დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 68 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010110020.10.003.021777 |
|
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2019, 010110020.10.003.021410) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა ა(ა)იპ − სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილების ამოქმედებამდე, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ღონისძიებების/ვალდებულებების განხორციელება დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში ასაშენებელ რძის გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებით.“. 2. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. სააგენტოს სარგებლობაში გადაეცემა დანართ №1-ით გათვალისწინებული ქონება.“. 3. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №1. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
|
დოკუმენტის კომენტარები