საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 31/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
31/01/2020
ვებგვერდი, 11/02/2020
010210060.74.086.016001
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/02/2020 - 09/03/2020)

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №1

2020 წლის 31 იანვარი

ქ.თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე

  

მუხლი 1.    
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნორმატიულ აქტებს მიეკუთვნოს და დადგენილებებად ჩაითვალოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონის ამოქმედებამდე მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდეგი გადაწყვეტილებები:

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №1/92-2006 გადაწყვეტილება  „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ (დანართი 1);

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილება „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ (დანართი 2);

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილება „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 3);

დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/204-2007 გადაწყვეტილება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 4);

ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილება „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხის, აპარატის მოხელეთა და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ (დანართი 5);

ვ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილება „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 6);

ზ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილება „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 7);

თ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 8 დეკემბრის №1/456 გადაწყვეტილება „სარჩელის, პასუხისა (შესაგებლისა) და საჩივრის ფორმათა დამტკიცების შესახებ“ (დანართი 8);

ი) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 8 ნოემბრის №1/200 გადაწყვეტილება „სასამართლოში სამართალდამრღვევის დაკავების ოქმის, სასამართლო სხდომის დარბაზში ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის დაკავების ოქმის, სასამართლოში დაკავებული სამართალდამრღვევის პოლიციისათვის გადაცემის, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის პოლიციისათვის ან ბადრაგირების დანაყოფისათვის გადაცემის ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ“ (დანართი 9);

კ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილება „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის  მანტიის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 10);

ლ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 20 სექტემბრის №1/126 გადაწყვეტილება „ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ (დანართი 11);

მ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 20 სექტემბრის №1/127 გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 12);

ნ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 18 იანვრის №1/5 გადაწყვეტილება „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ (დანართი 13);

ო) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 3 ივლისის №1/124 გადაწყვეტილება „მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე საჩივრის (განცხადების) ფორმის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 14);

პ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 1 თებერვლის №1/9 გადაწყვეტილება „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებისა და ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონული სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ (დანართი 15);

ჟ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 6 დეკემბრის №1/209 გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოებში ელექტრონული საქმისწარმოების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 16);

რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №1/225 გადაწყვეტილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 17);

ს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 1 დეკემბრის №1/104 გადაწყვეტილება „მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 18);

ტ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 28 დეკემბრის №1/232 გადაწყვეტილება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 19);

უ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის №1/56 გადაწყვეტილება „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 20);

ფ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 8 მაისის №1/59 გადაწყვეტილება „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 21);

ქ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 24 ივლისის №1/233 გადაწყვეტილება „თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ (დანართი 22);

ღ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის №1/89 გადაწყვეტილება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ (დანართი 23);

ყ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის №1/152 გადაწყვეტილება „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 24);

შ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №1/175 გადაწყვეტილება „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ (დანართი 25);

ჩ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 სექტემბრის №1/251 გადაწყვეტილება „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეთა შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 26);

ც) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 6 მაისის №1/41 გადაწყვეტილება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის წარსადგენი განცხადების ფორმის, კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გამოსაყენებელი რეკომენდაციის სტანდარტული ფორმისა და სპეციალური კითხვარის და მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების ფორმის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 27);

ძ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 30 სექტემბრის №1/218 გადაწყვეტილება „მედიატორთა ერთიანი რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 28);

წ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 27 დეკემბრის №1/366 გადაწყვეტილება „სასამართლო მედიაციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 29);

ჭ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 27 დეკემბრის №1/367 გადაწყვეტილება „მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ (დანართი 30).


მუხლი 2.    
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

გიორგი მიქაუტაძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი



საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიგიორგი მიქაუტაძე



   
   

  

დანართი 1

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება 1/92-2006

2006 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობისა და მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია სამოქალაქო საქმეთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავები, გარდა საკუთრების, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (გირავნობა, იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებული დავებისა; იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებული დავები; გაკოტრების საქმეთა წარმოება;

ბ) ვალდებულებით-სამართლებრივი დავები და აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული დავები, გარდა ამ პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავებისა;

1) საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების  კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული სესხის (მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული სესხის) ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავები, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს და აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული დავები;

გ) საოჯახო სამართლებრივი დავები; სამემკვიდრეო დავები;

დ) უდავო წარმოების საქმეები; გამარტივებული წარმოების საქმეები; შრომითი სამართლებრივი დავები; მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული  დავები;  პირადი  არაქონებრივი  უფლებების  დაცვასთან დაკავშირებული დავები; ნაწარმოების გამოყენების აკრძალვის და საავტორო უფლების მფლობელთან დადებული სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ინტელექტუალურ-სამართლებრივი დავები;

ე) კომერციული დავები (ამ გადაწყვეტილების მიზნებისთვის, კომერციულ დავას წარმოადგენს და მხოლოდ ამ ქვეპუნქტს განეკუთვნება ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი კატეგორიის ქონებრივ-სამართლებრივი დავა, გარდა საოჯახო სამართლებრივი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების და მორალური ზიანის ანაზღაურების  შესახებ სარჩელებისა), თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს; სამეწარმეო სამართლებრივი დავები; ინტელექტუალურ-სამართლებრივი დავები, გარდა ნაწარმოების გამოყენების აკრძალვის და საავტორო უფლების მფლობელთან დადებული სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ დავებისა.

2. განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია ადმინისტრაციულ საქმეთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე დავები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე დავები; ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების თაობაზე დავები; აღიარებითი სარჩელის თაობაზე დავები; სააღსრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები; საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1-VII4, VII6-VII10 და VII13-VII15 თავებით განსაზღვრული დავები;

ბ) ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების თაობაზე დავები; საგადასახადო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები (სხვა დავები); საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1-VII5 და  VII7-VII16 თავებით განსაზღვრული დავები;

გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის თაობაზე დავები; შრომითი დავები; საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1-VII4, VII7-VII10 და  VII13-VII15 თავებით განსაზღვრული დავები;

დ) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავები; მიწის კანონმდებლობიდან და სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავები; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავები; საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1-VII4, VII7-VII10 და VII13-VII15 თავებით განსაზღვრული დავები;

ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველი საქმეები.

3. ეს    გადაწყვეტილება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2006 წლის 1 ნოემბრიდან.

4. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან.

 

ვალერი ერცვაძე

 

აქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი .


    
    

    

დანართი 2

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/150-2007

2007 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

ეს გადაწყვეტილება, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   22-ე  მუხლის, 23-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიებს, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობას.

 

თავი I

რაიონული (საქალაქო) სასამართლოები

მუხლი 1. (ამოღებულია)

მუხლი 2. (ამოღებულია)

 

მუხლი 3. ამბროლაურის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას ამბროლაურის რაიონული სასამართლო.

2. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ამბროლაურის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 2 მოსამართლით.

4. ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ონის მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 4. ახალქალაქის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას ახალქალაქის რაიონული სასამართლო.

2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.

4. ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.  

 

5. ახალციხის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას ახალციხის რაიონული სასამართლო.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ახალციხის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 7 მოსამართლით.

4. ახალციხის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 3 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ასპინძის მუნიციპალიტეტში;

გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 6. (ამოღებულია)

მუხლი 7. (ამოღებულია)   

 

მუხლი 8. ბათუმის საქალაქო სასამართლო

1. შეიქმნას ბათუმის საქალაქო სასამართლო.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 16 მოსამართლით.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 7 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 5 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 3 მოსამართლით.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 9. (ამოღებულია)

 

მუხლი 10. ბოლნისის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას ბოლნისის რაიონული სასამართლო.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 7 მოსამართლით.

4. ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 11. (ამოღებულია)

 

მუხლი 111. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო

1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე შეიქმნას გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო.

2. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გავრცელდეს  აბაშის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ოზურგეთის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ტყიბულის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონისა და ხულოს მუნიციპალიტეტების, თვითმმართველი ქალაქების – ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე.

3. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 1 მოსამართლით.

4. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფლად განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

 

მუხლი 12. (ამოღებულია)

 

მუხლი 13. გორის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას გორის რაიონული სასამართლო;

2. გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – გორის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით.

3. გორის რაიონულ სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. გორის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 11 მოსამართლით.

5. გორის რაიონული სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 4 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 5 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 1 მოსამართლით.

6. გორის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

 

მუხლი 131. გურჯაანის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას გურჯაანის რაიონული სასამართლო.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 6 მოსამართლით.

4. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ყვარლის მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 14. (ამოღებულია)   

მუხლი 15. (ამოღებულია)

მუხლი 16. (ამოღებულია)   

მუხლი 17. (ამოღებულია)

           

მუხლი 18. ზესტაფონის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას ზესტაფონის რაიონული სასამართლო.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს თერჯოლის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 19. ზუგდიდის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას ზუგდიდის რაიონული სასამართლო.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ზუგდიდის, ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 8 მოსამართლით.

4. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 3 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში;

გ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 20. თბილისის საქალაქო სასამართლო

1. შეიქმნას თბილისის საქალაქო სასამართლო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 126 მოსამართლით.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 51 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში – 43 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 32 მოსამართლით.

           

მუხლი 21. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 3 მოსამართლით.

4. თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს წალკის მუნიციპალიტეტში.

           

მუხლი 22. თელავის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას თელავის რაიონული სასამართლო.

2. თელავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – თელავის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. თელავის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 6 მოსამართლით.

4. თელავის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 23. (ამოღებულია)   

მუხლი 24. (ამოღებულია)

მუხლი 25. (ამოღებულია)

მუხლი 26. (ამოღებულია)

მუხლი 27. (ამოღებულია)   

მუხლი 28. (ამოღებულია)

მუხლი 29. (ამოღებულია)

 

მუხლი 30. მცხეთის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას მცხეთის რაიონული სასამართლო.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – მცხეთის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა)  სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 9 მოსამართლით.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 1 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით.

6. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 4 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტში.

გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს თიანეთის მუნიციპალიტეტში.

დ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

7. მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

           

მუხლი 31. ოზურგეთის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას ოზურგეთის რაიონული სასამართლო.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ოზურგეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 32. (ამოღებულია)

 

მუხლი 33. რუსთავის საქალაქო სასამართლო

1. შეიქმნას რუსთავის საქალაქო სასამართლო.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 13 მოსამართლით.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 5 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 4 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომლებიც უფლებამოსილებას განახორციელებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 34. (ამოღებულია)

           

მუხლი 35. სამტრედიის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას სამტრედიის რაიონული სასამართლო.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 36. საჩხერის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას საჩხერის რაიონული სასამართლო.

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 2 მოსამართლით.

4. საჩხერის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.     

 

მუხლი 37. სენაკის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას სენაკის რაიონული სასამართლო.

2. სენაკის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. სენაკის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.

4. სენაკის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს მარტვილის მუნიციპალიტეტში.

         

მუხლი 38. სიღნაღის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას სიღნაღის რაიონული სასამართლო.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 381. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო 

1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე შეიქმნას სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო.

2. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გავრცელდეს ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, საგარეჯოს, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, წალკისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების, “დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, თვითმმართველი ქალაქების – თბილისისა და რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე.

3. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 2 მოსამართლით.

4. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფლად განისაზღვროს ქ. თბილისი.

 

მუხლი 39. (ამოღებულია)

 

მუხლი 40. ფოთის საქალაქო სასამართლო

1. შეიქმნას ფოთის საქალაქო სასამართლო.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.

4. ფოთის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 41. (ამოღებულია)

მუხლი 42. (ამოღებულია)

 

მუხლი 43. ქუთაისის საქალაქო სასამართლო

1. შეიქმნას ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 13 მოსამართლით.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 3 მოსამართლით;

 ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 4 მოსამართლით;

 გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 3 მოსამართლით.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 3 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში;

გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 44. (ამოღებულია)

მუხლი 45. (ამოღებულია)

მუხლი 46. (ამოღებულია)

მუხლი 47. (ამოღებულია)

           

მუხლი 48. ცაგერის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას ცაგერის რაიონული სასამართლო.

2. ცაგერის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ცაგერის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 2 მოსამართლით.

4. ცაგერის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 49. (ამოღებულია)

მუხლი 50. (ამოღებულია)

მუხლი 51. (ამოღებულია)

მუხლი 52. (ამოღებულია)   

 

მუხლი 53. ხაშურის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას ხაშურის რაიონული სასამართლო.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ხაშურის, ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. ხაშურის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტებში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

 

მუხლი 54. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.

4. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 3 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს შუახევის მუნიციპალიტეტში;

გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტში.

 

მუხლი 55. (ამოღებულია)

მუხლი 56. (ამოღებულია)

მუხლი 57. (ამოღებულია)

             

თავი II

თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები

 

მუხლი 58. თბილისის სააპელაციო სასამართლო

1. შეიქმნას თბილისის სააპელაციო სასამართლო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გორის, გურჯაანის, თეთრიწყაროს, თელავის, მცხეთის, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთისა და ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 81 მოსამართლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიასა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატაში – 33 მოსამართლის შემადგენლობით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – 19 მოსამართლის შემადგენლობით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში – 22 მოსამართლის შემადგენლობით;

დ) საგამოძიებო კოლეგიაში – 7 მოსამართლის შემადგენლობით.

 

მუხლი 59. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

1. შეიქმნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლო.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ამბროლაურის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ცაგერისა და ხელვაჩაურის რაიონული, ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 22 მოსამართლით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიასა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატაში – 8 მოსამართლის შემადგენლობით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – 7 მოსამართლის შემადგენლობით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში – 5 მოსამართლის შემადგენლობით;

დ) საგამოძიებო კოლეგიაში – 2 მოსამართლის შემადგენლობით.

           

თავი III

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 60. გორის რაიონული სასამართლოს შექმნამდე გორის, კასპისა და ჯავის რაიონული სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები და მოსამართლეთა რაოდენობა

ამ გადაწყვეტილების მე-13 მუხლით გათვალისწინებული გორის რაიონული სასამართლოს შექმნამდე:

ა) შეიქმნას გორის რაიონული სასამართლო. გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით. გორის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ხუთი მოსამართლით;

ბ) შეიქმნას კასპის რაიონული სასამართლო. კასპის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. კასპის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ორი მოსამართლით;

გ) შეიქმნას ჯავის რაიონული სასამართლო. ჯავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ჯავის რაიონის ადმინისტრაციული საზღვრებით. ჯავის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ოთხი მოსამართლით.

 

მუხლი 61. გორის რაიონული სასამართლოს ამოქმედებისათვის გასატარებელი ღონისძიებები

1. 2007 წლის 17 სექტემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს გორის, კასპისა და ჯავის რაიონული სასამართლოები. გორის, კასპისა და ჯავის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2007 წლის 17 სექტემბრამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი გორის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განხორციელდეს გორის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციასა და გორის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;

დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს სალიკვიდაციო კომისიის შექმნა. 

2. კასპის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2007 წლის 17 სექტემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო გორისა და ჯავის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე კასპის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2007 წლის 17 სექტემბრიდან გადაეცეს გორის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 62. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია გორის რაიონული სასამართლოს ამოქმედებამდე

გორის რაიონული სასამართლოს ამოქმედებამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, თეთრიწყაროს, თელავის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის, წალკის, ხაშურის, ჯავის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

 

მუხლი 621. ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2009 წლის 21 აპრილიდან ლიკვიდირებულ იქნეს ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2009 წლის 21 აპრილამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ახალციხის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ახალციხის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;

დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

2. ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2009 წლის 21 აპრილიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2009 წლის 21 აპრილიდან გადაეცეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 622. ამბროლაურის, ონის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს, ქობულეთის რაიონული და ბათუმის საქალაქო სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2009 წლის 10 სექტემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ამბროლაურისა და ონის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2009 წლის 10 სექტემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ამბროლაურის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. 2009 წლის 10 სექტემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ბათუმის საქალაქო და ქობულეთის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2009 წლის 10 სექტემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

3. 2009 წლის 10 სექტემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2009 წლის 10 სექტემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ოზურგეთის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

4. 2009 წლის 10 სექტემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2009 წლის 10 სექტემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

5. ონის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2009 წლის 10 სექტემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ამბროლაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ონის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2009 წლის 10 სექტემბრიდან გადაეცეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ქობულეთის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2009 წლის 10 სექტემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ქობულეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები   2009 წლის 10 სექტემბრიდან გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2009 წლის 10 სექტემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2009 წლის 10 სექტემბრიდან გადაეცეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2009 წლის 10 სექტემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2009 წლის 10 სექტემბრიდან გადაეცეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

 

მუხლი 623. გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული, გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული, ოჩამჩირის რაიონული და ტყვარჩელის საქალაქო, სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2009 წლის 19 ოქტომბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული, გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული, ოჩამჩირის რაიონული და ტყვარჩელის საქალაქო, სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2009 წლის 19 ოქტომბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფილ იქნეს:

ა) ლიკვიდაციას დაქვემდებარებული გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული, გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული, ოჩამჩირის რაიონული და ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეებისა და დოკუმენტაციის აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეებისა და დოკუმენტაციის აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

გ) ლიკვიდაციას დაქვემდებარებული გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული, გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული, ოჩამჩირის რაიონული და ტყვარჩელის საქალაქო, სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოებისათვის გადაცემის ორგანიზება;

დ) გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოების საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

ე) სასამართლოების ლიკვიდაციასა და გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოების შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული, გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული, ოჩამჩირის რაიონული და ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეები 2009 წლის 19 ოქტომბრიდან გადაეცეს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები 2009 წლის 19 ოქტომბრიდან გადაეცეს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

 

მუხლი 624. ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ხარაგაულის, თელავის, ახმეტისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2009 წლის 2 დეკემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2009 წლის 2 დეკემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ბოლნისის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. 2009 წლის 2 დეკემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2009 წლის 2 დეკემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ზესტაფონის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

3. 2009 წლის 2 დეკემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს თელავის, ახმეტისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2009 წლის 2 დეკემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი თელავის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს თელავის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და თელავის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

4. დმანისისა და მარნეულის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2009 წლის 2 დეკემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე დმანისისა და მარნეულის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2009 წლის 2 დეკემბრიდან გადაეცეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. თერჯოლისა და ხარაგაულის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2009 წლის 2 დეკემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე თერჯოლისა და ხარაგაულის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2009 წლის 2 დეკემბრიდან გადაეცეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ახმეტისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2009 წლის 2 დეკემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო თელავის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ახმეტისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2009 წლის 2 დეკემბრიდან გადაეცეს თელავის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

 

მუხლი 625. ქუთაისის საქალაქო, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2010 წლის 22 სექტემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ქუთაისის საქალაქო, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2010 წლის 22 სექტემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2010 წლის 22 სექტემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2010 წლის 22 სექტემბრიდან გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

 

მუხლი 626. სენაკის, აბაშისა და მარტვილის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2011 წლის 6 მაისიდან ლიკვიდირებულ იქნეს სენაკის, აბაშისა და მარტვილის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2011 წლის 6 მაისამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი სენაკის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს სენაკის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და სენაკის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. აბაშისა და მარტვილის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2011 წლის 6 მაისიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო სენაკის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე აბაშისა და მარტვილის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2011 წლის 6 მაისიდან გადაეცეს სენაკის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

 

მუხლი 627. ყვარლისა და თელავის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2011 წლის 1 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ყვარლის რაიონული სასამართლო. აღნიშნული სასამართლოს სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2011 წლის 1 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი გურჯაანის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოს ლიკვიდაციასა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. 2011 წლის 1 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს თელავის რაიონული სასამართლო. აღნიშნული სასამართლოს სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2011 წლის 1 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და შესაბამისად მათი თელავისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებისათვის გადაცემის ორგანიზება; 

ბ) განხორციელდეს თელავის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოს ლიკვიდაციასა და თელავის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

3. ყვარლის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2011 წლის 1 ნოემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები, ასევე გურჯაანის მაგისტრატი სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები 2011 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თელავის რაიონული სასამართლოს (გარდა გურჯაანის მაგისტრატი სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეებისა) წარმოებაში არსებული საქმეები 2011 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს თელავის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

 

მუხლი 628. გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2011 წლის 2 დეკემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 2011 წლის 2 დეკემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი გურჯაანის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2011 წლის 2 დეკემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები  2011 წლის 2 დეკემბრიდან გადაეცეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

 

მუხლი 629. რუსთავის საქალაქო და გარდაბნის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2012 წლის 11 სექტემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს რუსთავის საქალაქო და გარდაბნის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 11 სექტემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი რუსთავის საქალაქო სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. გარდაბნის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 11 სექტემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე გარდაბნის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 11 სექტემბრიდან გადაეცეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

 

მუხლი 6210. თეთრიწყაროს, წალკის, სამტრედიის, ვანის, ხონის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და ხობის რაიონული და ფოთის საქალაქო სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2012 წლის 20 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს თეთრიწყაროსა და წალკის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 20 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. 2012 წლის 20 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს სამტრედიის, ვანისა და ხონის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 20 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი სამტრედიის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

3. 2012 წლის 20 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 20 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი სიღნაღის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

4. 2012 წლის 20 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ფოთის საქალაქო და ხობის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 20 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ფოთის საქალაქო სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ფოთის საქალაქო სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

5. წალკის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 20 ნოემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე წალკის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 20 ნოემბრიდან გადაეცეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ვანისა და ხონის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 20 ნოემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო სამტრედიის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ვანისა და ხონის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 20 ნოემბრიდან გადაეცეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 20 ნოემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო სიღნაღის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 20 ნოემბრიდან გადაეცეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ხობის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 20 ნოემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ხობის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 20 ნოემბრიდან გადაეცეს ფოთის საქალაქო სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

 

მუხლი 6211. ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ცაგერისა და ლენტეხის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2012 წლის 21 დეკემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 21 დეკემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ზუგდიდის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. 2012 წლის 21 დეკემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ცაგერისა და ლენტეხის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 21 დეკემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ცაგერის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს ცაგერის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ცაგერის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

3. მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 21 დეკემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 21 დეკემბრიდან გადაეცეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ლენტეხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 21 დეკემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ცაგერის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ლენტეხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 21 დეკემბრიდან გადაეცეს ცაგერის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

მუხლი 63. გადაწყვეტილების ამოქმედება

1. ეს გადაწყვეტილება, გარდა მე-13 მუხლის, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №651 და „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და სასამართლო პალატებსა და კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის №857 ბრძანებულებების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.

2. მე-13 მუხლი და 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 17 სექტემბრიდან.

3.  61-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 10 აგვისტოდან.

 

ვალერი ცერცვაძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი .


            
        

      

დანართი 4

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/204-2007

2007 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის

ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის თანდართული ფიცის ტექსტი.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 აგვისტოს N458 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.

 

ვალერი ცერცვაძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

 

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის ფიცი

 

ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა:

 ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას;

 ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს;

 განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით;

 ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;

 პირნათლად ვასრულებდე მოსამართლის მაღალ დანიშნულებას!


   
    

   

დანართი 5

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/206-2007

2007 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხის, აპარატის მოხელეთა და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 34-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანდართული დებულება (დანართი 1);

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი 2);

გ) დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო (დანართი 3).

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №344 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.

 

ვალერი ცერცვაძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

 

 დანართი 1

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის

დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. აპარატი თავის საქმიანობას ახორციელებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის, სხვა სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციები და ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი განისაზღვრება ამ  დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. აპარატში იქმნება დეპარტამენტები, სამმართველოები, სამსახურები და სხვა სტრუქტურული ერთეულები.

5. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენენ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.            

6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით, აპარატის მოხელე შესაძლებელია იმავდროულად ასრულებდეს აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულის მოხელის მოვალეობას “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის კომპეტენცია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის კომპეტენციაა:

ა) მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკითხების მომზადება;

ბ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისა და მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების მიზნით ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;

გ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების შემუშავება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; 

1) საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების პროცედურის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობა;

დ) კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური  სამართალწარმოების განხორციელება;

ე) სასამართლო რეფორმის საკითხებზე წინადადებების შემუშავება;

ვ) სასამართლო პრაქტიკის და მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ზ) საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესის შემუშავება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; 

თ) სასამართლოს სტატისტიკის ანალიზის მასალების განხილვა;

ი) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და სტრუქტურის, აგრეთვე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების თაობაზე წინადადებების მომზადება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

კ) საერთო სასამართლოების (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურისა და საშტატო რაოდენობის შედგენა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ლ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების შემუშავება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; 

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

მუხლი 3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.

3.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:

ა) ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ- ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებს, აპარატის სხვა მოსამსახურეებს, გარდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის მოხელეებისა და სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარისა;

გ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, 3 წლის ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და სხვა ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; საჭიროების შემთხვევაში ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს, განსაზღვრავს მათ შემადგენლობასა და ფუნქციებს; 

ე) ამზადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;

ვ) ორგანიზებას უწევს მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის განაწილებას;

ზ) ორგანიზებას უწევს სხდომის მასალების საბჭოს წევრებისათვის დროულ მიწოდებას;

თ) ორგანიზებას უწევს საქმის წარმოებასა და აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ი) ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში; 

კ) ორგანიზებას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტაციის დაგზავნას;

ლ) ორგანიზებას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრებს;

მ) წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს;

ნ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 

 

მუხლი 4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა

1. აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

გ) სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი;

დ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ვ) მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი;

ზ) დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატი;

თ) სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი;

ი) (ამოღებულია).

2. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (შემდგომში – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი).

 

მუხლი 5. სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1. სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართალშემოქმედებით საქმიანობას, პარლამენტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ურთიერთობის კოორდინაციას;

ბ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას, ახორციელებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების მომზადებას განსახილველად;

გ) ახორციელებს სასამართლო დავებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობას, უზრუნველყოფს სასამართლო დავების ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, აღრიცხვას და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას, ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ3“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში;

დ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განსახილველად მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებას;

ე) შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთიან ბიუჯეტს და წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად ახორციელებს საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებას, მართვასა და ანგარიშგებას;

ვ) დადგენილი წესით განკარგავს და აღრიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებსა და საბჭოსათვის მიზნობრივი მოხმარება-განკარგვისათვის გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;

ზ) ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამუშაოებს;

თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლს;

ი) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე რიცხული მატერიალური ფასეულობებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის მოვლა-პატრონობას, სწორ ექსპლოატაციას, ინვენტარიზაციასა და აღრიცხვას, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება-ზედამხედველობას, ასევე შენობაში სანიტარიული და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, ელექტროობის, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემების გამართულ მუშაობას;

კ) წარმართავს ბუღალტრულ საქმიანობას ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  

2. სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის შემადგენლობაშია სამართლებრივ საკითხთა სამმართველო და საფინანსო-სამეურნეო სამმართველო.

3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

 

მუხლი 51. ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1. ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი:

ა) აწესრიგებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი აპარატის (გარდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატისა) სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და დაგზავნას, ორგანიზებას უწევს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას და უზრუნველყოფს საჭირო პირობების შექმნას თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად;

ბ) უზრუნველყოფს საიდუმლო კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას, მოძრაობის გაფორმებას, გაგზავნას, დავალებათა შესრულების კონტროლს, საქმეთა ფორმირებას, არქივში დოკუმენტების ჩაბარებასა და დაცვას;

გ) უზრუნველყოფს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებას, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზებას, აგრეთვე არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებას, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გაცემას;

დ) (ამოღებულია);

ე) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, აღნიშნულთან დაკავშირებით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

ვ) ახორციელებს სხვა შესაბამის ღონისძიებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

2. ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის შემადგენლობაშია კანცელარია და მანდატურის სამსახური.

3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

 

მუხლი 6. სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი

1. სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი:

ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;

ბ) დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელების დროს უფლებამოსილია გაეცნოს სასამართლოში არსებულ საქმის მასალებს, მიიღოს საქმის მასალების ასლები;

გ) უფლებამოსილია როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს, სასამართლოს აპარატის თანამშრომელს, მიიწვიოს სხვა პირი და მიღოს მისგან დამატებითი ინფორმაცია;

დ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაუცველად საჩივრის (განცხადების) წარმოდგენის შემთხვევაში უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე 10 დღის ვადაში წერილობით აცნობოს საჩივრის (განცხადების) ავტორს;

ე) იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი (განცხადება) ანონიმური ხასიათისაა, ან მიმართულია ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ, ან მასში მითითებული საფუძვლით მოსამართლის მიმართ უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება, საჩივრის (განცხადების) მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხსენებითი ბარათით მიმართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ან საბჭოს წევრს დისციპლინური სამართალწარმოების არდაწყების თაობაზე;

ვ) ამზადებს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საბჭოს მდივნისა და საბჭოს წევრის დოკუმენტების პროექტებს;

ზ) ახორციელებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მოწვევისა და გამართვის ორგანიზებას;

თ) (ამოღებულია);

ი) (ამოღებულია);

კ) (ამოღებულია);

ლ) აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკას და უზრუნველყოფს მის განზოგადებას.

2. სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი შედგება სამი სამმართველოსაგან: სისხლის სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო; სამოქალაქო საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო; ადმინისტრაციულ საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო.

3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

4. აუცილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის მოხელეს შეიძლება დაევალოს სხვა კატეგორიის საქმეზე დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება.

 

მუხლი 7. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

1. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:

ა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატისა და საერთო სასამართლოებისათვის შეიმუშავებს საკადრო პოლიტიკას და ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიას;

ბ) ახორციელებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას;

გ) აწარმოებს საერთო სასამართლოების აპარატის მოსამსახურეთა და სტაჟიორთა საკადრო აღრიცხვას და საინფორმაციო ბანკის მართვას;

დ) ამზადებს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტებს;

ე) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოს ანალიზის საფუძველზე ადგენს სამუშაო აღწერილობებს, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმებს, ამუშავებს შეფასების შედეგებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

ვ) ორგანიზებას უწევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აპარატსა და საერთო სასამართლოების სისტემაში მოხელეთა შერჩევის პროცესს, კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვას, უზრუნველყოფს სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;

ზ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატისა და საერთო სასამართლოების მოხელეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას, შეფასების შედეგების გათვალისწინებით იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად შეიმუშავებს შესაბამის გეგმებსა და სასწავლო პროგრამებს, უზრუნველყოფს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას;

თ) ახორციელებს საერთო სასამართლოების სისტემაში საკადრო საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას, აგრეთვე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებასა და საერთო სასამართლოებში იმპლემენტაციას;

ი) ახორციელებს საკვალიფიკაციო გამოცდების მოწყობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საქმიანობას;              

კ) ახორციელებს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მოწყობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საქმიანობას;

ლ) ამზადებს დოკუმენტაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მისი აპარატის მოხელეებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების თაობაზე, ახორციელებს კონტროლს სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე;

მ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა და მოსამართლეთა სოციალური საკითხების გადაწყვეტასა და საპენსიო საბუთების გაფორმებას ნამსახურობის მიხედვით;

ნ) ორგანიზებას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების ჩატარებას;

ო) შეიმუშავებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის შინაგანაწესს და ახორციელებს კონტროლს მის შესრულებაზე, აკონტროლებს თანამშრომელთა შრომის დისციპლინას, უზრუნველყოფს სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივ შემოწმებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანისათვის წარდგენას;

პ) აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების, ასევე საბჭოს მდივნის ბრძანებების რეესტრს.

2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის შემადგენლობაშია ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვისა და ანალიზის სამმართველო.

3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

 

მუხლი 71. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მათ წარმომადგენლობებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ურთიერთობის დამყარებას და მის შემდგომ წარმართვას;

ბ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე ამზადებს ანგარიშებს და წარადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე;

გ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წინადადებების შემუშავებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ეროვნული სამოქმედო გეგმების შექმნისა და იმპლემენტაციის პროცესში;

ე) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის პროექტების წარდგენას, მონაწილეობს ან კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების, ასევე უცხო ქვეყნების სათანადო პრაქტიკის მოძიებასა და შესწავლას;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის შემადგენლობაშია საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო.

3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.

 

მუხლი 72. მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი

1. მოსამართლის საქმიანობის შეფასების პროცედურების მართვის დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შეფასების პროცედურის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობას კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ტექნიკურ დახმარებას უწევს შემფასებელ საბჭოს წევრს და ასრულებს მის ცალკეულ დავალებებს კონკრეტული კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად;

ბ) აღრიცხავს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ მოსამართლეებს და აკონტროლებს მოსამართლის საქმიანობის შეფასების პერიოდების დაცვას; თანამდებობაზე მისი ყოფნის 3-წლიანი ვადის დაწყებისთანავე აცნობებს მოსამართლეს შეფასების პროცედურებს და იმ გარემოებებს, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მისი ცალკეული კრიტერიუმებით შეფასებისას და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას;

გ) შეფასების თითოეული პერიოდის დასრულებისთანავე უზრუნველყოფს მოსამართლის შეფასების ანგარიშების დალუქული სახით შენახვას და მოთხოვნის შემთხვევაში მათი შესაფასებელი მოსამართლისათვის გაცნობას;

დ) ამზადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს მოსამართლის საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით; მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე საჩივარს თანდართულ მასალებთან ერთად გადასცემს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას;

ე) მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას ახორციელებს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმებას.

2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

 

მუხლი 73. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატი

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატი:

ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;

ბ) დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელების დროს უფლებამოსილია გაეცნოს სასამართლოში არსებულ საქმის მასალებს, მიიღოს საქმის მასალების ასლები;

გ) უფლებამოსილია როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს, სასამართლოს აპარატის თანამშრომელს, მიიწვიოს სხვა პირი და მიღოს მისგან დამატებითი ინფორმაცია;

დ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაუცველად საჩივრის (განცხადების) წარმოდგენის შემთხვევაში უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე 10 დღის ვადაში წერილობით აცნობოს საჩივრის (განცხადების) ავტორს;

ე) იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი (განცხადება) ანონიმური ხასიათისაა, ან მიმართულია ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ, ან მასში მითითებული საფუძვლით მოსამართლის მიმართ უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება, საჩივრის (განცხადების) მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხსენებითი ბარათით მიმართავს დამოუკიდებელ ინსპექტორს დისციპლინური სამართალწარმოების არდაწყების თაობაზე;

ვ) ამზადებს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტების პროექტებს;

ზ) ახორციელებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მოწვევისა და გამართვის ორგანიზებას;

თ) შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას სასამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხებზე და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

ი) აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკას და უზრუნველყოფს მის განზოგადებას;

კ) აწესრიგებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და დაგზავნას, უზრუნველყოფს კორესპონდენციის (მათ შორის, საიდუმლო/კონფიდენციალური) მიღებას, რეგისტრაციას, მოძრაობის გაფორმებას, გაგზავნას, დავალებათა შესრულების კონტროლს, საქმეთა ფორმირებას, არქივში დოკუმენტების ჩაბარებასა და დაცვას.

მუხლი 74. სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი

1. საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტზე ზედამხედველობის მიზნით, სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი ახორციელებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა, სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი:

ა) შეიმუშავებს სასამართლო საქმისწარმოების ფორმებს;

ბ) საერთო სასამართლოებისა და მოსამართლეთა დატვირთულობის დადგენისა და სასამართლოში მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის, საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვის თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით უზრუნველყოფს სასამართლო სტატისტიკის მასალების ანალიტიკურ დამუშავებას, განზოგადებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის განსახილველად წარდგენას;

გ) შეისწავლის საპროცესო ვადების დაცვის თაობაზე და საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებთან დაკავშირებით რაიონული (საქალაქო) სასამართლოებიდან გადმოგზავნილ მასალებს, განაზოგადებს მათ და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს შესაბამისი მოხსენებითი ბარათით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანს;

დ) განსაზღვრავს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხობრივ მაჩვენებლებს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის სტანდარტებს, ყოველწლიურ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს;

ე) უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და საერთო სასამართლოების მოხელეებისათვის ხელმისაწვდომი სერვისებისა და ადეკვატური პროცედურების დანერგვას, მათ პერმანენტულად გამარტივებას, ხარისხის კონტროლსა და გაუმჯობესებას;

ვ) ქმნის ხარისხის ჯგუფს და კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას; ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახდენს საერთო სასამართლოებში არსებული პრობლემებისა და პოზიტიური გამოცდილების იდენტიფიცირებას, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის აუდიტს; თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით ამოწმებს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხის შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან, ამ მიზნით ახორციელებს პერიოდულ ვიზიტებს საერთო სასამართლოებში;

თ) ქმნის და სისტემატურად აუმჯობესებს მოქალაქეებისა და მოხელეებისაგან მიღებული უკუკავშირის (საჩივრების, შენიშვნების, იდეების, პრობლემების) ეფექტური მართვის მექანიზმს; უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების მომსახურებით მოქალაქეების კმაყოფილების დონის შესწავლას და ამ მიზნით სპეციალური კვლევების ჩატარებას;

ი) ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს სასამართლოს მოხელეთა ტრენინინგ-საჭიროებებს, ხელს უწყობს მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და მოტივაციის ზრდას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;

ლ) იკვლევს სერვისებისა და პროცედურების ხარისხთან დაკავშირებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკას; უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და მოხელეთა ინფორმირებას, ბუკლეტებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებას, განთავსებასა და პერიოდულ განახლებას;

მ) ახორციელებს საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაში მოსამართლეთა შესაბამის კოლეგიაში/პალატაში/ვიწრო სპეციალიზაციაში რეგისტრაციას, რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების, შესწორების ან დამატების შეტანას, რეგისტრაციის მონაცემების გაუქმებას, ასევე, უზრუნველყოფს მოსამართლის შვებულების, მივლინებისა და დროებითი შრომისუუნარობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვას;

ნ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობისათვის ერთიანი კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიებების წარმართვას და ამ მიზნით ინფორმაციის ურთიერთგაცვლის თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის გამოყენებას;

ო) ზედამხედველობს საერთო სასამართლოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ერთიანი კომპიუტერული ქსელის მოხმარებას, ქსელის ტექნიკურ ექსპლუატაციას, ახორციელებს მრავალწერტილიანი კომპიუტერული (ლოკალური) ქსელის, სისტემური ინფრასტრუქტურის, ციფრული სატელეფონო და საკონფერენციო სისტემების ადმინისტრირებას, მათ შორის, კომპიუტერული პარკისა და პერიფერიული მოწყობილობების შესაბამისობის განსაზღვრას, ამ მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი აღსრულების კონტროლს;

პ) უზრუნველყოფს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების, აგრეთვე საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საქმისწარმოების სამუშაოების ავტომატიზებული სისტემების კომპიუტერული პროგრამების დანერგვასა და გამოყენებას, მათი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი აღსრულების კონტროლს;

ჟ) ქმნის ერთიან საინფორმაციო-კომპიუტერულ ბაზას, ახორციელებს მონაცემთა ცალკეული ბაზების (ბაზებში დაცული ინფორმაციის) მართვას, საერთო სასამართლოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის კომპიუტერულ (ლოკალურ) ქსელში შემავალი და სასამართლოებიდან გამავალი ინფორმაციული ნაკადების ადმინისტრირებას;

რ) ორგანიზებას უწევს საერთო სასამართლოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვებგვერდის ადმინისტრირებას, ვებგვერდის მონაცემთა ბაზების ფორმირებასა და განვითარებას, ვებგვერდის პროგრამული საშუალებების სრულყოფას;

ს) ახორციელებს საერთო სასამართლოებისა და სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების მეთოდურ ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს მათთვის და საერთო სასამართლოების თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების ინტერესების გათვალისწინებით, კოორდინაციას უწევს საერთო სასამართლოების საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების საქმიანობას და უფლებამოსილია მისცეს მათ მითითებები საერთო სასამართლოების ერთიანი კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 75. (ამოღებულია)

 

მუხლი 8. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

 

დანართი 2

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და

მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები

 

თანამდებობის დასახელება

თანამდებობის რანგი

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

 

სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

 

 

 

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

4400

I

სამართლებრივ საკითხთა სამმართველო

 

 

 

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

3500

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

2500

3.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

2200

II

საფინანსო-სამეურნეო სამმართველო

 

 

 

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

3500

2.

მთავარი ბუღალტერი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

2600

3.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

2500

4.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

2200

 

სულ

 

11

 

 

ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

 

 

 

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

4400

I

კანცელარია

 

 

 

1.

კანცელარიის უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

2600

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

2500

3.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რეფერენტი – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

15

1600

II

მანდატურის სამსახური

 

 

 

1.

სამსახურის უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

2000

2.

მანდატური – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

IV

5

1500

 

სულ

 

24

 

 

სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი

 

 

 

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

4400

I

სისხლის სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო

 

 

 

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

3500

2.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

2200

II

სამოქალაქო საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო

 

 

 

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

3500

III

ადმინისტრაციულ საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო

 

 

 

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

3500

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

2500

 

სულ

 

6

 

 

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

 

 

 

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

4400

I

ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვისა და ანალიზის სამმართველო

 

 

 

1.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

2500

2.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

4

2200

 

სულ

 

7

 

 

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

 

 

 

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

4400

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

II

1

4000

I

საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო

 

 

 

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

3500

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

2500

3.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

2200

 

სულ

 

6

 

 

მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი

 

 

 

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

4400

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

2500

3.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

4

2200

 

სულ

 

7

 

 

დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატი

 

 

 

1.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

3

2500

2.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2200

 

სულ

 

8

 

 

სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი

 

 

 

1.

დეპარტამენტის თავმჯდომარე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

4400

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

3

2500

3.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

3

2200

 

სულ

 

7

 

 

სულ ჯამში

 

76

 

 

დანართი 3

 

დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო

 

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

დამოუკიდებელი ინსპექტორი

5350

 

 

 


   
   

   

დანართი 6

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/208-2007

2007 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის

დამტკიცების შესახებ

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანდართული რეგლამენტი.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.

 

ვალერი ცერცვაძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

თავი I

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსი,

შემადგენლობა და წევრთა უფლებამოსილების ვადა

მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (შემდგომში – იუსტიციის უმაღლესი საბჭო) შექმნილია სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, საერთო სასამართლოების საბიუჯეტო, მატერიალურ-ტექნიკური და სასამართლო ადმინისტრირების საკითხთა კოორდინირებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე.

 

მუხლი 2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები.

3. საქართველოს საერთო სასამართლოებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება), უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.

4. საქართველოს პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. კანდიდატურების წარდგენის, ამ პუნქტითა და მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვისა და საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 1 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. პირველ შემთხვევაში კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30-ე დღიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. კონკურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს არაუმეტეს 1 კანდიდატურისა.

 

მუხლი 3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის აუცილებელი პირობები

საქართველოს პარლამენტმა/საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს/დანიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი თანხმობა.

 

მუხლი 4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს (დაინიშნოს) ზედიზედ ორჯერ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს (დაინიშნოს) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.

 

მუხლი 5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დაწყება

1. ახლად არჩეული/დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან, თუ იგი არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო არჩევის მომდევნო დღიდან, თუ არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, ანდა თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილება ვადამდე იქნა შეწყვეტილი.

2. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი უფლებამოსილების ვადა შეწყდება მომდევნო სამუშაო დღის 18 საათზე.

 

მუხლი 6. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

საქართველოს პარლამეტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

 

მუხლი 7. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ვ) კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;

ზ) გარდაცვალება;

თ) წელიწადში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ლ) წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კენჭს უყრის გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მოსამართლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია მოსამართლის თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება (გადაყენება).

 

მუხლი 8. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სოციალური დაცვის გარანტიები

1. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6700 ლარს.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

 

თავი II

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება

 

მუხლი 9. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია

იუსტიციის უმაღლესი საბჭო:

ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეს, სააპელაციო სასამართლოს პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს;

1) თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორსა და სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს; განსაზღვრავს დამოუკიდებელი ინსპექტორისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლების მიერ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესს, სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესს;

2) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს;

ბ) ამტკიცებს:

ბ.ა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას და მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას;

ბ.ბ) დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს;

ბ.გ) საერთო სასამართლოების (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურას, აპარატის მოხელეთა საშტატო რაოდენობას, თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს;

ბ.გ1) იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს;

ბ.გ2) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოსამსახურეთა შეფასების წესს;

ბ.დ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს;

ბ.ე) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესსა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას;

ბ.ვ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას;

ბ.ზ) მოსამართლის ფიცის ტექსტს;

ბ.თ) სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს;

ბ.ი) მოსამართლის თანამდებობრივ განმასხვავებელ ნიშნებს და მოსამართლის ჩაცმულობის ფორმას;

ბ.კ) მოსამართლის სამსახურებრივი მოწმობის ფორმას.

გ) განსაზღვრავს:

გ.ა) რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიას;

გ.ბ) რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას;

გ.გ) მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორიას და რაოდენობას;

გ.დ) მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში;

გ.ე) სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას;

გ.ვ) სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და შემადგენლობას;

გ.ზ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას;

გ.თ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;

დ) ქმნის:

დ.ა) რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებს;

დ.ბ) სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებს;

დ.გ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას;

ე) საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, უფლებამოსილია განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია;

ვ) ადგენს სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას;

ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს;

თ) განიხილავს სასამართლოს სტატისტიკის ანალიზის მასალებს;

ი) კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;

კ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს;

ლ) იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლეების წახალისების შესახებ;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე;

ნ) თანხმობას აძლევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების დანიშვნაზე;

ო) რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას აცხადებს კონკურსს და განსაზღვრავს მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას;

პ) განიხილავს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადების შესახებ, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს უფლებამოსილების ფარგლებში;

ჟ) (ამოღებულია);

რ) ატარებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენლად მისაღებ კონკურსს;

ს) საქართველოს მთავრობას წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს; 

1) ადგენს საერთო სასამართლოს მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;

ტ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიას და რეგლამენტს, აგრეთვე სამოსამართლო ეთიკის კოდექსს;

უ) იღებს გადაწყვეტილებებს საერთო სასამართლოების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აღნიშნული საფუძვლით საერთო სასამართლოების დეპარტამენტს აძლევს შესაბამის დავალებებს;

ფ) განიხილავს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკის თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხებს.

 

მუხლი 10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა უფლებამოსილებანი

1. კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო:

ა) შეიმუშავებს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს;

ბ) განიხილავს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს და შეიმუშავებს სათანადო დასკვნებს;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებს მოსამართლეთა კონფერენციის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ მის წინაშე დასმულ საკითხებზე;

1) უზრუნველყოფს სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობის განვითარების პროცესში, აგრეთვე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ კონფერენციებში მოსამართლეთა ფართო ჩართულობას, მიუხედავად სასამართლოების ინსტანციურობისა და სამოქმედო ტერიტორიისა;

დ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციების ეფექტურად განსახორციელებლად ქმნის დროებით კომისიებს;

ე) ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამუშაო გეგმებს;

1) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიზნით შეიმუშავებს ადაპტირების სამოქმედო გეგმას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებსა და მეთოდიკას;

ვ) შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციებთანაა დაკავშირებული;

ზ) შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომელიც საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესთანაა დაკავშირებული;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

3. (ამოღებულია).

4. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას სხვა მოსამართლისათვის თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრებისა და დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისაგან გათავისუფლების შესახებ.

 

თავი III

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

და გადაწყვეტილების მიღება

 

მუხლი 11. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევა

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, იწვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია.

4. დღის წესრიგით გათვალისწინებული, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, თანდართულ მასალებთან ერთად ეცნობება საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენენ სასამართლოს შენიშვნებსა და წინადადებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს როგორც წერილობით, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სასამართლოს წარმომადგენლის მიერ უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

მუხლი 111. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის საჯაროობა 

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს საჯარო სხდომის აუდიო-, ვიდეოჩანაწერის დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა.

3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა შესაძლებელია განახორციელონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გახსნის ფოტოგადაღება და ვიდეო-, აუდიოჩაწერა.

4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შესახებ ინფორმაცია და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, აგრეთვე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია გათავსდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

 

მუხლი 12. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მის სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულად არ ჩაითვლება.

3. სადისციპლინო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

4. იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

 

მუხლი 13. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საკითხთა განხილვის წესი

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კამათში და გამოთქვას მოსაზრება დღის წესრიგის ყველა საკითხზე.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ან საბჭოს წევრთა წინასწარი შეთანხმებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგის საკითხთან დაკავშირებით შეიძლება მოწვეულ იქნეს გარეშე პირი.

3. პირადი განცხადების საფუძველზე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების (უფლებამოსილების შეწყვეტის), ასევე მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად სხვა სასამართლოში მოსამართლის მივლინების საკითხის გადაწყვეტისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს შესაბამისი მოსამართლე, რომელიც უფლებამოსილია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

 

მუხლი 131მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხის განხილვის წესი

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლის შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხის ინიცირების თაობაზე.

2. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი კონკურსის გარეშე შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად, შეუფერხებლად და ეფექტიანად განხორციელების ინტერესს.

4. საკითხის ინიციირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) სასამართლოში მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობის არარსებობა ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა;

ბ) ორგანული კანონით გათვალისწინებული წესით ვაკანტურ ადგილებზე ახალი კონკურსის გამოუცხადებლობა ან კონკურსის დადგენილ ვადაში ჩატარების შეუძლებლობა;

გ) მოსამართლის განცხადება სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის თაობაზე.

5. იმავე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული სასამართლოს საჭიროება, მოსამართლის საცხოვრებელი ადგილი, მისი ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა და სხვ.

6. მოსამართლეთა დაწინაურების უფლების უზრუნველყოფის, მოსამართლეთა კორპუსის მობილურობისა და მოქმედ მოსამართლეთა გამოცდილების რესურსის ეფექტიანი გამოყენების ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სააპელაციო სასამართლოში ვაკანსიების არსებობისას, კონკურსის პარალელურად ან მის გარეშე, უფლებამოსილია განსაზღვროს იმ ვაკანტურ ადგილთა რაოდენობა, რომელიც განკუთვნილი იქნება მოსამართლეთა დაწინაურებისათვის.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

8. განაცხადის წარდგენის უფლება აქვს საერთო სასამართლოების ნებისმიერ მოსამართლეს. განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში.

9. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახდენს განაცხადების განხილვას და იწვევს კანდიდატს გასაუბრებაზე.

10. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებით.

11. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს მოსამართლე, რომელიც თავისი კომპეტენციით, გამოცდილებით, საქმიანი და მორალური რეპუტაციით შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მაღალ წოდებას და აქვს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.

12. მოსამართლეს, რომლის მიმართ დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის, ეზღუდება ზემდგომი ინსტანციის მოსამართლედ დაწინაურების უფლება.

13. ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული დაწინაურების კრიტერიუმების მიხედვით მოსამართლის შეფასებას ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

14. საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მოსამართლის საქმიანობის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, განხილულ საქმეთა კოეფიციენტების რაოდენობას, დასრულებულ საქმეთა სირთულეს, საქმის განხილვის საპროცესო ვადების დაცვას, გადაწყვეტილების მომზადების ვადების დაცვას, გადაწყვეტილებათა სტაბილურობას, სამუშაო დისციპლინას, მოსამართლის ავტორიტეტს კოლეგებს შორის, მის მონაწილეობას ახალგაზრდა მოსამართლეებისა და იურისტების მენტორობასა და სწავლებაში, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი საკითხების განხილვაში მის აქტიურ როლს, მის ორგანიზაციულ ნიჭს, სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, მისი მხრიდან სამოსამართლო ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების დაცულობას, მისი პროფესიული ზრდის ტენდენციებს და სხვა.

15. მოსამართლის შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხედველობაში იღებს  „საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 27 დეკემბრის №1/226 გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელებულ ბოლო 1 წლის საქმიანობის შეფასების შედეგებს.

16. მოსამართლე უფლებამოსილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს წერილობით წარუდგინოს თვითშეფასება და თავისი საქმიანობის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელების მოტივაცია.

17. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენენ შესაბამის სტატისტიკურ და სხვა ინფორმაციას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავად მოიძიოს პირის შესახებ ინფორმაცია.

18. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს მართლმსაჯულების ინტერესებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია, ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მოსამართლის შესაბამისობის დადგენისას იხელმძღვანელოს ობიექტურობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით, მხარი დაუჭიროს იმ მოსამართლეს, რომელიც თავისი კვალიფიკაციითა და მორალური თვისებებით სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად შეესაბამება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მაღალ წოდებას, არ დაუშვას თვითნებური და დისკრიმინაციული მიდგომის გამოყენება.

19. იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს სხვა სასამართლოს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

 

მუხლი 132. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესი, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს

1. 2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული, სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების მქონე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია მოსამართლის წერილობითი განცხადების წარდგენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

2. წარდგენილ განცხადებათა რაოდენობიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს მათი განხილვის პრიორიტეტულობა და რაოდენობა მოსამართლის საქმიანობის შეფასების პერიოდის დაწყების თარიღის გათვალისწინებით.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეულ განცხადებებთან დაკავშირებით მომზადებულ ინფორმაციას მოსამართლის კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის თაობაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, აღნიშნულ საკითხს განიხილავს მოსამართლის დაუსწრებლად. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია მოიწვიოს მოსამართლე გასაუბრებაზე შესაბამისი განმარტების მისაღებად.

4. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს ინფორმაციას კონკრეტულ მოსამართლეთა მიმართ შეფასების პროცედურების შეწყვეტის თაობაზე. იმ მოსამართლის მიმართ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რაც წერილობით ეცნობება მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ გრძელდება შეფასების პროცედურები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარი ხელს არ უშლის მოსამართლეს განმეორებით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ განცხადებით იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგ, რომლებიც საფუძვლად დაედო განცხადების განხილვაზე უარს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პროცედურის დასრულებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოსამართლის მიერ განხილულ, საერთო სასამართლოების საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 5 საქმეს, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული, მათ შორის, არანაკლებ 2 საქმეს, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმეთა შერჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში შემთხვევითობის პრინციპით მათ შერჩევას უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოდან მიღებული საქმეთა ნუსხის მიხედვით. ამ ფორმით საქმეთა შერჩევის შეუძლებლობისას საქმეთა შერჩევის წესს განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

6. მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ 122 მუხლის შესაბამისად ახორციელებს მოსამართლის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. მოსამართლის შესახებ ინფორმაციის მოძიების დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა ინფორმაციის მოძიების შედეგები წარედგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქმეები, მოძიებული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები სრულყოფილად შეისწავლოს 1 თვის ვადაში. შესწავლის პროცესის დასრულებისთანავე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს მოსამართლეებთან გასაუბრებას.

7. გასაუბრების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი დამოუკიდებლად ავსებს „მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 1 დეკემბრის №1/104 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმას.

8. შეფასების ფორმაში შეტანილ ინფორმაციას 3 სამუშაო დღის ვადაში აჯამებს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი, რის შემდეგაც იგი შეჯამების შედეგებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შეჯამების შედეგების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მოსამართლეს თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად.

9. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია.

10. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეს თანამდებობაზე უვადოდ გაამწესებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

11. თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს 3-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში.

 

მუხლი 14. კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრით. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს სხდომის თავმჯდომარე.

2. კენჭისყრა ღიაა, გარდა მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ფარული კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს სხვა საკითხებზეც. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3-ის თანხმობით, ფარული კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმის მიცემა (ეთანხმება, ეთანხმება შენიშვნით, არ ეთანხმება), გარდა ფარული კენჭისყრის შემთხვევისა, ფიქსირდება შეთანხმების ფურცელზე ხელმოწერით.

 

მუხლი 141. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევა 

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით ჩაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სხდომა. გაფართოებული სხდომის მოწვევა დასაშვებია ნებისმიერ საკითხზე, რაც უკავშირდება ძირეული მიდგომების, პრინციპებისა თუ მეთოდოლოგიის შემუშავებას სასამართლო რეფორმის, მართლმსაჯულების შეუფერხებელი საქმიანობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ამაღლების, სასამართლოს სტრატეგიული განვითარების გეგმის, სამოსამართლო დისციპლინისა და ეთიკის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე ამ სფეროებში გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებს.

2. გაფართოებული სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნეს საერთო სასამართლოს ნებისმიერი მოსამართლე, ყოფილი მოსამართლე, მოსამართლეთა გაერთიანება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, სხვა უწყების (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სსიპ – იუსტიციის უმაღლესი სკოლა, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა, საგანმანათლებლო დაწესებულება, საზოგადოებრივი ორგანიზაცია) თუ აკადემიური წრეების წარმომადგენელი და სხვა პირი (ამა თუ იმ დარგის ექსპერტი, სპეციალისტი და სხვა).

4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს წამოაყენოს საბჭოს გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევ პირთა კანდიდატურები ან დაასახელოს უწყება, რომლის წარმომადგენლის მოწვევაც მიაჩნია მიზანშეწონილად.

5. საერთო სასამართლოების ნებისმიერ მოსამართლეს ან მოსამართლეთა ჯგუფს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ უწყებას ან სხვა პირს, უფლება აქვს წერილობით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამა თუ იმ საკითხზე საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევის წინადადებით და დაასაბუთოს მისი მიზანშეწონილობა. მათ ასევე აქვთ უფლება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართონ საბჭოს გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობის მიღების თხოვნით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს მოსამართლეების, სხვა უწყებების ან გარეშე პირების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს გაფართოებული სხდომის მოწვევისა თუ მასში მონაწილეობის თაობაზე.

6. საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მოსაწვევი პირებისა და უწყებების სიას ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ რომელიმე უწყების წარმომადგენლის მოწვევის თაობაზე წინადადება დაყენებულია კანდიდატურის ვინაობის დასახელების გარეშე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიმართავს (წერილობით ან ზეპირად) შესაბამის უწყებას თხოვნით, საბჭოს გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოავლინოს თავისი წარმომადგენელი და ამასთან, განუმარტავს განსახილველი საკითხის შინაარსსა და მნიშვნელობას.

 

მუხლი 142. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სხდომის ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება

1. ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სხდომის დღის წესრიგის შესახებ ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სხდომა ტარდება საბჭოს სხდომების ჩატარებისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. ნებისმიერ მოწვეულ პირს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი განსახილველ საკითხზე, წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება ან სხვა დოკუმენტი (ანგარიში, პროექტი, მოხსენება, სტატისტიკური მასალა, კვლევა, უწყების ოფიციალური პოზიცია და სხვა) და მოითხოვოს მათი დართვა სხდომის ოქმზე.

3. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე დაყენებული წინადადებებისა თუ გამოთქმული მოსაზრებების სიმრავლის შემთხვევაში, ან როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამას საჭიროდ მიიჩნევს, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დომინანტური პოზიციების გამოვლენის მიზნით სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოაწყოს სარეიტინგო გამოკითხვა, რომლის შედეგებიც აისახება ოქმში. სარეიტინგო გამოკითხვაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არ მონაწილეობს.

4. გაფართოებულ სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. გაფართოებულ სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები და სარეიტინგო გამოკითხვის შედეგები არ არის სავალდებულო იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის, თუმცა საბჭო უფლებამოსილია მათ საფუძველზე მიიღოს და დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.

 

მუხლი 143. საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის წესი

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების იმ მოსამართლეთაგან, რომლებსაც აქვთ საერთო სასამართლოების მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ირჩევს საპროკურორო საბჭოს 2 წევრს.

2. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებისმიერ წევრს. წარდგინებას უნდა დაერთოს კანდიდატის წერილობითი თანხმობა.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საპროკურორო საბჭოს ახალ წევრს ირჩევს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი აირჩევა შესაბამისი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

4. საპროკურორო საბჭოს თოთოეული წევრის ასარჩევად კენჭისყრა ტარდება ცალ-ცალკე. კენჭისყრა ტარდება სპეციალური ბარათების (ბიულეტენების) მეშვეობით, რომლებზეც აღინიშნება საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატთა სია. კენჭისყრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ბიულეტენში შემოხაზავს საპროკურორო საბჭოს ერთ კანდიდატს.

5. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, რომელსაც ღია კენჭისყრით მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა. თუ კენჭისყრის შედეგად ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. თუ პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობს ყველა მათგანი.

 

თავი IV

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტები და მათი მომზადების, მიღების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგადი წესები

 

მუხლი 15. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტები

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტებია:

ა) გადაწყვეტილება;

ბ) წარდგინება;

გ) წინადადება;

დ) რეკომენდაცია;

ე) კერძო სარეკომენდაციო ბარათი.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტებს შეიძლება დაერთოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი ან რამდენიმე წევრის განსხვავებული აზრი.

 

მუხლი 16. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტებზე ხელმოწერა

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა, წარდგინებას, წინადადებას, რეკომენდაციას და მოსამართლისადმი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კერძო სარეკომენდაციო ბარათს ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

2. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების, სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის ან პალატის) თავმჯდომარის უფლებამოსილების, აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების ან დაკისრებული უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

 

მუხლი 17. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) გადაწყვეტილების სათაური;

ბ) გადაწყვეტილების მიღების თარიღი და ადგილი;

გ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარი, სახელი და ხელმოწერა;

დ) სარეგისტრაციო ნომერი.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას (გარდა გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების შემთხვევისა) თან უნდა დაერთოს მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ფურცელი.

 

მუხლი 18. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტების გამოქვეყნება

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს საბჭოს გადაწყვეტილებების საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე კონსოლიდირებული სახით გათავსებას, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 14 დღისა.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტები, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გადაეგზავნოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და იმ პირებს, ვისაც ეს დოკუმენტი პერსონალურად ეხება.

 

მუხლი 19. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტები საჭიროებენ სავალდებულო აღრიცხვას და სისტემატიზაციას, რომელსაც ახორციელებენ შესაბამისად საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების და სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტები.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების აღრიცხვა და სისტემატიზაცია მოიცავს შემდეგი მონაცემების აღრიცხვას:

ა) აქტის სათაური;

ბ) აქტის მიღების თარიღი და ადგილი;

გ) აქტისათვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;

დ) აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის თარიღი.

 

მუხლი 20. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ოქმი

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ოქმის შემდგენი პირი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ოქმს ხელს აწერს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.  

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ოქმის შედგენას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ავალებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეს.

3. ოქმში უნდა აისახოს, თუ ვის მიერ იქნა სხდომა მოწვეული, სხდომის მოწვევის თარიღი, დაწყების დრო და ხანგრძლივობა, სხდომის მონაწილეთა და თავმჯდომარის ვინაობა, საკითხის მომხსენებლისა და კამათში მონაწილეთა სიტყვების შინაარსი, გამოთქმული არგუმენტები, მიღებული გადაწყვეტილება და ისიც, თუ ვინ რას მისცა ხმა.

 

თავი V

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შესაქმნელად და კონკურსის მოსაწყობად

 

მუხლი 21. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისია

1. საგამოცდო დავალებების შედგენის მეთოდოლოგიისა და მისი სირთულის დონის განსაზღვრის, დავალებების ბაზის მართვისა და ფორმირების,  წერითი დავალებების შეფასების კრიტერიუმების დადგენის, საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა ცოდნის შემოწმებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასების მიზნით იქმნება საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისია.

2. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრი.

 

მუხლი 22. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მუშაობის, გამოცდების მოწყობის წესისა და საგამოცდო პროგრამების შემუშავება და დამტკიცება

საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის საქმიანობის წესს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესსა და საკვალიფიკაციო პროგრამას ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

 

მუხლი 23. მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მოწყობის წესი

მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის წესს განსაზღვრავს კონკურსის დებულება, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

 

თავი VI

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილებისა და დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებისას

 

მუხლი 24. საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილება

1. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლე ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

2. მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გამო მისი საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ჩამოცილების საფუძველია შესაბამისი ორგანოდან შემოსული შეტყობინება.

3. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ მოსამართლეთა ჩამოცილება  საქმის განხილვისაგან ავტომატურად იწვევს მოსამართლეთა ჩამოცილებას სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

5. მოსამართლის საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ჩამოცილების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუ ეს აუცილებელია, იღებს ზომებს მოსამართლის მოვალეობის სხვა მოსამართლისათვის დაკისრების მიზნით.

6. მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოდან ან გამოძიების ორგანოდან იღებს სათანადო დოკუმენტაციას. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური ამოწმებს, ხომ არ არსებობს საფუძველი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრისათვის.

7. იმის მიუხედავად, მოსამართლის მიმართ აღიძვრება თუ არა დისციპლინური დევნა, მოსამართლის გამართლების შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლისათვის თანამდებობრივ უფლებამოსილებათა აღდგენის შესახებ.

 

მუხლი 25. დისციპლინური სამართალწარმოება

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ სამართალწარმოებას ახორციელებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 251. (ამოღებულია)

 

თავი VII

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

 

მუხლი 26. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევა და მისი უფლებამოსილება

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:

ა) ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ – ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებს, აპარატის სხვა მოსამსახურეებს, გარდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის მოხელეებისა და სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარისა;

გ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს;

დ) ამზადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს და სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ვ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის ანაწილებს საკურატორო სფეროებს;

ზ) ორგანიზაციას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განაწილებას;

თ) უზრუნველყოფს სხდომის მასალების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის დროულ მიწოდებას;

ი) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

კ) ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შინაგანაწესს;

ლ) ორგანიზაციას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტაციის დანიშნულებისამებრ დაგზავნას;

მ) ორგანიზაციას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრებს;

ნ) წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს;

ო) გამოსცემს ბრძანებას მოსამართლის შვებულების, ახალი კალენდარული წლის დაწყებამდე შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანის, შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მოსამართლის შვებულებიდან გამოძახების, მოსამართლის მივლინების, აგრეთვე შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნისას მოსამართლის მიმართ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ;

1) საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს;

პ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს მდივნის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

თავი VIII

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

 

მუხლი 27. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას და მოხელეთა საშტატო ნუსხას, აგრეთვე აპარატის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

 

მუხლი 271 . იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური

1. მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური (შემდგომში – ინსპექტორის სამსახური).

2. ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელსაც 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3.  (ამოღებულია).

4. ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას უზრუნველყოფს ინსპექტორის სამსახურის აპარატი, რომელიც წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

5. ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი ინსპექტორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 272. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

2. დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის საკითხს განიხილავს ორ ეტაპად.

4. კონკურსის პირველი ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური მხარის შემოწმებას და კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლების მქონე კანდიდატთა შერჩევას.

5. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატებთან გასაუბრებასა და ამ მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას.

6. გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთ კანდიდატს.

7. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. თუ პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობს ყველა მათგანი. თუ ხელახალი კენჭისყრისას კვლავ ვერ შეირჩა კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმეორებით აცხადებს კონკურსს საერთო წესის მიხედვით.

8. კენჭისყრის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, თითოეულ კანდიდატს წერილობით ეცნობება მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

9. დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის თანამდებობაზე არჩევა ფორმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

10. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე გონივრული ვადით ადრე უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადებასა და უფლებამოსილების გასვლიდან არაუგვიანეს 1 კვირისა ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევას, ხოლო დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ინსპექტორის ასარჩევად კონკურსის ორგანიზებას უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

 

მუხლი 273. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი

1. საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, იქმნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი (შემდგომში – მენეჯმენტის დეპარტამენტი), რომელიც წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. მენეჯმენტის დეპარტამენტის საქმიანობის წესი განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით.

3. მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4. მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5. მენეჯმენტის დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 274. მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის არჩევის წესი

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის ასარჩევად.

2. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის საკითხს განიხილავს ორ ეტაპად.

4. კონკურსის პირველი ეტაპი გულისხმობს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური მხარის შემოწმებას და კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლების მქონე კანდიდატთა შერჩევას.

5. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატებთან გასაუბრებასა და ამ მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას.

6. გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთ კანდიდატს.

7. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერცერთმა კანდიდატმა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. თუ პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობს ყველა მათგანი. თუ ხელახალი კენჭისყრისას კვლავ ვერ შეირჩა კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმეორებით აცხადებს კონკურსს საერთო წესის მიხედვით.

8. კენჭისყრის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა თითოეულ კანდიდატს წერილობით ეცნობება მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

9. მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის თანამდებობაზე არჩევა ფორმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

მუხლი 28. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

1. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.

3. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.


   
   

   

დანართი 10

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/69

2011 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის  მანტიის

დამტკიცების შესახებ

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმა – მანტია დანართის შესაბამისად.

2. ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმით – მანტიით მოსამართლის საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობა განხორციელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ გადაწყვეტილების ამოქმედების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/211-2007 გადაწყვეტილება 2012 წლის 1 იანვრიდან.

5. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 11 აპრილიდან.

 

ვალერი ცერცვაძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი             

მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმა – მანტია

 საქმის სასამართლო განხილვაში მოსამართლე მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით – მანტიით.

მანტია არის სწორი სილუეტის, იატაკიდან 20 სმ-ით დაცილებული. კალთა და ზურგი დამუშავებულია კოკეტკებით, კოკეტკის ქვემოთ კალთაზე თითოეულ მხარეს სამ-სამი ნაკეცით, ზურგზე შუაში ერთი შემხვედრი ნაკეცით, ხოლო გვერდებზე ორი შემხვედრი და თითო განიერი ნაკეცით.

კალთისა და ზურგის კოკეტკა სახელოს ჩაკერების ადგილას გაფორმებულია 4 სმ-იანი დაგოფრილი დეტალით. სახელო ჩაკერებულია ნაკეცებით, ერთი შემხვედრი ნაკეცი შუაში და თითო-თითო აქეთ-იქეთ. სახელოს ბოლო დამუშავებულია 7 სმ-ის სიგანის მანჟეტით.

მანტია იკვრება ფარული ღილით და ღილკილოთი, საყელო დგარი. მანტიას ახლავს ორი ცალი თეთრი საყელო, რომელიც გაფორმებულია წითელი კანტით. მანტიის საყელო მაგრდება ღილით და ღილკილოთი.

მანტია იკერება აბრეშუმის ტიპის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობაა: 63%(+/- 2%) პოლიესტერი, 32%(+/- 2%) ვისკოზა, 5%(+/- 2%) ელასტინი (ლიკრა), ქსოვილის გრამაჟი 220-250 გრ/მ2.

მანტიის ფერია მუქი შავი.


   
   

  

დანართი 11

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/126

2011 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების თანდართული წესი.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ოქტომბრიდან.

 

ვალერი ცერცვაძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

 

დამტკიცებულია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

 2011 წლის 20 სექტემბრის №1/126 გადაწყვეტილებით

 

ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) დღიური, სამგზავრო და

სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი განსაზღვრავს ნაფიცი მსაჯულისათვის (მსაჯულობის კანდიდატისათვის) ანაზღაურებადი ხარჯების ჩამონათვალს, მათ ოდენობასა და გადახდის ფორმას.

2. ამ წესის მიზანია ნაფიც მსაჯულთა (მსაჯულობის კანდიდატთა) მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას წარმოქმნილი ხარჯების ანაზღაურება.

 

მუხლი 2. ანაზღაურებადი ხარჯები

ნაფიც მსაჯულსა და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს აუნაზღაურდება მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯები.

 

მუხლი 3. დღიური ხარჯი

1. დღიური ხარჯი მოიცავს ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის კვების ხარჯებს.

2. კვების ხარჯის დღიური ნორმა განისაზღვრება 15 ლარის ოდენობით.

3. დღიური ხარჯის ანაზღაურების ნაცვლად, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის დღეს მსაჯულობის კანდიდატის, ასევე უფლებამოსილების განხორციელებისას ნაფიცი მსაჯულის კვება შესაძლებელია უზრუნველყოს შესაბამისმა სასამართლომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.

 

მუხლი 4. სამგზავრო ხარჯები

1. სამგზავრო ხარჯი მოიცავს ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის მგზავრობის ხარჯებს საცხოვრებელი ადგილიდან საქმის განმხილველ სასამართლომდე (ორმხრივი მგზავრობა).

2. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიცი მსაჯული ან მსაჯულობის კანდიდატი ცხოვრობს იმ  თვითმმართველ ქალაქში, სადაც მდებარეობს საქმის განმხილველი სასამართლო, მგზავრობის ხარჯი ანაზღაურდება 5 ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო უზრუნველყოფს ნაფიცი მსაჯულების გადაყვანას საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით მათი საცხოვრებელი ადგილიდან შესაბამის სასამართლომდე და უკან.

3. ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის საქმის განმხილველი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში მგზავრობის შემთხვევაში, სამგზავრო ხარჯი ანაზღაურდება 15 ლარის ოდენობით.

4. ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის საქმის განმხილველი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მგზავრობის შემთხვევაში, სამგზავრო ხარჯი ანაზღაურდება 25 ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, ქალაქ რუსთავისა და  მცხეთის მუნიციპალიტეტებიდან მგზავრობის, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, ქალაქ თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებიდან მგზავრობის შემთხვევაში,  ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის სამგზავრო ხარჯი ანაზღაურდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის, საქმის განმხილველი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია გულისხმობს „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ დანაშაულის საქმეებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონული სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 1 თებერვლის №1/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ტერიტორიას.

 

მუხლი 5. სხვა პირდაპირი ხარჯები

1. სხვა პირდაპირი ხარჯები მოიცავს საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯს.

2. ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სასამართლოს სისტემის სარგებლობაში არსებული შესაბამისი მატერიალური ბაზა, რა დროსაც ანაზღაურდება მხოლოდ დღიური და სამგზავრო ხარჯები.

3. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულს აუნაზღაურდება საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯი, ხოლო მე-4 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საცხოვრებელი ფართობის დაქირავების საჭიროების აუცილებლობისას. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯი აუნაზღაურდება საჭიროების შემთხვევაში.

4. ნაფიც მსაჯულსა და მსაჯულობის კანდიდატს  საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯი აუნაზღაურდება 60 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისის ან ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას – 75 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 6. ხარჯების ანაზღაურება

1. სასამართლოს მენეჯერი სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს დაუყოვნებლივ უგზავნის ინფორმაციას სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ ნაფიც მსაჯულთა (მსაჯულობის კანდიდატთა) შესახებ, მათთვის ასანაზღაურებელი თანხის მითითებით.  აღნიშნულ ინფორმაციას  უნდა დაერთოს ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ხარჯების ანაზღაურებას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით, ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის მიერ მოვალეობის შესრულების დღეს. საბანკო ანგარიშის არქონის შემთხვევაში ნაფიცი მსაჯული (მსაჯულობის კანდიდატი) ვალდებულია, არაუგვიანეს ერთი თვისა სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს წარუდგინოს საბანკო ანგარიშის ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ხარჯები არ ანაზღაურდება.


   
   

  

დანართი 12

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/127

2011 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების თანდართული წესი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საზღვარგარეთ მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/233 გადაწყვეტილება.

3. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 10 ოქტომბრიდან.

 

ვალერი ცერცვაძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

 

დამტკიცებულია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

 2011 წლის 20 სექტემბრის № 1/127 გადაწყვეტილებით

 

საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი

 

მუხლი 1

1. საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმების განსაზღვრა ხდება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ წესის მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-8 პუნქტის პირველი წინადადების, მე-9, მე-10 (გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-11, მე-13, მე-14 (გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-15, მე-16, 23-ე, 24-ე, 27-ე, 28-ე პუნქტებისა და „ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ (დანართი №1) შესაბამისად.

2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები არ ანაზღაურდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებისას.

 

მუხლი 2

1. საერთო სასამართლოს მოსამართლის ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრება დღეში 20 ლარის ოდენობით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის  მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, მათ მიეცემათ მხოლოდ ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული დანამატი.

3. მივლინების დამთავრებიდან:

 ა) არაუგვიანეს 60 დღისა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა საერთო სასამართლოს მოსამართლემ და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულმა თანამდებობის პირებმა დაწესებულებას ასევე უნდა წარუდგინონ ამავე მუხლით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები;

 ბ) არაუგვიანეს 1 თვისა, ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა საერთო სასამართლოს მოსამართლემ და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.

4. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ამავე მუხლით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეთ შესაბამისი საბუთების ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის შემთხვევაშიც.

 

მუხლი 3

ამ წესის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების მივლინების საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის მივლინების საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;

ბ) რაიონული (საქალაქო), სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის მივლინების საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი.

           

მუხლი 4

1. ამ წესით დადგენილი მივლინების საკითხის განხილვის საფუძველი შეიძლება იყოს მიმწვევი მხარის მიერ ოფიციალური წესით გამოგზავნილი სამივლინებო მიწვევა, რომელიც უნდა იყოს ნათარგმნი სახელმწიფო ენაზე და დადასტურებული შესაბამისი უწყების (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს) საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფის მიერ.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი საფინანსო სამსახურის დასკვნისა და მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მივლინების საკითხის განმხილველი პირების სათანადო ვიზის/რეზოლუციის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი საკადრო საკითხთა სამსახური, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამივლინებო მიწვევის საფუძველზე, ამზადებს ბრძანების პროექტს. მასში სრულად უნდა მიეთითოს მივლინების ადგილი და ხანგრძლივობა. ბრძანება ძალაში შედის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერისთანავე.

3. სამივლინებო ხარჯების სრულად და შეუფერხებლად ანაზღაურების მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ბრძანების ასლი, როგორც წესი, მივლინებაში გამგზავრებამდე ხუთი სამუშაო დღით ადრე წარედგინება შესაბამის საფინანსო სამსახურს.

4. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მივლინების ვადის გაგრძელება ხდება ამ წესის შესაბამისად.

 

მუხლი 5

1. ამ წესით გათვალისწინებული მივლინების შემთხვევაში, სამივლინებო დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხოლო სამივლინებო დელეგაციაში მათი არყოფნის შემთხვევაში მივლინების საკითხის განმხილველი პირის ბრძანებით – დელეგაციის ერთ-ერთი წევრი.

2. სამივლინებო დელეგაცია მივლინების დაწყებამდე ხვდება მივლინების საკითხის განმხილველ (ან მის მიერ უფლებამოსილ) პირს, რა დროსაც განიხილება მივლინების ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები.

3. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ სამივლინებო დელეგაციის ხელმძღვანელი, ან მისი დავალებით სამივლინებო დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, ამზადებს წერილობით ანგარიშს, სადაც აისახება მივლინების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგები. აღნიშნული წერილობითი ანგარიში და მივლინების ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარედგინება მივლინების საკითხის განმხილველ პირს.

 

მუხლი 6

1. საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

 

მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტებით

1

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

100

2

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

90

3

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

85

4

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი

80

5

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე

80

6

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრი

75

7

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი (გარდა ამ ცხრილის პირველი-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოსამართლეებისა)

75

8

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

70

9

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე

60

10

საერთო სასამართლოს მოსამართლე

40

 

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მივლინების პირველ სამ დღეზე სადღეღამისო ნორმის დანამატი (თითოეულ დღეზე) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის – 300 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, უზენაესი სასამართლოს წევრისა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის – 150 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში.

 

მუხლი 7

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, უზენაესი სასამართლოს წევრს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეულ/დანიშნულ წევრს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მივლინების შემთხვევაზე.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.


   
   

   

დანართი 13

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/5

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

 

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 793 მუხლის  მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/205-2007 გადაწყვეტილება.

3. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 26 იანვრიდან.

 

ვალერი ცერცვაძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი                                       

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის

იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს, მართვის ორგანიზაციას, სტრუქტურას და კომპეტენციას, სახელმწიფო კონტროლის ფორმასა და ფარგლებს, საფინანსო საქმიანობის საფუძვლებს.

 

მუხლი 2. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

1. დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს.

2. დეპარტამენტის სრული დასახელებაა „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი”. დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოიყენოს დეპარტამენტის შემოკლებული დასახელება: „საერთო სასამართლოების დეპარტამენტი“. დეპარტამენტის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ბეჭდებზე, ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებგვერდზე, დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობასა და სხვა ნებისმიერ რეკვიზიტზე გამოყენებული დეპარტამენტის დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებით, ამ დებულებით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სამართლებრივი აქტებით.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე.

5. დეპარტამენტი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

6. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №32.

 

მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის საგანი და მიზნები

1. დეპარტამენტი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. დეპარტამენტის მიზნებია:

ა) საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) საერთო სასამართლოთა საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა გეგმური განაწილება, განკარგვა და მათი ხარჯვის კონტროლის განხორციელება;

გ) საერთო სასამართლოების სათანადო შენობა-ნაგებობებით უზრუნველყოფა;

დ) საერთო სასამართლოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა;

ე) მოსამართლეთა და საერთო სასამართლოების აპარატის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა.

 

მუხლი 4. დეპარტამენტის ფუნქციები

თავისი საქმიანობისა და მიზნების განხორციელების მიზნით დეპარტამენტი:

ა) შეიმუშავებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს ანგარიშს საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პრინციპების, საერთო სასამართლოების ბიუჯეტის ხარჯვისა და სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

გ) განკარგავს ფინანსებს საერთო სასამართლოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად;

დ) საერთო სასამართლოების დაფინანსების ფარგლებში გეგმავს და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებს მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურებით, ახორციელებს მონიტორინგს აღნიშნული მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი წესით;

ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;

ვ) (ამოღებულია);

ზ) (ამოღებულია);

1) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ადაპტირებული სერვისებისა და პროგრამების შეთავაზებას;

თ) მოსამართლეთა და სასამართლოს აპარატის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებას უკეთებს სასწავლო კურსებისა და სემინარების ჩატარებას სპეციალიზებული და თანამედროვე საინფორმაციო სისტემების გამოყენების სფეროში;

1) უზრუნველყოფს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფინანსურ მხარეს, ამ მიზნით განკარგავს შესაბამის ფინანსებს და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) სასამართლოთა საჭიროების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს იურიდიული ლიტერატურის, სტატისტიკური კრებულებისა და ბიულეტენების, ასევე სხვა მასალების გამოცემას;

კ) განიხილავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე საერთო სასამართლოების წერილობით ან/და საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებულ მოთხოვნებს და ოპერატიულად აცნობებს მათ არგუმენტირებულ ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე;

ლ) უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ და ფინანსურ მხარეს;

მ) ახორციელებს საერთო სასამართლოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

 

მუხლი 5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ დეპარტამენტში მათთვის მიკუთვნებულ სფეროებს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანების საფუძველზე ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მოადგილეების არყოფნისას – დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

 

მუხლი 6. დეპარტამენტის თავმჯდომარე

დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს დეპარტამენტს და შეუძლია დეპარტამენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება;

ბ) კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონების, სხვა ნორმატიული აქტების, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისათვის, რომლებიც განეკუთვნება დეპარტამენტის უფლებამოსილებების სფეროს;

დ) დეპარტამენტის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს გარიგებებს;

ე) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს;

ვ) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას, საშტატო განრიგს, სახელფასო ფონდს, მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;

ზ) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობაზე კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

კ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;

ლ) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი აქტების სრულყოფის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებას და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენას;

მ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ნ) ყოველწლიურად წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოსამართლეთა კონფერენციას;

ო) უფლებამოსილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას სათათბირო ორგანოები – კოლეგია, კომისია და სხვა, განსაზღვროს მათი შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და სხვა ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

ჟ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

 

მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;

დ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

ე) ადმინისტრაციული სამმართველო;

1) იურიდიული სამმართველო;

ვ) საერთო სასამართლოების არქივი;

ზ) ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველო;

თ) ლოჯისტიკის სამსახური.

 

მუხლი 8. დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო

დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო:

ა) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტის ფორმირებას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში მართლმსაჯულების განხორციელების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სწორ დაგეგმარებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა გეგმურ განაწილებას, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, მონაწილეობას იღებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხარჯების გეგმის შედგენაში;

გ) შეიმუშავებს საერთო სასამართლოებისათვის საბიუჯეტო პოლიტიკისა და საბიუჯეტო პროცესის მართვის ძირითად პრინციპებს;

დ) დადგენილი წესით აღრიცხავს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს;

ე) ახორციელებს სხვა შესაბამის ღონისძიებებს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად.

 

მუხლი 9. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღებისა და სამშენებლო პროცესების ორგანიზებას და მიმდინარეობის კონტროლს, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციების მომზადებას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მომსახურებას;

გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულ მდგომარეობასა და საწვავის მიწოდებას, დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 10. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო

1. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება საერთო მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით;

ბ) საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვა და დროულად გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგებისა და აღრიცხვაში ასახვის დროული განსაზღვრა, ბუღალტრული ანგარიშების შედგენა, ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებისა და სხვა საბუთების შენახვა.

 

მუხლი 11. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო

სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

 

 

მუხლი 12. ადმინისტრაციული სამმართველო

ადმინისტრაციული სამმართველო:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, საკადრო რესურსების ოპტიმიზაციასა და მართვას, საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადებას; დეპარტამენტის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, წარმოებას, მონაცემთა ბაზის შექმნას და სისტემატიზაციას;

გ) შეიმუშავებს დეპარტამენტის შინაგანაწესს;

დ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად უზრუნველყოფს თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციის და ანგარიშგების სისტემების შემუშავებას, დანერგვას, პერიოდულ განახლებას;

ე) უზრუნველყოფს სამუშაოს აღწერილობების შემუშავებას, ანალიზს, პერიოდულ განახლებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის წინაშე დასმული ამოცანებისა და საკითხების შესწავლა-ანალიზსა და განხილვაში მონაწილეობას;

ი) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს დეპარტამენტის სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში;

კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშების, პრესრელიზების მომზადებასა და გამოქვეყნებას, დეპარტამენტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულირებას და პიარკამპანიის დაგეგმვას, დეპარტამენტის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირებას, ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღებას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

მ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და დეპარტამენტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 121. იურიდიული სამმართველო

იურიდიული სამმართველო:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების იურიდიულ კონსულტირებას;

ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებებისა და სხვა დოკუმენტების მომზადებას, სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და დეპარტამენტის სამართლებრივ აქტებთან;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;

დ) ამზადებს დეპარტამენტის მიერ სასამართლოში წარსადგენ საპროცესო დოკუმენტაციას (სარჩელს, განცხადებას, შუამდგომლობას, შესაგებელს, საჩივარს და ა.შ) და უზრუნველყოფს მათ წარდგენას სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში;

ე) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს მასზე შესაბამის რეაგირებას;

ვ) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ძირითადი ქონების, საბრუნავი საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობის, კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვისათვის სათანადო პროცედურების განხორციელებაში;

ზ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს დეპარტამენტის სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში;

თ) უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადებას და რეკომენდაციების წარდგენას დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;

ი) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და დეპარტამენტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 13. საერთო სასამართლოების არქივი

საერთო სასამართლოების არქივი:

ა) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების ერთიანი საარქივო ფონდის კანონმდებლობით დადგენილი ვადით შენახვას, ცენტრალიზებულ აღრიცხვა-აღწერას, დაცვას და სამეცნიერო და პრაქტიკული მიზნით გამოყენებას;

ბ) საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საარქივო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 14. ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველო

ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველო:

ა)  საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის ერთიანი კომპიუტერული ქსელის ტექნიკური ექსპლუატაციის მიზნით ახორციელებს მრავალწერტილიანი კომპიუტერული (ლოკალური) ქსელისა და კომპიუტერული პარკის ტექნიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებების აღსრულებას, მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულ დეპარტამენტს აწვდის შესაბამის ინფორმაციას საერთო სასამართლოებსა და დეპარტამენტში არსებულ ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში შემავალი მატერიალური და არამატერიალური პროდუქტის შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების, აგრეთვე საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საქმისწარმოების სამუშაოების ავტომატიზებული სისტემების კომპიუტერული პროგრამების ფუნქციონირების ფინანსურ – მატერიალურ მხარდაჭერას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებების საფუძველზე;

გ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის შენობა-ნაგებობების გარე პერიმეტრის უსაფრთხოების მიზნით ვიდეო-აუდიო სამეთვალყურეო სისტემების შეძენასა და მონტაჟთან დაკავშირებული შესყიდვის პროცედურების წარმართვას;

დ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში სასამართლო სხდომათა დარბაზების აუდიო გახმოვანებასთან დაკავშირებით შესაბამისი პროდუქციის შეძენასა და მონტაჟთან დაკავშირებული შესყიდვის პროცედურების წარმართვას;

ე) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის საოფისე ტექნიკის საექსპლუატაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული პროცესების წარმართვას, მათ შორის საბეჭდი ტექნიკისათვის სახარჯი მასალის შეძენას;

ვ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის შენობა-ნაგებობებში განთავსებული ანალოგური სატელეფონო და რადიოკავშირების საექსპლუატაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული პროცესების წარმართვას;

ზ) საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის საჭიროებების გათვალისწინებით უზრუნველყოფს შესაბამისი იურიდიული ხასიათის დოკუმენტაციის, პოლიგრაფიული, ბეჭდვითი ღონისძიებების წარმართვას.

 

მუხლი 15. ლოჯისტიკის სამსახური

ლოჯისტიკის სამსახური:

ა) ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;

ბ) იღებს, აღრიცხავს და ასაწყობებს დეპარტამენტის მიერ შესყიდულ და დეპარტამენტისათვის გადმოცემულ საქონელს;

გ) ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების გადაადგილებისა და გამოყენების კონტროლს.

 

მუხლი 16. დეპარტამენტის ქონება და ფინანსური უზრუნველყოფა

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად დეპარტამენტს სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსზე.

2. დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) დეპარტამენტის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

 

მუხლი 17. დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლი

1. დეპარტამენტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. დეპარტამენტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დეპარტამენტის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. დეპარტამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე დეპარტამენტის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) დეპარტამენტის ქონებასთან დაკავშირებით სხვა ქმედებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 

მუხლი 18. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 19. დასკვნითი დებულებები

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.


   
  

   

დანართი 15

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/9

2013 წლის 1 თებერვალი

. თბილისი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებისა და ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონული სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211 მუხლის საფუძველზე, ამავე კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე დადგინდეს თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებისა და ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონული სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები შემდეგი სახით:

ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიები;

ბ) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ამბროლაურის, ზესტაფონის, სამტრედიის, საჩხერისა და ცაგერის რაიონული სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები;

გ) ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და ოზურგეთისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები;

დ) რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და ბოლნისისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები;

ე) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ზუგდიდის, ოჩამჩირე-ტყვარჩელისა და გალი-გულრიფშის, სენაკის რაიონული სასამართლოებისა და ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიები;

ვ) თელავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები;

ზ) გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს გორის, ახალქალაქის, ახალციხის, მცხეთისა და ხაშურის რაიონული სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის  მიზნებისათვის, აღმოსავლეთ საქართველოს მიეკუთვნება ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გორის, გურჯაანის, თეთრიწყაროს, თელავის, მცხეთის, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთისა და ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, ხოლო დასავლეთ საქართველოს – ამბროლაურის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ცაგერისა და ხელვაჩაურის რაიონული, ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან.

 

გიორგი ობგაიძე

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

მდივნის მოვალეობის შემრულებელი .


   
   

   

დანართი 16

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/209

2013 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

საერთო სასამართლოებში ელექტრონული საქმისწარმოების

ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს საერთო სასამართლოებში ელექტრონული საქმისწარმოების ზოგადი წესი თანდართული სახით.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან.

 

ლევან მურუსიძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

 

 

დამტკიცებულია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

 2013 წლის 6 დეკემბრის №1/209 გადაწყვეტილებით

 

საერთო სასამართლოებში ელექტრონული საქმისწარმოების

ზოგადი წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი (რეგულირების სფერო)

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საერთო სასამართლოებში ელექტრონული საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის წესსა და პირობებს.

2. ელექტრონული საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის განხორციელებისას გამოიყენება წინამდებარე წესი, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ და მოქმედი კანონმდებლობა.

3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვას და მათ შესრულებაზე კონტროლს, აგრეთვე ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი სასამართლოს მენეჯერი, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სასამართლოს კანცელარია.

4. საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მართვასა და აღნიშნული სისტემით სარგებლობის საფასურის განსაზღვრას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.

 

მუხლი 2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია

1. დოკუმენტების (საქმეების) ელექტრონული სახით მოძრაობა, მათი სასამართლოში ელექტრონული წესით მიღებიდან დაარქივებამდე ან გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომ ინსტანციაში გადაგზავნამდე, წარმოადგენს შესაბამისი სასამართლოს ელექტრონულ დოკუმენტბრუნვას (საქმისწარმოებას).

2. ელექტრონული საქმისწარმოება სასამართლოში ხორციელდება საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

 

მუხლი 3. საქმისწარმოების დაწყება სასამართლოში

1. საქმისწარმოება სასამართლოში შესაძლებელია დაიწყოს საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (შემდგომში  ელექტრონული სისტემა) მეშვეობით განცხადების ან სარჩელის შეტანის გზით. ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის მიზნით მომხმარებელმა უნდა შეავსოს ელექტრონულ სისტემაში არსებული მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი, დაეთანხმოს ელექტრონული სისტემის გამოყენების პირობებს და გამოიყენოს ტელეფონზე მიღებული მომხმარებლის აქტივაციის ბმული. რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია ელექტრონულ სისტემაში მის მიერ ასახული ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობაზე და ვალდებულია, მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ასახოს ელექტრონულ სისტემაში განახლებული მონაცემები. ასეთი ცვლილების განუხორციელებლობით დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეგისტრირებულ მომხმარებელს.

2. სასამართლოში შემოსული დოკუმენტის (საქმის) მიღება-რეგისტრაციას და მათ პირველად დამუშავებას ახორციელებს შესაბამისი სასამართლოს კანცელარია ან მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. დოკუმენტის (საქმის) პირველადი დამუშავების პროცესი მოიცავს ელექტრონულად შემოსული დოკუმენტის (საქმის) ფორმალური მხარის შემოწმებას.

 

მუხლი 4. ფორმალური მხარის შემოწმების წესი და ვადები

1. დოკუმენტის (საქმის) ფორმალური მხარის შემოწმებისას ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, სასამართლოს კანცელარია ან მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი შემოსულ განცხადებას/სარჩელს ელექტრონული წესით უბრუნებს განმცხადებელს/მოსარჩელეს ელექტრონული წესით სარჩელის/განცხადების შემოსვლიდან არაუმეტეს 3 (სამი) საათის განმავლობაში.

2. ელექტრონული წესით შემოსული დოკუმენტი (საქმე) ითვლება სამუშაო საათებში რეგისტრირებულად, თუ ელექტრონულ პროგრამაში მისი რეგისტრაცია მოხდა 09.30 საათიდან 18.00 საათამდე.

3. თუ სამუშაო საათებში ელექტრონული წესით შემოსულ დოკუმენტს (საქმეს) სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი შემოსვლიდან 3 (სამი) საათის განმავლობაში ხარვეზის აღმოსაფხვრელად არ უბრუნებს ადრესატს, ითვლება, რომ დოკუმენტმა (საქმემ) გაიარა ელექტრონული წესით შემოსული დოკუმენტისათვის (საქმისათვის) საჭირო ფორმალური მხარის შემოწმების ეტაპი.

4. თუ განმცხადებელს/მოსარჩელეს ელექტრონული წესით შემოსული დოკუმენტი (საქმე) ფორმალური ხარვეზის აღმოსაფხვრელად უკან დაუბრუნდა, განმცხადებელი/მოსარჩელე უფლებამოსილია ხარვეზის გამოსწორება უზრუნველყოს იმავე დღის დასრულებამდე, 24 საათამდე.

5. მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება არასამუშაო საათებში შემოსული განცხადების/სარჩელის მიმართ.

6. ელექტრონული წესით შემოსული განცხადების/სარჩელის პირველადი დამუშავება, თუ განცხადება/სარჩელი შემოსულია სამუშაო დღის საათებში, ხდება დოკუმენტის (საქმის) შემოსვლის დღესვე 3 (სამი) საათის განმავლობაში.

7. არასამუშაო დღეებში ან/და არასამუშაო საათებში შემოტანილი განცხადების/სარჩელის ფორმალური მხარის შემოწმება ხდება პირველივე სამუშაო დღეს.

8. მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებაზე/სარჩელზე საპროცესო ვადები მხარეებს დაცულად ეთვლებათ ხარვეზის არსებობის შემთხვევაშიც.

 

მუხლი 5. ელექტრონული დოკუმენტის ბრუნვა პირველადი დამუშავების შემდეგ

1. ელექტრონული წესით შემოსულ ყოველ განცხადებას/სარჩელს დიფერენცირების მიზნით ენიჭება უნიკალური შტრიხკოდი.

2. სასამართლოში მატერიალური სახით (არაელექტრონული წესით) შემოტანილი დოკუმენტი (საქმე), საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მისი შეტანის მიზნით, სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს ელექტრონულ ფორმატში (დასკანირდეს).

3. ელექტრონული წესით შემოსული განცხადება/სარჩელი რეგისტრაციის გავლის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაწილდება მოსამართლეზე.

4. სასამართლოს კანცელარია/მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი ელექტრონული წესით შემოსულ განცხადებას/სარჩელს მოსამართლეს აწვდის ელექტრონული სახით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ამობეჭდილი სახით.

 

მუხლი 6. კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის წესი

1. სასამართლო ყველა დოკუმენტსა და ინფორმაციას, რომლებიც ელექტრონული საქმისწარმოების წესით არის ნაწარმოები, გასცემს ელექტრონული ფორმით.

2.  ინფორმაცია იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ნაწარმოებია მატერიალური სახით, გაიცემა ამავე სახით ან ელექტრონული სახით.

 

მუხლი 7. ცვლილებები ელექტრონული საქმისწარმოების წესში

1. ელექტრონული საქმისწარმოების წესში ნებისმიერი ცვლილების განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მხარეთა ინფორმირება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

2. განხორციელებული ცვლილება, რომელიც შესულია ელექტრონული საქმისწარმოების წესში, მისი შეტანიდან 24 საათში უნდა განთავსდეს შესაბამის ვებგვერდზე, ასევე საჯაროდ გამოქვეყნდეს სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

3. წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში ნებისმიერი უზუსტობა უნდა გადაწყდეს მხარის (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის) სასარგებლოდ.

 


   
   

   

დანართი 17

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/225

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და

პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი და პროაქტიულად გამოქვეყნების წესი თანდართული სახით.

2.  ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

                                                         

ლევან მურუსიძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

 

დამტკიცებულია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

 2013 წლის 27 დეკემბრის №1/225 გადაწყვეტილებით

 

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით

მოთხოვნის სტანდარტი და პროაქტიულად გამოქვეყნების წესი

მუხლი 1.  მოქმედების სფერო

1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი და პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში – „ნუსხა“).

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.

3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებზე:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლო;

ბ) სააპელაციო სასამართლო;

გ) რაიონული (საქალაქო) სასამართლო;

დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.

4. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებზე არ ვრცელდება ამ წესის დანართის მე-4 ნაწილის, მე-5 ნაწილის პირველი, მე-2, მე-8-მე-13 პუნქტებისა და მე-7 ნაწილის მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

 

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ წესის დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე.

2. ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ და დანართში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.

3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა  კანონით გათვალისწინებული შემთხევევებისა.

4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან.

 

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.

2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.

 

მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით.

2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.  

4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. 

 

მუხლი 5. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (პირები)

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, მათ შორის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და  პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (პირები).

 

მუხლი 6. საჯარო ინფორმაციის გვერდი

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობა.

2. ამ წესის დანართის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს საჯარო ინფორმაციის გვერდზე.

 

მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

1. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ წესის დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 მარტამდე.

2. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ წესის დანართით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ.

 

დანართი

 

პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა

 

ინფორმაციის დასახელება

განახლების ვადები

1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ

1.1

ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.2

ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურუ­ლი ერთეულების საქმია­ნო­ბის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი) 

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.3

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

1.4

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები  

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში

1.5

ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილეების, წევრების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების (საჯარო სა­მა­რ­თლის იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ხე­ლ­მ­ძღვანელისა და მოადგილეების) შესახებ ინფორ­მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.6

ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერთეულების მისა­მა­რ­თი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფო­ნის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსა­ხუ­რის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2. საჯარო ინფორმაციის გვერდი

2.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.3

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების ფორმა, ნიმუში და შევსების ინსტრუქცია

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.4

ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.5

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

2.6

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და     მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

 

ქვეყნდება კვარტალურად

 

3. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

3.1

ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადებული ვა­კან­ტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედე­გები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინა­ობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პრო­­ცე­დურა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.2

ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებს

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.3

ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდე­ნობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენ­დე­რულ ჭრილში

ქვეყნდება კვარტალურად

4. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო

შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ

4.1

სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა

ქვეყნდება კვარტალურად

4.2

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ  სახელმწიფო შეს­ყი­დვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციე­ლე­ბული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია  მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუ­ალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარი­ც­ხული თანხების მითითებით

ქვეყნდება კვარტალურად

4.3

ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ

ქვეყნდება კვარტალურად

4.4

რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები

ქვეყნდება კვარტალურად

5. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

5.1

ადმინისტრაციული ორგანოს დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები

ქვეყნდება კვარტალურად

5.2

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნა­ზა­რ­დი ჯამით)

ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად

5.3

ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრე­მიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდე­ბო­ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)

ქვეყნდება კვარტალურად

5.4

ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული  სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებო­ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გა­რეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)

ქვეყნდება კვარტალურად

5.5

ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მო­დე­ლის მითითებით

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.6

ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.7

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია  ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.8

ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.9

ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბ­რებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები)  გა­წეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამუ­რად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.10

უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების  მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყო­ფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.11

ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმ­ღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიც­ხული ოდენობა

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.12

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინე­ბუ­ლი ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსა­თვის გამოყოფილი თანხების  შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება კვარტალურად

5.13

სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კო­დექსით გათვალისწინე­ბუ­ლი ფონდებიდან ადმინისტ­რა­ციული ორგანოსა­თვის გამოყოფილი თანხების  შე­სა­ხებ

ქვეყნდება აქტის მიმღები ორ­­განოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში

6. სამართლებრივი აქტები

6.1

ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან

ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  10 დღეში

6.2

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომ­ლე­ბიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, სა­ზო­გადოებრივი ინტერესის შემცველია

ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  10 დღეში

7. სხვა საჯარო ინფორმაცია

7.1

ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

7.2

ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფა­სურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რო­მელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორ­განოს მიერ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

7.3

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

7.4 

ინფორმაცია სასამართლოთა, მათ შორის მაგისტრატ სასამართლოთა რაოდენობის, აგრეთვე გენდერული ასპექტის გათვალისწინებით სასამართლოს თავმჯდომარეთა, კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეთა რაოდენობისა და მოსამართლეთა საერთო რაოდენობის შესახებ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

 

შენიშვნა:

1. ნუსხის მიზნებისათვის „თანამდებობის პირი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირებს.

2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება იმ კატეგორიის ინფორმაციაზე, რომელიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, დაკავშირებულია ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და/ან თავდაცვასთან.

4. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.


   
   

   

დანართი 18

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/104

2014 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმის ნიმუშის

დამტკიცების შესახებ

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 364 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ საფუძველზე, დამტკიცდეს მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმის ნიმუში თანდართული სახით.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

ლევან მურუსიძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

დანართი

 

მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმის ნიმუში

 

მოსამართლე ------------------- საქმიანობის შეფასების შედეგი:

                     (სახელი, გვარი)        

 

 

         

შეფასება კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მიხედვით

 

მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს

 

 

 

მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს

 

 

 

მოსამართლე სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს

 

 

შეფასება კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით

 

კრიტერიუმი

 

მიღებული ქულა

მაქსიმალური ქულა

სამართლის ნორმების ცოდნა

 

 

20

სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია

 

 

20

წერის უნარი

 

 

20

ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

 

15

პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში

 

 

15

აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა

 

 

5

პროფესიული აქტივობა

 

 

5

ქულათა ჯამი

 

 

100

 

შემფასებლის ხელმოწერა:

 

თარიღი:


    
    

   

დანართი 19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/232

2015 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

რასრულწლოვნთა მართლმსჯულებაში მოსამრთლის სპეციალიზაციის

სტანდარტის დამტკიცების შესახებ

1. საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტი თანდართული დანართით.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

 

ლევან მურუსიძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

დანართი

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტი

მუხლი 1. არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი მოსამართლის

სპეციალიზაციის სტანდარტის პირობები

არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი მოსამართლე ვალდებულია გავლილი ჰქონდეს შემდეგი ტრენინგები:

ა) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;

ბ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები;

გ) ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები;

დ) ძალადობა ბავშვებზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე;

ე) დაზარალებული და მოწმე ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებანი,

 

მუხლი 2. ტრენინგების მოდულის მიზნები

1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში დანერგილი სიახლეები, განსაკუთრებული მიდგომები და სტანდარტები.

2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტები და ნორმები.

3. ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტების მოდულის მიზანია, მოსამართლეებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური ასპექტები, ბავშვის განვითარების, ასაკობრივი თავისებურებებისა და ტრავმული გამოცდილების გავლენა ანტისოციალური და კრიმინალური ქცევის ჩამოყალიბებაზე.

4. ძალადობა ბავშვებზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე მოდულის მიზანია, მოსამართლეებს გააცნოს ძალადობის ძირითადი ფორმები და ძალადობაგანცდილი ბავშვის ფიზიკური და ქცევითი ინდიკატორები, ძალადობით გამოწვეული სტრესისა და ტრავმის გავლენა ბავშვის განვითარებაზე.

5. დაზარალებული და მოწმე ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებანის მოდულის მიზანია მოსამართლეებს გააცნოს დაზარალებულ და მოწმე ბავშვთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტები.

 

მუხლი 3. მოსამართლის სპეციალიზაციის პროცესის უზრუნველყოფა

1. მოსამართლეებისათვის ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

2. იუსტიციის უმაღლესი სკოლა ასევე უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთათვის პირველი მუხლით გათვალისწინებული ტრენინგების ჩატარებას.

3. ტრენინგების გავლის შემდეგ მოსამართლეს გადაეცემა ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ტრენინგთა გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

4. იუსტიციის უმაღლესი სკოლა ტრენინგების კურსის ბოლოს ამზადებს ანგარიშს, რომელშიც აისახება ინფორმაცია სერტიფიცირებულ მოსამართლეთა შესახებ, ტრენინგის მონაწილეთა უკუკავშირის ანალიზი, მონაწილეთა დასწრების შედეგები, ასევე პროგრამის განხორციელების პარტნიორთა დაკვირვებების შედეგები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მომზადებული ანგარიში წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.


   
   

   

დანართი 20

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/56

2017 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ

 

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების თანდართული წესი.

2. ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილება საპილოტო რეჟიმში განხორციელდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 1 ივლისიდან, ხოლო სხვა საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები განაწილდეს 2017 წლის 31 დეკემბრიდან.

3. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

 

ლევან მურუსიძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

 

 

დამტკიცებულია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

  2017 წლის 1 მაისის №1/56 გადაწყვეტილებით

 

საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად,

ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) მეშვეობით განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.  

 

მუხლი 2. საქმეთა განაწილების პრინციპი

1. საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილება, გარდა ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, რიცხვების გენერირების ალგორითმის საფუძველზე.

2. შემთხვევითი განაწილების პრინციპი გულისხმობს ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმის განაწილებას ამ წესით დადგენილი პროცედურის დაცვით ავტომატურად შერჩეულ შესაბამისი კოლეგიის/პალატის/ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეზე.

 

 

მუხლი 3. შემთხვევები, რომლებზეც არ ვრცელდება შემთხვევითი განაწილების პრინციპი

1. შემთხვევითი განაწილების პრინციპი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა:

ა) შესაბამის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას მხოლოდ ერთი მოსამართლე ახორციელებს;

ბ) რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა;

გ) რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლე მორიგეობს.

2. ამ პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები ნაწილდება განჩინების/გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლეზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სარჩელის განმეორებით წარდგენისას;

1) სარჩელის მიღების შემდეგ იმავე მხარეების მიერ იმავე საგანზე იმავე საფუძვლით სარჩელის განმეორებით წარდგენისას;

ბ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე საჩივრის წარდგენისას;

გ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განმეორებით წარდგენისას;

დ) სარჩელის აღძვრამდე სარჩელის ან მტკიცებულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მიღების შემდეგ სარჩელის წარდგენისას;

ე) სარჩელის აღძვრამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ დროებითი განჩინების მიღების შემდეგ სარჩელის წარდგენისას;

1) პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენისას;

2) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ მოვალის ქონებასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისას;

ვ) გადაწყვეტილებაში უსწორობათა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესახებ განცხადების წარდგენისას;

ზ) დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენისას;

თ) სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების წარდგენისას;

ი) სააღსრულებო ფურცლის ან მისი დუბლიკატის გაცემის, სააღსრულებო ფურცელში უზუსტობის აღმოფხვრის, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების ან წესის შეცვლის, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის, აგრეთვე აღსრულების პროცესში უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენისას;

კ) ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ლ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენისას.

3. ამ პუნქტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმეები ნაწილდება შემდეგი წესით:

ა) ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე რამდენიმე საგამოძიებო, საპროცესო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ან რამდენიმე ბრალდებულის მიმართ წარდგენილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობები ნაწილდება ერთსა და იმავე მოსამართლეზე;

ბ) მიმალვის შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების, შეცვლის ან ძალაში დატოვების საკითხს, მისი დაპატიმრების შემთხვევაში, განიხილავს ის მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

გ) ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომის მიმდინარეობისას, შუამდგომლობა და საქმე ბრალდებულის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე ნაწილდება პირველი წარდგენის სხდომის წარმმართველ მოსამართლეზე;

1) ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომის დასრულების შემდეგ შემოსული საქმე და შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე ნაწილდება ამ წესის მე-4 მუხლის 61 პუნქტით დადგენილი წესით შერჩეულ წინასასამართლო სხდომის მოსამართლეზე;

დ) განცხადება გადაწყვეტილებაში ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ ნაწილდება გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლეზე;

ე) განაჩენის გამოტანის შემდეგ წარდგენილი შუამდგომლობა განაჩენის აღსრულების გადავადების, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის ან მისი დუბლიკატის გაცემის, სააღსრულებო ფურცელში უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ ნაწილდება განაჩენის გამომტან მოსამართლეზე;

ვ) ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ გაუქმების შემთხვევაში, საქმე ნაწილდება გასაჩივრებული განჩინების გამომტან მოსამართლეზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლითა და 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით, 85-ე მუხლით, 114-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმეები ნაწილდება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოსამართლეზე.

5. საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და შუამდგომლობები დაერთვის მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს.

6. საქმეთა განაწილების მიზნებისათვის მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტითა (გარდა „ე2“ ქვეპუნქტისა) და მე-3 პუნქტით (გარდა „ა“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ საქმეთა რაოდენობა.

7. მოსამართლის შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა და დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში, ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული საქმეები გადაეცემა ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს. სამსახურებრივი უფლებამოსილების განახლების შემდეგ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული საქმეები უბრუნდება თავდაპირველ მოსამართლეს, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმეები მოსამართლის მიერ მოხსენებითი ბარათით მიმართვის შემთხვევაში დაუბრუნდება თავდაპირველ მოსამართლეს.

8. მოსამართლის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენებისას, ასევე მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა სასამართლოში/კოლეგიაში/პალატაში/ვიწრო სპეციალიზაციაში გადასვლის ან სხვა სასამართლოში მივლინების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საქმეები ნაწილდება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, ხოლო იმავე სასამართლო კოლეგიის/პალატის სხვა ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლის გადასვლის შემთხვევაში მასზე ნაწილდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ვ-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმეები.

9. სამუშაო და არასამუშაო საათებში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმეები ნაწილდება მორიგე მოსამართლეზე.

 

მუხლი 4. საქმეთა განაწილების წესი

1. საერთო სასამართლოებში საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა სპეციალიზაციის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით. შერჩევის შედეგის ამსახველი დოკუმენტი დაერთვის საქმეს. მოსამართლეთა სპეციალიზაციის მოთხოვნა არ ვრცელდება მორიგეობის დროს გასანაწილებელ საქმეებზე.

2. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სასამართლო კოლეგიებში დადგენილია მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია, საქმეები ნაწილდება შესაბამისი კოლეგიის/ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის.

3. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც არ არის შექმნილი სასამართლო კოლეგიები, საქმეები ნაწილდება შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის. მოსამართლეთა სპეციალიზაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

4. თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მაგისტრატ მოსამართლეს სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დავალებული აქვს საქმის განხილვა მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შემოსული საქმეები ნაწილდება ასევე მაგისტრატ მოსამართლეზე.     

5. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულია მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია, მაგისტრატი მოსამართლის არყოფნისას საქმეები ნაწილდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის, ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის/მოსამართლეთათვის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დავალებისას – მაგისტრატ მოსამართლესა და აღნიშნულ მოსამართლეთა შორის.        

6. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქმის ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში/კოლეგიაში/პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში განხილვა არ შეიძლება დაევალოს შესაბამისი სპეციალიზაციის ყველა მოსამართლეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა.

61. ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომის დასრულების შემდეგ ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს შესაბამისი კოლეგიიდან/ვიწრო სპეციალიზაციიდან წინასასამართლო სხდომის მოსამართლის შერჩევას. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე რამდენიმე ბრალდებულის არსებობისას ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეირჩევა წინასასამართლო სხდომის მხოლოდ ერთი მოსამართლე.

7. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში საქმის კოლეგიურად განხილვისას, სასამართლოს თავმჯდომარე განსაზღვრავს კოლეგიურ შემადგენლობას, საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის აუცილებელი მონაწილეობით.

8. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის საქმეზე სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის მიზნით ელექტრონული სისტემა დამატებით უზრუნველყოფს შესაბამისი კოლეგიიდან/პალატიდან/ვიწრო სპეციალიზაციიდან მოსამართლის შერჩევას.

81. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმეები ნაწილდება შესაბამისი პალატის/კოლეგიის/ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის.

9. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას საქმე ნაწილდება სხდომის თავმჯდომარეზე/მომხსენებელ მოსამართლეზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ საქმის განხილვისას, ელექტრონული სისტემა, საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეებისა და სხდომის თავმჯდომარის/მომხსენებელი მოსამართლის გათვალისწინებით, დამატებით უზრუნველყოფს დიდი პალატის შემადგენლობიდან საჭირო რაოდენობის მოსამართლეთა შერჩევას.

11. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლის აცილების/თვითაცილებისას, ასევე ობიექტური მიზეზით მის მიერ საქმის განხილვის შეუძლებლობისას, საქმე ნაწილდება აღნიშნული მოსამართლის მონაწილეობის გარეშე, ამ მუხლით დადგენილი წესით. 

12. საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ცალკეულ საქმეებზე, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს, სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დგინდება მორიგეობა და არასამუშაო და სამუშაო საათებში აღნიშნული საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა მორიგეობის გრაფიკის მიხედვით. ამ შემთხვევაში განაწილებულ საქმეთა რაოდენობა მხედველობაში არ მიიღება.

13. მოსამართლის მიერ არანაკლებ 7 დღით შვებულებით ან სამსახურებრივი მივლინებით სარგებლობისას, ასევე, წინასწარ ცნობილი დროებითი შრომისუუნარობის გამო მოსამართლისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში, მასზე არ ნაწილდება საქმეები (გარდა მორიგეობის დროს შემოსული საქმეებისა) სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებამდე 1 სამუშაო დღით ადრე – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში, 3 სამუშაო დღით ადრე – სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში.

14. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების (შვებულება, სამსახურებრივი მივლინება, დროებითი შრომისუუნარობა, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება) პერიოდში მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა და დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლივობა არ აღემატება 5 დღეს და გასანაწილებელი საქმეების განხილვის ვადა აღემატება 72 საათს. ამ შემთხვევაში მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება მოსამართლისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებამდე 1 სამუშაო დღით ადრე. მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს განსაკუთრებული ობიექტური გარემოება და საქმეების განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს.

141. მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში, როგორც წესი, მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება, გარდა იმ სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებისა, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს. აღნიშნული წესი არ ვრცელდება თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ მოსამართლეზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა, ხოლო სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს შესაბამის პალატაში სამზე ნაკლები მოსამართლეა.

142. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნისას, ასევე იმავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში/კოლეგიაში/პალატაში გადასვლის შემთხვევაში, მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან გადაწყვეტილების ამოქმედებამდე პერიოდში.

15. შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა და დროებითი შრომისუუნარობის  პერიოდში, ასევე განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობისას, მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეზე საპროცესო მოქმედების განსახორციელებლად, თუ ირღვევა ამ მოქმედების შესასრულებლად საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადა ან შუამდგომლობის განსახილველად, თუ შუამდგომლობის განუხილველობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, საქმე დროებით გადაეცემა ამ მუხლის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს. აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების ან შუამდგომლობის განხილვის შემდეგ საქმე უბრუნდება განმხილველ მოსამართლეს.

16. მოსამართლის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენებისას, ასევე მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა სასამართლოში/კოლეგიაში/პალატაში გადასვლის ან სხვა სასამართლოში მივლინების შემთხვევაში, მის წარმოებაში არსებული საქმეები ნაწილდება სხვა მოსამართლეებზე ამ მუხლის შესაბამისად. იმავე სასამართლოს კოლეგიის/პალატის სხვა სპეციალიზაციაში მოსამართლის გადასვლის შემთხვევაში, მის წარმოებაში არსებული ის საქმეები, რომლებზეც არსებითი განხილვა არ არის დაწყებული, მოსამართლის მიერ მოხსენებითი ბარათით მიმართვის შემთხვევაში, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით ნაწილდება სხვა მოსამართლეებზე ამ მუხლის შესაბამისად. უფლებამოსილების შეწყვეტიდან ან სხვა სასამართლოში/კოლეგიაში/პალატაში/სპეციალიზაციაში უფლებამოსილების შესრულების დაწყებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში ყოფილი მოსამართლის იმავე თანამდებობაზე გამწესების, ხოლო მოქმედი მოსამართლის იმავე სასამართლოში/კოლეგიაში/პალატაში/სპეციალიზაციაში გადასვლის შემთხვევაში ამ პუნქტით განაწილებული საქმეები მოსამართლის მიერ მოხსენებითი ბარათით მიმართვის შემთხვევაში დაუბრუნდება თავდაპირველ მოსამართლეს.

 

მუხლი 5. მოსამართლეთა თანაბარი დატვირთულობა

1. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს მოსამართლეთათვის საქმეთა შეძლებისდაგვარად თანაბარ განაწილებას, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებულ საქმეთაგან წარმოებაში არსებულ საქმეთა რაოდენობის გათვალისწინების გარეშე.

2. ელექტრონული სისტემა აფიქსირებს განაწილებულ საქმეთა საშუალო მაჩვენებელს, თითოეულ მოსამართლეზე განაწილებულ საქმეთა რაოდენობას, შემთხვევითი შერჩევის შედეგად გენერირებულ რიცხვს და ახდენს ყველა ამ პარამეტრის ლოგირებას.

3. შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებულ საქმეთა რაოდენობებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს სამს, გარდა ამ მუხლის 51-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განაწილებულ საქმეთა რაოდენობებს შორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვაობა უნდა იქნეს დაცული შემდეგ შემთხვევებში:

ა) სისხლის სამართლის საქმეებზე:

ა.ა) ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომა;

ა.ბ) წინასასამართლო სხდომა;

ა.გ) საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებული შუამდგომლობა;

ა.დ) სისხლის სამართლის არსებითად განსახილველი საქმე, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის მიმართ გამოყენებულია პატიმრობა და რომელშიც:

ა.დ.ა) მხარეები  სადავოდ არ ხდიან წარდგენილ მტკიცებულებებს;

ა.დ.ბ) მხარეები სადავოდ ხდიან წარდგენილ მტკიცებულებებს;

ა.ე) სისხლის სამართლის არსებითად განსახილველი საქმე, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის მიმართ გამოყენებული არ არის პატიმრობა და რომელშიც:

ა.ე.ა) მხარეები სადავოდ არ ხდიან წარდგენილ მტკიცებულებებს;

ა.ე.ბ) მხარეები სადავოდ ხდიან წარდგენილ მტკიცებულებებს;

ა.ვ) ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განსახილველი საქმე;

ა.ზ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობით განსახილველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც:

ა.ზ.ა) აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის მიმართ გამოყენებულია პატიმრობა;

ა.ზ.ბ) აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის მიმართ გამოყენებული არ არის პატიმრობა;

ა.თ) წინასასამართლო სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე შემოსული შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ (მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს შემთხვევაში);

ა.ი) სხვა კატეგორიის საქმე;

ბ) ადმინისტრაციულ საქმეებზე:

ბ.ა) სასარჩელო წარმოებისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1-VII16 თავებით გათვალისწინებული საქმე;

ბ.ბ) განცხადება ან სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით;

ბ.გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე;

ბ.გ1) საარჩევნო დავა;

ბ.დ) სხვა კატეგორიის საქმე;

გ) სამოქალაქო საქმეებზე:

გ.ა) სასარჩელო/არასასარჩელო წარმოების საქმე;

გ.ბ) განცხადება ან სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით;

გ.გ) სხვა კატეგორიის საქმე.

41. სააპელაციო სასამართლოში განაწილებულ საქმეთა რაოდენობებს შორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვაობა უნდა იქნეს დაცული შემდეგ შემთხვევებში:

ა) სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში:

ა.ა) სააპელაციო საჩივარი;

ა.ბ) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე;

ა.გ) საჩივარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 282-ე-289-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებზე;

ა.დ) სხვა კატეგორიის საქმე;

ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში:

ბ.ა) სააპელაციო საჩივარი;

ბ.ბ) კერძო საჩივარი/საჩივარი/ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1-VII16 თავებით გათვალისწინებულ საქმეებზე საჩივარი;

ბ.გ) საჩივარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე;

ბ.გ1) საარჩევნო დავა;

ბ.დ) სხვა კატეგორიის საქმე;

გ) სამოქალაქო საქმეთა პალატაში:

გ.ა) სააპელაციო საჩივარი;

გ.ბ) კერძო საჩივარი/საჩივარი;

გ.გ) არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმე;

გ.დ) განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ/შუამდგომლობა არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეზე;

გ.ე) სხვა კატეგორიის საქმე;

დ) საგამოძიებო კოლეგიაში:

დ.ა) საჩივარი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ;

დ.ბ) საჩივარი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების თაობაზე;

დ.გ) სხვა კატეგორიის საქმე.

42. საქართველოს უზენაეს სასამართლოში განაწილებულ საქმეთა რაოდენობებს შორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვაობა უნდა იქნეს დაცული შემდეგ შემთხვევებში:

ა) სისხლის სამართლის საქმეებზე:

ა.ა) საკასაციო საჩივარი;

ა.ბ) სხვა კატეგორიის საკასაციო საჩივარი;

ა.გ) საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე;

ბ) ადმინისტრაციულ საქმეებზე:

ბ.ა) საკასაციო საჩივარი;

ბ.ბ) კერძო საჩივარი;

ბ.გ) საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;

ბ.დ) განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ;

ბ.ე) განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ;

ბ.ვ) განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ;

ბ.ზ) დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ;

გ) სამოქალაქო საქმეებზე:

გ.ა) საკასაციო საჩივარი;

გ.ბ) კერძო საჩივარი;

გ.გ)  საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;

გ.დ) განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ;

გ.ე) განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ;

გ.ვ) შუამდგომლობა;

გ.ზ) განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

5. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებულ საქმეთა რაოდენობებს შორის სხვაობა გაუტოლდება სამს, ის მოსამართლე, რომელზეც ყველაზე მეტი საქმეა განაწილებული, გამოეთიშება საქმეთა ელექტრონული განაწილების პროცესს მოსამართლეთა შორის განაწილებულ საქმეთა რაოდენობებს შორის სხვაობის შემცირებამდე.

51. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს მოსამართლეთა შორის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.გ1“ ქვეპუნქტითა და 41 პუნქტის „ბ.გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეთა თანაბარ განაწილებას.

6. ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოსამართლეთა შემთხვევაში საქმეთა განაწილების მაჩვენებელი, როგორც წესი, განისაზღვრება შემდეგი პროცენტულობით:

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი – 20%, ხოლო თუ წევრი ამავდროულად არის სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე – 10%;

ბ) იმ სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე, სადაც მოსამართლეთა რაოდენობა არ აღემატება 7-ს – 50%, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე, სადაც მოსამართლეთა რაოდენობა აღემატება 7-ს – 20%.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეზე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეზე, თავმჯდომარის მოადგილესა და კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და კოლეგიის თავმჯდომარეზე, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული განსჯადი საქმეებისა, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და მდივანზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია განაწილდეს საქმეები, როგორც წესი, არაუმეტეს 5%-ისა.

8. მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ 25%-იანი ბიჯით.

81. მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, მოსამართლის ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შესაძლებელია შემცირდეს მოსამართლეზე საქმეთა განაწილების პროცენტული მაჩვენებელი არაუმეტეს 50%-იანი ბიჯით.

9. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში/ კოლეგიაში/პალატაში/საგამოძიებო კოლეგიაში საქმის განხილვის დავალების შემთხვევაში, ასევე, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დავალებისას ან პირიქით, მოსამართლეზე საქმეთა განაწილების მაჩვენებელი იმ სპეციალიზებულ შემადგენლობაში/კოლეგიაში/პალატაში/საგამოძიებო კოლეგიაში ან მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებისას – შესაბამის მუნიციპალიტეტში, სადაც დავალებული აქვს საქმეთა განხილვა, დგინდება სასამართლოს თავმჯდომარის მიერ.

10. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების (სხვა სასამართლოში მოსამართლის მივლინების, აღნიშნული მივლინების ვადის დასრულების), ასევე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან მოსამართლის დაბრუნების შემთხვევაში, განისაზღვრება შესაბამის კოლეგიაში (გარდა საგამოძიებო კოლეგიისა)/პალატაში/ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა შორის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებულ საქმეთაგან წარმოებაში არსებულ საქმეთა საშუალო რაოდენობა მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით და თანამდებობაზე გამწესებული მოსამართლისათვის აღნიშნულ რაოდენობამდე საქმეთა შესავსებად საქმეთა განაწილების მაჩვენებელი გაიზრდება 200%-ით, ხოლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან დაბრუნებული მოსამართლისათვის – 150%-ით, ბავშვის 1 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ ასაკის მიღწევის შემდეგ კი – 200%-ით.

11. იმ შემთხვევაში, თუ შვებულებიდან, სამსახურებრივი მივლინებიდან დაბრუნების, დროებითი შრომისუუნარობის პერიოდის დასრულების შემდეგ მოსამართლეზე განაწილებულ საქმეთა რაოდენობა ნაკლებია იმავე კოლეგიაში/პალატაში/ვიწრო სპეციალიზაციაში განაწილებულ საქმეთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე ნაკლები მაჩვენებლის მქონე მოსამართლეზე, აღნიშნულ მოსამართლესთან გათანაბრების მიზნით, პროგრამა უზრუნველყოფს მოსამართლეზე განაწილებულ საქმეთა რაოდენობის პირობითად გაზრდას.

12. (ამოღებულია).

             

მუხლი 6. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარისა და სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირის უფლებამოსილება საქმეთა განაწილების პროცესში

1. სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს ან კოლეგიის/ პალატის თავმჯდომარეს აქვს ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოსამართლეებზე განაწილებულ საქმეთა რაოდენობის ხედვის შესაძლებლობა. 

2. ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას, სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია გაანაწილოს საქმეები რიგითობის წესით, რაც გულისხმობს მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა გვარის ანბანური რიგითობის მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით საქმეები ნაწილდება იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული სისტემის შეფერხების ხანგრძლივობა აღემატება 2 დღეს, გარდა  დაუყოვნებლივ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებისა, ასევე იმ საქმეებისა, რომელთა განხილვის ვადა 24, 48 ან 72 საათია. აღნიშნულ საქმეებს სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირი ანაწილებს, თუ ელექტრონული სისტემის შეფერხების ხანგრძლივობა აღემატება სამ საათს.

4. სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე ან სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირი ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხების შესახებ ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტს, სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და ელექტრონული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ პირს, რაც ფორმდება შესაბამისი აქტით.

5. ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხების აღმოფხვრას უზრუნველყოფს სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ან ელექტრონული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირი, რის შესახებაც ინფორმაცია წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტსა და შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს ან კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეს.

6. ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხების აღმოფხვრისას, სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტს მიმართავს მოხსენებითი ბარათით, რომელშიც აღინიშნება ინფორმაცია სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირის  მიერ განაწილებულ საქმეთა შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის ინფორმირების შემდეგ, სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირი  უზრუნველყოფს რიგითობის წესით განაწილებულ საქმეთა ელექტრონულ სისტემაში ასახვას შემდეგი აღნიშვნით: „ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე“.

 

მუხლი 7. საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაში მოსამართლეთა შესაბამის სპეციალიზებულ შემადგენლობაში/კოლეგიაში/პალატაში/ვიწრო სპეციალიზაციაში რეგისტრაციას, რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების, შესწორების ან დამატების შეტანას, ასევე, რეგისტრაციის მონაცემების გაუქმებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი.

2. სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამართლის შვებულების, მივლინებისა და დროებითი შრომისუუნარობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვას.

3. მოსამართლე შვებულებაში, მივლინებაში გასვლამდე, როგორც წესი, 5 დღით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგენს შესაბამის განცხადებას, ხოლო დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან  განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობისას დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტს.

 

მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი

1. საქმეთა განაწილების მიზნებისათვის, მხედველობაში არ მიიღება ელექტრონული სისტემის ამოქმედების მომენტისათვის მოსამართლეთა წარმოებაში არსებულ საქმეთა რაოდენობა.

2. ელექტრონულ სისტემაში ნებისმიერი ხარვეზის წარმოშობისას, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ წესით, სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირი   უფლებამოსილია გაანაწილოს საქმეები რიგითობის წესის დაცვით. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილი წესი.


   
   

    

დანართი 21

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/59

2017 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მისი აპარატის

მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების თანდართული წესი.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს „საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებისა (შემდგომში – „იუსტიციის საბჭო“) და მათი აპარატების მოხელეთათვის სპეციალური წოდებების შერჩევისა და მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მარტის №76 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყონ შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მისი აპარატის მოხელეებისათვის პირველადი ან/და მომდევნო სპეციალური წოდებების მინიჭება, სათანადო წინა სპეციალური წოდებისა და ნამსახურობის ვადის გათვალისწინებით.

 

ლევან მურუსიძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი

დამტკიცებულია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

 2017 წლის 8 მაისის №1/59 გადაწყვეტილებით

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) წევრებისა და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესსა და პირობებს.

2. ეს წესი არ ვრცელდება საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საერთო სასამართლოს მოსამართლე.

 

მუხლი 2. სპეციალური წოდებების კატეგორიები

საბჭოში სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) საშუალო სპეციალური წოდება;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება.

 

მუხლი 3. სპეციალური წოდებები

საბჭოში დაწესებულია შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

           

მუხლი 4. სპეციალური წოდების მინიჭება

1. სპეციალური წოდება ენიჭება საბჭოს წევრსა და მისი აპარატის მოხელეს, მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.

2. საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებები საბჭოს წევრებს ენიჭებათ საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო მისი აპარატის მოხელეებს – საბჭოს მდივნის ბრძანებით.

3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას საბჭოს წევრებსა და საბჭოს აპარატის მოხელეებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. აკრძალულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.

5. საბჭოს წევრსა და მისი აპარატის მოხელეს სპეციალური წოდება, მისი არქონის შემთხვევაში, მიენიჭება თანამდებობაზე არჩევასთან/დანიშვნასთან ერთად.

6. საბჭოს წევრს თანამდებობაზე გამწესებასთან ერთად მიენიჭება იუსტიციის უმცროსი მრჩევლის სპეციალური წოდება. საბჭოს იმ წევრს, რომელსაც თანამდებობაზე გამწესების დროს აქვს უფრო მაღალი სპეციალური წოდება, უნარჩუნდება აღნიშნული წოდება.

7. იმ პირებს, რომლებსაც საბჭოში მუშაობის დაწყებამდე ჰქონდათ საბჭოში დაწესებული სპეციალური წოდებებისაგან განსხვავებული სპეციალური წოდება, მიენიჭებათ შესაბამისი სპეციალური წოდება. 

8. მომდევნო სპეციალური წოდების მისანიჭებლად საბჭოს წევრის წარდგენას ახდენს საბჭოს მდივანი, ხოლო საბჭოს აპარატის მოხელისას – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

9. მოხელეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.

 

მუხლი 5. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა

1. სპეციალური წოდებების მინიჭება წარმოებს ამ წესით დადგენილი თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.

2. მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება სათანადო წინა სპეციალური წოდებისა და დაკავებული თანამდებობისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ზღვრული წოდების გათვალისწინებით, სპეციალური წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემთხვევაში.

3. საბჭოს წევრისა და მისი აპარატის მოხელისათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) საბჭოს წევრი – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი;

ბ) დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის თავმჯდომარე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

გ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

დ) სამმართველოს უფროსი, სამსახურის უფროსი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის მრჩეველი;

ე) უფროსი კონსულტანტი, კონსულტანტი, მთავარი ბუღალტერი, ცვლის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

ვ) საბჭოს წევრის რეფერენტი, მანდატური – I კლასის იურისტი.

                       

მუხლი 6. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები

1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:

ა) საშუალო სპეციალური წოდება:

ა.ა) უმცროსი იურისტი – 1 წელი;

ა.ბ) III კლასის იურისტი – 2 წელი;

ა.გ) II კლასის იურისტი – 3 წელი;

ა.დ) I კლასის იურისტი – 3 წელი;      

ბ) უფროსი სპეციალური წოდება:

ბ.ა) იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – 4 წელი;

ბ.ბ) იუსტიციის მრჩეველი – 5 წელი;

ბ.გ) იუსტიციის უფროსი მრჩეველი – 5 წელი.

2. უმაღლესი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა არ განისაზღვრება.

 

მუხლი 7. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:

ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;

გ) კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, წახალისების წესით.

2. საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებენ შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საბჭოს მდივანი.

3. სპეციალური წოდების ვადამდე მისანიჭებლად საბჭოს წევრის წარდგენის უფლება აქვს საბჭოს მდივანს, ხოლო საბჭოს აპარატის მოხელისა – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს.

  

მუხლი 8. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი

1. სპეციალური წოდება საბჭოს აპარატის მოხელეს შეიძლება ჩამოერთვას, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადა განისაზღვრება ერთი წლით.

3.  იმ მოხელის მიმართ, რომელსაც ჩამოერთვა სპეციალური წოდება, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადის გასვლიდან მეორე დღეს.

4. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.

5. საბჭოს აპარატის მოხელისათვის სპეციალური წოდების ჩამორთმევის საკითხის დასმის უფლება აქვს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს.

 

მუხლი 9. ორგანიზაციული უზრუნველყოფა

სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.      

  

მუხლი 10. სოციალური გარანტიები

1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.


   
   

   

დანართი 22

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/233

2017 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობისა და მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია, მათივე ნების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეთა შემდეგი კატეგორიებისა და სისხლის სამართლის პროცესის შემდეგი ეტაპების მიხედვით:

ა) არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაული; ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განსახილველი საქმეები; წინასასამართლო სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე შესული შუამდგომლობები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე;

ბ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ; დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ; ნარკოტიკული დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (ტერორიზმი; სამოხელეო დანაშაული; დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ);

გ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ; ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში; დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა; დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ; სატრანსპორტო დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა; სამოხელეო დანაშაული); დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ;

დ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ; დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ; საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში; კიბერდანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (სამოხელეო დანაშაული); დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ; დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ; დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

ე) გამოძიების ეტაპი (ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა, შუამდგომლობები გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის, ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, გამოძიების ეტაპთან დაკავშირებული სხვა საკითხები, გარდა წინასასამართლო სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე შესული შუამდგომლობებისა);

ვ) წინასასამართლო სხდომის ეტაპი.

2. პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლე ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმეთა კატეგორიების მიხედვით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ სასამართლოში შესულ შუამდგომლობებს, წარდგინებებსა და სხვა საკითხებს. 

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 1 მარტის №1/28 და „თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის №1/60 გადაწყვეტილებები.

4. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2017 წლის 25 ივლისიდან.

 

გიორგი მიქაუტაძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი .


   
   

   

დანართი 23

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/89

2018  წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების

ანაზღაურების წესის შესახებ

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 69-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება განსაზღვრავს საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის დაწესებისა და მოსამართლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესს.

2. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დაუწესდეთ თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი.

3. გარდა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანამატისა, მოსამართლეს, კონკრეტული მოსამართლის (სასამართლოს) დატვირთულობის, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა სტაჟირების კოორდინატორობის გათვალისწინებით, შესაძლებელია მიეცეს დანამატი.

4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანამატი მიეცემა სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდის ჩათვლით.

5. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის საფუძველზე სხვა სასამართლოში მივლინებულ მოსამართლეს, მისთვის დაწესებული დანამატის ნაცვლად ეძლევა დანამატი შესაბამისი სასამართლოს მოსამართლისათვის დაწესებული დანამატის ოდენობით, თუ ასეთი დანამატის ოდენობა აღემატება მოსამართლის დანამატის ოდენობას იმ სასამართლოში, რომელშიც იგი  კანონით დადგენილი წესით არის დანიშნული.

51. მოსამართლეს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 33-ე მუხლის საფუძველზე რაიონული (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/სასამართლო კოლეგიის/ პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებისას, მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად ეძლევა დანამატი შესაბამისი სასამართლოს მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/სასამართლო კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ოდენობებს შორის სხვაობის ოდენობით, ნამუშევარი პერ