განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ

განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 300350000.10.003.021784
75
06/02/2020
ვებგვერდი, 07/02/2020
300350000.10.003.021784
განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №75

2020 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცეს თანდართული „განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესი

 


მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო

განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იმ მინიმალურ მოთხოვნებსა და მათი შემუშავების საფუძვლებს, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის შედგენისას.

მუხლი 2. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნები და მათი შემუშავების საფუძვლები

განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) ენერგიის მოსალოდნელი საბოლოო მოხმარება – 2030 წლისთვის ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება ელექტროენერგიაში, ტრანსპორტში, გათბობასა და გაგრილებაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ღონისძიებების გავლენის გათვალისწინებით;

ბ) 2030 წლის ეროვნული დარგობრივი სამიზნე მაჩვენებელი და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სავარაუდო წილები ელექტროენერგიაში, გათბობაში, გაგრილებასა და ტრანსპორტში:

ბ.ა) ელექტროენერგიაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის სამიზნე მაჩვენებელი 2030 წელს;

ბ.ბ) ელექტროენერგიაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილისთვის სავარაუდო ტრაექტორია;

ბ.გ) გათბობასა და გაგრილებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის სამიზნე მაჩვენებელი 2030 წელს;

ბ.დ) გათბობასა და გაგრილებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილისთვის  სავარაუდო ტრაექტორია;

ბ.ე) ტრანსპორტში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილისთვის სავარუდო ტრაექტორია;

ბ.ვ) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის   მე-3 პუნქტისა და I დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ეროვნული საორიენტაციო ტრაექტორია;

გ) მიზნების მიღწევის ზომები:

გ.ა) ყველა პოლიტიკისა და ღონისძიების მიმოხილვა, რაც დაკავშირებულია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობასთან;

გ.ბ) კონკრეტული ღონისძიებები „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, მე-14 და მე-16 მუხლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოების ან გაძლიერების საჭიროება განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოცულობების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, რაც საჭიროა 2030 წლის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად, ზომები ავტორიზაციის პროცედურების დასაჩქარებლად, ზომები არატექნოლოგიური ბარიერების შესამცირებლად და ღონისძიებები, რომლებიც ეხება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 – მე-19 მუხლებს;

დ) მხარდაჭერის სქემები ელექტროენერგიაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობისთვის, რომელსაც იყენებს საქართველო ცალკე ან ენერგეტიკული გაერთიანების მხარესთან/მხარეთა ჯგუფთან ერთად;

ე) მხარდაჭერის სქემები გათბობასა და გაგრილებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობისთვის, რომელსაც იყენებს საქართველო ცალკე ან ენერგეტიკული გაერთიანების მხარესთან/მხარეთა ჯგუფთან ერთად;

ვ) მხარდაჭერის სქემები ტრანსპორტში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობისთვის, რომელსაც იყენებს საქართველო ცალკე ან ენერგეტიკული გაერთიანების მხარესთან/მხარეთა ჯგუფთან ერთად;

ზ) კონკრეტული ღონისძიებები ბიომასისგან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ, განსაკუთრებით ახალი ბიომასის მობილიზაციისთვის, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

ზ.ა) ბიომასის ხელმისაწვდომობა – როგორც შიდა პოტენციალი, ასევე იმპორტი;

ზ.ბ) ზომები ბიომასის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ბიომასის სხვა მომხმარებლების გათვალისწინებით (სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სექტორები);

თ) საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების მხარე(ებ)ს შორის სტატისტიკური ტრანსფერების დაგეგმილი გამოყენება და სხვა ხელშემკვრელ მხარეებსა  და მესამე ქვეყნებთან ერთობლივ პროექტებში დაგეგმილი მონაწილეობა:

თ.ა)  განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სავარაუდო ჭარბი წარმოება საორიენტაციო ტრაექტორიასთან შედარებით, რომელიც შეიძლებოდა, გადაცემოდა სხვა ხელშემკვრელ მხარეებს;

თ.ბ) სავარაუდო პოტენციალი ერთობლივი პროექტებისთვის;

თ.გ) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე სავარაუდო მოთხოვნა, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს შიდა წარმოების გარდა სხვა საშუალებით;

ი) შეფასებები:

ი.ა) განახლებადი ენერგიის თითოეული ტექნოლოგიის მოსალოდნელი მთლიანი წილი 2030 წლის სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად, ასევე ელექტროენერგიაში, გათბობაში, გაგრილებასა და ტრანსპორტში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილებისთვის საორიენტაციო ტრაექტორიის დასაკმაყოფილებლად;

ი.ბ) ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის  ზომების მოსალოდნელი მთლიანი წილი 2030 წლის სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად, ასევე  ელექტროენერგიაში, გათბობაში, გაგრილებასა და ტრანსპორტში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილისთვის საორიენტაციო ტრაექტორიის დასაკმაყოფილებლად.