თავიდან აცილების სისტემები, რომლებიც, ცალკე ან ერთობლივად, განკუთვნილია მასალის გამომუშავებისთვის, გადაცემისთვის, შენახვისთვის, გაზომვისთვის, ენერგიის კონტროლისთვის და გარდაქმნისთვის ან/და გადამუშავებისათვის და რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ აფეთქება მათი საკუთარი პოტენციური აალების წყაროების გამო;

ბ) დამცავი სისტემები – ხელსაწყოები (მოწყობილობის კომპონენტების გარდა), რომლებიც განკუთვნილია აფეთქების საწყის სტადიაზე დაუყოვნებლივი შეჩერებისთვის ან/და აფეთქების ალების და წნევის ეფექტური დიაპაზონის შეზღუდვისთვის და რომლებიც ბაზარზე განთავსებულია დამოუკიდებლად ავტონომიური სისტემების სახით გამოყენების მიზნით;

გ) კომპონენტები – მოწყობილობის ნებისმიერი დეტალი, რომელიც აუცილებელია მოწყობილობისა და დამცავი სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის და არ ფუნქციონირებს დამოუკიდებლად;

დ) ფეთქებადსაშიში გარემო – ჰაერისა და აირის, ორთქლის, ნისლის ან მტვრის სახით არსებული აალებადი ნივთიერებების ნაზავი, რომელიც შესაბამის ატმოსფერულ პირობებში იწვევს აალებას, რის შემდეგაც წვა ვრცელდება მთელ არსებულ ნაზავზე;

ე) პოტენციურად ფეთქებადსაშიში გარემო – გარემო, რომელიც შეიძლება გახდეს ფეთქებადსაშიში ადგილობრივი და საექსპლუატაციო პირობების გამო;

ვ) „მოწყობილობების I ჯგუფი“ – მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია მაღაროების მიწისქვეშა სივრცეებში და ისეთ ზედაპირულ ნაწილებში გამოყენებისათვის, რომლებსაც შეიძლება საფრთხე შეექმნას მაღაროს აირის ან/და აალებადი მტვრისგან. მოწყობილობების I ჯგუფი მოიცავს ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში აღნიშნულ მოწყობილობების M1 და M2 კატეგორიებს;

ზ) „მოწყობილობის II ჯგუფი“ – მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია ისეთ ადგილებში გამოყენებისთვის, რომლებსაც შეიძლება საფრთხე შეექმნას ფეთქებადსაშიში გარემოს ზემოქმედების შედეგად. მოწყობილობების II ჯგუფი მოიცავს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში აღნიშნულ მოწყობილობების პირველ, მე-2 და მე-3 კატეგორიებს;

თ) მოწყობილობის კატეგორია – მოწყობილობების კლასიფიკაცია ტექნიკური რეგლამენტის I დანართში განსაზღვრული აღჭურვილობის თითოეული ჯგუფის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს დაცვის მოთხოვნილ დონეს;

ი) გამოყენების დანიშნულებამწარმოებლის მიერ განსაზღვრული პროდუქტის გამოყენების დანიშნულება, რომელიც გამოიხატება მოწყობილობის კონკრეტულ მოწყობილობის ჯგუფისთვის და კატეგორიისთვის მიკუთვნებით ან მოწყობილობის, კომპონენტის ან დამცავის სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის მიწოდებით;

კ) მწარმოებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამზადებს პროდუქტს, ან პირი, რომელიც ამზადებინებს და თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით რეალიზებას უწევს ან თავად იყენებს აღნიშნულ პროდუქტს;

ლ) ავტორიზებული წარმომადგენელი – საქართველოში დარეგისტრირებული, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს მისი სახელით სპეციალური დავალებების შესასრულებლად;

მ) იმპორტიორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქტს სხვა ქვეყნიდან საქართველოს ბაზარზე განთავსებას;

ნ) დისტრიბუტორი – პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მწარმოებელს და იმპორტიორს და რომელიც ხელმისაწვდომს ხდის პროდუქტს ბაზარზე;

ო) ტექნიკური სპეციფიკაცია – დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებიც პროდუქტმა უნდა დააკმაყოფილოს;

პ) ინფორმაციის წყაროები – საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანო ან/და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო, ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონალური სისტემები, მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციები, უშუალოდ მომხმარებელი, ეკონომიკური ოპერატორი.

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით (შემდგომში – კოდექსი) გათვალისწინებული ტერმინთა განმარტებები.

მუხლი 3. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები

პროდუქტები, რომლებზეც ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება, მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას შესაბამისი უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართში განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან.

 

თავი II. ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებები

მუხლი 4. მწარმოებლის ვალდებულებები

1. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტების ბაზარზე განთავსებამდე ან პირადი საჭიროებისათვის მოხმარებამდე უზრუნველყოს პროდუქტის იმგვარი დაპროექტება და წარმოება, რომ იგი შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.

2. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის III-IX დანართებით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და განახორციელოს ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურები. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროცედურების შედეგად დადგინდება პროდუქტის, გარდა კომპონენტებისა, შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია.

ა) იმ შემთხვევაში, თუ კომპონენტის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან დადგენილია შესაბამისი შესაბამისობის შეფასების პროცედურის საფუძველზე, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის წერილობითი მოწმობა;

ბ) მწარმოებელი ვალდებულია თითოეულ პროდუქტს დაურთოს შესაბამისობის დეკლარაციის ან შესაბამის შემთხვევებში შესაბამისობის მოწმობის ასლი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთი კონკრეტული მომხმარებლისათვის ხორციელდება ერთი სახის პროდუქტების მიწოდება, პროდუქტის პარტიას შესაძლებელია დაერთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტების ერთი ასლი.

3. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაცია ან შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის მოწმობა შეინახოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

4. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტების სერიული წარმოებისას დანერგოს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა პროდუქტი აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაძლებლობის ფარგლებში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პროდუქტის დიზაინი ან მახასიათებლების ცვლილებები, ასევე იმ სტანდარტებში ან სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა მიმართ პროდუქტის შესაბამისობა იქნა დეკლარირებული. მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის მიერ გამოწვეული რისკებიდან გამომდინარე, მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშის გამოცდა, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში შეინახოს საჩივრები და ინფორმაცია შეუსაბამო პროდუქტებისა და მათი გამოთხოვის შესახებ და ამგვარი მონიტორინგის შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.

5. მწარმოებელი ვალდებულია, მის მიერ ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე დაიტანოს შესაბამისი ტიპის, პარტიის ან სერიის ნომერი ან პროდუქტის იდენტიფიცირებისათვის საჭირო სხვა ნიშანი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება პროდუქტის ზომის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, ამ პუნქტში მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში.

6. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე, გარდა კომპონენტებისა, დაიტანოს აფეთქების საშიშროებასთან დაკავშირებული სპეციალური ნიშანდება, ხოლო შესაბამის შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის II თავის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ნიშანდება და ინფორმაცია.

7. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში, მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. ამ პუნქტში მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

8. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტს დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. აღნიშნული ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე ნებისმიერი სახის ნიშანდება უნდა იყოს მკაფიო, გარჩევადი და გასაგები.

9. მწარმოებელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაჩეროს პროდუქტის რეალიზაცია, ასევე, მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და აუცილებლობის შემთხვევებში, პროდუქტი გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი შეიცავს რისკს, მწარმოებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს შესაბამისი დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, შეუსაბამობებისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.

10. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელიც ადასტურებს პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას. მწარმოებელი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული რისკების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 5. ავტორიზებული წარმომადგენლის ვალდებულებები

1. მწარმოებელი უფლებამოსილია წერილობითი მინდობილობის საფუძველზე დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენელი, რომელსაც ექნება მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის უფლებამოსილებისა.

2. მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ წარმომადგენელს უნდა შეეძლოს შეასრულოს სულ მცირე შემდეგი:

ა) შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია ან შესაბამის შემთხვევებში შესაბამისობის მოწმობა და ტექნიკური დოკუმენტაცია პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;

ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია პროდუქტის შესაბამისობის თაობაზე;

გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა გატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტით გამოწვეული რისკების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 6. იმპორტიორის ვალდებულებები

1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისი პროდუქტები.

2. იმპორტიორი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ განხორციელებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა, შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, პროდუქტზე დატანილია ნიშანდება, თან ახლავს შესაბამისობის დეკლარაცია ან შესაბამის შემთხვევებში შესაბამისობის მოწმობა და საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო სხვა დოკუმენტაცია, ასევე მწარმოებელი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტიორს აქვს ეჭვის საფუძელი, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, იგი ვალდებულია არ განათავსოს პროდუქტი ბაზარზე ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანამდე. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

3. იმპორტიორი ვალდებულია პროდუქტზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში, მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

4. იმპორტიორი ვალდებულია პროდუქტს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

5. იმპორტიორი ვალდებულია პროდუქტის მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ხელყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.

6. შესაბამის შემთხვევებში, პროდუქტის მიერ შექმნილ რისკებთან მიმართებაში მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმპორტიორი ვალდებულია განახორციელოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის, ნიმუშების გამოცდა, ასევე გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს რეესტრი საჩივრების, შეუსაბამო პროდუქტებისა და მათი გამოთხოვის შესახებ და დისტრიბუტორებს აცნობოს ნებისმიერი მსგავსი ტიპის მონიტორინგის შედეგების თაობაზე.

7. იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას, ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაჩეროს პროდუქტის რეალიზაცია და მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში პროდუქტი გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი შეიცავს რისკს იმპორტიორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, შეუსაბამობებისა და გატარებული ზომის შესახებ.

8. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად, შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია ან შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის მოწმობა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია.

9. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჭირო ყველა აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. იმპორტიორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიმართულია პროდუქტით გამოწვეული რისკების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 7. დისტრიბუტორის ვალდებულებები

1. დისტრიბუტორი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. დისტრიბუტორი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ პროდუქტზე დატანილია შესაბამისი ნიშანდება, პროდუქტს თან ახლავს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი შესაბამისობის დეკლარაცია ან შესაბამის შემთხვევებში, შესაბამისობის მოწმობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია, ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებდნენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. დისტრიბუტორი ვალდებულია არ განათავსოს პროდუქი ბაზარზე, თუ თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს მანამ, სანამ პროდუქტი შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ პროდუქტი ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს, იმპორტიორს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

 4. დისტრიბუტორი ვალდებულია პროდუქტის მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ხელყოფს პროდუქტის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან.

5. დისტრიბუტორი, რომელიც თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია შეაჩეროს პროდუქტის რეალიზაცია და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევებში პროდუქტი გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, შეუსაბამობებისა და ყველა გატარებული ზომის შესახებ.

6. დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელიც აუცილებელია პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. დისტრიბუტორი, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა გატარებული ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტით გამოწვეული რისკების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 8. მწარმოებლის ვალდებულებების გავრცელება იმპორტიორსა და დისტრიბუტორზე

იმპორტიორი და დისტრიბუტორი ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ჩაითვლება მწარმოებლად და მათზე გავრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მწარმოებლის ვალდებულებები, იმ შემთხვევებში, როდესაც მათ მიერ პროდუქტი ბაზარზე განთავსდება საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ან განხორციელდა ბაზარზე განთავსებული პროდუქტის იმგვარი გადაკეთება, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

მუხლი 9. ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია

1. შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მიაწოდა მას პროდუქტი;

ბ) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც თვითონ მიაწოდა პროდუქტი.

2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია პროდუქტის მისთვის მიწოდებიდან ან მის მიერ სხვა პირისათვის მიწოდებიდან 10 წლის განმავლობაში წარუდგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

 

თავი III. პროდუქტების შესაბამისობა

მუხლი 10. შესაბამისობის პრეზუმფცია

პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტებით ან მათი ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მიიჩნევა, რომ ასევე შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრულ ჯანმრთელოებისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც ფარავს აღნიშნული სტანდარტები ან მათი ნაწილები.

მუხლი 11. შესაბამისობის შეფასების პროცედურები

1. მოწყობილობების, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტში აღნიშნული დამცავი სისტემების შესაბამისობის შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი პროცედურები:

ა) მოწყობილობის I და II ჯგუფის, „M1“ და „1“ კატეგორიებისათვის – ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით განსაზღვრული პროდუქტის ტიპის გამოცდასთან ერთად ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურა;

ა.ა) ტიპთან შესაბამისობა, რომელიც დაფუძნებულია ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებულ წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურაზე.

ა.ბ) ტიპთან შესაბამისობა, რომელიც დაფუძნებულია ტექნიკური რეგლამენტის V დანართით გათვალისწინებული პროდუქტის ვერიფიკაციის პროცედურაზე;

ბ) მოწყობილობის I და II ჯგუფის, „M2“ და „2“ კატეგორიისათვის:

ბ.ა) ამ ჯგუფებსა და კატეგორიებს მიკუთვნებული შიდა წვის ძრავებისა და ელქტრონული მოწყობილობებისათვის – ტექნიკური რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული ტიპის გამოცდასთან ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურა:

ბ.ა.ა) ტიპთან შესაბამისობა, რომელიც დაფუძნებულია ტექნიკური რეგლამენტის VI დანართით გათვალისწინებულ შიდასაწარმოო კონტროლისა და პროდუქტის საზედამხედველო გამოცდის პროცედურაზე.

ბ.ა.ბ) ტიპთან შესაბამისობა, რომელიც დაფუძნებულია ტექნიკური რეგლამენტის VII დანართით გათვალისწინებულ პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურაზე.

ბ.ბ) ამ ჯგუფებსა და კატეგორიებს მიკუთვნებული სხვა მოწყობილობების შემთხვევაში – ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართით გათვალისწინებული შიდა საწარმოო კონტროლის პროცედურა და ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოებისათვის გადასაცემი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების და გადაცემის პროცედურა. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ დაადასტუროს აღნიშნული დოკუმენტაციის მიღება და შეინახოს ის.

გ) მოწყობილობის II ჯგუფის „3“ კატეგორიისათვის – ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართით გათვალისწინებული შიდა საწარმოო კონტროლის პროცედურა.

დ) მოწყობილობის I და II ჯგუფისათვის – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებულ პროცედურებთან ერთად შესაძლოა გამოყენებული იყოს შესაბამისობის შეფასება, რომელიც დაფუძნებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის IX დანართით გათვალისწინებულ ერთეულის ვერიფიკაციის პროცედურაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „დ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი პროცედურები გამოიყენება ასევე დამცავი სისტემების შესაბამისობის შეფასების მიზნით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პროცედურები, გარდა შესაბამისობის დეკლარაციის შედგენის პროცედურისა, გამოყენებული უნდა იყოს ასევე კომპონენტების შემთხვევაში. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს წერილობითი შესაბამისობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს კომპონენტების შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის დებულებებთან და მიუთითებს მათ მახასიათებლებსა და მოწყობილობაში ან დამცავ სისტემებში მათი ინტეგრირების წესს, მოწყობილობების ან დამცავი სისტემების მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის II თავის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული უსაფრთხოების ასპექტებთან მიმართებით, ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტში მოცემულ შესაბამისობის შეფასების პროცედურებთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ასევე ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართით გათვალისწინებული პროცედურა.

5. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი პროდუქტების (გარდა კომპონენტებისა) ბაზარზე განთავსება და ექსპლუატაციაში გაშვება, რომელთა მიმართ არ არის დაკმაყოფილებული ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები და რომელთა გამოყენება აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.

6. დოკუმენტები და კორესპონდენცია, რომელიც დაკავშირებულია ამ მუხლის 1-ლი-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შესაბამისობის შეფასების პროცედურებთან, უნდა იყოს შედგენილი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე.

მუხლი 12. შესაბამისობის დეკლარაცია

1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა უთითებდეს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის II დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

2. შესაბამისობის დეკლარაციას უნდა ჰქონდეს ტექნიკური რეგლამენტის X დანართში მოცემული სტრუქტურა. დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის III-IX დანართებში მითითებულ შესაბამის შესაბამისობის შეფასების პროცედურების ელემენტებს და უნდა ახლდებოდეს. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა იყოს შედგენილი ან თარგმნილი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე.

3. როდესაც პროდუქტი ხვდება ერთზე მეტი ნორმატიული აქტის რეგულირების ქვეშ, რომელიც მოითხოვს შესაბამისობის დეკლარაციის შედგენას, შესაძლოა შედგენილი იყოს ერთი შესაბამისობის დეკლარაცია ყველა ამ ნორმატიული აქტის შესაბამისად. ეს შესაბამისობის დეკლარაცია უნდა მოიცავდეს იმ ნორმატიული აქტების რეკვიზიტებს, რომელთა შესაბამისად არის შედგენილი.

4. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენით მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

მუხლი 13. ნიშანდების დატანის წესები და პირობები

1. იმ შემთხვევებში, როდესაც შესაბამისობის შემფასებელი ორგანო არის ჩართული წარმოების კონტროლის ფაზაში, პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს აკრედიტებული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი. აკრედიტებული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი პროდუქტზე დატანილი უნდა იქნეს თავად აკრედიტებული ორგანოს ან მისი ინსტრუქციების მიხედვით, მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ.

2. პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს აფეთქებისაგან დაცვის სპეციალური სიმბოლო , მოწყობილობის ჯგუფისა და კატეგორიის აღმნიშვნელი სიმბოლო, და საჭიროების შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის II თავის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული სხვა ნიშანდება ან/და ინფორმაცია.

3. ამ მუხლში გათვალისწინებულ აღნიშვნებთან ერთად პროდუქტზე შესაძლოა ასევე დატანილი იქნეს სხვა ნიშანი, რომელიც მიუთითებს პროდუქტისათვის დამახასიათებელ სპეციალურ რისკს ან პროდუქტის გამოყენების თავისებურებას. პროდუქტები, რომელიც შექმნილია სპეციალური ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოყენებისათვის უნდა იყოს შესაბამისად ნიშანდებული.

მუხლი 14. შესაბამისობის შეფასებაზე უფლებამოსილი პირები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, მესამე დამოუკიდებელი პირის მიერ განსახორციელებელი პროდუქტის შესაბამისობის შეფასების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებს, რომლებიც ამ მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი).

მუხლი 15. აკრედიტაციის ცენტრი

აკრედიტაციის ცენტრი ვალდებულია შეიმუშაოს და განახორციელოს ამ რეგლამენტის მიზნებისათვის ტიპის გამოცდის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების შეფასებისა და აკრედიტაციისთვის აუცილებელი პროცედურები.

 

თავი IV

მუხლი 16. რისკის შემცველ პროდუქტთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ დადგენილებით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამ დადგენილებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით.

2. თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ამ ტექნიკურ რეგლამენტის მოქმედების სფეროში შემავალი პროდუქტი ქმნის რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, იგი ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის შეფასება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ყველა სათანადო მოთხოვნასთან მიმართებით. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებთან. თუ შეფასებისას ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო აღმოაჩენს, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალიწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები და ამის შესახებ აცნობოს სათანადო შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს.

4. თუ შეფასებისას ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო აღმოაჩენს, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალიწინებულ მოთხოვნებს, ის უფლებამოსილია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის აკრედიტაციის ორგანოს.

მუხლი 17. დოკუმენტური შეუსაბამობა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, ქვემოთ მოცემული ერთ-ერთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში:

ა) პროდუქტზე ნიშანდება დატანილი იქნა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ან/და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის მოთხოვნების დარღვევით;

ბ) ნიშანდება არ იქნა დატანილი იმ პროდუქტზე, რომელზეც ნიშანდების დატანა არის სავალდებულო;

გ) აფეთქებისაგან დაცვის სპეციალური ნიშანი, აღჭურვილობის ჯგუფისა და კატეგორიის სიმბოლოები, საჭიროების შემთხვევაში სხვა ნიშანი და ინფორმაცია დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის II თავის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით;

დ) იმ შემთხვევებში, როდესაც აკრედიტებული ორგანო არის ჩართული წარმოების კონტროლის ფაზაში, პროდუქტზე აკრედიტებული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი არ არის დატანილი ან დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის დარღვევით;

ე) პროდუქტს არ ახლავს შესაბამისობის დეკლარაცია ან შესაბამის შემთხვევებში შესაბამისობის მოწმობა;

ვ) შესაბამისობის დეკლარაცია ან შესაბამის შემთხვევებში შესაბამისობის მოწმობა არ არის შედგენილი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;

ზ) პროდუქტის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ან არასრულყოფილია;

თ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტსა ან/და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტებში მითითებული ინფორმაცია არ არსებობს, მცდარია ან არასრულია;

ი) დარღვეულია ტექნიკური რეგლამენტის მე-4 ან/და მე-7 მუხლების სხვა მოთხოვნა.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობა არ იქნა აღმოფხვრილი, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია გაატაროს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ზომა.

 

 

დანართი I

 

მოწყობილობების ჯგუფების კატეგორიებად კლასიფიკაციის განმსაზღვრელი კრიტერიუმები

მუხლი 1. მოწყობილობების ჯგუფი I მოწყობილობების კატეგორია M1

1. მოწყობილობების კატეგორია M1 მოიცავს მოწყობილობებს, რომლებიც შექმნილია და შესაბამის შემთხვევაში აღჭურვილია დაცვის დამატებითი სპეციალური საშუალებებით, ისე რომ შეუძლია ფუნქციონირება მწარმოებლის მიერ დადგენილი საოპერაციო პარამეტრების შესაბამისად და უზრუნველყოფენ დაცვის ძალიან მაღალ დონეს.

2. ამ კატეგორიის მოწყობილობები განკუთვნილია მაღაროების მიწისქვეშა მონაკვეთებში გამოყენებისთვის, ასევე მაღაროების იმ მიწისზედა ნაწილებში გამოყენებისთვის, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ მაღაროს აირისგან ან/და აალებადი მტვრისაგან.

3. ამ კატეგორიის მოწყობილობებმა ფუნქციონირება უნდა შეძლოს ფეთქებადსაშიშ გარემოში მოწყობილობებთან დაკავშირებული იშვიათი ინციდენტების შემთხვევაშიც კი. ისინი უნდა იყოს აღჭურვილი დაცვის შემდეგი საშუალებებით:

ა) დაცვის ერთი საშუალების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, სულ მცირე, მეორე დამოუკიდებელი საშუალება უნდა უზრუნველყოფდეს დაცვის სათანადო დონეს; ან

ბ) დაცვის სათანადო დონე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი გაუმართაობის შემთხვევაში.

4. ამ კატეგორიის მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის III თავის მე-9 მუხლის დამატებით მოთხოვნებს.

მუხლი 2. მოწყობილობების ჯგუფი I მოწყობილობების კატეგორია M2

1. მოწყობილობების კატეგორია M2 მოიცავს მოწყობილობებს, რომლებიც შექმნილია ისე, რომ შეუძლიათ ფუნქციონირება მწარმოებლის მიერ დადგენილი საოპერაციო პარამეტრების შესაბამისად და უზრუნველყოფენ დაცვის მაღალ დონეს.

2. ამ კატეგორიის მოწყობილობები განკუთვნილია მაღაროების მიწისქვეშა მონაკვეთებში გამოყენებისთვის, ასევე მაღაროების იმ მიწისზედა ნაწილებში, რომლებსაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს მაღაროს აირისგან ან/და აალებადი მტვრისაგან.

3. ფეთქებადსაშიში გარემოს შემთხვევაში უნდა მოხდეს აღნიშნული მოწყობილობის ელექტროენერგიის წყაროდან გამორთვა.

4. დაცვის საშუალებები, რომლებიც დაკავშირებულია ამ კატეგორიის მოწყობილობებთან, უნდა უზრუნველყოფდეს დაცვის სათანადო დონეს ჩვეული მუშაობის დროს, ასევე უფრო რთულ საოპერაციო პირობებში, კერძოდ, რომლებიც გამოწვეულია უხეში სამუშაო პირობების და გარემოს ცვალებადი პირობების ზემოქმედების შედეგად.

5. ამ კატეგორიის მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის III თავის მე-10 მუხლში აღნიშნულ დამატებით მოთხოვნებს.

მუხლი 3. მოწყობილობების ჯგუფი II მოწყობილობების კატეგორია 1

1. მოწყობილობების კატეგორია 1 მოიცავს მოწყობილობებს, რომლებიც შექმნილია ისე, რომ შეუძლია ფუნქციონირება მწარმოებლის მიერ დადგენილი საოპერაციო პარამეტრების შესაბამისად და უზრუნველყოფს დაცვის ძალიან მაღალ დონეს.

2. ამ კატეგორიის მოწყობილობები განკუთვნილია ისეთ ადგილებში გამოყენებისთვის, სადაც მუდმივად, ხანგრძლივად ან ხშირად არის ფეთქებადსაშიში გარემო, რომელიც გამოწვეულია ჰაერისა და გაზის, ორთქლისა და ნისლის ან ჰაერი/მტვრის ნაზავით.

3. ამ კატეგორიის მოწყობილობები უნდა უზრუნველყოფდნენ დაცვის აუცილებელ დონეს მოწყობილობასთან დაკავშირებული იშვიათი ინციდენტების შემთხვევაშიც კი. ისინი უნდა იყოს აღჭურვილი დაცვის შემდეგი საშუალებებით:

ა) დაცვის ერთი საშუალების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, სულ მცირე მეორე დამოუკიდებელი საშუალება უნდა უზრუნველყოფდეს დაცვის სათანადო დონეს; ან

ბ) დაცვის სათანადო დონე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი გაუმართაობის შემთხვევაში.

4. ამ კატეგორიის მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის III თავის მე-11 მუხლში აღნიშნულ დამატებით მოთხოვნებს.

მუხლი 4. მოწყობილობების ჯგუფი II მოწყობილობების კატეგორია 2

1. მოწყობილობების კატეგორია 2 მოიცავს მოწყობილობებს, რომლებიც შექმნილია ისე, რომ შეუძლია ფუნქციონირება მწარმოებლის მიერ დადგენილი საოპერაციო პარამეტრების შესაბამისად და უზრუნველყოფს დაცვის მაღალ დონეს.

2. ამ კატეგორიის მოწყობილობები განკუთვნილია ისეთ ადგილებში გამოყენებისთვის, სადაც ფეთქებადსაშიში გარემო წარმოიქმნება იშვიათად და რომელიც გამოწვეულია აირების, ორთქლის, ნისლის ან ჰაერის/მტვრის ნაზავით.

3. ამ კატეგორიის მოწყობილობებთან დაკავშირებული დაცვის საშუალებებმა უნდა უზრუნველყონ დაცვის სათანადო დონე გავრცელებული შეფერხებების ან მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის ისეთ შემთხვევაში, რომელთა წინასწარ გათვალისწინება შესაძლებელია.

4. ამ კატეგორიის მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის III თავის მე-12 აღნიშნულ დამატებით მოთხოვნებს.

მუხლი 5. მოწყობილობების ჯგუფი II მოწყობილობების კატეგორია 3

1.მოწყობილობების კატეგორია 3 მოიცავს მოწყობილობებს, რომლებიც შექმნილია ისე, რომ შეუძლია ფუნქციონირება მწარმოებლის მიერ დადგენილი საოპერაციო პარამეტრების შესაბამისად და უზრუნველყოფს დაცვის ნორმალურ დონეს.

2. ამ კატეგორიის მოწყობილობები განკუთვნილია ისეთ ადგილებში გამოყენებისთვის, სადაც ნაკლებია ფეთქებადსაშიში გარემოს წარმოქმნის ალბათობა, რომელიც გამოწვეულია აირების, ორთქლის, ნისლის ან ჰაერის/მტვრის ნაზავით. ან თუ წარმოქმნება ასეთი გარემო მხოლოდ იშვიათად და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

3. ამ კატეგორიის მოწყობილობები უნდა უზრუნველყოფდეს დაცვის სათანადო დონეს ჩვეული ექსპლუატაციის პირობებში.

4. ამ კატეგორიის მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის III თავის მე-13 მუხლში აღნიშნულ დამატებით მოთხოვნებს.

 

 

დანართი II

პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოყენებისთვის განკუთვნილი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების დიზაინთან და შექმნასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები

 

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი პრინციპები

1. ტექნოლოგიური ცოდნა, რომელიც სწრაფად იცვლება, შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათვალისწინებული და გამოყენებული.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ მოწყობილობებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები მიემართება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი აუცილებელია ამ მოწყობილობების უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისათვის აფეთქების რისკებთან მიმართებით.

 

თავი II. მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების მოთხოვნები

მუხლი 2. ზოგადი მოთხოვნები

1. ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოყენებისათვის გამიზნული მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების დამზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ფეთქებადსაშიშ გარემოში მათი გამოყენების ინტეგრირებული უსაფრთხოება.

2. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ზომები:

ა) თავად მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების მიერ ფეთქებადსაშიში გარემოს წარმოქმნა ან/და გამოყოფის თავიდან ასაცილებლად;

ბ) ფეთქებადსაშიშ გარემოში აალების თავიდან ასაცილებლად, აალების გამომწვევი თითოეული ელექტრული და არაელექტრული აალების წყაროს თავისებურებების გათვალისწინებით;

გ) მოწყობილობის ან დამცავი სისტემების ექსპლუატაციის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად ან/და აფეთქების ალებისა და წნევის გავრცელება უსაფრთხოების საკმარის დონემდე შეზღუდვისათვის, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას, ან კანონმდებლობით დაცულ სხვა ღირებულებას.

3. მოწყობილობები და დამცავი სისტემები უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს შესაძლო საექსპლუატაციო ნაკლოვანებების სათანადო ანალიზის შემდეგ სახიფათო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით. დამზადებისა და დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გონივრულობის ფარგლებში ნებისმიერი მოსალოდნელი არასწორი გამოყენება.

4. მოწყობილობები და დამცავი სისტემები, რომლებიც ექვემდებარება შემოწმებისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალურ პირობებს, უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს ასეთი პირობების გათვალისწინებით.

5. მოწყობილობები და დამცავი სისტემები უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ გაუძლოს გარემოს ფაქტობრივ ან მოსალოდნელ გარემო პირობებს.

6. ყველა მოწყობილობა და დამცავი სისტემა უნდა იყოს ნიშანდებული მკაფიოდ და წაუშლელად და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) მწარმოებლის დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი;

ბ) სერიის ან ტიპის აღნიშვნა;

გ) არსებობის შემთხვევაში პროდუქტის სერიის ან პარტიის ნომერი;

დ) დამზადების წელი;

ე) აფეთქებისგან დაცვის სპეციფიკური ნიშანდება , მოწყობილობის ჯგუფისა და კატეგორიის სიმბოლოსთან ერთად,

ვ) მოწყობილობების II ჯგუფისთვის, ასო „G“ (გაზებით, ორთქლით ან ნისლით გამოწვეულ ფეთქებადსაშიშ გარემოსთან დაკავშირებით), ან/და

ზ) ასო „D“ (მტვრით გამოწვეულ ფეთქებადსაშიშ გარემოსთან დაკავშირებით).

თ) აუცილებლობის შემთხვევებში, უსაფრთხო გამოყენებისათვის აუცილებელი ინფორმაციის შემცველი ნიშანდება.

7. ყველა მოწყობილობასა და დამცავ სისტემას უნდა დაერთოს ინსტრუქცია, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ყველა იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომლითაც მოწყობილობა ან დამცავი სისტემა არის ნიშანდებული, გარდა სერიული ნომრისა (იხილეთ ამ მუხლის მე-6 პუქნტი), აგრეთვე ნებისმიერ შესაბამის დამატებით ინფორმაციას, რომელიც გაამარტივებს ტექნიკურ მომსახურებას (მაგალითად, შემკეთებლის მისამართი და ა.შ.);

ბ) ინსტრუქციებს ექსპლუატაციაში უსაფრთხო გაშვების, უსაფრთხო გამოყენების, უსაფრთხო აწყობა და დაშლის, უსაფრთხო ტექნიკური მომსახურების (მომსახურება და ავარიული რემონტი), უსაფრთხო მონტაჟის, უსაფრთხო რეგულირებისათვის;

გ) საჭიროების შემთხვევაში, წნევის შემამცირებელი (წნევის გამოსაშვები) მოწყობილობების წინ არსებული საშიში ზონების შესახებ მითითებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, პერსონალის მომზადების ინსტრუქციებს;

ე) კონკრეტული კატეგორიის მოწყობილობის ერთეულის ან დამცავი სისტემის უსაფრთხოდ გამოყენების პირობებს წინასწარგანსაზღვრულ გარემოში და მოსალოდნელ სამუშაო პირობებში;

ვ) ელექტრული და წნევის პარამეტრებს, ზედაპირის მაქსიმალურ ტემპერატურასა და სხვა ზღვრულ ნორმებს;

ზ) შესაბამის შემთხვევაში, ექსპლუატაციის სპეციალური რეჟიმის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას შესაძლო არასწორი გამოყენების შესახებ, რომელიც ეყრდნობა შესაბამის გამოცდილებას.

თ) საჭიროების შემთხვევაში, იმ ინსტრუმენტების ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც შეიძლება მოერგოს მოწყობილობას ან დამცავ სისტემას;

ი) ნახაზებსა და დიაგრამებს, რომლებიც საჭიროა ექსპლუატაციის გაშვების, ტექნიკური მომსახურების, ინსპექტირების, სწორი ფუნქციონირების შემოწმებისა და შესაბამის შემთხვევაში მოწყობილობის ან დამცავი სისტემის შეკეთების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ყველა სასარგებლო ინსტრუქციას.

8. მასალა, რომელშიც მოცემულია აღჭურვილობის ან დამცავის სიტემის აღწერილობა არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებთან.

მუხლი 3. მასალების შერჩევა

1. მასალა, რომელიც გამოიყენება მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების დასამზადებლად, არ უნდა იწვევდეს აფეთქებას, შესაძლო საოპერაციო დატვირთვის გათვალისწინებით.

2. აფეთქებისგან თავის დაცვის უზრუნველსაყოფად მწარმოებლის მიერ განსაზღვრული საოპერაციო პირობების ფარგლებში, ფეთქებადსაშიშ გარემოს შემადგენელ ელემენტებსა და გამოყენებულ მასალებს შორის არ უნდა იყოს შესაძლებელი რეაქციის წარმოშობა.

3. მასალა უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ მისი თვისებების პროგნოზირებადი ცვლილებები და თავსებადობა სხვა მასალებთან არ იწვევდეს დაცვის ხარისხის შემცირებას. კერძოდ, გასათვალისწინებელია მასალის კოროზია და ცვეთა-მედეგობა, ელექტროგამტარობა, მექანიკური სიმტკიცე, ხანგამძლეობა და ტემპერატურის ცვლილებების ეფექტი.

მუხლი 4. დიზაინი (პროექტი) და კონსტრუქცია

1. დაცვის სისტემები დაპროექტებული და დამზადებული უნდა იყოს აფეთქებისგან დაცვის სფეროში არსებული ტექნოლოგიური ცოდნის გათვალისწინებით, რათა შესაძლებელი იყოს მათი უსაფრთხო გამოყენება სავარაუდო ექსპლუატაციის პერიოდში.

2. კომპონენტები, რომლებიც გამიზნულია მოწყობილობებსა და დამცავ სისტემებში ინტეგრირებისათვის ან მათში არსებული შესაბამისი კომპონენტების ჩანაცვლებისათვის, უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული იმგვარად, რომ მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად დამონტაჟების შემთხვევაში, დანიშნულებისამებრ გამოყენებისას ფუნქციონირებდეს უსაფრთხოდ.

3. მოთხოვნები დახურული სტრუქტურებისა და გაჟონვის ასაცილებლად:

ა) მოწყობილობა, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას აალებადი აირები ან მტვერი, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დამზადდეს მხოლოდ დახურული კონსტრუქციული მეთოდით;

ბ) მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია ღიობები ან არაჰერმეტული შეერთებები, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ წარმოქმნილმა გამოთავისუფლებულმა აირებმა ან მტვერმა არ შექმნას ფეთქებადსაშიში გარემო მოწყობილობის გარეთ;

გ) აალებადი მასალებით შევსებისა და დაცლის წერტილები შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დაპროექტდეს და აღიჭურვოს იმგვარად, რომ შეზღუდოს აალებადი მასალების გაჟონვა შევსების ან დაცლის დროს.

4. მოთხოვნები მტვრის დანალექის მიმართ:

ა) ისეთ მოწყობილობები ან/და დამცავი სისტემები, რომლებიც განკუთვნილია მტვრიან ადგილებში გამოყენებისთვის, უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებულ მათ ზედაპირზე დანალექი მტვრის აალება;

ბ) შესაძლებლობის ფრგლებში შემცირებული უნდა იყოს მტვრის დანალექის წარმოქმნა;

გ) მოწყობილობა მტვრისგან უნდა იწმინდებოდეს მარტივად;

დ) მოწყობილობის ნაწილების ზედაპირის ტემპერატურა უნდა იყოს მტვრის დანალექის ხურვების ტემპერატურაზე დაბალი;

ე) გათვალისწინებული უნდა იქნეს მტვრის დანალექის სისქე, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული სითბოს დაგროვება.

5. მოთხოვვნები დაცვის დამატებითი საშუალებების მიმართ:

ა) მოწყობილობები და დამცავი სისტემები, რომლებიც შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეული სახის გარე დატვირთვას, საჭიროების შემთხვევაში, უნდა აღიჭურვოს დაცვის დამატებითი საშუალებებით.

ბ) მოწყობილობამ უნდა გაუძლოს შესაბამის დატვირთვას, ფეთქებადსაშიში გარემოს შექმნის გარეშე.

6. თუ მოწყობილობები ან/და დამცავი სისტემები მოთავსებულია კორპუსში ან დახურულ კონტეინერში, რომელიც თავად წარმოადგენს აფეთქებისგან თავდაცვის ნაწილს, ასეთი კორპუსის ან/და კონტეინერის გაღება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური ინსტრუმენტის მეშვეობით ან სათანადო დამცავი ღონისძიებების გამოყენებით.

7. მოწყობილობები და დამცავი სისტემები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ:

ა) თავიდან იქნეს აცილებული ფიზიკური დაზიანება ან სხვა ზიანი, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით;

ბ) გამოირიცხოს ხელმისაწვდომი ნაწილების ზედაპირის ისეთი ტემპერატურის ან რადიაციის წარმოქმნა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას, გარემოს ან კანონით დაცულ სხვა ღირებულებას;

გ) გამოირიცხოს არაელექტროტექნიკური საფრთხეები, რომლებიც გამოვლინდა წარსული გამოცდილებით;

დ) გამოირიცხოს ზენორმული დატვირთვის მოსალოდნელი პირობებში სახიფათო სიტუაციების წარმოქმნა.

8. მოწყობილობის სახიფათო ზენორმული დატვირთვის თავიდან აცილება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს დაპროექტების ეტაპზე ისეთი ინტეგრირებული საზომი, მარეგულირებელი და საკონტროლო მოწყობილობების მეშვეობით, როგორიცაა ზედენის ჩამრაზები, ტემპერატურის შემზღუდველები, დიფერენციალური წნევის გადამრთველები, ხარჯსაზომები, დაყოვნების რელე, სიჩქარის გადაჭარბების ინდიკატორები ან/და მსგავსი ტიპის საკონტროლო მოწყობილობები.

9. თუ ფეთქებადსაშიში გარემოს აალების გამომწვევი ნაწილები მოთავსებულია დახურულ კორპუსში ან/და კონტეინერში, მიღებული უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ასეთი ფეთქებადი ნარევის შიდა აფეთქების დროს წარმოქმნილი წნევისადმი კორპუსის ან/და კონტეინერის მედეგობასა და კორპუსის გარშემო ფეთქებადსაშიში გარემოსთვის აფეთქების გადაცემის თავიდან აცილებას.

მუხლი 5. აალების პოტენციური წყაროები

1. გამორიცხული უნდა იყოს აალების ისეთი პოტენციური წყაროების წარმოქმნა, როგორიცაა ნაპერწკლები, ალები, ელექტრული რკალები, ზედაპირის მაღალი ტემპერატურები, აკუსტიკური ენერგია, ოპტიკური გამოსხივება, ელექტრომაგნიტური ტალღები და აალების სხვა წყაროები.

2. სათანადო ღონისძიებების მეშვეობით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ელექტროსტატიკური მუხტები, რომლებსაც შეუძლიათ წარმოშვან საშიში განმუხტვები.

3. აუცილებელია თავიდან იქნეს აცილებული მოწყობილობის გამტარ ნაწილებში მოხეტიალე და ელექტროგადინების დენის წარმოქმნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეთქებადსაშიში გარემოს ჩამოყალიბება.

4. მოწყობილობები და დამცავი სისტემები უნდა დაპროექტდნენ იმგვარად, რომ გამოირიცხოს ხახუნით ან/და სხვადასხვა ნაწილის ერთმანეთთან ურთიერთმოქმედებით გამოწვეული გადახურება.

5. მოწყობილობები და დამცავი სისტემები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ მათში ინტეგრირებული საზომი, საკონტროლო და მარეგულირებელი მოწყობილობების მუშაობის შედეგად წარმოქმნილი წნევის კომპენსაცია არ იწვევდეს ისეთ დარტყმით ტალღებს ან/და შეკუმშვებს, რომლებიც წარმოქმნის აალების წყაროს.

მუხლი 6. გარე ზემოქმედებით გამოწვეული რისკები

1. მოწყობილობები და დამცავი სისტემები უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ გარემო პირობების ცვლილების მიუხედავად, მწარმოებლის მიერ დადგენილი ექსპლუატაციის ფარგლებში, ფუნქციონირებდეს უსაფრთხოდ.

2. მოწყობილობის მუშა ნაწილები უნდა შეესაბამებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ მექანიკურ და თერმულ დატვირთვებს და უნდა უძლებდეს არსებული ან მოსალოდნელი აგრესიული ნაერთების ზემოქმედებას.

მუხლი 7. მოთხოვნები უსაფრთხოების მოწყობილობებთან დაკავშირებით

1. უსაფრთხოების მოწყობილობები უნდა ფუნქციონირებდეს საზომი ან/და საკონტროლო მოწყობილობისგან დამოუკიდებლად.

2. უსაფრთხოების მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა, შესაძლებლობების ფარგლებში, გამოვლენილი უნდა იქნეს სწრაფად სათანადო ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, რათა თავიდან იქნეს აცილებული სახიფათო სიტუაციები.

3. ავარიული ჩამრთველი დაუყოვნებლივ უნდა ააქტიურებდეს კონტროლის შესაბამისი მოწყობილობებს პროგრამული უზრუნველყოფის შუალედური ბრძანებისგან დამოუკიდებლად.

4. უსაფრთხოების მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოწყობილობის ან/და დამცავი სისტემების დაცვა.

5. დამცავი სისტემის საავარიო გამორთვის სისტემა უნდა აღიჭურვოს გადატვირთვის ბლოკირების მექანიზმით. ხელახალი ჩართვა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ გადატვირთვის ბლოკირების სისტემის მექანიკური გადაყენების შემდეგ.

6. კონტროლისა და მონიტორინგის მოწყობილობები უნდა დაპროექტდეს ერგონომიული პრინციპების შესაბამისად, რათა თავიდან იქნეს აცილებული აფეთქების რისკი.

7. ფეთქებისგან თავდაცვის საზომი მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი უსაფრთხო ფუნქციონირება მოსალოდნელი ექსპლუატაციის მოთხოვნებისა და გამოყენების სპეციალური პირობების გათვალისწინებით.

8. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს საზომი მოწყობილობების ჩვენების სიზუსტისა და საექსპლუატაციო ვარგისიანობის შემოწმება გაზომვის ფუნქციის გამოყენებით.

9. საზომი მოწყობილობები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ საავარიო სიგნალიზაცია განთავსებული იყოს აფეთქების ან/და აალების არეალისგან იმდენად მოშორებით, რომ მოწყობილობებმა შეძლოს შეფასება დანადგარის ექსპლუატაციის პირობებისა და გაზომვის სისტემის შესაძლო გადახრების გათვალისწინებით.

10. მოწყობილობები, დამცავი სისტემები და უსაფრთხოების მოწყობილობები, რომლებიც იმართება პროგრამული უზრუნველყოფით, უნდა დაპროექტდეს პროგრამის ნაკლოვანებებით გამოწვეული რისკების გათვალისწინებით.

მუხლი 8. სისტემასთან დაკავშირებული უსაფრთხოების მოთხოვნების ინტეგრაცია

1. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების არასწორი ავტომატიზებული ექსპლუატაციის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მათი მექანიკური გამორთვა.

2. საავარიო გამორთვის სისტემის ამოქმედებისას, საფრთხის განეიტრალების მიზნით უნდა მოხდეს დაგროვილი ენერგიის დაუყოვნებლივ და უსაფრთხოდ გაფანტვა ან იზოლირება. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება ელექტროქიმიურად შენახულ ენერგიაზე.

3. თუ მოწყობილობები და დამცავ სისტემები ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში იწვევს დამატებით რისკებს, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია დანადგარის სხვა ნაწილებისგან დამოუკიდებლად.

4. მოწყობილობები და დამცავი სისტემები უნდა დამონტაჟდეს სათანადო კაბელებისა და მათი გამტარების გამოყენებით. როდესაც მოწყობილობები და დამცავი სისტემები განკუთვნილია სხვა მოწყობილობებთან და დამცავ სისტემებთან კომბინაციაში გამოყენებისთვის, კავშირი და ურთიერთქმედება უნდა იყოს უსაფრთხო.

5. მოწყობილობებისა ან დამცავი სისტემებისათვის, რომლებიც ფეთქებადსაშიში გარემოს წარმოქმნის კონტროლის მიზნით აღჭურვილია გამოვლენის ან განგაშის სისტემებით, უნდა მომზადდეს შესაბამისი ადგილებში გამოსაყენებელი სათანადო ინსტრუქციები.

 

თავი III. დამატებითი მოთხოვნები მოწყობილობების მიმართ

მუხლი 9. მოთხოვნები I ჯგუფის M1 კატეგორიის მოწყობილობების მიმართ

1. მოწყობილობები უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ აალების წყაროები არ გახდეს აქტიური, მოწყობილობასთან დაკავშირებული იშვიათი ინციდენტების შემთხვევაშიც.

2. მოწყობილობა უნდა იყოს აღჭურვილი დაცვის ისეთი საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფს:

ა) დაცვის ერთი-ერთი საშუალების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში სხვა საშუალების მიერ დაცვის სათანადო დონეს;

ბ) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორი საშუალების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში დაცვის სათანადო დონის შენარჩუნებას.

3. საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის დამატებითი სპეციალური საშუალებებით.

4. მოწყობილობამ უნდა შეძლოს ფუნქციონირება ფეთქებადსაშიში გარემოს არსებობის შემთხვევაშიც.

5. საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ დაცული იყოს მტვრისგან.

6. მტვრის აალების თავიდან აცილების მიზნით, მოწყობილობის ზედაპირის ტემპერატურა უნდა იყოს ჰაერის/მტვრის ნარევის აალების სავარაუდო ტემპერატურაზე ნაკლები.

7. მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ იმ ნაწილების გახსნა, რომლებიც შეიძლება გახდეს აალების წყარო, შესაძლებელი იყოს მხოლოდ არააქტიურ ან არსებითად უსაფრთხო პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მოწყობილობის ექსპლუატაციის შეჩერება, მწარმოებელმა უნდა დაიტანოს გამაფრთხილებელი ნიშანი მოწყობილობის შესაბამის ნაწილზე.

8. საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობა უნდა აღიჭურვოს სათანადო დამატებითი შემაერთებელი სისტემებით.

მუხლი 10. მოთხოვნები I ჯგუფის M2 კატეგორიის მოწყობილობების მიმართ

1. მოწყობილობა უნდა აღიჭურვოს დაცვის საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ აალების წყაროების გააქტიურებისგან თავდაცვას როგორც მოწყობილობების ჩვეულ გარემოში ექსპლუატაციის, ასევე ცვალებადი გარემოთი და დატვირთული სამუშაო პროცესებით გამოწვეულ ინტენსიური მუშაობის პირობებშიც. ფეთქებადსაშიში გარემოს წარმოქმნის შემთხვევაში, მოწყობილობა უნდა გამოირთოს ელექტროენერგიის წყაროდან.

2. მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ იმ ნაწილების გახსნა, რომლებიც შეიძლება გახდეს აალების წყარო, შესაძლებელი იყოს მხოლოდ არააქტიურ ან არსებითად უსაფრთხო პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მოწყობილობის ექსპლუატაციის შეჩერება, მწარმოებელმა უნდა დაიტანოს გამაფრთხილებელი ნიშანი მოწყობილობის შესაბამის ნაწილზე.

3. M2 კატეგორიის მოწყობილობების მიმართ გამოიყენება M1 კატეგორიის მოწყობილობებისთვის არსებული მტვრის აალების რისკებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

მუხლი 11. მოთხოვნები II ჯგუფის I კატეგორიის მოწყობილობების მიმართ

1. მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ აალების წყაროები არ გახდეს აქტიური, მოწყობილობასთან დაკავშირებული იშვიათი ინციდენტების შემთხვევაშიც.

2. მოწყობილობა უნდა იყოს აღჭურვილი დაცვის ისეთი საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფს:

ა) დაცვის ერთი-ერთი საშუალების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში სხვა საშუალების მიერ დაცვის სათანადო დონეს;

ბ) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორი საშუალების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში დაცვის სათანადო დონის შენარჩუნებას;

3. ისეთი მოწყობილობის მიმართ, რომლის ექსპლუატაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მოწყობილობის ზედაპირის ტემპერატურის მატება, მიღებული უნდა იქნეს ზომები, რათა ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც არ იქნეს გადაჭარბებული დადგენილი ზედაპირის მაქსიმალური ტემპერატურა. აღნიშნულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს სითბოს დაგროვებითა და ქიმიური რეაქციებით გამოწვეული ტემპრატურის მატება.

4. მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ იმ ნაწილების გახსნა, რომლებიც შეიძლება გახდეს აალების წყარო, შესაძლებელი იყოს მხოლოდ არააქტიურ ან არსებითად უსაფრთხო პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მოწყობილობის ექსპლუატაციის შეჩერება, მწარმოებელმა უნდა დაიტანოს გამაფრთხილებელი ნიშანი მოწყობილობის შესაბამის ნაწილზე. საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობა უნდა აღიჭურვოს სათანადო დამატებითი შემაერთებელი სისტემებით.

5. მოწყობილობები უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ მოწყობილობასთან დაკავშირებული იშვიათი ინციდენტების შემთხვევაშიც კი ჰაერისა და მტვრის აალების წყაროები არ გახდეს აქტიური.

6. მოწყობილობა უნდა იყოს აღჭურვილი დაცვის ისეთი საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფს:

ა) დაცვის ერთი-ერთი საშუალების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში სხვა საშუალების მიერ დაცვის სათანადო დონეს;

ბ) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორი საშუალების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში დაცვის სათანადო დონის შენარჩუნებას.

7. საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ მტვრის შეღწევა ან გამოდევნა განხორციელდეს ამისათვის სპეციალურად განკუთვნილი ნაწილებით. აღნიშნული მოთხოვნა ასევე ვრცელდება კაბელების შემყვანებზე და შემაერთებლებზე.

8. მტვრის აალების თავიდან აცილების მიზნით, მოწყობილობის ზედაპირის ტემპერატურა უნდა იყოს ჰაერის/მტვრის ნარევის აალების სავარაუდო ტემპერატურაზე ნაკლები.

9. მოწყობილობის ნაწილების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ დანართის III თავის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მუხლი 12. მოთხოვნები II ჯგუფის მე-2 კატეგორიის მოწყობილობების მიმართ

1. მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული აალების წყაროების წარმოქმნა ხშირი შეფერხებების ან მუშაობის ხარვეზების შემთხვევაშიც.

2. მოწყობილობის ნაწილები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი ზედაპირის დადგენილი ტემპერატურის გადაჭარბება მწარმოებლის მიერ გათვალისწინებულ არასტანდარტულ სიტუაციებში წარმოქმნილი რისკების შემთხვევაშიც.

3. მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ იმ ნაწილების გახსნა, რომლებიც შეიძლება გახდეს აალების წყარო, შესაძლებელი იყოს მხოლოდ არააქტიურ ან არსებითად უსაფრთხო პირობებში. იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია მოწყობილობის ექსპლუატაციის შეჩერება, მწარმოებელმა უნდა დაიტანოს გამაფრთხილებელი ნიშანი მოწყობილობის შესაბამის ნაწილზე. საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობა უნდა აღიჭურვოს სათანადო დამატებითი შემაერთებელი სისტემებით.

4. მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ მოწყობილობის ხშირი შეფერხებების ან მუშაობის წინასწარ გათვალისწინებული ხარვეზების შემთხვევაშიც, თავიდან იქნეს აცილებული ჰაერისა და მტვრის ნაერთებით გამოწვეული აალების წყაროების წარმოქმნა.

5. მოწყობილობის ზედაპირის ტემპერატურასთან, მტვრისგან დაცვასა და მოწყობილობის ნაწილების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით, გამოიყენება ამ დანართის III თავის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისი მოთხოვნები.

მუხლი 13. მოთხოვნები II ჯგუფის მე-3 კატეგორიის მოწყობილობების მიმართ

1. მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჩვეული ექსპლუატაციის პირობებში მოსალოდნელი აალების წყაროების წარმოქმნა.

2. განსაზღვრულ ექსპლუატაციის პირობებში, მოწყობილობის ზედაპირის ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს დადგენილ მაქსიმალურ ტემპერატურას, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც მწარმოებლის მიერ მიღებულია სპეციალური დამატებით დამცავი ღონისძიებები.

3. მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ მისი ჩვეული ექსპლუატაციის პირობებში წარმოქმნილმა მოსალოდნელმა აალების წყარომ არ გამოიწვიოს მტვრისა და ჰაერის ნარევების აალება.

4. მოწყობილობის ზედაპირის ტემპერატურასთან მიმართებით გამოიყენება ამ დანართის III თავის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

5. მოწყობილობა, მათ შორის კაბელების შემყვანები და შემაერთებლები, უნდა დამზადდეს იმგვარად, რომ მტვერმა, მისი ნაწილაკების ზომის გათვალისწინებით, არ წარმოშვას ფეთქებადი ნარევები ჰაერთან ან საშიში დაგროვებები მოწყობილობის შიგნით.

 

თავი IV. დამატებითი მოთხოვნები დამცავი სისტემების მიმართ

მუხლი 14. ზოგადი მოთხოვნები

1. დამცავი სისტემები უნდა იყოს ისეთი მოცულობის, რომ შეამციროს აფეთქების ეფექტი უსაფრთხოების სათანადო დონემდე.

2. დამცავი სისტემები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ აფეთქება არ გავრცელდეს საშიში ჯაჭვური რეაქციებით ან ნაპერწკლებით და საწყისი აფეთქებები არ გადაიქცეს დეტონაციებად.

3. ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში დამცავმა სისტემებმა უნდა განაგრძოს ექსპლუატაცია სახიფათო სიტუაციის პრევენციისთვის საკმარისი პერიოდის განმავლობაში.

4. დამცავი სისტემების ექსპლუატაცია არ უნდა შეფერხდეს გარე ჩარევის გამო.

მუხლი 15. დაგეგმვა და დიზაინი (პროექტი)

1. მასალების მახასიათებლების გათვალისწინებით, დაპროექტების ეტაპზე მაქსიმალური წნევა და ტემპერატურა, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, არის ექსტრემალური ექსპლუატაციის პირობებში მოსალოდნელი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი წნევა და აალების მოსალოდნელი თბური ეფექტი.

2. აფეთქებისგან დაცვის ან/და მისი შეჩერების დამცავი სისტემები, სისტემის მთლიანობის დაკარგვის გარეშე უნდა უძლებდეს წარმოქმნილ დარტყმით ტალღას.

3. დამცავ სისტემებთან დაკავშირებული დამხმარე მოწყობილობები ფუნქციურობის დაკარგვის გარეშე უნდა უძლებდეს მოსალოდნელი აფეთქების მაქსიმალურ წნევას.

4. დამცავი სისტემების დაგეგმვისა და დაპროექტების ეტაპზე გათვალისწინებული უნდა იქნეს პერიფერიულ მოწყობილობებსა და მიერთებულ მილსადენებში წარმოქმნილი წნევით გამოწვეული რეაქციები.

5. იმ შემთხვევაში, თუ დამცავი სისტემის დატვირთვა გადააჭარბებს სისტემის სტრუქტურულ სიმტკიცეს, დაპროექტების ეტაპზე გათვალისწინებული უნდა იქნეს წნევის შემამცირებელი სათანადო მოწყობილობები, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის გარშემო მყოფ ადამიანებს.

6. აფეთქების ჩახშობის სისტემები უნდა დაიგეგმოს და დაპროექტდეს იმგვარად, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ეფექტური წინააღმდეგობის მიზნით აფეთქების ადრეულ ეტაპზე მოახდინოს რეაგირება წნევის ზრდის მაქსიმალური სისწრაფისა და აფეთქების მაქსიმალური წნევის გათვალისწინებით.

7. იზოლირების სისტემები, რომლებიც განკუთვნილია აფეთქების შემთხვევაში სათანადო ხელსაწყოების საშუალებით კონკრეტული მოწყობილობის გასათიშად, უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ შეინარჩუნოს მექანიკური სიმტკიცე და მედეგობა შიდა აალების გადაცემის მიმართ.

8. დამცავი სისტემები უნდა უერთდებოდეს სათანადო სიგნალიზაციის სისტემას, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს პროდუქტის მიწოდებისა და მომარაგების შეწყვეტა და მოწყობილობის ან/და მისი იმ ნაწილების ექსპლუატაციის შეჩერება, რომელთა ფუნქციონირება ქმნის საფრთხეს.

 

 

დანართი III

მოდული B: პროდუქტის ტიპის გამოცდა

1. ტიპის გამოცდა წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლითაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ამოწმებს პროდუქტის ტექნიკურ დიზაინს (პროექტს), ადგენს და ადასტურებს, რომ პროდუქტის ტექნიკური დიზაინი (პროექტი) აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს.

2. ტიპის გამოცდა ხორციელდება წარმოებიდან აღებული საბოლოო პროდუქტის ნიმუშის (წარმოების ტიპის) შემოწმების საშუალებით.

3. მწარმოებელმა ტიპის გამოცდისათვის უნდა მიმართოს მის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს განაცხადით, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) მწარმოებლის სახელსა და მისამართს, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი გაკეთებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამ უკანასკნელის სახელსა და მისამართს;

ბ) წერილობით დასტურს, რომ იგივე მიმართვა არ განხორციელებულა სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირის მიმართ;

გ) ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელიც უნდა ადასტურებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შეფასებას და უნდა მოიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკვატურ ანალიზსა და შეფასებას, ასევე შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების ჩამონათვალს და პროდუქტის შეფასებისათვის აუცილებელ პროექტირების, წარმოების და ექსპლუატაციის აღწერას. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:

გ.ა) პროდუქტის ზოგად აღწერილობას;

გ.ბ) კონცეპტუალურ პროექტს, წარმოების ნახაზებსა და კომპონენტების სქემატურ აღწერას, ქვე-სისტემებსა და სხვა სქემებს;

გ.გ) წარმოდგენილი ნახაზების, სქემებისა და პროდუქტის ექსპლუატაციისათვის აუცილებელ აღწერილობასა და განმარტებებს;

გ.დ) სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებული სტანდარტების ჩამონათვალს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტები არ იქნა გამოყენებული, იმ ღონისძიებების აღწერილობას და ტექნიკური სპეციფიკაციების ჩამონათვალს, რომლებიც გამოყენებული იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სტანდარტის ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში ტექნიკურ დოკუმენტაციაში კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული, თუ რომელი ნაწილი იქნა გამოყენებული;

გ.ე) პროექტირებისას განხორციელებული გაანგარიშებების, ჩატარებული კვლევების და სხვა შედეგებს;

გ.ვ) გამოცდების შედეგებს.

დ) წარმოებული პროდუქტების ნიმუშს. გარდა ამისა, შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს სხვა ნიმუშებიც დაგეგმილი გამოცდების განსახორციელებლად.

4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია:

ა) შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია, დაადასტუროს, რომ წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ი წარმოებულ იქნა ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, მოახდინოს იმ კომპონენტების იდენტიფიცირება, რომლებიც დამზადებული იქნა შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული სპეციფიკური მოთხოვნების და სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების გათვალისწინებით;

ბ) განახორციელოს შესაბამისი გამოცდები და შემოწმებები ან უზრუნველყოს მათი განხორციელება, რათა დაადგინოს, მწარმოებლის მიერ რამდენად სწორად იქნა გამოყენებული სტანდარტებით გათვალისწინებული გადაწყვეტის გზები. განახორციელოს შესაბამისი გამოცდები და შემოწმებები პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის პროექტირებისას და წარმოებისას გამოყენებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული სტანდარტით გათვალისწინებული მეთოდებისგან განსხვავებული გზები;

გ) შეუთანხმოს მწარმოებელს შემოწმებებისა და გამოცდების ჩატარების ადგილი.

5. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეადგინოს შეფასების ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-4 პუნქტის მიხედვით განხორციელებული ღონისძიებების და მათი შედეგების მონაცემებს. შესაბამისობის შემფასებელი პირი მწარმოებელთან შეთანხმებით, ვალდებულია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოაქვეყნოს აღნიშნული ანგარიში.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტის ტიპი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია გასცეს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის სახელს, მისამართს, შესაბამისი გამოცდების შედეგებს ასევე, არსებობის შემთხვევაში, მათი ვალიდურობის პირობებსა და დამტკიცებული ტიპის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს. ტიპის გამოცდის სერტიფიკატს შესაძლოა თან ერთოდეს ერთი ან მეტი დანართი. ტიპის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მისი დანართები უნდა მოიცავდეს ყველა იმ შესაბამის ინფორმაციას, რომელიც საჭიროა წარმოებული პროდუქტის ტიპის შესაბამისობის შესაფასებლად და შიდა კონტროლის განსახორციელებლად. როდესაც პროდუქტის ტიპი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უარი განაცხადოს ტიპის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემაზე და ამის შესახებ შეატყობინოს განმცხადებელს, უარის თქმის დეტალური მიზეზების მითითებით.

7. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ინფორმირებული იყოს საყოველთაოდ მიღებული ტექნიკური განვითარების დონესთან დაკავშირებული ყველა სახის ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა შემდგომში ზეგავლენა მოახდინოს პროდუქტის ტიპის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რამდენად საჭიროა დამატებითი გამოცდებისა და ანალიზის განხორციელება. თუ შესაბამისობის შემფასებელი პირს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტის ტიპი აღარ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მწარმოებელს. მწარმოებელი ვალდებულია ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის მფლობელ შესაბამისობის შემფასებელი პირს, შეატყობინოს დამტკიცებული პროდუქტის ტიპის ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობაზე, ან სერტიფიკატის ვალიდურობის პირობებზე.

8. ყველა შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეატყობინოს აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრს – მათ მიერ გაცემული ან გაუქმებული ტიპის გამოცდის სერტიფიკატებისა და მათი შემდგომი დამატებების (დანართების) შესახებ, ასევე პერიოდულად ან მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრს – იმ სერტიფიკატებისა და შესაბამისი დამატებების სია, რომელიც არ გაიცა, შეიზღუდა ან სხვაგვარად მოხდა მათი აკრძალვა. ყველა შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეატყობინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს იმ ტიპის გამოცდის სეტიფიკატებისა და შესაბამისი დამატებების სია, რომლებიც არ გაიცა, გამოთხოვილი იქნა, მოქმედება შეუჩერდა ან მათ მიერ სხვაგვარად იქნა აკრძალული, ასევე მოთხოვნის საფუძველზე შეატყობინოს გაცემული სერტიფიკატებისა და თანდართული დამატებების შესახებ.

9. მწარმოებელი ვალდებულია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად შეინახოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლი, მისი დანართები და დამატებები ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

10. მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი უფლებამოსილია გააკეთოს ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განაცხადი და შეასრულოს ამავე დანართის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

 

დანართი IV

მოდული D: წარმოების პროცესის ხარი­ს­ხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობის პროცედურა

1. წარმოების პროცესის ხარი­ს­ხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობის, პროცედურა, წარმოადგენს შესაბამისობის შეფასე­ბის პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრუ­ლებს ამ დანართის მე-2 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებუ­ლე­ბებს და უზრუნველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუ­ქ­ტი შეესაბამება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმა­ყო­ფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სათანადო მოთხოვნებს.

2. მწარმოებელი ვალდებულია წარმოებისას გამოიყენოს დამტკიცებული ხარისხის სისტემა, განახორციელოს მზა პროდუქტის ხარისხის კონტრო­ლი და მისი გამოცდა ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად და დაუქვემდებაროს ზედამხედველობას ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. მოთხოვნები ხარისხის სისტემის მიმართ:

ა) მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტთან დაკავშირებული ხარისხის სის­ტე­მის შესაფასებლად, მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს მიმართოს განაცხადით, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა.ა) მწარმოებლის სახელსა და მისამართს, ასევე უფლებამოსილი წარმო­მადგენლის სახელსა და მისამართს, თუ განაცხადი გაკეთებულია ამ უკა­ნასკნელის მიერ;

ა.ბ) წერილობითი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსგავსი განაცხადით არ მიუმართავთ სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის;

ა.გ) ყველა საჭირო ინფორმაციას პროდუქტის კატეგო­რიის შესახებ;

ა.დ) ხარისხის სისტემასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

ა.ე) ტექნიკური დოკუმენტაციას პროდუქტის დამტკიცებულ ტიპთან და­კავშირებით და პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლს.

ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, პროდუქტის შესა­ბამისობას პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მწარმოებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თითოეული კომ­პო­ნენტის, მოთხოვნისა და პირობის შესახებ, უნდა იქნეს დოკუმენ­ტირე­ბული სისტემატურად და თანმიმდევრულად, პროცედურების და ინსტ­რუ­­ქ­ციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და დოკუმენ­ტების უწყვეტი ინტერპრეტაციის საშუალებას. ის უნდა მოიცავდეს შემდეგ აღწერილობას:

ბ.ა) ხარისხის მიზნებს, საორგანიზაციო სტრუქტურასა და უფლებამო­სილებებს პროდუქტის ხარისხის მართვის კუთხით;

ბ.ბ) წარმოების, ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნ­ველ­ყოფის შესაბამის მეთოდებს, პროცესებს და სისტემატურ ქმედებებს;

ბ.გ) წარმოების დაწყებამდე, წარმოების განმავლობაში და მისი დასრულების შემდგომ ექსპერტიზას და გამოცდებს და მათი განხორ­ციელების სიხშირეს;

ბ.დ) ხარისხის დოკუმენტებს, ინსპექტირების შედეგებს და გამოც­დების მონაცემებს, პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველ ანგარიშებს და სხვა;

ბ.ე) პროდუქტის სავალდებულო ხარისხის მიღწევის და ხარისხის სის­ტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებებს. 

გ) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეაფასოს პასუხობს თუ არა ხარისხის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ხარისხის სისტემის კომპონენტების შეფასება უნდა ითვალისწინებ­დეს იმ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომელიც უზრუნველყოფს ტექ­ნი­კური რეგლამენტის შესაბამისი სტანდარტის ან/და ტექნიკური სპეციფი­კა­ციის განხორციელებას. ხარისხის მართვის სისტემებში გამოცდილების გარდა, აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება სათანადო პროდუქტის სფეროს შეფასებისა და განსახილველი პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიის გამოცდილება და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების ცოდნა. აუდიტი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის საწარმოო შენობის ადგილზე შეფასებას. აუდიტის ჯგუფმა უნდა განიხილოს ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაცია, რათა შემოწმდეს მწარმოებლის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების იდენტიფიცირების უნარი და ჩატარდეს აუცილებელი ექსპერტიზა აღნიშნულ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს აუდიტის დასკვნასა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;

დ) შესაბამისობის შემფასებელი პირი პასუხს აგებს დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებუ­ლებების შესრულებაზე და ხარისხის ადეკვატურობისა და ეფექტურობის შენარჩუნებაზე;

ე) მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში შესა­ტანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის ინფორმირება, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული სისტემა. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეაფასოს ყველა შემოთავა­ზებული ცვლილება და გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა მოდიფიცი­რებუ­ლი ხარისხის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთ­ხოვნების შესაბამისი, თუ საჭირო გახდება განმეორებითი შეფასების განხორ­ცი­ელება. შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია მწარმოებელს აცნობოს მი­ღებული გადაწყვეტილება, შეტყობინება უნდა მოიცავდეს ჩატარებუ­ლი გამოცდის დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტი­ლებას. 

4. მოთხოვნები შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ფარგლებში არსებულ ზედამხედველობაზე:

ა) ზედამხედველობის მიზანია მწარმოებლის მიერ დამტკიცე­ბუ­ლი ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

ბ) შესაბამისობის შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მწარ­მოებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და პროდუქტის საწყობების ადგილებში დაშვება და მისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ:

ბ.ა) ხარისხის სისტემის დოკუმენტაციის;

ბ.ბ) ხარისხის დოკუმენტების, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდების მონაცემები, სათანადო პერსონალის კვალიფიკაციის ანგა­რიშები და სხვა.

გ) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ჩაატაროს პერიო­დუ­ლი აუდიტი, რათა დაადგინოს, რომ მწარმოებელი უზრუნველყოფს ხარისხის სისტემის ფუნქციონირებას და მწარმოებელს წა­რუდგინოს აღნიშნული აუდიტის ანგარიში;

დ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მწარმოებლის მოულოდნელი შემოწმებები. შემოწმებების დროს, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ჩაატაროს პროდუქტის გამოცდა, რათა დარწმუნდეს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია მწარმოებელს მიაწოდოს შემოწმების ანგარიშები და გამოცდების შემთხვევაში, გამოცდის ანგარიშები.

5. მოთხოვნები შესაბამისობის ნიშანდებისა და შესაბამისობის დეკლარაციის მიმართ:

ა) მწარმოებელი ვალდებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ დაიტანოს თითოეულ პროდუქტზე (გარდა კომპონენტებისა) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სათანადო მოთხოვნებს;

ბ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია წერილობით თითოეული პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა) მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა დაერთოს თითოეულ პროდუქტს (გარდა კომპონენტებისა);

გ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის მოწმობა წერილობით თითოეული კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის მოწმობაში ზუსტად უნდა განისაზღვროს კომპონენტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული მოწმობა იქნა შედგენილი. შესაბამისობის მოწმობის ასლი თან უნდა ერთვოდეს თითოეულ კომპონენტს.

6. მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის გადასაცემად შეინახოს:

ა) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტაცია;

ბ) ინფორმაცია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული ცვლილებების შესახებ მათი დამტკიცების შემთხვევაში;

გ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს გადაწყვეტილებები და ანგარიშები, აღნიშნული ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში.

7. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ დამტკიცებული, ან გაუქმებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ და პერიოდულად, ან მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მის მიერ უარყოფილი, შეჩერებული, ან სხვა სახით შეზღუდული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ჩამონათვალი. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცებაზე უარის თქმის, შეჩერების, გაუქმების, ან სხვა სახის შეზღუდვებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ.

8. ამ დანართის მესამე პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებში, მე-5 და მე-6 პუნქტებში მოცემული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე პასუხისმგებლობით, აღნიშნული უფლებამოსილებების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლისთვის მინიჭების შემთხვევაში.

 

 

დანართი V

მოდული F: პროდუქტის ვერიფიკაციაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობა

1. პროდუქტის ვერიფიკაციაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობა წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის დროსაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2 და მე-5 პუნქტებში განსაზღვრულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს და აცხადებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ განხილული პროდუქტი, რომელზეც ამ დანართის მე-3 პუნქტის დებულებები ვრცელდება, შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა წარმოების პროცესში და მისი შემოწმებისას უზრუნველყოფილი იყოს წარმოებული პროდუქტის შესაბამისობა ტიპის გამოცდის სერტიფიკატში მითითებულ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან.

3. მოთხოვნები ვერიფიკაციის მიმართ:

ა) მწარმოებლის მიერ შერჩეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია განახორციელოს სათანადო გამოცდები და ტესტები, რათა შეამოწმოს პროდუქტის შესაბამისობა ტიპის გამოცდის სერტიფიკატში მითითებულ დამტკიცებულ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან;

ბ) გამოცდები და ტესტები, პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად უნდა განხორციელდეს თითოეული პროდუქტის შემოწმებისა და გამოცდის გზით, ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

4. შესაბამისობის ვერიფიკაცია პროდუქტის თითოეული ერთეულის შემოწმებისა და გამოცდის გზით უნდა განხორციელდეს ქვემოთჩამოთვლილი მოთხოვნების შესაბამისად:

ა) ყველა პროდუქტი უნდა შემოწმდეს ინდივიდუალურად შესაბამისი სტანდარტ(ებ)ით და/ან სხვა შესაბამისი სპეციფიკაციებით გათვალისწინებული სათანადო ტესტების მეშვეობით, რათა შემოწმდეს მათი ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ დამტკიცებულ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან. ასეთი სტანდარტების არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია თავად გადაწყვიტოს რომელი ტესტების უნდა ჩატარდეს;

ბ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის სერტიფიკატი, განხორციელებული გამოცდების და ტესტების მიხედვით და თითოეულ დამტკიცებულ პროდუქტზე დაიტანოს თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი. აღნიშნული საიდენტიფიკაციო ნომრის დატანა შესაძლებელია მოხდეს სხვა პირის მიერ შესაბამისი შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხიმგებლობის ქვეშ.

5. მოთხოვნები შესაბამისობის დეკლარაციისა და შესაბამისობის მოწმობის მიმართ:

ა) მწარმოებელი ვალდებულია ამ დანართის მე-3 პუნქტში აღნიშნული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ დაიტანოს თითოეულ პროდუქტზე (გარდა კომპონენტებისა) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სათანადო მოთხოვნებს;

ბ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს წერილობითი შესაბამისობის დეკლარაცია თითოეული პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა) მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა), ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა დაერთოს თითოეულ პროდუქტს (გარდა კომპონენტებისა). ამ დანართის მე-3 პუნქტში მითითებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, მწარმოებელი უფლებამოსილია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ პროდუქტზე (გარდა კომპონენტებისა) დაიტანოს აღნიშნული ორგანოს საინდენტიფიკაციო ნომერი;

გ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის მოწმობა წერილობით თითოეული კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის მოწმობაში ზუსტად უნდა განისაზღვროს კომპონენტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული მოწმობა იქნა შედგენილი. შესაბამისობის მოწმობის ასლი თან უნდა ერთვოდეს თითოეულ კომპონენტს.

6. ამ დანართის მე-3 პუნქტში მითითებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში მწარმოებელი უფლებამოსილია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ პროდუქტზე დაიტანოს აღნიშნული ორგანოს საინდენტიფიკაციო ნომერი წარმოების პროცესში.

7. ამ დანართის მე-2 პუნქტში მითითებული მწარმოებლის ვალდებულებები შესაძლებელია შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე პასუხისმგებლობის ქვეშ, აღნიშნული უფლებამოსილებების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლისთვის მინიჭების შემთხვევაში.

 

 

დანართი VI

მოდული C1: პროდუქტის ტიპთან შესაბამისობის განსაზღვრა, შიდა საწარმო კონტროლისა და პროდუქტის საკონტროლო შემოწმების მონიტორინგის საშუალებით

1. პროდუქტის ტიპთან შესაბამისობის განსაზღვრა, შიდა საწარმო კონტროლისა და პროდუქტის საკონტროლო შემოწმების მონიტორინგის საშუალებით, წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის დროსაც მწარმოებელი ამ დანართის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების გზით უზრუნველყოფს და აცხადებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ განხილულეი პროდუქტი შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა წარმოების პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებული პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

3. მწარმოებელი ვალდებულია თითოეული წარმოებული პროდუქტისათვის, უშუალოდ ან თავისი სახელით განახორციელოს პროდუქტის ერთი, ან მეტი სპეციფიკური ასპექტის ერთი, ან მეტი გამოცდა, რათა შეამოწმოს პროდუქტის შესაბამისობა ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან. აღნიშნული გამოცდები შესაძლებელია განხორციელდეს მწარმოებლის მიერ შერჩეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ. მწარმოებელი ვალდებულია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ პროდუქტზე წარმოების პროცესში დაიტანოს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი.

4. მოთხოვნები ნიშანდების, შესაბამისობის დეკლარაციისა და შესაბამისობის მოწმობის მიმართ:

ა) მწარმოებელი ვალდებულია, თითოეულ პროდუქტზე (გარდა კომპონენტებისა), რომელიც შესაბამისობაშია ტიპის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტისთვის სათანადო მოთხოვნებს დაიტანოს ნიშანდება;

ბ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია წერილობით თითოეული პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა) მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა), ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა დაერთოს თითოეულ პროდუქტს (გარდა კომპონენტებისა);

გ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის მოწმობა წერილობით თითოეული კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის მოწმობაში ზუსტად უნდა განისაზღვროს კომპონენტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული მოწმობა იქნა შედგენილი. შესაბამისობის მოწმობის ასლი თან უნდა ერთოდეს თითოეულ კომპონენტს.

5. ამ დანართის მე-4 პუნქტში მითითებული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, მწარმოებლის სახელით და მისივე პასუხისმგებლობის ქვეშ აღნიშნული უფლებამოსილებების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლისთვის მინიჭების შემთხვევაში.

 

 

დანართი VII

მოდული: E პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა

1. პროდუქტის ტიპთან შესაბამისობის განსაზღვრა პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის დროსაც მწარმოებელი ამ დანართის მე-2 და მე-5 პუნქტებში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების გზით უზრუნველყოფს და აცხადებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ განხილული პროდუქტი შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. მწარმოებელი ვალდებულია წარმოებისთვის გამოიყენოს დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, ასევე განახორციელოს მზა პროდუქტის ინსპექტირება და განსახილველი პროდუქტის გამოცდა, ამ დანართის მე-3 პუნქტის მიხედვით და უნდა ექვემდებარებოდეს ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ზედამხედველობას.

3. მოთხოვნები ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიმართ:

ა) მწარმოებელი ვალდებულია განსახილველ პროდუქტთან დაკავშირებით ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაფასებლად, განცხადებით მიმართოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა.ა) მწარმოებლის სახელსა და მისამართს, ასევე განცხადების ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ამ ავტორიზებული წარმომადგენლის სახელსა და მისამართს;

ა.ბ) წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ მსგავსი განცხადებით სხვა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის არ მიუმართავს;

ა.გ) ყველა საჭირო ინფორმაციას განსახილველი პროდუქტის კატეგორიის შესახებ;

ა.დ) ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციას;

ა.ე) პროდუქტის დამტკიცებულ ტიპთან დაკავშირებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასა და ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლს;

ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას. მწარმოებლის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ხარისხის ელემენტების, მოთხოვნების და პირობების შესახებ, უნდა იქნას დოკუმენტირებული სისტემატურად და თანმიმდევრულად წერილობითი პოლიტიკის, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და დოკუმენტების თანმიმდევრული ინტერპრეტაციის საშუალებას. კერძოდ, ის უნდა მოიცავდეს:

ბ.ა) პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მენეჯმენტის მიზნების და საორგანიზაციო სტრუქტურის, პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილებების აღწერილობას;

ბ.ბ) წარმოების დასრულების შემდეგ განხორციელებული შემოწმებებისა და გამოცდების აღწერილობას;

ბ.გ) ხარისხის უზრუნველყოფის ანგარიშების, როგორიცაა: ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველი ანგარიშებისა და სხვა აღწერილობას;

ბ.დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებების აღწერილობას;

გ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შეაფასოს, აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ითვლება, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ის ელემენტები, რომლებიც შესაბამისობაშია შესაბამისი სტანდარტის სათანადო სპეციფიკაციებთან, აკმაყოფილებს ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ხარისხის მართვის სისტემებში გამოცდილების გარდა, აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება სათანადო პროდუქტის სფეროს შეფასებისა და განსახილველი პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიის გამოცდილება და ამ ტექნიკური რეგლამენტისთვის მოთხოვნების ცოდნა. აუდიტი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის საწარმოო შენობის ადგილზე შეფასებას. აუდიტის ჯგუფმა უნდა განიხილოს ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაცია, რათა შემოწმდეს მწარმოებლის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების იდენტიფიცირების უნარი და ჩატარდეს აუცილებელი ექპერტიზა აღნიშნულ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს აუდიტის დასკვნასა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;

დ) მწარმოებელი პასუხის აგებს დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტურობის შენარჩუნებაზე;

ე) მწარმოებელი ვალდებულია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში შესატანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ აცნობის იმ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული სისტემა. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შეაფასოს ყველა შეთავაზებული ცვლილება და გადაწყვიტოს, იქნება თუ არა მოდიფიცირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისი, ასევე გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ხელახალი შეფასების განხორციელება. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

4. მოთხოვნები შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ განსახორციელებელი ზედამხედველობის მიმართ:

ა) ზედამხედველობის მიზანია მწარმოებლის მიერ დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;

ბ) შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს დაშვება წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და დასაწყობების ადგილებში და მიაწოდოს აღნიშნულ ორგანოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია. კერძოდ:

ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის ანგარიშები, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, სათანადო პერსონალის კვალიფიკაციის ანგარიშები;

გ) შესაბამისობის შემფასებელ ორგანო ვალდებულია ჩაატაროს პერიოდული აუდიტი იმის შესამოწმებლად, რომ მწარმოებელი ინარჩუნებს და ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის დამტკიცებულ სისტემას და წარუდგინოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიში;

დ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მწარმოებლის მოულოდნელი შემოწმებები. შემოწმებების დროს შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ჩაატაროს პროდუქტის გამოცდა, რათა დარწმუნდეს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია მწარმოებელს მიაწოდოს შემოწმების ანგარიშები და გამოცდების შემთხვევაში, გამოცდის ანგარიშები.

5. მოთხოვნები ნიშანდების, შესაბამისობის დეკლარაციისა და შესაბამისობის მოწმობის მიმართ:

ა) მწარმოებელი ვალდებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ დაიტანოს თითოეულ პროდუქტზე (გარდა კომპონენტებისა) ნიშანდება და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სათანადო მოთხოვნებს;

ბ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია წერილობით თითოეული პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა) მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა), ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა დაერთოს თითოეულ პროდუქტს (გარდა კომპონენტებისა);

გ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის მოწმობა წერილობით თითოეული კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის მოწმობაში ზუსტად უნდა განისაზღვროს კომპონენტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული მოწმობა იქნა შედგენილი. შესაბამისობის მოწმობის ასლი თან უნდა ერთვოდეს თითოეულ კომპონენტს.

6. მწარმოებელმა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ორგანოებისთვის გადასაცემად უნდა შეინარჩუნოს:

ა) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტაცია;

ბ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული ცვლილებები;

გ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს გადაწყვეტილებები.

7. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ დამტკიცებული, ან გაუქმებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ და პერიოდულად, ან მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მის მიერ უარყოფილი, შეჩერებული, ან სხვა სახით შეზღუდული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ჩამონათვალი. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცებაზე უარის თქმის, შეჩერების, გაუქმების, ან სხვა სახის შეზღუდვებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ.

8. ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებში, მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მწარმოებლის ვალდებულებები შესაძლებელია შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, მწარმოებლის სახელით და მისივე პასუხისმგებლობის ქვეშ, აღნიშნული უფლებამოსილებების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლისთვის მინიჭების შემთხვევაში.

 

 

დანართი VIII

მოდული A: შიდა საწარმოო კონტროლი

1. შიდა საწარმოო კონტროლი წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რა დროსაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში განსაზღვრულ ვალდებულებებს და აცხადებს სრულ პასუხისმგებლობას მასზე, რომ განხილული პროდუქტი აკმაყოფილებს აღნიშნული პროდუქტისთვის ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

2. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელს გახდის პროდუქტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკვატურ ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკურ დოკუმენტაციაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული სათანადო მოთხოვნები და მოიცავდეს, იმდენად, რამდენადაც ეს შეფასებისთვის იქნება აუცილებელი, პროდუქტის დაპროექტებას, წარმოებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ტექნიკური დოკუმენტაცია, საჭიროებისამებრ, უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს:

ა) პროდუქტის საერთო აღწერილობას;

ბ) კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებსა და სქემებს, მათ შორის კომპონენტებისა და ქვე-სისტემების სქემებს;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ნახაზებისა და სქემების გაგებისა და პროდუქტის ექსპლუატაციისთვის აუცილებელ აღწერილობასა და განმარტებებს;

დ) სტანდარტების ჩამონათვალს, რომელთა სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებაც მოხდა პროდუქტის წარმოების პროცესში. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სტანდარტები არ იქნა გამოყენებული პროდუქტის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მიღებული გადაწყვეტილებებისა და ზომების აღწერას, მათ შორის გამოყენებული სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების ჩამონათვალს. სტანდარტების ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვროს სტანდარტის რომელი ნაწილები იქნა გამოყენებული;

ე) შედეგებს, მათ შორის, საპროექტო გაანგარიშებების, ჩატარებული შემოწმებების შედეგებს;

ვ) გამოცდების ანგარიშებს.

3. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ საწარმოო პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებული პროდუქტის ამ დანართის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობას.

4. მოთხოვნები ნიშანდების, შესაბამისობის დეკლარაციისა და შესაბამისობის მოწმობის მიმართ:

ა) მწარმოებელი ვალდებულია თითოეულ ინდივიდუალურ პროდუქტზე (გარდა კომპონენტისა), რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სათანადო მოთხოვნებს დაიტანოს შესაბამისი ნიშანდება;

ბ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია წერილობით თითოეული პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა) მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა), ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა დაერთოს თითოეულ პროდუქტს (გარდა კომპონენტებისა);

გ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის მოწმობა წერილობით თითოეული კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის მოწმობაში ზუსტად უნდა განისაზღვროს კომპონენტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული მოწმობა იქნა შედგენილი. შესაბამისობის მოწმობის ასლი თან უნდა ერთვოდეს თითოეულ კომპონენტს.

5. ამ დანართის მე-4 პუნქტში მითითებული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, მწარმოებლის სახელით და მისივე პასუხისმგებლობის ქვეშ აღნიშნული უფლებამოსილებების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლისთვის მინიჭების შემთხვევაში.

 

 

დანართი IX

მოდული G: შესაბამისობის შეფასება, რომელიც დაფუძნებულია ცალკეული ერთეულის ვერიფიკაციაზე

1. შესაბამისობის შეფასება, რომელიც დაფუძნებულია ცალკეული ერთეულის ვერიფიკაციაზე წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის დროსაც მწარმოებელი ამ დანართის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების გზით უზრუნველყოფს და აცხადებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ განხილული პროდუქტი, რომელსაც ეხება ამ დანართის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. მოთხოვნები ტექნიკური დოკუმენტაციის მიმართ:

ა) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია და გახადოს იგი ამ დანართის მე-4 პუნქტში მითითებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის ხელმისაწვდომი. აღნიშნული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს პროდუქტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას და შეიცავდეს ინფორმაციას რისკ(ებ)ის ადეკვატურ ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკურ დოკუმენტაციაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული სათანადო მოთხოვნები და იმდენად, რამდენადაც ეს შეფასებისთვის იქნება აუცილებელი, მოიცავდეს პროდუქტის დაპროექტებას, წარმოებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ტექნიკური დოკუმენტაცია, საჭიროებისამებრ, უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს:

ა.ა) პროდუქტის საერთო აღწერილობას;

ა.ბ) კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებსა და სქემებს, მათ შორის კომპონენტებისა და ქვე-სისტემების სქემებს;

ა.გ) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ნახაზებისა და სქემების გაგებისა და პროდუქტის ექსპლუატაციისთვის აუცილებელ აღწერილობასა და განმარტებებს;

ა.დ) სტანდარტების ჩამონათვალს, რომელთა სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებაც მოხდა პროდუქტის წარმოების პროცესში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტები არ იქნა გამოყენებული პროდუქტის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიღებული გადაწყვეტილებებისა და ზომების აღწერას, მათ შორის, გამოყენებული სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების ჩამონათვალს. სტანდარტების ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვროს სტანდარტის რომელი ნაწილები იქნა გამოყენებული;

ა.ე) შედეგებს, მათ შორის, საპროექტო გაანგარიშებების, ჩატარებული შემოწმებების შედეგებს;

ა.ვ) გამოცდების ანგარიშებს;

ბ) მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია.

3. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ საწარმოო პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებული პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობას.

4. მოთხოვნები ვერიფიკაციის მიმართ:

ა) მწარმოებლის მიერ შერჩეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია უშუალოდ ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ განახორციელოს, შესაბამისი სტანდარტებით დადგენილი შემოწმებები და გამოცდები ან/და სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებში განსაზღვრული მათი ეკვივალენტური გამოცდები, რათა დაადგინოს პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. შესაბამისი სტანდარტებისა და/ან ტექნიკური სპეციფიკაციების არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვადლებული მიიღოს გადაწყვეტილება სათანადო გამოცდების განხორციელების შესახებ;

ბ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი განხორციელებული შემოწმებებისა და გამოცდების საფუძველზე და დამტკიცებულ პროდუქტზე უშუალოდ ან თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ დაიტანოს თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსათვის გადასაცემად შეინახოს შესაბამისობის სერტიფიკატები პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში.

5. მოთხოვნები ნიშანდების, შესაბამისობის დეკლარაციისა და შესაბამისობის მოწმობის მიმართ:

ა) მწარმოებელი ვალდებულია ამ დანართის მე-4 პუნქტში აღნიშნული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ დაიტანოს თითოეულ პროდუქტზე (გარდა კომპონენტებისა) ნიშანდება და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სათანადო მოთხოვნებს;

ბ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია წერილობით თითოეული პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა) მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა), ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა დაერთოს თითოეულ პროდუქტს (გარდა კომპონენტებისა);

გ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის მოწმობა წერილობით თითოეული კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის მოწმობაში ზუსტად უნდა განისაზღვროს კომპონენტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული მოწმობა იქნა შედგენილი. შესაბამისობის მოწმობის ასლი თან უნდა ერთვოდეს თითოეულ კომპონენტს.

6. ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და მე-5 პუნქტში მითითებული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, მწარმოებლის სახელითა და მისივე პასუხისმგებლობის ქვეშ აღნიშნული უფლებამოსილებების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლისთვის მინიჭების შემთხვევაში.

 

 

დანართი X

შესაბამისობის დეკლარაცია (N XXXX) (1)

1. პროდუქტის მოდელი/პროდუქტი (პროდუქტი, ტიპი, სერია ან სერიული ნომერი):

2. მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი და საჭიროების შემთხვევაში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელწოდება და მისამართი:

3. შესაბამისობის ეს დეკლარაცია გამოშვებულია მთლიანად მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ.

4. დეკლარაციის ობიექტი (პროდუქტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის იდენტიფიცირებისათვის შესაძლებელია აუცილებელი იყოს ფოტოსურათის დართვა):

5. ზემოთ აღწერილი დეკლარაციის ობიექტი არის შესაბამისობაში შესაბამის კანონმდებლობის მოთხოვნებთან:

6. მითითება შესაბამის სტანდარტებზე ან სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე, რომლებთან შესაბამისობაც დეკლარირებულია:

7. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ... (დასახელება, ნომერი), რომელმაც განახორციელა ... (პროცედურის აღწერა) და გასცა სერტიფიკატი.

8. დამატებითი ინფორმაცია:

ხელმოწერილია ..................... მიერ ..................... სახელით:

 

 

            (გაცემის თარიღი და ადგილი):

 

 

            (სახელი, ფუნქცია) (ხელმოწერა):