დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 54 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 480570000.10.003.021764 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (29/01/2020 - 13/05/2021)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემამცირებელი და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციული ღონისძიებების კოორდინირების მიზნით:
1. შეიქმნას კლიმატის ცვლილების საბჭო (შემდგომში − საბჭო), შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი; დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი; ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს; გ) მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარეს; დ) სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს. 3. საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის და საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მიწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. 4. დამტკიცდეს თანდართული „კლიმატის ცვლილების საბჭოს დებულება“. |
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 ივლისის №184 დადგენილება. 2. „საქართველოში „კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის“ „კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებული „სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის №172 დადგენილება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
კლიმატის ცვლილების საბჭოს დებულება
|
ზოგადი დებულებები
1. კლიმატის ცვლილების საბჭო შექმნილია საქართველოში „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაეროს ჩარჩოკონვენციის (შემდგომში − კონვენცია) (კონვენციის მიზანია ატმოსფეროში კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების კონცენტრაციის სტაბილიზება), კონვენციის „კიოტოს ოქმის“ („კიოტოს ოქმის“ მიზანია სათბურის აირების გაფრქვევების რაოდენობრივი ლიმიტირება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა) და „პარიზის შეთანხმების“ („პარიზის შეთანხმების“ მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისადმი გლობალური რეაგირების გაძლიერება) მოთხოვნების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. მუხლი 2. საბჭოს შემადგენლობა და სტრუქტურა 1. საბჭო შედგება უშუალოდ საბჭოსგან, მერების შეთანხმების (მერების შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის ფართომასშტაბიან ინიციატივას კლიმატური და ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტებისთვის) ხელმომწერი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფისა (შემდგომში − საკოორდინაციო ჯგუფი) და სამუშაო ჯგუფებისგან. 2. საბჭო შედგება საბჭოს წევრი საქართველოს მთავრობის წევრების − მინისტრების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარისა და სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორისაგან. 3. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 4. საკოორდინაციო ჯგუფი არის საბჭოს მრჩეველი ორგანო კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებს შორის კოორდინაციის საკითხებზე, რომელიც შედგება მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მერებისგან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილისა და სახელმწიფო რწმუნებულებისგან. 5. სამუშაო ჯგუფი არის საბჭოს მრჩეველი ორგანო ეკონომიკურ და სოციალურ დარგებში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, რომელიც შედგება საჯარო მოხელეებისგან, ექსპერტებისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებისგან. სამუშაო ჯგუფს ქმნის და მის შემადგენლობას ამტკიცებს საბჭო. მუხლი 3. საბჭოს ფუნქციები და მუშაობის წესი 1. საბჭო: ა) წარმართავს ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს; ბ) განიხილავს „პარიზის შეთანხმებით“ დადგენილი მიზნების მისაღწევად ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულების განმსაზღვრელი „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტის მომზადებისა და განხორციელების საკითხებს; გ) განიხილავს „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დასრულებულ დოკუმენტს და მოწონების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას მომართავს რეკომენდაციით ამ დოკუმენტების დამტკიცებისა და კონვენციის სამდივნოში წარდგენის თაობაზე; დ) განიხილავს საქართველოში „პარიზის შეთანხმების“ განხორციელებისთვის „გაძლიერებული გამჭვირვალობის ჩარჩოს“ ფარგლებში გაზომვების, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის უწყებათაშორის ეროვნულ სისტემას და მოწონების შემთხვევაში ახდენს საკითხის ინიციირებას საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. „გაძლიერებული გამჭვირვალობის ჩარჩო“ წარმოადგენს კლიმატის ცვლილების ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაციის მართვის საერთაშორისო მექანიზმს; ე) განიხილავს კონვენციისადმი საქართველოს ეროვნულ შეტყობინებებს, ორწლიურ განახლებულ ანგარიშებსა და ეროვნულად განსაზღვრული წვლილის შესრულების ანგარიშებს და მოწონების შემთხვევაში ახდენს საკითხის ინიციირებას საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ვ) განიხილავს კლიმატის მწვანე ფონდისთვის (GCF) საქართველოს ეროვნულ პროგრამას, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებს ფონდიდან დაფინანსების მოპოვების მიზნით და მოწონების შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს შესაბამისი რეკომენდაციით; ზ) განიხილავს კლიმატის მწვანე ფონდში, კონვენციის ადაპტაციის ფონდში (AF), კლიმატის ტექნოლოგიების ცენტრსა და ქსელში (CTCN) და კლიმატის ცვლილების საკითხებზე მომუშავე სხვა საფინანსო ინსტიტუტებში დასაფინანსებლად წარსადგენ პროექტებს და მოწონების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის მხარდაჭერის რეკომენდაციით; თ) განიხილავს კლიმატის მწვანე ფონდში (GCF) აკრედიტაციის მიღების მიზნით ეროვნული ორგანიზაცი(ებ)ის წარდგენის საკითხს და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციით; ი) კონვენციის „კიოტოს ოქმით“ განსაზღვრული სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) პროექტებისთვის დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრავს, რამდენად უწყობს ხელს წარდგენილი სგმ პროექტი ქვეყნის მდგრად განვითარებას, შესაბამისობაშია თუ არა ეროვნულ და/ან სექტორულ პოლიტიკასთან და, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს პროექტის მხარდაჭერის რეკომენდაციით; კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით განიხილავს ინფორმაციას კლიმატის ცვლილების სფეროში პროექტების მიმდინარეობის შესახებ; ლ) განიხილავს კლიმატის ცვლილების სფეროში მომზადებულ სახელმწიფო სტრატეგიებს, გეგმებს და მოწონების შემთხვევაში ახდენს საკითხის ინიციირებას საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; მ) ქმნის და ამტკიცებს სამუშაო ჯგუფებს ეკონომიკის შესაბამისი სექტორებისათვის, საჭიროების მიხედვით; ნ) ითანხმებს სამუშაო ჯგუფების მიზნებს, საქმიანობებს, მუშაობის განრიგსა და ვადებს; ო) განიხილავს სამუშაო ჯგუფების შუალედურ და დასკვნით ანგარიშებს და შენიშვნების შემთხვევაში სამუშაო ჯგუფებს აძლევს ვადას, 30 კალენდარულ დღემდე, ანგარიშების საბჭოსთვის ხელახლა წარსადგენად, თუ გამონაკლისის სახით სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული; პ) სამუშაო ჯგუფების დასკვნითი ანგარიშების საფუძველზე ახდენს საკითხის ინიციირებას საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 2. საბჭოს თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს; ბ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში. 3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. მუხლი 4. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე. 2. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 3. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 4. საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომაზე დასწრება და ხმის მიცემა შეუძლიათ როგორც პირადად, ასევე წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით. 5. საბჭოს სხდომის შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრი. მუხლი 5. საბჭოს ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების სამმართველო. 3. საბჭოს სამდივნო: ა) უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია საბჭოს, საკოორდინაციო ჯგუფისა და სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შეხვედრების მასალების, ოქმების მომზადებაზე, შეხვედრების მასალების შენახვასა და დაცვაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) პასუხისმგებელია სათანადო პირებისათვის მასალების/გადაწყვეტილებების დროულად მიწოდებასა და სხვა სახის კომუნიკაციის განხორციელებაზე, დადასტურების პროცედურის სრულად და ეფექტიანად ორგანიზების მიზნით; დ) პასუხისმგებელია, გაუგზავნოს საბჭოს წევრებს სხდომის დღის წესრიგი და მასალები საბჭოს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა; ე) საჭიროებისამებრ, საბჭოს შემადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი უწყებებიდან/მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვს საბჭოს წევრთა კანდიდატურებს; ვ) საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამუშაო ჯგუფების განახლებულ შემადგენლობას; ზ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრის თემატიკიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს საბჭოს არაწევრი პირების დასწრებას საბჭოს სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით; თ) საკოორდინაციო ჯგუფის მოთხოვნით, უზრუნველყოფს ჯგუფის არაწევრი პირების დასწრებას საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით; ი) სამუშაო ჯგუფის მოთხოვნით უზრუნველყოფს ჯგუფის არაწევრი პირების დასწრებას სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. მუხლი 6. საბჭოს სხდომების ორგანიზება 1. საბჭოს სხდომა ტარდება არანაკლებ 6 თვეში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში. 2. საბჭოს სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება დასკვნითა და წინადადებით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6). 5. ურთიერთობა საბჭოს წევრებს შორის, ასევე საბჭოსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის ხორციელდება ფოსტის, ტელეფონის, ტელეფაქსის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სამდივნოს მონაწილეობით. მუხლი 7. საკოორდინაციო ჯგუფი 1. საკოორდინაციო ჯგუფი: ა) განსაზღვრავს საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობის პრიორიტეტებს; ბ) ამზადებს რეკომენდაციას „მერების შეთანხმების“ სტრატეგიული მიმართულების შესახებ 2020 წლის შემდგომი პერიოდისათვის; გ) ითვალისწინებს მცირე ზომის მუნიციპალიტეტების პრიორიტეტულ საკითხებს და განიხილავს კონკრეტული საპროექტო წინადადების ფარგლებში; დ) განიხილავს და შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს მუნიციპალიტეტების პოტენციური პროექტების პორტფელს; ე) წელიწადში ერთხელ იწვევს გაფართოებულ სხდომას საბჭოსთან შეთანხმებული საპროექტო წინადადებების წარსადგენად დონორებისთვის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო ინვესტორებისთვის; ვ) საჭიროებისამებრ, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის, მიმართავს საბჭოს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ; ზ) წარადგენს წევრებს საბჭოს მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში; თ) ავალებს ჯგუფის წევრებს, 6 თვეში ერთხელ წარადგინონ ინფორმაცია თავიანთ მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატის ცვლილების პროექტების შესახებ, საკოორდინაციო ჯგუფის მიერ დადგენილი წესისა და ფორმატის შესაბამისად. 2. საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარე აირჩევა ერთი წლის ვადით, საკოორდინაციო ჯგუფის დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. 3. საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარე: ა) განსაზღვრავს საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობის წესს; ბ) იწვევს და წარმართავს საკოორდინაციო ჯგუფის სხდომებს; გ) წარუდგენს შუალედურ და დასკვნით ანგარიშებს საბჭოს. მუხლი 8. სამუშაო ჯგუფი 1. სამუშაო ჯგუფი: ა) ამზადებს შესაბამის სამუშაო გეგმებს ამ დებულებით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე; ბ) სამუშაო ჯგუფისთვის განსაზღვრული შესაბამისი ეკონომიკური და სოციალური დარგების მიხედვით ამუშავებს საკითხს და სამოქმედო გეგმას საბჭოს დავალებით; გ) მიმართავს საბჭოს სამდივნოს დავალებით, შესაბამისი სფეროს ექსპერტებისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლების მიწვევასთან დაკავშირებით, კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად; დ) ამზადებს შუალედურ და დასკვნით ანგარიშებს საბჭოსთვის წარსადგენად. 2. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, საკუთარი დასკვნითი ანგარიში საბჭოსთვის წარსადგენად შეიმუშაოს საბჭოს მიერ დავალების გაცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამის შესახებ გონივრულ ვადაში აცნობოს საბჭოს და განსაზღვროს ანგარიშის წარდგენისთვის საჭირო ვადა. 3. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე აირჩევა სამუშაო ჯგუფის დამსწრეთა უმრავლესობით. 4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე: ა) განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესს; ბ) იწვევს და წარმართავს სამუშაო ჯგუფის სხდომებს; გ) წარუდგენს შუალედურ და დასკვნით ანგარიშებს საბჭოს. მუხლი 9. საკოორდინაციო ჯგუფისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების ორგანიზება 1. საკოორდინაციო ჯგუფისა და სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შეხვედრას იწვევს შესაბამისი ჯგუფის თავმჯდომარე. 2. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება 3 თვეში ერთხელ ან საბჭოს მიერ მიცემული დავალების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე. 3. საკოორდინაციო ჯგუფისა და სამუშაო ჯგუფ(ებ)ის გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს მიმართ წინადადებით. 4. საკოორდინაციო ჯგუფისა და სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შეხვედრების ადგილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6). |
დოკუმენტის კომენტარები