„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 09/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 340030000.10.003.021773
65
30/01/2020
ვებგვერდი, 31/01/2020
340030000.10.003.021773
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №65

2020 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და  მათი გაცემის  წესის  დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172)  შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული  სერტიფიკატების  ფორმებისა და მათი გაცემის წესის“:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5

1. სერტიფიკატის მისაღებად ფიზიკური ან იურიდიული პირი გამცემ ორგანოში ელექტრონულად ან წერილობით წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) იურიდიული პირისათვის – ორგანიზაციის დასახელებას, საიდენტიფიკაციო კოდსა და მისამართს, ხოლო ფიზიკური პირისათვის – სახელს, გვარსა და მისამართს;

ბ) ტვირთის მიმღების დასახელებასა და მისამართს;

გ) დანიშნულების ქვეყნის დასახელებასა და შესვლის პუნქტს;

დ) საქონლის წარმოების ადგილის დასახელებას;

ე) საქონლის დასახელებას, რაოდენობას, მდგომარეობას, საბოლოო გამოყენების დანიშნულებასა და ადგილმდებარეობას;

ვ) შეფუთვის სახეობას, ადგილების რაოდენობას;

ზ) სატრანსპორტო საშუალების სახეობასა და სარეგისტრაციო ნომრებს;

თ) იმ ტრანზიტული ქვეყნების დასახელებას, რომელთა გავლითაც უნდა მოხდეს საქონლის ტრანსპორტირება;

ი) ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალების გაწმენდისა და დეზინფიცირების შესახებ;

კ) ცოცხალი ცხოველების ექსპორტის შემთხვევაში განცხადება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

კ.ა) ცოცხალი ცხოველების წარმომავლობის ადგილის შესახებ (ცხოველთა დაბადების ან შეძენის ადგილი – ქვეყანა, ოლქი, რაიონი. გარეული ცხოველების შემთხვევაში − დაჭერის ადგილები);

კ.ბ) მათი სახეობის, სქესის, ასაკის, წონისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების შესახებ;

კ.გ) კარანტინის ადგილის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) იურიდიული პირის შემთხვევაში − ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტი არ განუხორციელებია ერთი წლის განმავლობაში ან/და თუ პირი ახორციელებს არაკომერციული დანიშნულების შინაური ბინადარი ცხოველის ექსპორტს;

გ) ცოცხალი ცხოველების ექსპორტის შემთხვევაში, განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს:

გ.ა) ცხოველთა მარშრუტის გეგმა;

გ.ბ) 200 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული მამრი მსხვილფეხა საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე არსებობს 200 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრ მსხვილფეხა საქონელზე გაცემული ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. საქართველოსა და საერთაშორისო მოვაჭრე ქვეყანას შორის ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ასევე წარედგინება შესაბამისი ინფორმაცია.“.

2.  მე-6 მუხლის 26 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​6. აკრძალულია 200 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1  მარტიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია