„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5765-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 080080040.05.001.019802
5765-IIს
17/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
080080040.05.001.019802
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 97) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.“.

მუხლი 2

 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) (შემდგომ − თავშესაფარი) ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულად მიაწოდოს აღნიშნულ თავშესაფარში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დასაქმების ადგილი და თანამდებობა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თავშესაფარში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების მისთვის მიწოდებიდან 3 თვის ვადაში ამოწმებს აღნიშნულ პირთა ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას. თუ გამოვლინდა, რომ თავშესაფარში დასაქმებული პირი ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის (მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის თაობაზე აცნობებს აღნიშნულ თავშესაფარს, რომელიც ვალდებულია ამ პირთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 მარტი 2020 წ.

N5765-IIს