„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017872
14/ნ
29/01/2020
ვებგვერდი, 29/01/2020
430030000.22.022.017872
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №14/ნ

2020 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის  №65/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102) და ბრძანების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“.

2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“  ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ვ​​1“ და „ო“ ქვეპუნქტების, 46​4 მუხლის მე-3 პუნქტის, 47​​2 მუხლის მე-4 პუნქტის, 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის პირველი პუნქტისა და და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,“.

3. პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური დანართი №2-ის შესაბამისად.“.

4. 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) შესაბამისად გაწეული მომსახურების საფასური დანართი №4-ის შესაბამისად.“.

5. პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების (დანართი №1):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დებულება ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულებები) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების (შემდგომში – სტანდარტები) დაკმაყოფილების პირობებს, აკრედიტაციისა და აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის პროცედურას.“;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 . აკრედიტაციის სტანდარტებია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;

ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;

გ) მოსწავლეების/სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;

დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;

ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.“.

დ) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21. ხარვეზის გამოსწორების ვადა

1. ამ დებულებით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ხარვეზის გამოსასწორებლად ცენტრის მიერ დადგენილი ვადა შეადგენს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღეს.

2. ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.“;

ე) თავი III (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები) ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა;

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე საგანმანათლებლო დაწესებულების მაძიებლად (შემდგომში – აკრედიტაციის მაძიებელი) ცნობა;

გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

დ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;

ე) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება;

ვ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;

ზ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის აკრედიტაციის მაძიებლისთვის გაცნობა;

თ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით;

ი) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;

კ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის აკრედიტაციის მაძიებლისთვის გაცნობა;

ლ) სააკრედიტაციო განაცხადის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ცენტრისთვის წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის საბჭოს წევრებისთვის გაგზავნა;

მ) აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ გადაწყვეტილების მიღება;

ნ) ცენტრის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება.“;

ზ) მე-20 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ერთი სააკრედიტაციო განაცხადი ითვალისწინებს ერთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით გადის მხოლოდ ერთ კვალიფიკაციაზე.“;

თ) 22-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

4. ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ გამოიცემა განაცხადის წარმოდგენიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში.“;

ი) 271 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აკრედიტაციის მაძიებელი დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.“;

კ) 272 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ მოწვეული წევრების ¾-ისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.“;

ლ) 273 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. საბჭო შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.

12. საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.“;

მ) 275 მუხლის:

მ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით. ამასთან, საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით, საიდანაც მოწვეულ წევრთა ხმები უნდა შეადგენდეს დამსწრე მოწვეულ წევრთა არანაკლებ 3/4-ს.“;

მ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებასთან ერთად საბჭოს მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის თაობაზე მონიტორინგის ვიზიტის განხორციელებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე ცენტრის მიერ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ვადაში საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ცენტრის წარდგინებით საბჭო განიხილავს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის გაუქმების საკითხს.“;

ნ) 276 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიშის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ დებულების 261 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადას. ანგარიშის წარდგენის ვადის ათვლა იწყება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან და ანგარიშის წარდგენის საბოლოო თარიღი მიეთითება ამავე გადაწყვეტილებაში.“;

ო) 276 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-212 პუნქტები:

„21. საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

22. დაწესებულების მიერ წარმოდგენილ ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმასთან შესაბამის ანგარიშს უნდა ერთოდეს ანგარიშის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

23. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამისობას ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

24. თუ დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ მუხლის 21 პუნქტის შესაბამის ანგარიშს ან მასზე დასართავ დოკუმენტს, ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

25. ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესით დაწესებულების მიერ წარდგენილ ანგარიშს შეისწავლის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი შესაბამისი დარგის ექსპერტი.

26. ამ მუხლის 25 პუნქტით გათვალისწინებული ექსპერტის მოთხოვნის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

27. ანგარიშის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის 26 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ექსპერტი ადგენს დასკვნას.

28. საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

29. ცენტრი ადგენს ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნის ფორმალურ შესაბამისობას ამ მუხლის 28 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმასთან. საჭიროების შემთხვევაში, ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ექსპერტს უკან უბრუნდება დასკვნა.

210. ამ მუხლის 27-29 პუნქტების გათვალისწინებით, ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა წარედგინება საბჭოს და, ასევე, გასაცნობად შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას.

211. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი ანგარიში და ექსპერტის დასკვნა განიხილება შესაბამის საბჭოს სხდომაზე. საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს ანგარიში ცნობად ან მიმართოს ცენტრს აკრედიტაციის პირობების შესრულების შესამოწმებლად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

212. ამ მუხლის 211 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების მიერ ანგარიშის წარმოდგენიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.“;

პ) 276 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 277 მუხლი:

მუხლი 277. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია

1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და განხორციელების ფორმები. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტი უნდა შეთანხმდეს ცენტრთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით ხელშეკრულების პროექტი წარმოდგენილი უნდა იქნეს სააკრედიტაციო განაცხადის წარმოდგენამდე და უნდა ერთოდეს ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების შემთხვევაში, დაწესებულებამ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის სააკრედიტაციო განაცხადთან და ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, აგრეთვე, უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად ცენტრთან ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების დოკუმენტი და შეთანხმებული პროექტის გათვალისწინებით გაფორმებული ხელშეკრულება.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.“;     

ჟ) 281 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დებულების 275 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ სააპელაციო საჩივარს უნდა ერთოდეს საჩივრის განხილვის დასაშვებობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

რ) 282 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამდივნო სააპელაციო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) სააპელაციო საჩივარსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;

ბ) სააკრედიტაციო დოკუმენტაციას;

გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და მასზე აკრედიტაციის მაძიებლის მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.“;

ს) 283 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სააპელაციო საბჭოს მიერ სააპელაციო საჩივრის მიღების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარადგინოს სააპელაციო საჩივრის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის განხილვის  საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ცენტრის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.“;

ტ) 284 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 284. სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა

სააპელაციო საბჭო სააპელაციო საჩივარს იხილავს და შესაბამის გადაწვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.“;   

უ) 30-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამაში მისანიჭებელი კვალიფიკაციის ცვლილება დასაშვებია, თუ აღნიშნული უკავშირდება არსებულ დარგობრივ მახასიათებელში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებელთან ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანას. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა არ განიხილება ახალ პროგრამად.“;

ფ) თავი VI-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი VII:

 

თავი VII

გარდამავალი დებულებები

მუხლი 32. „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების საფუძველზე შემუშავებული პროგრამების აკრედიტაცია გარდამავალ ეტაპზე

1. „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების საფუძველზე შემუშავებული და 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის უწყვეტად განხორციელების მიზნით, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სააკრედიტაციო განაცხადი ცენტრში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სააკრედიტაციო განაცხადში ასახული საგანმანათლებლო პროგრამა სწავლის შედეგების მიხედვით შესაძლოა გადიოდეს ერთზე მეტ, მაგრამ არაუმეტეს სამ კვალიფიკაციაზე (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სააკრედიტაციო განაცხადში ასახული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობაში მოყვანილ უნდა იქნეს ამავე ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში.“.

6. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური

მუხლი 1. აკრედიტაციის საფასურის ოდენობა

1. აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 200 ლარს.

2. აკრედიტაციის საფასური მოიცავს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ) ხარჯებს, აკრედიტაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯებს, აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებს, დამატებული ღირებულების გადასახადს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან შესაბამისი ოდენობის თანხასა და შესაბამის საპენსიო შენატანს.

3. საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 8.356 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 11.433 ლარს.

4. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა), ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 12.138 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 15.215 ლარს.

5. რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 15.813 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 18.569 ლარს.

6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 5.650 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 8.112 ლარს.

7. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 6.830 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 9.292 ლარს.

8. იმ შემთხვევაში, თუ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არაუმეტეს ათი კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილი იქნება დეტალურ სფეროში არსებულ ერთი და იმავე სწავლის სფეროს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები (შემდეგი სახით დაჯგუფებული: ა) ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა; ბ) ბაკალავრიატი/მაგისტრატურა; გ) ბაკალავრიატი/დოქტორანტურა; დ) მაგისტრატურა/დოქტორანტურა), წარმოდგენილი თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული აკრედიტაციის საფასური მცირდება 10%-ით.

9.  საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის საფასური შეადგენს:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემთხვევაში – 1.935 ლარს;

ბ) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა), ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – 2.345 ლარს;

გ) რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – 3.254 ლარს;

დ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – 1731 ლარს;

ე) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – 1.901 ლარს.

10. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების საფასური შეადგენს ამ მუხლის მე-3 - მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფასურის 38%-ს.

11. სააპელაციო საჩივრის განხილვის დასაშვებობის საფასური შეადგენს 200 ლარს, ხოლო სააპელაციო საჩივრის განხილვის საფასური – 2777 ლარს.

12. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით დაწესებულებებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების საფასური შეადგენს 480 ლარს.

13. ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურები გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით. ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურები განმცხადებელს არ უბრუნდება, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

14. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური სრულად ბრუნდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე.“.

7. 22 პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) შესაბამისად გაწეული მომსახურების საფასურის“ (დანართი №4) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) შესაბამისად გაწეული მომსახურების საფასური“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირინე აბულაძე