„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5753-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 430040000.05.001.019800
5753-IIს
17/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
430040000.05.001.019800
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

„მუხლი 181. დაწესებულების პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა

დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლით განსაზღვრული დაწესებულება ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულად მიაწოდოს აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დასაქმების ადგილი და თანამდებობა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების მისთვის მიწოდებიდან 3 თვის ვადაში ამოწმებს აღნიშნულ პირთა ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას. თუ გამოვლინდა, რომ დაწესებულებაში დასაქმებული პირი ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის (მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის თაობაზე აცნობებს აღნიშნულ დაწესებულებას, რომელიც ვალდებულია ამ პირთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 მარტი 2020 წ.

N5753-IIს