საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5706-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.019769
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5706-IIს
05/02/2020
ვებგვერდი, 10/02/2020
330090000.05.001.019769
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/02/2020 - 10/06/2020)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 126-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, სამშენებლო სამართალდამრღვევი ჯარიმდება თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს არაუმეტეს სამჯერ, გარდა ამ კოდექსის 1321 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1321 მუხლი:

„მუხლი 1321. სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა

1. სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) თვითმმართველ ქალაქში, საკურორტო ტერიტორიაზე ან ტურისტულ ზონაში:

ა.ა) I კლასის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარის ოდენობით;

ა.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარის ოდენობით;

ა.გ) III კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 12 000 ლარის ოდენობით;

ა.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში:

ბ.ა) I კლასის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარის ოდენობით;

ბ.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარის ოდენობით;

ბ.გ) III კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარის ოდენობით;

ბ.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარის ოდენობით;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში:

გ.ა) I კლასის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) შენობა-ნაგებობისათვის – 200 ლარის ოდენობით;

გ.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარის ოდენობით;

გ.გ) III კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარის ოდენობით;

გ.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარის ოდენობით.

2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად წერილობით აფრთხილებს სამშენებლო სამართალდამრღვევს მშენებლობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე და დარღვევის გამოსასწორებლად აძლევს არანაკლებ 30-დღიან ვადას.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაწესები გამოიყენება მშენებლობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფამდე.“.

 მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 12 მაისამდე დაამტკიცოს „ტექნიკური რეგლამენტი − მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, რომელიც დაეფუძნება უნივერსალური დიზაინის სტანდარტებსა და პრინციპებს, „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობებისა და მოწყობილობების“ (ICC A117.1) სტანდარტების გათვალისწინებით.

2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 14 ივნისამდე დაამტკიცოს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა.

3. უზრუნველყოფილ იქნეს აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების სათანადო ტექნიკური რეგლამენტისა და მისაწვდომობის ეროვნული გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული შესაბამისობის უზრუნველყოფის ვადები განისაზღვროს უნივერსალური დიზაინის სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტის ან/და მისაწვდომობის ეროვნული გეგმის მიხედვით. მითითებული ობიექტების აღნიშნულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება განხორციელდება საერთო წესებით.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 12 მაისიდან. 

3. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2021 წლის 14 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

5 თებერვალი 2020 წ.

N5706-IIს