დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 45 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.021753 |
|
მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული – „მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობები“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან. |
|
მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 2. ამ წესის მიზანია ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი თესლისათვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენა. 3. ეს წესი ვრცელდება ადგილობრივ ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილ თესლზე. 4. ეს წესი არ ვრცელდება ექსპორტისთვის განკუთვნილ თესლზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მარცვლეული კულტურები – სახეობები, რომლებიც განსაზღვრულია „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 აგვისტოს №411 დადგენილების შესაბამისად და განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო ან მებაღეობის (არა დეკორატიული გამოყენების) მიზნით წარმოებისთვის; ბ) ინბრედ ხაზი – საკმარისად ერთგვაროვანი და სტაბილური ხაზი, რომელიც მიღებულია ხელოვნური თვითდამტვერვით, რომელიც შეირჩევა რამდენიმე თანმიმდევრულ თაობაში ან მიღებულია მსგავსი ქმედებების შედეგად; გ) მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდი – სელექციონერის მიერ განსაზღვრული ორი ინბრედ ხაზის შეჯვარების შედეგად მიღებული პირველი თაობა; დ) ორმაგი ხაზთაშორისი ჰიბრიდი – სელექციონერის მიერ განსაზღვრული ორი მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდის შეჯვარების შედეგად მიღებული პირველი თაობა; ე) სამმაგი ხაზთაშორისი ჰიბრიდი – სელექციონერის მიერ განსაზღვრული ინბრედ ხაზისა და მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდის შეჯვარების შედეგად მიღებული პირველი თაობა; ვ) ტოპკროსული ჰიბრიდი – სელექციონერის მიერ განსაზღვრული მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდის ან ინბრედ ხაზისა და ჯიშის შეჯვარების შედეგად მიღებული პირველი თაობა; ზ) ჯიშთაშორისი ჰიბრიდი – სელექციონერის მიერ განსაზღვრული ორი ჯიშის საბაზისო თესლისაგან მიღებული მცენარეების შეჯვარების შედეგად მიღებული პირველი თაობა; თ) სინთეზური ჯიში – ჯიში, რომელიც მიიღება სპეციფიკური ელემენტებით, არ არის ჰომოზიგოტური, მაგრამ გენეტიკურად გამოთანაბრებულია, რეპროდუქციული თესლის თაობების რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია; ი) „წინასაბაზისო თესლი“ – „საბაზისო თესლის“ წინა თაობის თესლი, რომელიც დამზადებულია სელექციონერის/შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით ჯიშის შენარჩუნებისათვის საჭირო საწყისი მასალიდან, აკმაყოფილებს „საბაზისო თესლის“ მიმართ ამ წესის „სათესლე ნაკვეთების მიმართ წაყენებული მოთხოვნების“ დანართ №1-ითა და „მოთხოვნების, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს თესლი“ დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; კ) „საბაზისო თესლი“ (შვრია, ქერი, ბრინჯი, ჩიტიფეტვა, ჭვავი, ტრიტიკალე, ხორბალი, მაგარი ხორბალი, ხორბალი სპელტი, გარდა მათი ჰიბრიდებისა) – თესლი, რომელიც განკუთვნილია „სერტიფიცირებული თესლის“, „პირველი თაობის სერტიფიცირებული თესლის“ ან „მეორე თაობის სერტიფიცირებული თესლის“ მისაღებად, აკმაყოფილებს „საბაზისო თესლის“ მიმართ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; ლ) „საბაზისო თესლი“ (შვრიის, ქერის, ბრინჯის, ჭვავის, ხორბლის, მაგარი ხორბლის, ხორბალი სპელტის, თვითმტვერია ტრიტიკალეს ჰიბრიდების) – თესლი, რომელიც დამზადებულია სელექციონერის/შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით, განკუთვნილია ჰიბრიდების მისაღებად, აკმაყოფილებს „საბაზისო თესლის“ მიმართ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; მ) „საბაზისო თესლი“ (სიმინდი და სორგოს ჯიშების) – ჯვარედინ დამტვერვას დაქვემდებარებული ჯიშების საბაზისო თესლი, რომელიც დამზადებულია სელექციონერის/შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით, ჯიშის შენარჩუნებისთვის მიღებული პრაქტიკის გამოყენებით, განკუთვნილია ჯიშების, ტოპკროსული ჰიბრიდების ან ჯიშთაშორისი ჰიბრიდების „სერტიფიცირებული თესლის“ დასამზადებლად. აკმაყოფილებს „საბაზისო თესლის“ მიმართ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; ნ) „საბაზისო თესლი“ (ინბრედ ხაზების) – თესლი, რომელიც აკმაყოფილებს „საბაზისო თესლის“ მიმართ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; ო) „საბაზისო თესლი“ (მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდების) – თესლი, რომელიც განკუთვნილია ორმაგი ხაზთაშორისი ჰიბრიდების, სამმაგი ხაზთაშორისი ჰიბრიდებისა და ტოპკროსული ჰიბრიდების მისაღებად. აკმაყოფილებს „საბაზისო თესლის“ მიმართ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; პ) „სერტიფიცირებული თესლი“ (ჩიტიფეტვა (გარდა ჰიბრიდებისა), ჭვავი, სორგო, სუდანის ბალახი, სიმინდი, ასევე შვრიის, ქერის, ხორბლის მაგარი ხორბლის, ხორბალი სპელტისა და თვითმტვერია ტრიტიკალეს ჰიბრიდები) – თესლი, რომელიც დამზადებულია პირდაპირ „საბაზისო თესლისაგან“ ან სელექციონერის მოთხოვნის შემთხვევაში – „საბაზისო თესლის“ წინა თაობების თესლისაგან, რომელიც აკმაყოფილებს „საბაზისო თესლისადმი“ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. გამიზნულია არასათესლე დანიშნულების ნათესების მისაღებად. აკმაყოფილებს „სერტიფიცირებული თესლის“ მიმართ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; ჟ) „პირველი თაობის სერტიფიცირებული თესლი“ (შვრია, ქერი, ბრინჯი, ტრიტიკალე, ხორბალი, მაგარი ხორბალი, ხორბალი სპელტი, გარდა მათი ჰიბრიდებისა) – თესლი, რომელიც დამზადებულია პირდაპირ „საბაზისო თესლისაგან“ ან სელექციონერის მოთხოვნის შემთხვევაში – „საბაზისო თესლის“ წინა თაობების თესლისაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ „საბაზისო თესლისადმი“ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, განკუთვნილია „მეორე თაობის სერტიფიცირებული თესლის“ ან სხვა დანიშნულების ნათესების მისაღებად. აკმაყოფილებს „პირველი თაობის სერტიფიცირებული თესლის“ მიმართ დანართ №1-ითა და დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; რ) „მეორე თაობის სერტიფიცირებული თესლი“ (შვრია, ქერი, ბრინჯი, ტრიტიკალე, ხორბალი, მაგარი ხორბალი, ხორბალი სპელტი, გარდა მათი ჰიბრიდებისა) – თესლი, რომელიც დამზადებულია „საბაზისო თესლისაგან“ ან „პირველი თაობის სერტიფიცირებული თესლისაგან“ ან სელექციონერის მოთხოვნის შემთხვევაში – „საბაზისო თესლის“ წინა თაობების თესლისაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ საბაზისო თესლისადმი ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, განკუთვნილია არასათესლე დანიშნულების ნათესების მისაღებად, აკმაყოფილებს „მეორე თაობის სერტიფიცირებული თესლის“ მიმართ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; ს) ბაზარზე განთავსება – კომერციული მიზნებისათვის თესლის მიწოდება, გაყიდვის მიზნით განთავსება და გასაყიდად შეთავაზება ან გადაცემის სხვა ფორმები, გარდა მიწოდების ისეთი ფორმებისა, როგორებიც არის კონტროლის ორგანოებისთვის გადაცემა, დამუშავების ან შეფუთვის მომსახურებების მიმწოდებლებისათვის გადაცემა; ტ) ჯვარედინი დამტვერვის ჯიში – საკმარისად ერთგვაროვანი და სტაბილური სახეობა. 2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
მუხლი 3. თესლის ბაზარზე განთავსების პირობები 1. ბაზარზე შეიძლება განთავსდეს თესლი, რომელიც კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად: ა) „წინასაბაზისო თესლი“; ბ) „საბაზისო თესლი“ (შვრია, ქერი, ბრინჯი, ჩიტიფეტვა, ჭვავი, ტრიტიკალე, ხორბალი, გარდა მათი ჰიბრიდებისა); გ) „საბაზისო თესლი“ (შვრიის, ქერის, ბრინჯის, ჭვავის, ხორბლის, თვითმტვერია ტრიტიკალეს ჰიბრიდების); დ) „საბაზისო თესლი“ (სიმინდისა და სორგოს ჯიშების); ე) „საბაზისო თესლი“ (ინბრედ ხაზების); ვ) „საბაზისო თესლი“ (მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდების); ზ) „სერტიფიცირებული თესლი“ (ჩიტიფეტვა (გარდა ჰიბრიდებისა), ჭვავი, სორგო, სუდანის ბალახი, სიმინდი, ასევე შვრიის, ქერის, ხორბლის და თვითმტვერია ტრიტიკალეს ჰიბრიდები); თ) „პირველი თაობის სერტიფიცირებული თესლი“ (შვრია, ქერი, ბრინჯი, ტრიტიკალე, ხორბალი, გარდა მათი ჰიბრიდებისა); ი) „მეორე თაობის სერტიფიცირებული თესლი“ (შვრია, ქერი, ბრინჯი, ტრიტიკალე, ხორბალი, გარდა მათი ჰიბრიდებისა). 2. თესლი შეიძლება, განთავსდეს ბაზარზე, თუ ის სერტიფიცირებულია, როგორც „საბაზისო თესლი“, „სერტიფიცირებული თესლი“, „პირველი თაობის სერტიფიცირებული თესლი“ ან „მეორე თაობის სერტიფიცირებული თესლი“. 3. თესლის მაქსიმალური ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 14%-ს. 4. შესაძლებელია, დაიშვას სერტიფიცირებისათვის და ბაზარზე განსათავსებლად საბაზისო კატეგორიის თესლი, რომელიც არ აკმაყოფილებს აღმოცენების უნარის მიმართ დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, მწარმოებელმა უნდა მიუთითოს აღმოცენების კონკრეტული უნარი და თესლის პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი სპეციალურ ეტიკეტზე. 5. ბაზარზე განსათავსებლად დაიშვება თესლის ნარევები. მათი შემადგენელი კომპონენტები უნდა იყოს სერტიფიცირებული. კომპონენტების დასახელებები და ნარევში მათი წონითი თანაფარდობა უნდა მიეთითოს ეტიკეტზე. 6. „საბაზისო თესლისა“ და „სერტიფიცირებული თესლის“ პარტიები ბაზარზე უნდა განთავსდეს ერთგვაროვანი თესლის პარტიებად. 7. მარცვლეული კულტურების თესლი თავისუფალი უნდა იყოს „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში განსაზღვრული მავნე ორგანიზმებისაგან. 8. იმ შემთხვევაში, თუ სათესლე ნაკვეთმა გაიარა საველე ინსპექტირება და ამ შემოწმებამ აჩვენა, რომ ის აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ასეთი ნაკვეთიდან აღებული თესლი შეიძლება, იქნეს სერტიფიცირებული და განთავსდეს ბაზარზე, როგორც „არასრულად სერტიფიცირებული თესლი“. 9. თესლის პარტიის მაქსიმალური წონა და თესლის ნიმუშის მინიმალური წონა უნდა შეესაბამებოდეს „თესლის პარტიის და ნიმუშის წონებისადმი“ ამ წესის დანართ №3-ში მითითებულ მოთხოვნებს.
მუხლი 4. მავნე ორგანიზმებით დაზიანებული მცენარეებისა და თესლის დასაშვები რაოდენობა 1. სათესლე ბრინჯის (Oryza sativa) Fusarium fujikuroi-ით დაზიანებულ მცენარეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: ა) ორ მცენარეს 200 მ2-ზე საბაზისო თესლის წარმოებისას; ბ) ოთხ მცენარეს 200 მ2-ზე სერტიფიცირებული თესლის, პირველი თაობის წარმოებისას; გ) რვა მცენარეს 200 მ2-ზე სერტიფიცირებული თესლის, მეორე თაობის წარმოებისას; დ) დაუშვებელია ველური ან წითელმარცვლიანი ფორმების მცენარეები „საბაზისო თესლის“ მისაღებ სათესლე ნაკვეთში, ხოლო „პირველი თაობის სერტიფიცირებული თესლისა“ და „მეორე თაობის სერტიფიცირებული თესლის“ მისაღები ნაკვეთებისათვის დასაშვებია ერთი მცენარე 100 კვ.მ. ფართობზე. 2. Hordeum vulgare-ის თესლში Ustilaginaceae-ის მიერ გამოწვეული დაზიანება უნდა იყოს რაც შეიძლება ყველაზე დაბალ დონეზე. 3. Claviceps purpurea-სთან დაკავშირებით, სკლეროციუმების ან სკლეროციუმების ფრაგმენტების მაქსიმალური რაოდენობა „თესლის პარტიის და ნიმუშის წონები“ ამ წესის დანართ №3-ის მე-3 სვეტში (თესლის პარტიიდან ასაღები ნიმუშის მინიმალური წონა (გრამებში) მითითებული თესლის წონის ნიმუშში უნდა იყოს შემდეგი:
(*) ხუთი სკლეროციუმის ან სკლეროციუმის ფრაგმენტის არსებობა დადგენილი წონის ნიმუშში უნდა ჩაითვალოს სტანდარტებთან შესაბამისად, თუ იმავე წონის მეორე ნიმუში მოიცავს არაუმეტეს ოთხ სკლეროციუმს ან სკლეროციუმის ფრაგმენტს.
მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი მარცვლოვანი კულტურების ბაზარზე განთავსებისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
დანართი №1 სათესლე ნაკვეთების მიმართ წაყენებული მოთხოვნები 1. დაუშვებელია კულტურების მორიგეობით განლაგება ერთსა და იმავე ნაკვეთზე. 2. ერთსა და იმავე ნაკვეთზე მორიგეობით შეიძლება დაითესოს ხორბლის, ქერის, ჭვავის, შვრიის, ბრინჯის და ტრიტიკალეს ერთი და იმავე ჯიშის უფრო დაბალი კატეგორიის თესლი. 3. სათესლე ნაკვეთებისათვის მინიმალური საიზოლაციო მანძილები არასასურველი გადამტვერვის წყაროდან უნდა იყოს შემდეგი:
ეს მანძილები შეიძლება შეიცვალოს, თუ არსებობს საკმარისი ბარიერი არასასურველი გადამტვერვის წყაროსადმი. როდესაც არის S. Halepense-ის ან S. Sudanense-ის ჯვარედინი დამტვერვა: ა) Sorghum-ის (ორფერიანი) ან მისი ჰიბრიდის საბაზისო თესლის წარმოებისთვის უნდა იყოს 800 მეტრით მაინც იზოლირებული ასეთი დამტვერვის წყაროსგან; ბ) Sorghum-ის (ორფერიანი) ან მისი ჰიბრიდის სერტიფიცირებული თესლის წარმოებისთვის უნდა იყოს 400 მეტრით მაინც იზოლირებული ასეთი დამტვერვის წყაროსგან. 4. კულტურას უნდა ჰქონდეს საკმარისი ჯიშობრივი იდენტურობა და სიწმინდე, ინბრედ ხაზებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ჯიშობრივი იდენტურობა და სიწმინდე აღწერილობაში მოცემული მახასიათებლების გათვალისწინებით. ჰიბრიდების მისაღებად, ზემოთ აღნიშნული მითითება ასევე ეხება კომპონენტების, მათ შორის, ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობის ან ფერტილობის აღმდგენლების მახასიათებლებს. 5. Oryza sativa, Phalaris canariensis, Secale cereale – გარდა ჰიბრიდებისა, ასევე Sorghum spp. და Zea mays სათესლე ნაკვეთები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: ა) Phalaris canariensis, Secale cereale, გარდა ჰიბრიდებისა – ამავე კულტურის არატიპიური მცენარეთა ჯიშობრივი მინარევების დასაშვები რაოდენობა უნდა იყოს ერთი მცენარე 30 კვ.მ ფართობზე „საბაზისო“ და ერთი მცენარე 10 კვ.მ. ფართობზე „სერტიფიცირებული“ თესლის მისაღები სათესლე ნაკვეთებისათვის. ბ) Sorghum spp. – ინბრედ ხაზებისათვის ან კომპონენტებისათვის არატიპურ, Sorghum სახეობის მცენარეთა ჯიშობრივი მინარევების მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება იყოს: ბ.ა) საბაზისო თესლის მისაღებ სათესლე ნაკვეთებში ყვავილობისას 0,1%; ბ.ბ) სიმწიფეში 0,1%; გ) სერტიფიცირებული თესლის მისაღებ სათესლე ნაკვეთებში: გ.ა) მამა დამამტვერიანებელი ფორმისათვის, როდესაც დედა სათესლე მცენარეები მზად არიან განაყოფიერებისათვის 0,1%; გ.ბ) დედა ფორმისათვის: ყვავილობისას: 0,3; სიმწიფეში: 0,1%. 6. Sorghum spp ჰიბრიდების „სერტიფიცირებული თესლის“ დამზადებისას დამატებითი მოთხოვნებია, როდესაც: ა) დედა კომპონენტების სათესლე მცენარეები მზად არიან განაყოფიერებისათვის, მამა კომპონენტების მცენარეები უნდა ავრცელებდნენ განაყოფიერებისათვის საჭირო მტვრის მარცვლების საკმარის რაოდენობას; ბ) დედა კომპონენტების მცენარეები მზად არიან განაყოფიერებისათვის, ამ კომპონენტის მცენარეთა რაოდენობა, რომლებიც ავრცელებენ მტვრის მარცვლებს არ უნდა აღემატებოდეს 0,1%-ს. 7. ჯვარედინი დამტვერვის ჯიშების ან სინთეზური ჯიშების Sorghum spp სათესლე ნაკვეთებზე, იმავე კულტურის არატიპიურ მცენარეთა ჯიშობრივი მინარევების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: ა) ერთ მცენარეს 30 კვ.მ ფართობზე „საბაზისო თესლის“ მიღებისთვის განკუთნილ სათესლე ნაკვეთებში; ბ) ერთ მცენარეს 10 კვ.მ ფართობზე „სერტიფიცირებულ თესლის“ მიღებისთვის განკუთვნილ სათესლე ნაკვეთში. 8. Zea mays ჯიშების, ინბრედ ხაზების ან კომპონენტებისათვის, იმავე სახეობის არატიპურ მცენარეთა ჯიშობრივი მინარევების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: ა) „საბაზისო თესლის“ მიღებისათვის განკუთვნილ სათესლე ნაკვეთებზე: ა.ა) 0,1 ინბრედ ხაზები 0,1%-ს; ა.ბ) მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდების, თითოეული კომპონენტი, 0,1%-ს ; ა.გ) ჯვარედინი დამტვერვის ჯიშები, 0,5%-ს; ბ) „სერტიფიცირებული თესლის“ მიღებისათვის განკუთვნილ სათესლე ნაკვეთებზე ჰიბრიდების კომპონენტებისათვის: ბ.ა) ინბრედ ხაზები, 0,2%-ს; ბ.ბ) მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდები, 0,2%-ს; ბ.გ) ჯიშისათვის, 1,0%-ს; ბ.დ) ჯვარედინი დამტვერვის ჯიშებისათვის, 1,0%-ს; გ) დამატებითი მოთხოვნები ჰიბრიდების თესლის მისაღებად: გ.ა) მამა კომპონენტად გამოყენებული მცენარეები უნდა ავრცელებდნენ საკმარისი რაოდენობის მტვრის მარცვლებს, როდესაც დედა კომპონენტად გამოყენებული მცენარეები ყვავილობის ფაზაშია; გ.ბ) საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კასტრაცია; გ.გ) როდესაც დედა კომპონენტის მცენარეთა 5% ან მეტი მზად არის საჰიბრიდიზაციოდ, მასში მოყვავილე ქოჩოჩებიან მცენარეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს ნებისმიერი ერთ-ერთი ინსპექტირებისას და 2%-ს ყველა შესრულებული ინსპექტირებისას. გ.დ) მცენარეები ითვლება დამტვერილად, როცა ცენტრალური ღერძის 50 მმ ან მეტი ან სარგველას გვერდებზე მათი გარსიდან წარმოიქმნება სამტვერე და მოხდება დამტვერვა. 9. Secale cereale -ს ჰიბრიდების შემთხვევაში: ა) მინიმალური საიზოლაციო მანძილები სათესლე ნაკვეთებისათვის არასასურველი გადამტვერავი წყაროდან უნდა იყოს:
ბ) სათესლე ნაკვეთში კომპონენტებს (მათ შორის მამრობითი სტერილური კომპონენტები), შესაბამისი მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა ჰქონდეს საკმარისი ჯიშობრივი იდენტურობა და სიწმინდე. 10. Secale cereale -ს ჰიბრიდების სათესლე ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს: ა) კომპონენტისათვის არატიპურ მცენარეთა ჯიშობრივი მინარევების დასაშვები რაოდენობა საბაზისო თესლის მისაღები სათესლე ნაკვეთებისათვის უნდა იყოს ერთი მცენარე 30 კვ.მ-ზე და სერტიფიცირებული თესლის მისაღები სათესლე ნაკვეთებისათვის ერთი მცენარე 10 კვ.მ.-ზე. ეს ნორმა ეხება მხოლოდ დედა კომპონენტს; ბ) „საბაზისო თესლის შემთხვევაში“, როდესაც მამრობითი სტერილობაა გამოყენებული, მამრობითი სტერილური კომპონენტის სტერილურობის დონე უნდა იყოს არანაკლებ 98%; გ) საჭიროების შემთხვევაში, „სერტიფიცირებული თესლი“ უნდა დამზადდეს მდედრობითი სტერილური კომპონენტის და მამრობითი ფერტილურობის აღმდგენელი მამა კომპონენტის თესლის ნარევის დათესვით. 11. Avena nuda, Avena sativa, Avena strigosa, Oryza sativa, Triticum L, თვითმტვერია xTriticosecale ჰიბრიდების სერტიფიცირებული თესლის და ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობისაგან განსხვავებული საშუალებების გამოყენებით მიღებული Hordeum vulgare-ს ჰიბრიდების სერტიფიცირებული თესლის მისაღები სათესლე ნაკვეთებისათვის: ა) სათესლე ნაკვეთებისათვის, საიზოლაციო მანძილები უნდა იყოს დაცული არასასურველი გადამტვერავი წყაროდან. დედა კომპონენტი, იმავე კულტურის სხვა ნებისმიერი ჯიშის მცენარეებისგან, გარდა მამა კომპონენტებისა, იზოლირებული უნდა იყოს სულ მცირე 25 მ-ით. მანძილები შეიძლება გადაიხედოს, თუ არსებობს საკმარისი ბარიერი უცხო გადამტვერავი წყაროდან; ბ) კულტურას უნდა ჰონდეს საკმარისი ჯიშობრივი იდენტურობა და სიწმინდე, ხოლო ინბრედ ხაზებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ჯიშობრივი იდენტურობა და სიწმინდე აღწერილობით მოცემული მახასიათებლების გათვალისწინებით; გ) როდესაც თესლი დამზადებულია ქიმიური საჰიბრიდიზაციო აგენტის გამოყენებით: გ.ა) თითოეული კომპონენტის მინიმალური ჯიშობრივი სიწმინდე უნდა იყოს Avena nuda-ს, Avena sativa-ს, Avena strigosa-ს, Hordeum vulgare-ს, Oryza sativa-ს, დაTriticum L-ისათვის 99,7%, ხოლო თვითმტვერია xTriticosecale-თვის 99,0%; გ.ბ) მინიმალური ჰიბრიდულობის დონე უნდა იყოს 95%. იმ შემთხვევაში, როდესაც ჰიბრიდულობის დონე განისაზღვრება თესლის შემოწმებისას სერტიფიცირების დაწყებამდე, საველე ინსპექტირებისას მისი განსაზღვრა აღარ არის საჭირო. 12. ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობის გამოყენებით მიღებული, Hordeum vulgare-ს, ჰიბრიდების „საბაზისო თესლის“ და „სერტიფიცირებული თესლის“, საჰიბრიდიზაციო: ა) სათესლე ნაკვეთები უნდა აკმაყოფილებდეს არასასურველი გადამტვერვის წყაროდან საიზოლაციო მანძილების მიმართ ცხრილში მითითებულ მოთხოვნებს.
ბ) კულტურას უნდა ჰქონდეს საკმარისი ჯიშობრივი იდენტურობა და სიწმინდე, ხოლო ინბრედ ხაზებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ჯიშობრივი იდენტურობა და სიწმინდე კომპონენტების აღწერილობაში მოცემული მახასიათებლების გათვალისწინებით; გ) სათესლე ნაკვეთზე იმავე კულტურის არატიპურ მცენარეთა ჯიშობრივი მინარევების დასაშვები რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: გ.ა) „საბაზისო თესლის“ მისაღები სათესლე ნაკვეთებისათვის, სელექციონერის/შემნარჩუნებელის და აღმდგენელი ხაზებისათვის 0,1%-ს და ციტოპლაზმური მამრობითი სტერილური დედა კომპონენტებისათვის 0,2%-ს; გ.ბ) „სერტიფიცირებული თესლის“ მისაღები სათესლე ნაკვეთებისათვის, აღმდგენელი და ციტოპლაზმური მამრობითი სტერილური დედა კომპონენტებისათვის 0,3%-ს, იმ შემთხვევაში, თუ ციტოპლაზმური მამრობითი სტერილური დედა კომპონენტი არის მარტივი ჰიბრიდი – 0,5%-ს; გ.გ) მამრობითი სტერილურობის დონე დედა კომპონენტისთვის, „საბაზისო თესლის“ მისაღებად განკუთვნილ სათესლე ნაკვეთზე უნდა იყოს არანაკლებ 99,7%, ხოლო „სერტიფიცირებული თესლის“ მისაღებად განკუთვნილ სათესლე ნაკვეთზე – 99,5%; გ.დ) ამ ქვეპუნქტების მოთხოვნები უნდა უნდა იქნეს შემოწმებული საკონტროლო გამოცდაში; დ) სერტიფიცირებული თესლი შეიძლება იქნეს მიღებული მამრობითი სტერილური დედა კომპონენტის და ფერტილობის აღმდგენელი მამა კომპონენტის თესლის ნარევის თესვით. 13. საველე ინსპექტირებათა რაოდენობა უნდა იყოს სულ მცირე: ა) Avena nuda, Avena sativa, Avena strigosa, Hordeum vulgare, Oryza sativa, Phalaris canariensis, xTriticosecale, Triticum, Secale cereale: ერთი; ბ) Sorghum spp. და Zea mays ყვავილობისას: ბ. ა) ჯვარედინი დამტვერვის ჯიშებისათვის: ერთი; ბ.ბ) ინბრედ ხაზებისათვის ან ჰიბრიდებისათვის: სამი.
დანართი №2 მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს თესლი 1. თესლს უნდა ჰქონდეს საკმარისი იდენტურობა და ჯიშობრივი სიწმინდე, ინბრედ ხაზების შემთხვევაში საკმარისი იდენტურობა და ჯიშობრივი სიწმინდე მათი მახასიათებლების გათვალისწინებით, ხოლო ჰიბრიდების თესლის შემთხვევაში კომპონენტების მახასიათებლების გათვალისწინებით. 2. ქვემოთ ჩამოთვლილი კულტურების თესლი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) Avena nuda, Avena sativa, Avena strigosa, Hordeum vulgare, Oryza sativa, Triticum aestivum, Triticum durum, Triticum spelta, გარდა მათი ჰიბრიდებისა
ბ) xTriticosecale - ს თვითმტვერია ჯიშებისათვის
გ) ჰიბრიდებისათვის: Avena nuda, Avena sativa, Avena strigosa, Hordeum vulgare, Oryza sativa, Triticum aestivum, Triticum durum, Triticum spelta, და თვითმტვერია xTriticosecale: გ.ა) თესლის მინიმალური ჯიშობრივი სიწმინდეა 90%; გ.ბ) Hordeum vulgare -ს შემთხვევაში, როდესაც გამოყენებულია ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობა, მინიმალური ჯიშობრივი სიწმინდე უნდა იყოს 85%. ჯიშობრივი მინარევი გარდა აღმდგენელისა არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს. გ.გ) მინიმალურ ჯიშობრივ სიწმინდეს საკონტროლო გამოცდაში შეისწავლიან ნიმუშების შესაბამისი პროპორციების გათვალისწინებით.; დ) Sorghum spp. და Zea mays ჰიბრიდების „სერტიფიცირებული თესლის“ დამზადებისას, როდესაც გამოყენებულია მამრობითი სტერილური დედა კომპონენტი და მამა კომპონენტი, რომელიც არ აღადგენს მამრობით ფერტილობას, თესლი შეიძლება დამზადდეს: დ.ა) ჰიბრიდებისათვის შესაბამისი პროპორციით, სხვადასხვა პარტიების თესლის შერევით, როდესაც, ერთი მხრივ, მამრობითი სტერილური დედა კომპონენტი და მეორე მხრივ მამრობითი ფერტილური დედა კომპონენტია გამოყენებული, ან დ.ბ) მამრობითი სტერილური დედა კომპონენტის და მამრობითი ფერტილური დედა კომპონენტის, ჰიბრიდებისათვის შესაბამისი პროპორციით მოყვანით. კომპონენტების პროპორცია მოწმდება საველე ინსპექტირებით ამ წესის დანართი №1-ში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; ე) Secale cereale-ს ჰიბრიდები და Hordeum vulgare -ს ციტოპლაზმური მამრობითი სტერილურობის გამოყენებით მიღებული ჰიბრიდების შემთხვევაში: თესლი შეიძლება იქნეს სერტიფიცირებული, როგორც „სერტიფიცირებული თესლი“, თუ „საბაზისო თესლის“ საკონტროლო გამოცდა (რომელიც ჩატარდა იმ სავეგეტეაციო სეზონზე, რომლის დროსაც მიიღება „სერტიფიცირებული თესლი“) დაადასტურებს, რომ „საბაზისო თესლი,“ ჯიშობრივ იდენტურობისა და სიწმინდესთან დაკავშირებით აკმაყოფილებს მისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მათი კომპონენტების, მათ შორის მამრობითი სტერილური კომპონენტების მახასიათებლების გათვალისწინებით. 3. თესლი უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის ცხრილ №1-ში მითითებულ მოთხოვნების აღმოცენების უნართან, ანალიზური სიწმინდის, და სხვა სახეობების მცენარეთა თესლის შემცველობასთან დაკავშირებით:
ცხრილი №1
4. სხვა მოთხოვნები, რომლებიც გამოიყენება იქ, სადაც მინიშნებულია ცხრილ №1-ში. 5. მე-4 სვეტში მოცემული სხვა სახეობის თესლის მაქსიმალური რაოდენობა მოიცავს ასევე მე-5 და მე-10 სვეტებში მოცემული სახეობების მცენარეთა თესლებს. 6. მინარევის მეორე თესლი მხედველობაში არ მიიღება, თუ იმავე წონის მეორე საანალიზო ნიმუში არ შეიცავს სხვა მარცვლოვანი კულტურების მცენარეთა თესლებს. 7. Avena fatua, Avena sterilis ან Lolium temulentum -ის საანალიზო ნიმუშში, ერთი მინარევი თესლის შემცველობა მხედველობაში არ მიიღება, თუ იმავე წონის მეორე ნიმუში არ შეიცავს ამ სახეობათა არც ერთ თესლს. 8. Hordeum-ის შემთხვევაში, თუ მინიმალური აღმოცენების უნარი მცირდება სუფთა თესლის 75% მდე, ოფიციალურ ეტიკეტზე უნდა იქნეს მითითებული სიტყვები „მინიმალური აღმოცენების უნარი 75%“.
დანართი №3 თესლის პარტიის და ნიმუშის წონები
შენიშვნა: თესლის პარტიის წონა არ უნდა აღემატებოდეს ამ წესის დანართი №3 -ით დადგენილ წონას, პარტიის მაქსიმალური წონის 5%-ზე მეტად. |
დოკუმენტის კომენტარები