ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016492
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
20/01/2020
ვებგვერდი, 23/01/2020
190020020.35.158.016492
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/01/2020 - 03/02/2020)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2020 წლის 20 იანვარი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 190020020.35.158.016399).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 20 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი №1

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, დახმარების მიმღებ პირთა (შემდგომში – ბენეფიციარი) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის.

მუხლი 1. ქრონიკული  დაავადებებით დაავადებულ ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. დახმარება მედიკამენტებით მკურნალობის უზრუნველსაყოფად, კალენდარული წლის განმავლობაში, თითოეულ ბენეფიციარზე არაუმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარისა, გაეწევათ ბენეფიციარებს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ:

ა) ეპილეფსია;

ბ) პარკინსონი;

გ) ბრონქიალური ასთმა;

დ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცია;

ე) ონკოლოგიური დაავადებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);      

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების ყოველთვიური მატერიალური  დახმარება

1. კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ:

ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე 18 წელზე მეტი ასაკის ბენეფიციარებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) ყრუ-მუნჯებს – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

დ) 18-დან 26 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს, ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და საჭიროებს მუდმივ მომვლელს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს (18 წლამდე), რომლებიც საჭიროებენ მომვლელს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ვ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეინტეგრირებულ შშმ პირებს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);      

ვ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების  სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;

ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მოსარგებლე ბენეფიციარმა – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);

თ) რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება („ვ“ პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ი) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 3. სოციალურად დაუცველი ერთ წლამდე ბავშვების  ყოველთვიურად კვებით უზრუნველყოფა

1. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე  წლების პერიოდში, ერთ წლამდე ბავშვების კვებით უზრუნველსაყოფად დახმარება გაეწევათ თვეში – 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა), სადაც მითითებული იქნება, რა საკვებს საჭიროებს ბავშვი;

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ლოგოპედის მომსახურების უზრუნველყოფა

1. ლოგოპედის მომსახურების საფასური 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით  აუნაზღაურდებათ შემდეგი კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს:   

ა) დაუნის სინდრომის მქონე  ბავშვებს;

ბ) აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს;

გ) ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს;

დ) სმენადაქვეითებულ ბავშვებს (IV ხარისხის სმენაჩლუნგობა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);      

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ზ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების  სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 5.სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბენეფიციარების მატერიალური დახმარება

1. კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად მატერიალური დახმარება გაეწევათ  „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემდეგი კატეგორიის  ბენეფიციარებს:

ა) რეიტენგრირებულ 18 წლამდე არასრულწლოვნებს  – 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება („ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.          

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 6. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის სეზონზე მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა

1. გათბობის სეზონის დასაწყისში ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ:

ა) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) მარტოხელა პესიონერებს;

ბ) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) შშმ პირების ოჯახებს;

გ) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) მრავალშვილიან (სამი და მეტი არასრულწლოვანი) ოჯახებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) შვილების დაბადების მოწმობის ქსეროასლები („გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ („ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 7. ბინის ქირით უზრუნველყოფა

1. ბინის ქირა არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად აუნაზღაურდება: 

ა) სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების  პერიოდში;

ბ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მსხვერპლს.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ქირავნობის ხელშეკრულება;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ან/და სასამართლო ორგანოს ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ ბენეფიციარისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი („ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან („ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

თ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად (ბენეფიციარის) ანგარიშზე;     

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 8. სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები ოჯახების  კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქ. უ/ნ-ში და დაბა კაზრეთში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები თითოეულ ოჯახზე: ელექტროენერგია 250კვ/სთ – ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250მ3, ხოლო ზაფხულის სეზონზე თვეში 50მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით;

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, სიონის ჩიხის №1-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები თითოეულ ოჯახზე: ელექტროენერგია სრულად – საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250მ3, ხოლო ზაფხულის სეზონზე თვეში – 50მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციის საბანკო ამგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 9. სტუდენტთა დახმარებები

1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება  (მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:

ა) ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ) იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულით და ქულა მიენიჭათ გასული ან მიმდინარე წლების პერიოდში)  – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

დ) მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი) – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ე) სტუდენტებს ოჯახებიდან, რომელთაც ჰყავთ ორი ან მეტი სტუდენტი – თითოეულს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ვ) შშმ სტუდენტებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ზ) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, რომელიც გახდა სტუდენტი – 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი („ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ ბენეფიციარი ნამდვილად  არის მოქმედი სტუდენტი;

ვ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი („ა“ ქვეპუნტით სარგებლობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან („გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

თ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ („ვ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ი) განრიდების ოქმი, დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ, ან დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ან გამამტყუნებელი განაჩენი, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება და სხვა დოკუმენტები („ზ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

კ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

4. ამ წესის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ყოველთვიური დახმარების მისაღებად, მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები სტუდენტებმა მერიაში უნდა წარადგინონ ყოველი ახალი სასწავლო სემესტრის დასაწყისში. განცხადებისა და დოკუმენტების დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში, დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის თარიღიდან.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის შესაბამისი საბანკო დაწესებულების  ანგარიშზე.          

6. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 10. მკურნალობით უზრუნველყოფა (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

2. სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს და ქულა მიენიჭა 2019-2020 წწ. პერიოდში, დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) სამედიცინო კვლევებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვაბშვებს (18 წლამდე) ფიზიოთერაპიისა და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

4. ლეიშმანიოზით დაავადებულ ბენეფიციარებს სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობისათვის და სამედიცინო კვლევებისათვის დახმარება გაეწევათ – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

5. დედ-მამით ობოლ ბავშვებს (18 წლამდე) სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობისათვის და სამედიცინო კვლევებისთვის დახმარება გაეწევათ – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

6. ვირუსული ჰეპატიტით და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით დაავადებულ ბენეფიციარებს სამკურნალო და ამბულატორიული მკურნალობისათვის დახმარება გაეწევა – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

7. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

8. იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

9. ფსორიაზით დაავადებულ სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და ქულა მიენიჭა 2019-2020 წწ. პერიოდში, მედიკამენტებით მკურნალობისათვის დახმარება გაეწევათ 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით;

10. ფენილკეტონურიით და ჰიპერფენილალანემიით დაავადებულ ბავშვებს (სპეციალური საკვების შესაძენად) დახმარება გაეწევათ წელიწადში 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით რეგისტრირებული იმ გაჭირვებული მოქალაქეების (ოჯახების), რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა (ოჯახების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომლებზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს, კალენდარული წლის გამავლობაში ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობის თანხით.

12. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარებმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის/ბავშვების შემთხვევაში (18 წლამდე) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან (მეორე და მეცხრე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობების ქსეროასლი (მეხუთე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი (მეშვიდე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ზ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი (მერვე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

თ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ (მესამე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ი) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);                    

კ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან.

13. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.

14. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარებები გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის/სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 11. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა  და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები (9 მაისს) – 100 (ასი) ლარი;

ბ) 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ოჯახები მიმდინარე წლის 8 აგვისტოს (ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი)  – 500 (ხუთასი) ლარი;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები მიმდინარე წლის 27 სექტებერს (ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი) – 500 (ხუთასი) ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი;

დ) საბრძოლო მოკვლევის ასლი/გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი („ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სარგებლობისას);

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 12. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარებით უზრუნველყოფა

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფილნი იქნებიან:

ა) სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა სარეირინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ) სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 150 000-მდე და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

გ) ასი და მეტი წლის ხანდაზმული – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

დ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მსხვერპლი – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობის დაცვით რეგისტრირებულ იმ შეჭირვებულ ოჯახების წევრებს, რომლებიც განცხადებით მომართვის მომენტში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა და მომართვის პერიოდში მძიმეა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას, ერთჯერადი მატერიალური დახმარება არაუმეტეს 300 (სმასი) ლარის ოდენობით, გაეწევათ მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი „ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი სამუშაო ჯგუფის“ დასკვნის საფუძველზე, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესწავლის აქტის გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან („ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში)

დ) შემაკავებელი ორდერის ქსეროასლი („დ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხადებლის შემოსავლების შესახებ („ე“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში;

ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე;           

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 13. გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურების უზრუნველსაყოფად  მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა

1. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით  ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცემა  ერთჯერადი მატერიალური დახმარება  250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  ბენეფიციარის  ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობა;

გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი ან  იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი ან  მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად უპატრონოა;

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები (განმცხადებლის).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 14. სტიქით დაზარალებული ოჯახების დახმარება

1. გასულ და მიმდინარე  წლებში სტიქიის (უპირატესად დამანგრეველი ხასიათის ბუნების მოვლენის – მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლიანობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი), ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევევის შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს 500 (ხუთასი) ლარამდე ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად, ხოლო 500 (ხუთასი) ლარის ზემოთ – მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა. ხოლო სტიქიის (უპირატესად დამანგრეველი ხასიათის ბუნების მოვლენის – მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად, წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის შესაბამისად.

3. სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე, საქონლის სადგომზე, საქონლის საკვებსა (თივა) და საკვების შესანახ თავლაზე მიყენებული ზიანის აღსადგენად დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

4. მსხვილფეხა და მწვრილფეხა საქონელზე, აგრეთვე საქონლის სადგომზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში, დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ მიყენებული ზიანის 70%-ის შემთხვევაში,  მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა, ხოლო საქონლის საკვებზე (თივა), აგრეთვე საკვების (თივა) შესანახ თავლაზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარებმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

გ) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან;

დ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ.

6. ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 (ხუთას) ლარს.

7. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.

8. ამ მუხლის პირველი ქუნქტის საფუძველზე ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტისგან მიღებული ფულადი დახმარება, რის შესახებაც ბენეფიციარს, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ან შესაბამისი უფლებამისილების მქონე პირს შორის ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.

19. 18/12/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 33 - ვებგვერდი, 20/12/2023 18. 17/07/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 18 - ვებგვერდი, 18/07/2023 17. 06/02/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 4 - ვებგვერდი, 07/02/2023 16. 26/01/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 30/01/2023 15. 19/12/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 34 - ვებგვერდი, 20/12/2022 14. 15/08/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 22 - ვებგვერდი, 15/08/2022 13. 27/06/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 17 - ვებგვერდი, 28/06/2022 12. 04/04/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 10 - ვებგვერდი, 06/04/2022 11. 01/03/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 04/03/2022 10. 24/01/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 26/01/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 20/12/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 20 - ვებგვერდი, 21/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 18/02/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 4 - ვებგვერდი, 19/02/2021 7. 28/01/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 1 - ვებგვერდი, 29/01/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 25/11/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 27/11/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 22/06/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 24/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 01/06/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 17 - ვებგვერდი, 03/06/2020 3. 06/04/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 08/04/2020 2. 17/02/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 20/02/2020 1. 03/02/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 06/02/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას