დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-13/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016718 |
|
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 15/01/2015; 470230000.22.035.016315) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების: |
ა)
84 პუნქტის: |
ა.ა)
,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ინფორმაცია ამ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების თაობაზე, სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმატით ( ელექტრონული ფორმით);“; |
ა.ბ)
,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ბ)
829 და 830 პუნქტები ამოღებულ იქნეს; |
გ)
მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. იმ სამედიცინო დაწესებულებას: ა) რომელსაც პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მოქმედების ვადა ეწურება 2020 წლის 15 თებერვლამდე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან საქმიანობის შესაბამისობაში მოსაყვანად და სააგენტოში განაცხადის წარმოსადგენად განესაზღვროს ვადა 2020 წლის 1 მარტამდე და პერინატალური რეგიონალიზაციის დონის განმეორებით მინიჭების ბოლო ვადად განესაზღვროს 2020 წლის 1 ივლისი; ბ) რომელსაც 2018 წლის 1 ივნისიდან მინიჭებული ჰქონდა პერინატალური რეგიონალიზაციის დონე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა უზრუნველყოს 2020 წლის 1 ივლისამდე.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეები და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ყველა დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მეან-გინეკოლოგებმა და ნეონატოლოგებმა, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის საშუალებით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში უნდა დააგროვონ: მეან-გინეკოლოგებმა - 30 კრედიტქულა და ნეონატოლოგებმა - 20 კრედიტ ქულა (ნეონატოლოგებისთვის 30 კრედიტქულის დაგროვების ვადად განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვარი), ხოლო ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებმა და რადიოლოგებმა – 20 კრედიტ-ქულა. ამასთან, 2020 წელს შესწავლილი დაწესებულებების ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისათვის და რადიოლოგებისათვის – კრედიტ-ქულების დაგროვების ვადად განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვარი. კრედიტ-ქულების დაგროვებისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ პროფილური, აკრედიტებული მოკლევადიანი (1-10 დღე) სწავლება/ტრენინგები და ელექტრონულ პლატფორმაზე დაფუძნებული ინტერნეტპროგრამები (ონლაინკურსი), რომლებიც აღიარებულია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების თემატიკა განისაზღვრება პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ, კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით. ამასთან, უწყვეტი სამედიცინო განათლების შინაარსი უნდა ითვალისწინებდეს კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებას.“. |
3.
ბრძანების №1.2. დანართის (პერინატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის მოცულობა და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები): |
ა)
პირველი მუხლის მე-2 პუნქტის: |
ა.ა)
,,ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ა) მეან-გინეკოლოგის 24-საათიანი ხელმისაწვდომობა ადგილზე (მეანგინეკოლოგის ადგილზე უწყვეტად ხელმისაწვდომობა სავალდებულოა 2021 წლის 1 იანვრიდან);“; |
ა.ბ)
,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ნეონატოლოგი 24-საათიანი ხელმისაწვდომობით (მშობიარობას უნდა ესწრებოდეს ნეონატოლოგი) და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი 24-საათიანი ხელმისაწვდომობით ადგილზე (ნეონატოლოგის და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის ადგილზე უწყვეტად ხელმისაწვდომობა სავალდებულოა 2021 წლის 1 იანვრიდან);“; |
ა.გ)
,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი შესაძლებელია, დასაქმებულ იქნენ დამატებით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ კიდევ ერთ დაწესებულებაში.“. |
ბ)
მე-2 მუხლის:
|
ბ.ა)
მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის:
|
ბ.ა.ა)
,,ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ა) ორი ან მეტი მეან-გინეკოლოგი, არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო სტაჟით მეანობა-გინეკოლოგიაში (მეანობის განხრით), ამასთან, ჰისტერექტომიისა და სხვა სამეანო-გინეკოლოგიური ოპერაციული პროცედურების წარმოების გამოცდილებით;“; |
ბ.ა.ბ)
,,ა.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ა1“ ქვეპუნქტი:
,,ა.ა1) სულ მცირე, 1 მეან-გინეკოლოგი ადგილზე 24-საათიანი უწყვეტი სამეანო მოვლის ხელმისაწვდომობისათვის;“; |
ბ.ა.გ)
,,შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,შენიშვნა: დაწესებულებაში უნდა არსებობდეს ქირურგების, ბავშვთა ქირურგების და ექოკარდიოგრაფიული სერვისის მიმწოდებელი ექიმ-სპეციალისტების გამოძახების წინასწარ გაწერილი პროცედურა/წესი/ბრძანება. ექიმ-სპეციალისტებს უფლება აქვთ იმუშაონ სხვადასხვა დაწესებულებაში 60 კმ-ის დაშორებით (გამონაკლისს წარმოადგენს მაღალმთიანი რეგიონები).“. |
ბ.ბ)
მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი შესაძლებელია, დასაქმებულ იქნენ დამატებით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ კიდევ ერთ დაწესებულებაში. ექიმ-სპეციალისტებს უფლება აქვთ იმუშაონ სხვადასხვა დაწესებულებაში 60 კმ დაშორებით;“. |
გ)
მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის:
|
გ.ა)
„ბ.ბ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ.თ) ჰაერის/ჟანგბადის შემრევი;“; |
გ.ბ)
,,ბ.დ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.დ.ზ) ჰაერის/ჟანგბადის შემრევი;“. |
დ)
მე-3 მუხლის:
|
დ.ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კადრები: ა) სამეანო მოვლის სუბსპეციალიზებული III დონის დაწესებულებას უნდა ჰყავდეს ან დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს: ა.ა) ორი ან მეტი მეან-გინეკოლოგი, არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო სტაჟით მეანობა-გინეკოლოგიაში (მეანობის განხრით), ამასთან, ჰისტერექტომიისა და სხვა სამეანო-გინეკოლოგიური ოპერაციული პროცედურების წარმოების გამოცდილებით, ადგილზე 24-საათიანი უწყვეტი სამეანო მოვლის ხელმისაწვდომობისათვის; ა.ბ) ნეონატოლოგები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილზე 24-საათიანი უწყვეტი ნეონატოლოგიური მოვლის ხელმისაწვდომობას, რესპირაციული დახმარების მიწოდების გამოცდილებით. პერინატალური სერვისის პასუხისმგებელი მორიგე ნეონატოლოგი იგივე საათებში არ შეიძლება მორიგეობდეს ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისის მიმწოდებელ ერთეულში; ა.გ) ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის (სპინალური, ეპიდურალური და ზოგადი ანესთეზიის, ასევე რეანიმაციული ღონისძიებების განხორციელების გამოცდილებით) და რადიოლოგის (მ.შ. ექოკარდიოგრაფიის წარმოების უფლებით; იმ შემთხვევაში, თუ რადიოლოგს არა აქვს ექოკარდიოგრაფიის წარმოების უფლება, ექოკარდიოგრაფიული სერვისი უნდა მიეწოდებოდეს ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგის მიერ, შესაბამისი უფლების ფლობის შემთხვევაში) ადგილზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა 24 საათის განმავლობაში; ა.დ) ექიმი სპეციალისტები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურებას გაუწევენ ახალშობილს ადგილზე ხელმისაწვდომობით 24 საათის განმავლობაში: ბავშვთა ქირურგი, ბავშვთა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; ბავშვთა ნევროლოგი, ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგი, გენეტიკოსი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ბავშვთა ფთიზიატრი-პულმონოლოგი, ნეიროქირურგი, ბავშვთა უროლოგი, ბავშვთა ნეფროლოგი; ა.ე) ექიმი სპეციალისტები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურებას/კონსულტაციას გაუწევენ ორსულს/მშობიარეს/მელოგინეს, ადგილზე ხელმისაწვდომობით 24 საათის განმავლობაში: ქირურგი, ნევროლოგი ან ნეიროქირურგი, ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, ნეფროლოგი, კარდიოლოგი, უროლოგი, ინფექციონისტი და ენდოკრინოლოგი. შენიშვნა: ა) მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, რადიოლოგი - შესაძლებელია, დასაქმებული იქნენ დამატებით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ კიდევ ერთ დაწესებულებაში 60 კმ-ის დაშორებით; ბ) ექიმი-სპეციალისტები - შესაძლებელია, დასაქმებულ იქნენ დამატებით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ კიდევ ორ დაწესებულებაში, 60 კმ-ის დაშორებით. ა.ვ) ექთნები/ბებიაქალები იმ რაოდენობით და კვალიფიკაციით, რომელიც საჭიროა ყველა ორსულის, მშობიარის, მელოგინე ქალის და ახალშობილის ადეკვატური მოვლისათვის. ბ) ჯანდაცვის პერსონალისა და პაციენტების რაოდენობის ადეკვატური შეფარდება შემდეგი სქემით: ბ.ა) ყოველ 2 სამშობიარო ოთახზე (ბლოკ-პალატაზე) – არანაკლებ 1 ბებიაქალი; ბ.ბ) ყოველ 5 პოსტოპერაციულსაწოლზე 1 ექთანი; ბ.გ) ყოველ 10 სამეანო საწოლზე – 1 ექთანი (1 ექთანი: 10 მელოგინე გართულებების გარეშე); ბ.დ) ყოველ 12 ნეონატალურსაწოლზე 1 ექთანი (1 ახალშობილთა ექთანი: 12 ფიზიოლოგიური ახალშობილი). შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრულ თითოეულ სამედიცინო დანაყოფს ბებიაქალი და ექთანი მომსახურებას აწვდის 24/7 რეჟიმში. აღნიშნული ბებიაქალი და ექთანი, ამ პერიოდის განმავლობაში, ერთდროულად, არ შეიძლება მომსახურებას აწვდიდეს სხვა სამედიცინო დანაყოფშიც. გ) პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია, განსაზღვრული ჰქონდეს შესაბამისი სპეციალისტების (მეან-გინეკოლოგების, ნეონატოლოგების, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების, ექთნებისა და ბებიაქალების) მუშაობის გეგმა-გრაფიკი, კონკრეტული სპეციალისტების სახელის, გვარის, პირადი ნომრის, სამუშაო დღეებისა და საათების მითითებით, რომელსაც განათავსებს დაწესებულებაში, ასევე, წარუდგენს საკოორდინაციო ჯგუფს/სააგენტოს პერინატალური სერვისის დონის მინიჭების პროცედურის ფარგლებში; დ) ერთი პერინატალური დაწესებულების სამეანო-გინეკოლოგიური, ნეონატოლოგიური, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიური, საექთნო/საბებიო სამსახურის ხელმძღვანელი პირი არ შეიძლება დასაქმებული იყოს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში; ე) დაწესებულების ნეონატოლოგები, მეან-გინეკოლოგები, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები და რადიოლოგები მონაწილეობენ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ამ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით.“. |
დ.ბ)
მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის: |
დ.ბ.ა)
„ბ.ბ.დ“ და ,„ბ.ბ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ბ.დ) ჰაერის/ჟანგბადის შემრევი; ბ.ბ.ე) T ტიპის მოწყობილობა;“; |
დ.ბ.ბ)
,,ბ.დ.ზ“ და ,,ბ.დ.თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.დ.ზ) ჰაერის/ჟანგბადის შემრევი; ბ.დ.თ) T ტიპის მოწყობილობა;“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები