„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5767-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 470010000.05.001.019801
5767-IIს
17/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
470010000.05.001.019801
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი  1.   „საექიმო  საქმიანობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62)  მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება არ შეიძლება ჰქონდეს პირს, რომელსაც „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საექიმო საქმიანობის უფლება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 მარტი 2020 წ.

N5767-IIს